მსოფლიო
პოლიტიკა

19

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის ოცდამესამე დღე დაიწყება 01:35-ზე, მთვარე ვერძში გადავა 03:07-ზე – მოერიდეთ აჩქარებას და გაღიზიანებას. არ არის რეკომენდებული მოლაპარაკებების წარმოება. აზრებისა და იდეების სხვებისთვის გაზიარება. დღეს გაწყვეტილი კავშირები არასოდეს აღდგება და ადამიანები ძალიან სწრაფად ივიწყებენ ერთმანეთს. უარი თქვით ხორცზე, ყავასა და ალკოჰოლზე. ჭარბმა კვებამ შესაძლოა კუჭ-ნაწლავის დაავადებები გამოიწვიოს.
სამართალი
კონფლიქტები
მოზაიკა
სამხედრო
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"მითხრა, კახა აღარ არის და ახლა ხელ-ფეხი გახსნილი მაქვსო" - რას ყვება ბენდუქიძის და ბიზნესმენის ერთადერთ ქალიშვილზე
"მითხრა, კახა აღარ არის და ახლა ხელ-ფეხი გახსნილი მაქვსო" - რას ყვება ბენდუქიძის და ბიზნესმენის ერთადერთ ქალიშვილზე

ცნო­ბი­ლი ბიზ­ნეს­მე­ნის, სა­ქარ­თვე­ლოს ეკო­ნო­მი­კის ყო­ფი­ლი მი­ნის­ტრის, კახა ბენ­დუ­ქი­ძის მი­ლი­ო­ნე­ბად შე­ფა­სე­ბუ­ლი ქო­ნე­ბა, მისი გარ­დაც­ვა­ლე­ბის შემ­დეგ ორად გა­ი­ყო - 50% მის მე­უღ­ლეს, ნა­ტა­ლია ზო­ლო­ტო­ვას ერგო, 50% კი - ანას­ტა­სია გონ­ჩა­რო­ვას, რო­მე­ლიც მიმ­დი­ნა­რე წლის 19 იან­ვარს მოს­კო­ვის სა­სა­მარ­თლომ კახა ბენ­დუ­ქი­ძის ბი­ო­ლო­გი­ურ შვი­ლად აღი­ა­რა.

ის, რომ კახა ბენ­დუ­ქი­ძეს ბი­ო­ლო­გი­უ­რი შვი­ლი ჰყავ­და, მის­მა უახ­ლო­ეს­მა ადა­მი­ა­ნებ­მა და ოჯა­ხის წევ­რებ­მაც არ იცოდ­ნენ. ბიზ­ნეს­მე­ნის პა­ნაშ­ვიდ­ზე გა­მო­ჩე­ნი­ლი 24 წლის გო­გო­ნა ყვე­ლას­თვის სი­ურპრი­ზი იყო. რო­გორც ბიზ­ნეს­მე­ნის და, ნუნუ ბენ­დუ­ქი­ძე ჟურ­ნალ "სარ­კეს­თან" ინ­ტერ­ვი­უ­ში ამ­ბობს, ანას­ტა­სია მი­ი­ღეს და მას მა­მის ქო­ნე­ბის 25% შეს­თა­ვა­ზეს, მაგ­რამ გო­გო­ნამ ბევ­რად მეტი მო­ინ­დო­მა. საქ­მე სა­სა­მარ­თლომ­დე მი­ვი­და და მა­მი­და-ძმის­შვი­ლის ურ­თი­ერ­თო­ბაც გა­წყდა.

- ქალ­ბა­ტო­ნო ნუნუ, ძმის ქა­ლიშ­ვი­ლის - ანას­ტა­სია გონ­ჩა­რო­ვას არ­სე­ბო­ბის შე­სა­ხებ რო­დის გა­ი­გეთ?

