პოლიტიკა
სამართალი

6

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის მეთერთმეტე დღე დაიწყება 17:02-ზე, მთვარე სასწორშია – ერთ-ერთი ყველაზე ენერგიული, წარმატებული და ძლიერი დღეა. ნებისმიერი დავალების შესრულებისას საჭიროა სიფრთხილე და ყურადღება. იმოქმედეთ გადამწყვეტად, ბიზნესში თუ სამსახურში. განხორციელდეთ ის, რაც ჩაფიქრებული გქონდათ. გააფორმეთ კონტრაქტები, დაიკავეთ ახალი პოზიცია. დაასრულეთ რაც დაიწყეთ. დღის საუკეთესო საკვებად ითვლება წვენები და ხილი. გამოიჩინეთ მზრუნველობა და სიყვარული საყვარელი ადამიანის მიმართ, მიართვათ საჩუქარი.
Faceამბები
საზოგადოება
მოზაიკა
სპორტი
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"მამა პეტრე რომ არ ვიყო, მამა პეტრედ ყოფნას ვინატრებდი" - დეკანოზის ბლიცინტერვიუ
"მამა პეტრე რომ არ ვიყო, მამა პეტრედ ყოფნას ვინატრებდი" - დეკანოზის ბლიცინტერვიუ

PALITRANEWS-ის ტრა­დი­ცი­უ­ლი რუბ­რი­კის "ბლი­ცინ­ტერ­ვი­უს" შე­კი­თხვებს ამ­ჯე­რად სვე­ტი­ცხოვ­ლის სა­კა­თედ­რო ტაძ­რის დე­კა­ნო­ზი პეტ­რე კვა­რა­ცხე­ლია პა­სუ­ხობს.

- თა­ვი­სუფ­ლე­ბა ჩემ­თვის არის...

- ვინც თავს ფლობს, აკონ­ტრო­ლებს სა­კუ­თარ მო­თხოვ­ნი­ლე­ბებს და ცდი­ლობს სწო­რი მი­მარ­თუ­ლე­ბით ატა­როს იგი, ასე­თი ადა­მი­ა­ნი არის თა­ვი­სუ­ფა­ლი.

- გან­მარ­ტო­ე­ბა მიყ­ვარს, როცა...

- ვთვლი, რომ ყვე­ლა ადა­მი­ა­ნი მარ­ტოა, რაც არ უნდა ხალ­ხმრავ­ლო­ბა­ში ვი­ყოთ და ბევ­რი მე­გო­ბა­რი გვყავ­დეს, არ ნიშ­ნავს, რომ შენ ვი­ღა­ცის გვერ­დით ხარ. პი­რი­ქით, სხვას­თან უფრო მარ­ტო ხარ, ვიდ­რე სა­კუ­თარ თავ­თან, როცა სა­კუ­თა­რი თა­ვის ფლო­ბა შე­გიძ­ლია.

- ჩემ­თვის მა­რა­დი­უ­ლია...

- წარ­მარ­თი ფი­ლო­სო­ფო­სი სე­ნე­კა ამ­ბობს: "ბე­დის­წე­რას მიჰ­ყავს მორ­ჩი­ლე­ბი და მი­ათ­რევს ურ­ჩევს". მარ­თლმა­დი­დებ­ლო­ბის­თვის ბე­დის­წე­რა არ არ­სე­ბობს. ნე­ბის­მი­ე­რი ადა­მი­ა­ნი სა­კუ­თარ თავს ქმნის ან არ ქმნის. თუ ვინ­მეს სურს გახ­დეს მა­რა­დი­უ­ლი, ის უნდა გა­მო­ე­კი­დოს ღვთის მცნე­ბებს და მათი დაც­ვის შემ­თხვე­ვა­ში შე­იძ­ლე­ბა გახ­დეს მა­რა­დი­უ­ლი...

- სიმ­შვი­დეს ვპო­უ­ლობ...

- ვე­ძიე სიმ­შვი­დე და ვპო­ვე იგი... კუ­თხე­ში, წიგ­ნით ხელ­ში

- მო­მენ­ტი, რო­მელ­მაც შემ­ცვა­ლა....

