მსოფლიო
სამხედრო

25

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის ოცდამერვე დღე დაიწყება 03:43-ზე, მთვარე კუროშია – დღეს დაწყებული საქმეები წარმატებულად სრულდება. კარგი დღეა ფინანსური საკითხის მოსაგვარებლად; საყიდლებისთვის. შემოქმედებითი საქმიანობა წარმატებას მოგიტანთ. მოერიდეთ ურთიერთობის გარჩევას გარშემო მყოფებთან. კარგი დღეა სამსახურის, საქმიანობის შესაცვლელად. სასიამოვნო ემოციებს შეგძენთ ხანმოკლე მგზავრობა, ხანგრძლივი მოგზაურობა სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა ფიზიკური ვარჯიშებისთვის, საოჯახო საქმეების შესასრულებლად. მოერიდეთ ჭარბი საკვების მიღებას. აგრეთვე, არასასურველია სმა და მოწევა. მოერიდეთ ხის მოჭრას, ყვავილების მოწყვეტას. ყურადღება მიაქციეთ არტერიულ წნევას. გაუფრთხილდით თავს, არ გადაღალოთ ტვინი. კარგი დღეა ბუნებაში სასეირნოდ, მიწაზე სამუშაოდ. რაციონიდან გამორიცხეთ პროდუქტები, რომლებიც სახამებელსა და ნახშირწყლებს შეიცავს.
სამართალი
სპორტი
საზოგადოება
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
მეცნიერება
წიგნები
Faceამბები
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ეს არის ცენტრალური დეკორაცია "აბესალომ და ეთერის" ახალი დადგმიდან"
"ეს არის ცენტრალური დეკორაცია "აბესალომ და ეთერის" ახალი დადგმიდან"

ოპე­რის გა­ნახ­ლე­ბუ­ლი თე­ატ­რი­სა და "აბე­სა­ლომ და ეთე­რის" დად­გმის ირ­გვლივ რამ­დე­ნი­მე დღეა ხმა­უ­რი არ წყდე­ბა. ამ­ჯე­რად, ახა­ლი სკან­და­ლის მი­ზე­ზი დად­გმის ერთ-ერთი დე­კო­რა­ცია გახ­და, რო­მელ­მაც მნახ­ველ­ში უკვე გა­მო­იწ­ვია ორაზ­რო­ვა­ნი ასო­ცი­ა­ცი­ე­ბი. იუ­რის­ტი და "ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის" წევ­რი ზაზა ბი­ბი­ლაშ­ვი­ლი "ფე­ის­ბუ­ქის" გვერ­დზე ფო­ტოს ავ­რცე­ლებს, რო­მელ­ზეც "აბე­სა­ლომ და ეთე­რის" დად­გმის მთა­ვა­რი დე­კო­რა­ცი­აა ასა­ხუ­ლი. ფო­ტოს უამ­რა­ვი კო­მენ­ტა­რი მოჰ­ყვა, მათ შო­რის ცნო­ბი­ლი სა­ხე­ე­ბის, რომ­ლე­ბიც ცდი­ლო­ბენ გა­არ­კვი­ონ, რას ასა­ხავს უც­ნა­უ­რი ფორ­მის ნივ­თი სცე­ნა­ზე. ზაზა ბი­ბი­ლაშ­ვი­ლი ფო­ტოს ასეთ წარ­წე­რას ურ­თავს:

იხი­ლეთ ვი­დეო რე­პე­ტი­ცი­ი­დან

"მე­გობ­რე­ბო, ეს არის ცენ­ტრა­ლუ­რი დე­კო­რა­ცია აბე­სა­ლომ და ეთე­რის ახა­ლი დად­გმი­დან, რომ­ლი­თაც იხ­სნე­ბა თბი­ლი­სის ოპე­რის თე­ატ­რი, 6-წლი­ა­ნი პა­უ­ზის შემ­დეგ. ალ­ბათ, ამ დე­კო­რა­ცი­ის შემ­ქმნე­ლებს უნ­დო­დათ, ივა­ნიშ­ვი­ლის­თვის ეა­მე­ბი­ნათ. ან შე­იძ­ლე­ბა არც უნ­დო­დათ, მაგ­რამ სპონ­სორ­ზე ფიქ­რი­სას, ძა­ლა­უ­ნე­ბუ­რად ეს შე­მო­ე­ძერ­წათ. ან იქ­ნებ პირ­და­პი­რი მო­თხოვ­ნა იყო კულ­ტუ­რის სა­მი­ნის­ტროს ან ფონ­დი "ქარ­თუს" მხრი­დან, სპექ­ტაკლში ოპე­რის მთა­ვა­რი ქო­მა­გი ჩა­აქ­სო­ვე­თო?