- კა­ხას გარ­დაც­ვა­ლე­ბამ­დე დე­და­მი­წის ზურ­გზე არა­ვინ იცო­და მისი არ­სე­ო­ბის შე­სა­ხებ არც ჩვენს ოჯახ­ში და არც კა­ხას უახ­ლო­ეს­მა მე­გობ­რებ­მა. მოს­კოვ­ში ერთ კი­ბის უჯრედ­ზე რომ უცხოვ­რია და არა­ფერს უმა­ლავ­და, იმა­თაც კი არ იცოდ­ნენ, რომ კა­ხას შვი­ლი ჰყავ­და. როცა ეს ბავ­შვი გაჩ­ნდა, მა­შინ კა­ხას ბევ­რი არა­ფე­რი ჰქონ­და. ახლა, ანა­ლიზს რომ ვა­კე­თებ, ვხვდე­ბი, რომ კა­ხა­ზე ალ­ბათ ზე­წო­ლაც იყო, შან­ტა­ჟიც, რომ მის­თვის მი­ე­ხე­და. მერე ად­ვი­ლად გა­და­წყვი­ტა ეს სა­კი­თხი - ინ­გლის­ში სწავ­ლის ფულს უხ­დი­და. რო­გორც ჩანს, ბოლო ორი წელი უფრო ხვდე­ბო­და მას. სულ 10 სუ­რა­თი აქვს კა­ხას­თან გა­და­ღე­ბუ­ლი და მათ ატ­რი­ა­ლებს. კა­ხას ბი­ო­ლო­გი­უ­რი შვი­ლი კი არის და კა­ნო­ნით ეს რა­ღა­ცას ნიშ­ნავს, მაგ­რამ ჩემ­თვის - არა­ფერს... წარ­მო­იდ­გი­ნეთ, ნას­ტია დე­და­მის­მა გა­ა­ჩი­ნა სხვა კა­ცის­გან და ქმარს აზ­რდე­ვი­ნებ­და ისე, ვი­თომ მისი შვი­ლი იყო. გეს­მით, რამ­ხე­ლა ამო­რა­ლუ­რი საქ­ცი­ე­ლია?!

...პირ­ვე­ლად პა­ნაშ­ვიდ­ზე ჩა­მო­ვი­და დე­დას­თან და ვი­ღაც ქალ­თან ერ­თად. სამ­ზა­რე­უ­ლო­ში ის­ხდნენ, სა­დაც იყ­ვნენ ჩემი მე­გობ­რე­ბი და მი­თხრეს, რომ მათი მხლე­ბე­ლი ქალი ძა­ლი­ან ცუ­დად იქ­ცე­ო­და. ნას­ტი­ას რა­მეს რომ ეკი­თხე­ბოდ­ნენ, ის პა­სუ­ხობ­და. ჩემს მე­გო­ბარს უთ­ქვამს, თქვენ რა­ტომ გვპა­სუ­ხობთ, უკვე დიდი გო­გოა და თა­ვად გვი­პა­სუ­ხებ­სო! ანას­ტა­სია ცოტა ხანს ჩემ­თან ცხოვ­რობ­და და ყვე­ლა გა­ვა­ცა­ნი - ჩემი შვი­ლი, შვი­ლიშ­ვი­ლე­ბი... ამ­ბობ­და, ასე­თი ოჯა­ხი არ მი­ნა­ხავს, თურ­მე რას ნიშ­ნავს კარ­გი ოჯა­ხი, რო­გორ მიყ­ვარ­ხარ­თო და ა. შ. ბო­ლოს ჩემ­მა მძღოლ­მა გა­ა­ცი­ლა და გა­და­რე­უ­ლი იყო, ჩა­მე­ხუ­ტა და ისე დავ­შორ­დი­თო.

...ჩვენ ნას­ტი­ას­თვის ხელი არ გვიკ­რია. ორ­მოც­ზე მეც ვთქვი სი­ტყვა, ნა­ტა­შა­მაც (ბენ­დუ­ქი­ძის მე­უღ­ლე) და ნას­ტი­ა­საც მი­ვე­ცი სი­ტყვა. მერე კი, კა­ხას და­ბა­დე­ბის დღე­ზე, ძა­ლი­ან ცუ­დად მო­იქ­ცა. "რუს­თა­ვი 2"-ის ჟურ­ნა­ლის­ტებ­მა იცოდ­ნენ, რომ მე­ო­რე დღეს მი­დი­ო­და უკან და მე - არა. ძა­ლი­ან გვი­ან დაბ­რუნ­და და თურ­მე იმ დღეს "ნა­ნუ­კას შო­უ­ში" ჩა­წე­რა­ზე მი­სუ­ლა. რო­გორც ჩანს, ყვე­ლა­ფე­რი და­გეგ­მი­ლი იყო, საყ­ვე­დუ­რი ვუ­თხა­რი - კა­ხას და­ბა­დე­ბის დღე­ზე ჩა­მოხ­ვე­დი თუ ინ­ტერ­ვი­უ­ე­ბის მი­სა­ცე­მად-მეთ­ქი. შვილს გე­ფი­ცე­ბით, მი­თხრა, კახა აღარ არის და მე ახლა ხელ-ფეხი გახ­სნი­ლი მაქ­ვსო.

