საზოგადოება
სპორტი
პოლიტიკა

1

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეშვიდე დღე დაიწყება 11:53-ზე, მთვარე ქალწულს ესტუმრება 07:02-ზე – კარგია მოლაპარაკებების წარმოება. ახალი კავშირების დამყარება. სარეკლამო კამპანიების, კონფერენციების და მსგავსი ღონისძიებების ჩატარება. გამოიყენეთ სიტყვები პარტნიორების, ინვესტორების და სპონსორების დასარწმუნებლად. ბიზნესმენებმა ხელი უნდა შეუწყონ და დააფინანსონ შემოქმედებითი ადამიანები. ბევრმა მუშაობამ შეიძლება გამოიწვიოს გადაღლილობა. უმჯობესია თავი შეიკავოთ დიდი რაოდენობით ქონის, ლორის, ქაშაყის, დამუშავებული ყველის და მსგავსი პროდუქტების მიღებაზე.
სამხედრო
მოზაიკა
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
მსოფლიო
სამართალი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
საქართველოში პირველად ერთსქესიანთა ქორწინების დაშვებისთვის სამართლებრივი ბრძოლა იწყება
საქართველოში პირველად ერთსქესიანთა ქორწინების დაშვებისთვის სამართლებრივი ბრძოლა იწყება

სა­ქარ­თვე­ლო­ში ერ­თსქე­სი­ან­თა ქორ­წი­ნე­ბის და­საშ­ვე­ბად სა­მარ­თლებ­რი­ვი ბრძო­ლა იწყე­ბა. სარ­ჩე­ლი, რო­მე­ლიც სა­კონ­სტი­ტუ­ციო სა­სა­მარ­თლო­ში დღეს შე­ვი­და, AMBEBI.GE-ს ლგბტ პი­რე­ბის უფ­ლე­ბე­ბის დამ­ცველ­მა, ად­ვო­კატ­მა გი­ორ­გი ტა­ტიშ­ვილ­მა გა­აც­ნო. ტა­ტიშ­ვი­ლი, რო­მე­ლიც ადრე ტრანსგენ­დერ "მა­ცა­ცოდ" იყო ცნო­ბი­ლი, AMBEBI.GE-სთან ექ­სკლუ­ზი­ურ ინ­ტერ­ვი­უ­ში ამ­ბობს, რომ სა­სარ­ჩე­ლო მო­თხოვ­ნაა, სა­კონ­სტი­ტუ­ციო სა­სა­მარ­თლომ ძა­ლა­და­კარ­გუ­ლად სცნოს სა­მო­ქა­ლა­ქო კო­დექ­სის ის ნორ­მა, რომ­ლი­თაც გან­მარ­ტე­ბუ­ლია, რომ "ქორ­წი­ნე­ბა ქა­ლი­სა და მა­მა­კა­ცის ერ­თო­ბაა".

"სა­სარ­ჩე­ლო მო­თხოვ­ნაა, რომ სა­ქარ­თვე­ლოს სა­მო­ქა­ლა­ქო კო­დექ­სის ნორ­მის შე­და­რე­ბა მოხ­დეს კონ­სტი­ტუ­ცი­ის იმ ნორ­მას­თან, რომ­ლის მი­ხედ­ვი­თაც უნდა დად­გინ­დეს ოჯა­ხის, რო­გორც დე­ფი­ნი­ცი­ის შე­მად­გენ­ლო­ბა­ში კა­ცი­სა და კა­ცის, ქა­ლი­სა და ქა­ლის, ან ქა­ლი­სა და კა­ცის ერ­თო­ბა, რაც და­ა­ზუს­ტებს კა­ნონ­თან კონ­სტი­ტუ­ცი­ის შე­სა­ბა­მი­სო­ბას. ამის სა­ფუძ­ველ­ზე ლგბტ ორ­გა­ნი­ზა­ცია მო­ი­თხოვს ერ­თსქე­სი­ან­თა ქორ­წი­ნე­ბას, რაც ლე­გა­ლი­ზე­ბუ­ლი უნდა იქ­ნას სწო­რედ სა­ქარ­თვე­ლოს სა­კონ­სტი­ტუ­ციო სა­სა­მარ­თლოს გა­და­წყვე­ტი­ლე­ბით. სარ­ჩე­ლის ერთ-ერთი მო­თხოვ­ნაა სა­მო­ქა­ლა­ქო კო­დექ­სის იმ ნორ­მის დრო­ე­ბით ძა­ლა­და­კარ­გუ­ლად ცნო­ბა, სა­ნამ სა­ბო­ლოო გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა არ იქ­ნე­ბა მი­ღე­ბუ­ლი, რომ­ლის მი­ხედ­ვით ქორ­წი­ნე­ბა შე­იძ­ლე­ბა მხო­ლოდ ქა­ლი­სა და მა­მა­კა­ცის ერ­თო­ბით", - გან­მარ­ტა ლგბტ უფ­ლე­ბე­ბის დამ­ცველ­მა, ად­ვო­კატ­მა გი­ორ­გი ტა­ტიშ­ვილ­მა. მან სარ­ჩე­ლი შე­ი­ტა­ნა, რო­გორც ფი­ზი­კურ­მა პირ­მა.