ერთი წუ­თით წარ­მო­იდ­გი­ნეთ, რა იქ­ნე­ბო­და, ეს რომ წინა ხე­ლი­სუფ­ლე­ბის დროს მომ­ხდა­რი­ყო - რა ის­ტე­რი­კა­ში ჩა­ვარ­დე­ბო­და ქარ­თუ­ლე­ნო­ვა­ნი რუ­სუ­ლი პრე­სა, ან რა ამ­ბავს ატეხ­და ჩვე­ნი სა­სი­ქა­დუ­ლო ინ­ტე­ლი­გენ­ცია ქარ­თუ­ლე­ნო­ვა­ნი რუ­სუ­ლი ტე­ლე­ვი­ზი­ე­ბის ეთე­რებ­ში. რას არ და­აბ­რა­ლებ­დნენ სა­ა­კაშ­ვილს - ქარ­თვე­ლო­ბას გვარ­თმევს, შე­უ­რა­ცხყო­ფას გვა­ყე­ნებს, სექ­სუ­ა­ლუ­რი მა­ნი­ა­კია, ბავ­შვებს რყვნის, პატ­რი­არ­ქს რო­გორ კად­რებს ამა­სო (ისიც იჯ­დე­ბა დარ­ბაზ­ში)... ახლა კი იგი­ვე ხალ­ხი დე­დის რძე­სა­ვით შე­ირ­გებს ამ ამ­ბავს. რა­ტომ? პუ­ტი­ნის­გან და ივა­ნიშ­ვი­ლის­გან მორ­თმე­ულს სხვა მად­ლი აქვს და იმი­ტომ. ჩვენ კი ისღა დაგ­ვრჩე­ნია, ეს ყვე­ლა­ფე­რი სას­წა­უ­ლად მოვ­ნათ­ლოთ და და­ვე­ლო­დოთ, რა შე­დე­გით დას­რულ­დე­ბა სცე­ნა­ზე ოლი­გარ­ქის გა­მო­სახ­ვა მე­ნე­ჯმენ­ტის­თვის და არა მხო­ლოდ", - წერს ბი­ბი­ლაშ­ვი­ლი.

"ივა­ნიშ­ვი­ლის საგ­ვა­რე­უ­ლო ღერ­ბი"; "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის სიმ­ბო­ლო "ცო­ცა­რი"; "ალ­ბათ, კარ­გია, როცა სცე­ნა­ზე დარ­ბა­ზი­დან სა­კუ­თარ თავს ხე­დავ", - წე­რენ კო­მენ­ტა­რებ­ში ბი­ბი­ლაშ­ვი­ლის ფე­ის­ბუქ-მე­გობ­რე­ბი.

შე­გახ­სე­ნებთ, 30 იან­ვარს ოპე­რის თე­ატ­რი გა­ნახ­ლე­ბუ­ლი სა­ხით გა­იხ­სნე­ბა. სცე­ნა­ზე 6-წლი­ა­ნი პა­უ­ზის შემ­დეგ პირ­ვე­ლი სა­ო­პე­რო დად­გმა შეს­რულ­დე­ბა. "აბე­სა­ლომ და ეთე­რის" დად­გმის რე­ჟი­სო­რია გიზო ჟორ­და­ნია, მხატ­ვა­რი - გოგი ალექ­სი-მეს­ხიშ­ვი­ლი. წამ­ყვან პარ­ტი­ებს მსოფ­ლი­ო­ში აღი­ა­რე­ბუ­ლი ქარ­თვე­ლი მომ­ღერ­ლე­ბი: თა­მარ ივე­რი, ლადო ათა­ნე­ლი და თე­მურ გუ­გუშ­ვი­ლი ას­რუ­ლე­ბენ.

ასე­ვე წა­ი­კი­თხეთ:

"ვინ­მეს შე­ე­კი­თხოს მა­ინც აზრი, სა­ნამ ასეთ გე­ნი­ა­ლურ აზ­რებს გად­მო­აფ­რქვევს..." - რა­ტომ აკ­რი­ტი­კებს ნიკა გვა­რა­მი­ას მუ­სი­კო­სი ნიკა ნიკ­ვაშ­ვი­ლი

"ვინც ასე გა­მო­ენ­თო, დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი ხართ, ბო­ლომ­დე აქვს ნა­ნა­ხი "აბე­სა­ლომ და ეთე­რი"?! - მა­რი­ნა ბე­რი­ძე ოპე­რის გარ­შე­მო ატე­ხილ სკან­დალ­ზე

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ჩრდილოეთ კორეის ახალმა სამხედრო ხომალდმა კატასტროფა განიცადა

"ეს არის ცენტრალური დეკორაცია "აბესალომ და ეთერის" ახალი დადგმიდან"

"ეს არის ცენტრალური დეკორაცია "აბესალომ და ეთერის" ახალი დადგმიდან"