წა­ვი­და და მომ­წე­რა წე­რი­ლი, რო­მე­ლიც აშ­კა­რად იუ­რის­ტის და­წე­რი­ლი იყო. წერ­და, მე მა­მის უღი­ა­რე­ბე­ლი შვი­ლი ვარ, თქვენ მა­მი­და ხართ და და­მეხ­მა­რეთ, რომ მემ­კვიდ­რედ მა­ღი­ა­რო­ნო. მირ­ჩი­ეს, არა­ფე­რი მე­პა­სუ­ხა. შევ­ცდი, რომ არ ვუ­პა­სუ­ხე. ნას­ტი­ას ჩვენ ვთა­ვა­ზობ­დით კა­ხას ქო­ნე­ბის 25%-ს და ამას­თან, შე­ი­ნარ­ჩუ­ნებ­და ჩვენ­თან ურ­თი­ერ­თო­ბას, მაგ­რამ მან მეტი მო­ინ­დო­მა...

- მა­მას რითი ჰგავს?

- მხო­ლოდ ფი­ზი­კუ­რად ჰგავს კა­ხას. სხვა მხრივ, ჩვენს ოჯახ­თან მსგავ­სე­ბა არ აქვს არც გა­ნათ­ლე­ბით, არც საქ­ცი­ე­ლით. პრო­ფე­სორ-მას­წავ­ლებ­ლებს შეხ­ვდა თბი­ლის­ში და და­უს­ტვი­ნა, მა­გი­და­ზე ხე­ლიც და­ურ­ტყამს. ერთ პრო­ფე­სორს უთ­ქვამს, ახ­ლა­ვე ბო­დი­ში მო­ი­ხა­დეთ, რას ბე­დავ­თო. ახლა ამ­ბობს, მა­მის საქ­მე უნდა გა­ვაგ­რძე­ლოო. რო­მე­ლი საქ­მე? უნი­ვერ­სი­ტე­ტი არ არის ნივ­თი, ან ნა­ტა­შას მემ­კვიდ­რე­ო­ბა, რომ ვი­ღა­ცის იყოს...

რუ­სუ­დან ად­ვა­ძე

ჟურ­ნა­ლი "სარ­კე"

ასე­ვე და­გა­ინ­ტე­რე­სებთ: "მა­მას შეც­ვლა შე­უძ­ლე­ბე­ლია, მაგ­რამ მინ­და და­ვემ­სგავ­სო"

sponsored by ContentRoom
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ვრცელდება იმ მამაკაცის დაკავების კადრები, რომელმაც სიმამრი მოკლა, სიდედრი კი სცემა

"მითხრა, კახა აღარ არის და ახლა ხელ-ფეხი გახსნილი მაქვსო" - რას ყვება ბენდუქიძის და ბიზნესმენის ერთადერთ ქალიშვილზე

"მითხრა, კახა აღარ არის და ახლა ხელ-ფეხი გახსნილი მაქვსო" - რას ყვება ბენდუქიძის და ბიზნესმენის ერთადერთ ქალიშვილზე

ცნობილი ბიზნესმენის, საქართველოს ეკონომიკის ყოფილი მინისტრის, კახა ბენდუქიძის მილიონებად შეფასებული ქონება, მისი გარდაცვალების შემდეგ ორად გაიყო - 50% მის მეუღლეს, ნატალია ზოლოტოვას ერგო, 50% კი - ანასტასია გონჩაროვას, რომელიც მიმდინარე წლის 19 იანვარს მოსკოვის სასამართლომ კახა ბენდუქიძის ბიოლოგიურ შვილად აღიარა.

ის, რომ კახა ბენდუქიძეს ბიოლოგიური შვილი ჰყავდა, მისმა უახლოესმა ადამიანებმა და ოჯახის წევრებმაც არ იცოდნენ. ბიზნესმენის პანაშვიდზე გამოჩენილი 24 წლის გოგონა ყველასთვის სიურპრიზი იყო. როგორც ბიზნესმენის და, ნუნუ ბენდუქიძე ჟურნალ "სარკესთან" ინტერვიუში ამბობს, ანასტასია მიიღეს და მას მამის ქონების 25% შესთავაზეს, მაგრამ გოგონამ ბევრად მეტი მოინდომა. საქმე სასამართლომდე მივიდა და მამიდა-ძმისშვილის ურთიერთობაც გაწყდა.

- ქალბატონო ნუნუ, ძმის ქალიშვილის - ანასტასია გონჩაროვას არსებობის შესახებ როდის გაიგეთ?