- მახ­სენ­დე­ბა ერთი დე­ტა­ლი: სა­კუ­თარ თავ­თან დავ­დე პი­რო­ბა, რომ მე შევ­ქმნი­დი სა­კუ­თარ თავს. ამის უკან იდგა იმედ­გაც­რუ­ე­ბა, შე­უ­რა­ცხყო­ფა, დამ­ცი­რე­ბა... შე­იძ­ლე­ბა ით­ქვას, სა­სო­წარ­კვე­თი­ლე­ბა. და მახ­სენ­დე­ბა ალექ­სან­დრე მა­კე­დო­ნე­ლის სი­ტყვე­ბი: "ალექ­სან­დრე რომ არ ვიყო, დი­ო­გე­ნედ ყოფ­ნას ვი­სურ­ვებ­დიო". მე მთე­ლი ცხოვ­რე­ბა მინ­და ვთქვა: "მამა პეტ­რე რომ არ ვიყო, მამა პეტ­რედ ყოფ­ნას ვი­ნატ­რებ­დი"... ნა­ხეთ ბლი­ცინ­ტერ­ვიუ სრუ­ლად

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ქართულ კომერციულ ბანკებში დაახლოებით 2 მილიარდი რუსული რუბლი ინახება

"მამა პეტრე რომ არ ვიყო, მამა პეტრედ ყოფნას ვინატრებდი" - დეკანოზის ბლიცინტერვიუ

"მამა პეტრე რომ არ ვიყო, მამა პეტრედ ყოფნას ვინატრებდი" - დეკანოზის ბლიცინტერვიუ

PALITRANEWS-ის ტრადიციული რუბრიკის "ბლიცინტერვიუს" შეკითხვებს ამჯერად სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძრის დეკანოზი პეტრე კვარაცხელია პასუხობს.

- თავისუფლება ჩემთვის არის...

- ვინც თავს ფლობს, აკონტროლებს საკუთარ მოთხოვნილებებს და ცდილობს სწორი მიმართულებით ატაროს იგი, ასეთი ადამიანი არის თავისუფალი.

- განმარტოება მიყვარს, როცა...

- ვთვლი, რომ ყველა ადამიანი მარტოა, რაც არ უნდა ხალხმრავლობაში ვიყოთ და ბევრი მეგობარი გვყავდეს, არ ნიშნავს, რომ შენ ვიღაცის გვერდით ხარ. პირიქით, სხვასთან უფრო მარტო ხარ, ვიდრე საკუთარ თავთან, როცა საკუთარი თავის ფლობა შეგიძლია.

- ჩემთვის მარადიულია...

- წარმართი ფილოსოფოსი სენეკა ამბობს: "ბედისწერას მიჰყავს მორჩილები და მიათრევს ურჩევს". მართლმადიდებლობისთვის ბედისწერა არ არსებობს. ნებისმიერი ადამიანი საკუთარ თავს ქმნის ან არ ქმნის. თუ ვინმეს სურს გახდეს მარადიული, ის უნდა გამოეკიდოს ღვთის მცნებებს და მათი დაცვის შემთხვევაში შეიძლება გახდეს მარადიული...

- სიმშვიდეს ვპოულობ...

- ვეძიე სიმშვიდე და ვპოვე იგი... კუთხეში, წიგნით ხელში

- მომენტი, რომელმაც შემცვალა....

- მახსენდება ერთი დეტალი: საკუთარ თავთან დავდე პირობა, რომ მე შევქმნიდი საკუთარ თავს. ამის უკან იდგა იმედგაცრუება, შეურაცხყოფა, დამცირება... შეიძლება ითქვას, სასოწარკვეთილება. და მახსენდება ალექსანდრე მაკედონელის სიტყვები: "ალექსანდრე რომ არ ვიყო, დიოგენედ ყოფნას ვისურვებდიო". მე მთელი ცხოვრება მინდა ვთქვა: "მამა პეტრე რომ არ ვიყო, მამა პეტრედ ყოფნას ვინატრებდი"... ნახეთ ბლიცინტერვიუ სრულად

ემოციური დამშვიდობება მაშველი ძაღლებთან - "ფანი, ჯესი, ბელა, სალი, ბინგო და რეი სამასხურეობრივ მოვალეობას აღარ შეასრულებენ"

საქართველოში კორონავირუსის 2 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა - stopcov.ge-ს განახლებული მონაცემები

გარდაიცვალა ახალგაზრდა ქალი, რომლის მეუღლე და შვილები ქვიშხეთთან ავარიის დროს დაიღუპნენ