ოპერის განახლებული თეატრისა და "აბესალომ და ეთერის" დადგმის ირგვლივ რამდენიმე დღეა ხმაური არ წყდება. ამჯერად, ახალი სკანდალის მიზეზი დადგმის ერთ-ერთი დეკორაცია გახდა, რომელმაც მნახველში უკვე გამოიწვია ორაზროვანი ასოციაციები. იურისტი და "ნაციონალური მოძრაობის" წევრი ზაზა ბიბილაშვილი "ფეისბუქის" გვერდზე ფოტოს ავრცელებს, რომელზეც "აბესალომ და ეთერის" დადგმის მთავარი დეკორაციაა ასახული. ფოტოს უამრავი კომენტარი მოჰყვა, მათ შორის ცნობილი სახეების, რომლებიც ცდილობენ გაარკვიონ, რას ასახავს უცნაური ფორმის ნივთი სცენაზე. ზაზა ბიბილაშვილი ფოტოს ასეთ წარწერას ურთავს:

იხილეთ ვიდეო რეპეტიციიდან

"მეგობრებო, ეს არის ცენტრალური დეკორაცია აბესალომ და ეთერის ახალი დადგმიდან, რომლითაც იხსნება თბილისის ოპერის თეატრი, 6-წლიანი პაუზის შემდეგ. ალბათ, ამ დეკორაციის შემქმნელებს უნდოდათ, ივანიშვილისთვის ეამებინათ. ან შეიძლება არც უნდოდათ, მაგრამ სპონსორზე ფიქრისას, ძალაუნებურად ეს შემოეძერწათ. ან იქნებ პირდაპირი მოთხოვნა იყო კულტურის სამინისტროს ან ფონდი "ქართუს" მხრიდან, სპექტაკლში ოპერის მთავარი ქომაგი ჩააქსოვეთო?

ერთი წუთით წარმოიდგინეთ, რა იქნებოდა, ეს რომ წინა ხელისუფლების დროს მომხდარიყო - რა ისტერიკაში ჩავარდებოდა ქართულენოვანი რუსული პრესა, ან რა ამბავს ატეხდა ჩვენი სასიქადულო ინტელიგენცია ქართულენოვანი რუსული ტელევიზიების ეთერებში. რას არ დააბრალებდნენ სააკაშვილს - ქართველობას გვართმევს, შეურაცხყოფას გვაყენებს, სექსუალური მანიაკია, ბავშვებს რყვნის, პატრიარქს როგორ კადრებს ამასო (ისიც იჯდება დარბაზში)... ახლა კი იგივე ხალხი დედის რძესავით შეირგებს ამ ამბავს. რატომ? პუტინისგან და ივანიშვილისგან მორთმეულს სხვა მადლი აქვს და იმიტომ. ჩვენ კი ისღა დაგვრჩენია, ეს ყველაფერი სასწაულად მოვნათლოთ და დაველოდოთ, რა შედეგით დასრულდება სცენაზე ოლიგარქის გამოსახვა მენეჯმენტისთვის და არა მხოლოდ", - წერს ბიბილაშვილი.

"ივანიშვილის საგვარეულო ღერბი"; "ქართული ოცნების სიმბოლო "ცოცარი"; "ალბათ, კარგია, როცა სცენაზე დარბაზიდან საკუთარ თავს ხედავ", - წერენ კომენტარებში ბიბილაშვილის ფეისბუქ-მეგობრები.

შეგახსენებთ, 30 იანვარს ოპერის თეატრი განახლებული სახით გაიხსნება. სცენაზე 6-წლიანი პაუზის შემდეგ პირველი საოპერო დადგმა შესრულდება. "აბესალომ და ეთერის" დადგმის რეჟისორია გიზო ჟორდანია, მხატვარი - გოგი ალექსი-მესხიშვილი. წამყვან პარტიებს მსოფლიოში აღიარებული ქართველი მომღერლები: თამარ ივერი, ლადო ათანელი და თემურ გუგუშვილი ასრულებენ.

ასევე წაიკითხეთ:

"ვინმეს შეეკითხოს მაინც აზრი, სანამ ასეთ გენიალურ აზრებს გადმოაფრქვევს..." - რატომ აკრიტიკებს ნიკა გვარამიას მუსიკოსი ნიკა ნიკვაშვილი

"ვინც ასე გამოენთო, დარწმუნებული ხართ, ბოლომდე აქვს ნანახი "აბესალომ და ეთერი"?! - მარინა ბერიძე ოპერის გარშემო ატეხილ სკანდალზე

"ჩემი ლედი" - ლელა წურწუმიას და "მამულიჩას" ემოციური ფოტო კონცერტის კულისებიდან

ჰააგაში, უძველესი ტაძრის სამრეკლოდან გია ყანჩელის მელოდიები მისი ხსოვნის პატივსაცემად აჟღერდა

"მშვიდობით..." - სოფიკო შევარდნაძე "ინსტაგრამზე" გია ყანჩელის იტორიულ ფოტოს აქვეყნებს