- კახას გარდაცვალებამდე დედამიწის ზურგზე არავინ იცოდა მისი არსეობის შესახებ არც ჩვენს ოჯახში და არც კახას უახლოესმა მეგობრებმა. მოსკოვში ერთ კიბის უჯრედზე რომ უცხოვრია და არაფერს უმალავდა, იმათაც კი არ იცოდნენ, რომ კახას შვილი ჰყავდა. როცა ეს ბავშვი გაჩნდა, მაშინ კახას ბევრი არაფერი ჰქონდა. ახლა, ანალიზს რომ ვაკეთებ, ვხვდები, რომ კახაზე ალბათ ზეწოლაც იყო, შანტაჟიც, რომ მისთვის მიეხედა. მერე ადვილად გადაწყვიტა ეს საკითხი - ინგლისში სწავლის ფულს უხდიდა. როგორც ჩანს, ბოლო ორი წელი უფრო ხვდებოდა მას. სულ 10 სურათი აქვს კახასთან გადაღებული და მათ ატრიალებს. კახას ბიოლოგიური შვილი კი არის და კანონით ეს რაღაცას ნიშნავს, მაგრამ ჩემთვის - არაფერს... წარმოიდგინეთ, ნასტია დედამისმა გააჩინა სხვა კაცისგან და ქმარს აზრდევინებდა ისე, ვითომ მისი შვილი იყო. გესმით, რამხელა ამორალური საქციელია?!

...პირველად პანაშვიდზე ჩამოვიდა დედასთან და ვიღაც ქალთან ერთად. სამზარეულოში ისხდნენ, სადაც იყვნენ ჩემი მეგობრები და მითხრეს, რომ მათი მხლებელი ქალი ძალიან ცუდად იქცეოდა. ნასტიას რამეს რომ ეკითხებოდნენ, ის პასუხობდა. ჩემს მეგობარს უთქვამს, თქვენ რატომ გვპასუხობთ, უკვე დიდი გოგოა და თავად გვიპასუხებსო! ანასტასია ცოტა ხანს ჩემთან ცხოვრობდა და ყველა გავაცანი - ჩემი შვილი, შვილიშვილები... ამბობდა, ასეთი ოჯახი არ მინახავს, თურმე რას ნიშნავს კარგი ოჯახი, როგორ მიყვარხართო და ა. შ. ბოლოს ჩემმა მძღოლმა გააცილა და გადარეული იყო, ჩამეხუტა და ისე დავშორდითო.

...ჩვენ ნასტიასთვის ხელი არ გვიკრია. ორმოცზე მეც ვთქვი სიტყვა, ნატაშამაც (ბენდუქიძის მეუღლე) და ნასტიასაც მივეცი სიტყვა. მერე კი, კახას დაბადების დღეზე, ძალიან ცუდად მოიქცა. "რუსთავი 2"-ის ჟურნალისტებმა იცოდნენ, რომ მეორე დღეს მიდიოდა უკან და მე - არა. ძალიან გვიან დაბრუნდა და თურმე იმ დღეს "ნანუკას შოუში" ჩაწერაზე მისულა. როგორც ჩანს, ყველაფერი დაგეგმილი იყო, საყვედური ვუთხარი - კახას დაბადების დღეზე ჩამოხვედი თუ ინტერვიუების მისაცემად-მეთქი. შვილს გეფიცებით, მითხრა, კახა აღარ არის და მე ახლა ხელ-ფეხი გახსნილი მაქვსო.

წავიდა და მომწერა წერილი, რომელიც აშკარად იურისტის დაწერილი იყო. წერდა, მე მამის უღიარებელი შვილი ვარ, თქვენ მამიდა ხართ და დამეხმარეთ, რომ მემკვიდრედ მაღიარონო. მირჩიეს, არაფერი მეპასუხა. შევცდი, რომ არ ვუპასუხე. ნასტიას ჩვენ ვთავაზობდით კახას ქონების 25%-ს და ამასთან, შეინარჩუნებდა ჩვენთან ურთიერთობას, მაგრამ მან მეტი მოინდომა...

- მამას რითი ჰგავს?

- მხოლოდ ფიზიკურად ჰგავს კახას. სხვა მხრივ, ჩვენს ოჯახთან მსგავსება არ აქვს არც განათლებით, არც საქციელით. პროფესორ-მასწავლებლებს შეხვდა თბილისში და დაუსტვინა, მაგიდაზე ხელიც დაურტყამს. ერთ პროფესორს უთქვამს, ახლავე ბოდიში მოიხადეთ, რას ბედავთო. ახლა ამბობს, მამის საქმე უნდა გავაგრძელოო. რომელი საქმე? უნივერსიტეტი არ არის ნივთი, ან ნატაშას მემკვიდრეობა, რომ ვიღაცის იყოს...

რუსუდან ადვაძე

ჟურნალი "სარკე"

ასევე დაგაინტერესებთ: "მამას შეცვლა შეუძლებელია, მაგრამ მინდა დავემსგავსო"

საქართველოში კორონავირუსით კიდევ 33 პაციენტი გარდაიცვალა

საქართველოში კორონავირუსის 3 504 ახალი შემთხვევა გამოვლინდა - როგორია ინფიცირების მაჩვენებლები რეგიონების მიხედვით?

"ასე მგონია, ფიროსმანის მეეზოვე ვარ" - უშგულელი გენიოსი, მხატვარი ფრიდონ ნიჟარაძე გარდაიცვალა