საზოგადოება

15

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის ოცდამეერთე დღე დაიწყება 23:45-ზე, მთვარე თევზებშია – კარგია: ფინანსური საკითხების მოგვარება. კონტაქტი უფროსებთან და საზოგადო მოღვაწეებთან. იმუშავეთ როგორც ინდივიდუალურად, ასევე გუნდურად, ერთობლივად გადაჭერით საინტერესო საკითხები. იყავით ყურადღებიანი კრეატიული იდეების მიმართ. ხელშეკრულებებისა და კონტრაქტების გაფორმება, მივლინებაში წასვლა. ჩაერთეთ შემოქმედებით საქმიანობაში მოაწყვეთ შემოქმედებითი საღამო, კონცერტი, გამოფენა. შეგიძლიათ დაიწყოთ ახალი საქმეები. მოუფრთხილდით ღვიძლს. კარგია სისხლის გაწმენდა. რეკომენდებულია აბაზანები, ნებისმიერი გამწმენდი პროცედურა. ივარჯიშეთ, იყავით სუფთა ჰაერზე.
Faceამბები
მსოფლიო
მოზაიკა
მეცნიერება
კონფლიქტები
სამხედრო
სპორტი
წიგნები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
გოგლა ჟვანია - საქმის მასალები მოწმობს და ჩემთვისაც ნათელია, რომ ეს იყო მკვლელობა
გოგლა ჟვანია - საქმის მასალები მოწმობს და ჩემთვისაც ნათელია, რომ ეს იყო მკვლელობა

ზუ­რაბ ჟვა­ნი­ას საქ­მე­ზე, გა­მო­ძი­ე­ბის ფარ­გლებ­ში, სე­რი­ო­ზუ­ლი მოქ­მე­დე­ბე­ბი მიმ­დი­ნა­რე­ობს, - ამის შე­სა­ხებ "ინ­ტერპრეს­ნი­უსს" გარ­დაც­ვლი­ლი პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრის ძმამ, გოგ­ლა ჟვა­ნი­ამ გა­ნუ­ცხა­და.

მისი გან­ცხა­დე­ბით, საქ­მის მა­სა­ლე­ბის სა­ფუძ­ველ­ზე მის­თვის ნა­თე­ლია, რომ ზუ­რაბ ჟვა­ნია მოკ­ლეს.

რაც შე­ე­ხე­ბა მიმ­დი­ნა­რე გა­მო­ძი­ე­ბას, გოგ­ლა ჟვა­ნი­ას გან­მარ­ტე­ბით, სა­უ­ბა­რია სხვა­დას­ხვა სა­ხის ექ­სპერ­ტი­ზის ჩა­ტა­რე­ბა­ზე.

ამას­თან, გარ­დაც­ვლი­ლი პრე­მი­ე­რის ძმის ინ­ფორ­მა­ცი­ით, დღის წეს­რი­გი­დან არ მოხ­სნი­ლა ზუ­რაბ ჟვა­ნი­ას ცხედ­რის ექ­სჰუ­მა­ცია, რო­მე­ლიც, სა­ვა­რა­უ­დოდ, გა­მო­ძი­ე­ბის ბოლო ეტაპ­ზე მოხ­დე­ბა.

"ვერ გე­ტყვით, სა­სა­მარ­თლო­ში საქ­მე რო­დის წავა, თუმ­ცა ექ­სპერ­ტი­ზე­ბი არ იქ­ნე­ბა ხან­გრძლი­ვი პრო­ცე­სი. ვინ იყო შემ­სრუ­ლებ­ლი და ვინ იყო დამ­კვე­თი, ეს გა­მო­ძი­ე­ბამ უნდა და­ად­გი­ნოს. საქ­მის მა­სა­ლე­ბი მოწ­მობს იმას, რომ ეს იყო მკვლე­ლო­ბა - ჩემ­თვის ეს ცალ­სა­ხად ნა­თე­ლია. ალ­ბათ, ექ­სჰუ­მა­ცია სა­ბო­ლოო ფაზა იქ­ნე­ბა, ამას მიმ­დი­ნა­რე ექ­სპერ­ტი­ზე­ბი აჩ­ვე­ნე­ბენ", - გა­ნა­ცხა­და გოგ­ლა ჟვა­ნი­ამ.

შე­კი­თხვა­ზე, შე­საძ­ლე­ბე­ლია თუ არა, რომ ზუ­რაბ ჟვა­ნი­ას გარ­დაც­ვა­ლე­ბის საქ­მე­ზე, ყო­ფი­ლი პრე­ზი­დენ­ტის, მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლის პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბის სა­კი­თხი დად­გეს, გოგ­ლა ჟვა­ნი­ამ აღ­ნიშ­ნა, რომ ამ ეტაპ­ზე ასე­თი გან­ცხა­დე­ბე­ბის­გან თავს შე­ი­კა­ვებს.