"მე მაქვს ჩემი ორ­გა­ნი­ზა­ცია "სა­მო­ქა­ლა­ქო მო­ნი­ტო­რინ­გის და ასო­ცი­ა­ცი­ის ლგბტ უფ­ლე­ბა­თა დაც­ვის ცენ­ტრი", თუმ­ცა სარ­ჩე­ლი არ შე­დის ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის სა­ხე­ლით, ის შე­დის გი­ორ­გი ტა­ტიშ­ვი­ლის სა­ხე­ლით, ვი­ნა­ი­დან მე აქ­ტი­უ­რი ლგბტ უფ­ლე­ბა­დამ­ცვე­ლი ვარ და ად­ვო­კა­ტი", - გან­მარ­ტავს იგი.

AMBEBI.GE-სთან სა­უბ­რი­სას, მო­სარ­ჩე­ლე აღ­ნიშ­ნავს, რომ პო­ზი­ტი­უ­რი მო­ლო­დი­ნი აქვს.

"მო­ლო­დი­ნი გვაქვს ძა­ლი­ან და­დე­ბი­თი, რად­გან აქ მოყ­ვა­ნი­ლია რო­გორც გერ­მა­ნი­ის კონ­სტი­ტუ­ცია, ასე­ვე ამე­რი­კის შე­ერ­თე­ბუ­ლი შტა­ტე­ბის სა­კონ­სტი­ტუ­ციო სა­სა­მარ­თლოს, უზე­ნა­ე­სი სა­სა­მარ­თლოს გა­და­წყვე­ტი­ლე­ბე­ბი და აქე­დან გა­მომ­დი­ნა­რე, უდი­დე­სი მო­ლო­დი­ნია, რომ ამ სა­კონ­სტი­ტუ­ციო სარ­ჩე­ლის შე­დე­გად, შე­საძ­ლე­ბე­ლი იქ­ნე­ბა ერ­თსქე­სი­ან­თა ქორ­წი­ნე­ბის ლე­გა­ლი­ზა­ცია და ოჯა­ხის დე­ფი­ნი­ცი­ის გან­სა­ზღვრა", - აცხა­დებს ტა­ტიშ­ვი­ლი.

AMBEBI.GE სა­კი­თხთან და­კავ­ში­რე­ბით სა­ხალ­ხო დამ­ცველს ესა­უბ­რა. უჩა ნა­ნუ­აშ­ვილ­მა გან­მარ­ტა, რომ სა­კი­თხი რთუ­ლია და დის­კუ­სი­ას სა­ჭი­რო­ებს.

- ბა­ტო­ნო უჩა, რამ­დე­ნად შე­იძ­ლე­ბა სა­კონ­სტი­ტუ­ციო სა­სა­მარ­თლომ გა­ა­უქ­მოს ნორ­მა სა­მო­ქა­ლა­ქო კო­დექსში, სა­დაც წე­რია, რომ ქორ­წი­ნე­ბა ქა­ლის და მა­მა­კა­ცის ერ­თო­ბაა?

-სა­ბო­ლოო ჯამ­ში, ეს სა­კონ­სტი­ტუ­ციო სა­სა­მარ­თლოს გა­და­სა­წყვე­ტია. რამ­დე­ნად და­საშ­ვე­ბად სცნობს სა­სა­მარ­თლო, არ ვიცი. ამ სარ­ჩე­ლის სა­ფუძ­ველ­ზე, ოჯა­ხის გან­სა­ზღვრე­ბა­ში ქა­ლი­სა და ქა­ლის, ასე­ვე მა­მა­კა­ცი­სა და მა­მა­კა­ცის ერ­თობ­ლი­ო­ბა ოჯა­ხის მცნე­ბა­ში ვერ გა­ნი­სა­ზღვრე­ბა. რო­გორ გა­ნი­სა­ზღვრე­ბა, კონ­სტი­ტუ­ცია ვერ შე­იც­ვლე­ბა, ხომ?

- თუ სა­მო­ქა­ლა­ქო კო­დექ­სის ხსე­ნე­ბუ­ლი ნორ­მა გა­უქ­მდე­ბა, და­საშ­ვე­ბი გახ­დე­ბა ერ­თსქე­სი­ან­თა ქორ­წი­ნე­ბა?

- მთლად ასე არ არის, იმი­ტომ, რომ სე­რი­ო­ზუ­ლი წი­ნა­აღ­მდე­გო­ბე­ბი შე­იძ­ლე­ბა არ­სე­ბობ­დეს, სა­კონ­სტი­ტუ­ციო სა­სა­მარ­თლოს მო­სა­მარ­თლე­ებს შო­რი­საც. ასე მარ­ტი­ვად არ არის - კონ­სტი­ტუ­ცი­ა­ში წე­რია, რომ ოჯა­ხი არის მე­უღ­ლე­ე­ბის ერ­თო­ბა. კონ­სტი­ტუ­ცი­ა­ში ქალი და მა­მა­კა­ცი არ არის ნახ­სე­ნე­ბი. მხო­ლოდ სა­მო­ქა­ლა­ქო კო­დექსშია ნახ­სე­ნე­ბი. რამ­დე­ნად ჩათ­ვლის სა­კონ­სტი­ტუ­ციო სა­სა­მარ­თლო, რომ კო­დექ­სის ეს ნორ­მა ეწი­ნა­აღ­მდე­გე­ბა კონ­სტი­ტუ­ცი­ას, ცოტა სა­და­ვო თე­მაა.

- თქვე­ნი აზ­რით, ეწი­ნა­აღ­მდე­გე­ბა?

- ეს საკ­მა­ოდ რთუ­ლი თე­მაა, ამას კარ­გად უნდა შეს­წავ­ლა და ნახ­ვა - მე ვერ ვი­ტყვი, რომ ეწი­ნა­აღ­მდე­გე­ბა. ისე­თი თე­მაა, რომ ამა­ზე სა­ჭი­როა დის­კუ­სია. ასე მარ­ტი­ვა­დაც არ არის, ერთი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბით შე­იც­ვა­ლოს ქვე­ყა­ნა­ში ვი­თა­რე­ბა და ერ­თსქე­სი­ან­თა ქორ­წი­ნე­ბა გახ­დეს შე­საძ­ლე­ბე­ლი.

ხა­თუ­ნა გაგ­ნი­ძე

AMBEBI.GE

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
გიორგი ბაჩიაშვილი - საქართველოს წარმომადგენლებმა, ივანიშვილის დავალებით, მიმართეს ბანდიტურ გზას და მოტაცებით ჩამომიყვანეს საქართველოში

საქართველოში პირველად ერთსქესიანთა ქორწინების დაშვებისთვის სამართლებრივი ბრძოლა იწყება

საქართველოში პირველად ერთსქესიანთა ქორწინების დაშვებისთვის სამართლებრივი ბრძოლა იწყება

საქართველოში ერთსქესიანთა ქორწინების დასაშვებად სამართლებრივი ბრძოლა იწყება. სარჩელი, რომელიც საკონსტიტუციო სასამართლოში დღეს შევიდა, AMBEBI.GE-ს ლგბტ პირების უფლებების დამცველმა, ადვოკატმა გიორგი ტატიშვილმა გააცნო. ტატიშვილი, რომელიც ადრე ტრანსგენდერ "მაცაცოდ" იყო ცნობილი, AMBEBI.GE-სთან ექსკლუზიურ ინტერვიუში ამბობს, რომ სასარჩელო მოთხოვნაა, საკონსტიტუციო სასამართლომ ძალადაკარგულად სცნოს სამოქალაქო კოდექსის ის ნორმა, რომლითაც განმარტებულია, რომ "ქორწინება ქალისა და მამაკაცის ერთობაა".