ზუ­რაბ ჟვა­ნი­ას გარ­დაც­ვლა­ბის საქ­მი­დან, გა­მო­ყო­ფი­ლი საქ­მე­ე­ბის ფარ­გლებ­ში, სამი პი­რის, სამ­ხა­რა­უ­ლის სა­ხე­ლო­ბის ექ­სპერ­ტი­ზის ბი­უ­როს ექ­სპერ­ტის, ლე­ვან ჩა­ჩუ­ას, ჟვა­ნი­ას დაც­ვის უფ­რო­სის, კობა ხარ­ში­ლა­ძი­სა და დაც­ვის ცვლის უფ­რო­სის, მი­ხე­ილ ძა­ძა­მი­ას მი­მართ, სამ­სა­ხუ­რებ­რი­ვი გულ­გრი­ლო­ბის ფაქ­ტზე სა­ქა­ლა­ქო სა­სა­მარ­თლო­ში გან­ხილ­ვე­ბი დას­რუ­ლე­ბუ­ლია.

ექ­სპერ­ტი ჩა­ჩუა გა­ა­მარ­თლეს, ხოლო კობა ხარ­ში­ლა­ძე­სა და მი­ხე­ილ ძა­ძა­მი­ას მი­მართ, ნა­ფიც­მა მსა­ჯუ­ლებ­მა გა­მამ­ტყუ­ნე­ბე­ლი ვერ­დიქ­ტი მი­ი­ღეს, რის სა­ფუძ­ველ­ზეც მათ მი­ნი­მა­ლუ­რი სას­ჯე­ლი გა­ნე­სა­ზღვრათ.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
აშშ უკრაინისთვის გაგზავნის Patriot -ის სარაკეტო კომპლექსებს, რომელთა ღირებულებსაც ევროკავშირი აანაზღაურებს - რა გეგმა აქვს აშშ-ის პრეზიდენტს?

გოგლა ჟვანია - საქმის მასალები მოწმობს და ჩემთვისაც ნათელია, რომ ეს იყო მკვლელობა

გოგლა ჟვანია - საქმის მასალები მოწმობს და ჩემთვისაც ნათელია, რომ ეს იყო მკვლელობა

ზურაბ ჟვანიას საქმეზე, გამოძიების ფარგლებში, სერიოზული მოქმედებები მიმდინარეობს, - ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" გარდაცვლილი პრემიერ-მინისტრის ძმამ, გოგლა ჟვანიამ განუცხადა.

მისი განცხადებით, საქმის მასალების საფუძველზე მისთვის ნათელია, რომ ზურაბ ჟვანია მოკლეს.

რაც შეეხება მიმდინარე გამოძიებას, გოგლა ჟვანიას განმარტებით, საუბარია სხვადასხვა სახის ექსპერტიზის ჩატარებაზე.

ამასთან, გარდაცვლილი პრემიერის ძმის ინფორმაციით, დღის წესრიგიდან არ მოხსნილა ზურაბ ჟვანიას ცხედრის ექსჰუმაცია, რომელიც, სავარაუდოდ, გამოძიების ბოლო ეტაპზე მოხდება.

"ვერ გეტყვით, სასამართლოში საქმე როდის წავა, თუმცა ექსპერტიზები არ იქნება ხანგრძლივი პროცესი. ვინ იყო შემსრულებლი და ვინ იყო დამკვეთი, ეს გამოძიებამ უნდა დაადგინოს. საქმის მასალები მოწმობს იმას, რომ ეს იყო მკვლელობა - ჩემთვის ეს ცალსახად ნათელია. ალბათ, ექსჰუმაცია საბოლოო ფაზა იქნება, ამას მიმდინარე ექსპერტიზები აჩვენებენ", - განაცხადა გოგლა ჟვანიამ.

შეკითხვაზე, შესაძლებელია თუ არა, რომ ზურაბ ჟვანიას გარდაცვალების საქმეზე, ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის პასუხისმგებლობის საკითხი დადგეს, გოგლა ჟვანიამ აღნიშნა, რომ ამ ეტაპზე ასეთი განცხადებებისგან თავს შეიკავებს.

ზურაბ ჟვანიას გარდაცვლაბის საქმიდან, გამოყოფილი საქმეების ფარგლებში, სამი პირის, სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ბიუროს ექსპერტის, ლევან ჩაჩუას, ჟვანიას დაცვის უფროსის, კობა ხარშილაძისა და დაცვის ცვლის უფროსის, მიხეილ ძაძამიას მიმართ, სამსახურებრივი გულგრილობის ფაქტზე საქალაქო სასამართლოში განხილვები დასრულებულია.

ექსპერტი ჩაჩუა გაამართლეს, ხოლო კობა ხარშილაძესა და მიხეილ ძაძამიას მიმართ, ნაფიცმა მსაჯულებმა გამამტყუნებელი ვერდიქტი მიიღეს, რის საფუძველზეც მათ მინიმალური სასჯელი განესაზღვრათ.

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