"სასარჩელო მოთხოვნაა, რომ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის ნორმის შედარება მოხდეს კონსტიტუციის იმ ნორმასთან, რომლის მიხედვითაც უნდა დადგინდეს ოჯახის, როგორც დეფინიციის შემადგენლობაში კაცისა და კაცის, ქალისა და ქალის, ან ქალისა და კაცის ერთობა, რაც დააზუსტებს კანონთან კონსტიტუციის შესაბამისობას. ამის საფუძველზე ლგბტ ორგანიზაცია მოითხოვს ერთსქესიანთა ქორწინებას, რაც ლეგალიზებული უნდა იქნას სწორედ საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებით. სარჩელის ერთ-ერთი მოთხოვნაა სამოქალაქო კოდექსის იმ ნორმის დროებით ძალადაკარგულად ცნობა, სანამ საბოლოო გადაწყვეტილება არ იქნება მიღებული, რომლის მიხედვით ქორწინება შეიძლება მხოლოდ ქალისა და მამაკაცის ერთობით", - განმარტა ლგბტ უფლებების დამცველმა, ადვოკატმა გიორგი ტატიშვილმა. მან სარჩელი შეიტანა, როგორც ფიზიკურმა პირმა.

"მე მაქვს ჩემი ორგანიზაცია "სამოქალაქო მონიტორინგის და ასოციაციის ლგბტ უფლებათა დაცვის ცენტრი", თუმცა სარჩელი არ შედის ორგანიზაციის სახელით, ის შედის გიორგი ტატიშვილის სახელით, ვინაიდან მე აქტიური ლგბტ უფლებადამცველი ვარ და ადვოკატი", - განმარტავს იგი.

AMBEBI.GE-სთან საუბრისას, მოსარჩელე აღნიშნავს, რომ პოზიტიური მოლოდინი აქვს.

"მოლოდინი გვაქვს ძალიან დადებითი, რადგან აქ მოყვანილია როგორც გერმანიის კონსტიტუცია, ასევე ამერიკის შეერთებული შტატების საკონსტიტუციო სასამართლოს, უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებები და აქედან გამომდინარე, უდიდესი მოლოდინია, რომ ამ საკონსტიტუციო სარჩელის შედეგად, შესაძლებელი იქნება ერთსქესიანთა ქორწინების ლეგალიზაცია და ოჯახის დეფინიციის განსაზღვრა", - აცხადებს ტატიშვილი.

AMBEBI.GE საკითხთან დაკავშირებით სახალხო დამცველს ესაუბრა. უჩა ნანუაშვილმა განმარტა, რომ საკითხი რთულია და დისკუსიას საჭიროებს.

- ბატონო უჩა, რამდენად შეიძლება საკონსტიტუციო სასამართლომ გააუქმოს ნორმა სამოქალაქო კოდექსში, სადაც წერია, რომ ქორწინება ქალის და მამაკაცის ერთობაა?

-საბოლოო ჯამში, ეს საკონსტიტუციო სასამართლოს გადასაწყვეტია. რამდენად დასაშვებად სცნობს სასამართლო, არ ვიცი. ამ სარჩელის საფუძველზე, ოჯახის განსაზღვრებაში ქალისა და ქალის, ასევე მამაკაცისა და მამაკაცის ერთობლიობა ოჯახის მცნებაში ვერ განისაზღვრება. როგორ განისაზღვრება, კონსტიტუცია ვერ შეიცვლება, ხომ?

- თუ სამოქალაქო კოდექსის ხსენებული ნორმა გაუქმდება, დასაშვები გახდება ერთსქესიანთა ქორწინება?

- მთლად ასე არ არის, იმიტომ, რომ სერიოზული წინააღმდეგობები შეიძლება არსებობდეს, საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეებს შორისაც. ასე მარტივად არ არის - კონსტიტუციაში წერია, რომ ოჯახი არის მეუღლეების ერთობა. კონსტიტუციაში ქალი და მამაკაცი არ არის ნახსენები. მხოლოდ სამოქალაქო კოდექსშია ნახსენები. რამდენად ჩათვლის საკონსტიტუციო სასამართლო, რომ კოდექსის ეს ნორმა ეწინააღმდეგება კონსტიტუციას, ცოტა სადავო თემაა.

- თქვენი აზრით, ეწინააღმდეგება?

- ეს საკმაოდ რთული თემაა, ამას კარგად უნდა შესწავლა და ნახვა - მე ვერ ვიტყვი, რომ ეწინააღმდეგება. ისეთი თემაა, რომ ამაზე საჭიროა დისკუსია. ასე მარტივადაც არ არის, ერთი გადაწყვეტილებით შეიცვალოს ქვეყანაში ვითარება და ერთსქესიანთა ქორწინება გახდეს შესაძლებელი.

ხათუნა გაგნიძე

AMBEBI.GE

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია