მსოფლიო
პოლიტიკა
სამართალი

26

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის ოცდამეშვიდე დღე დაიწყება 06:43-ზე, მთვარე თევზებში გადავა 23:28-ზე კარგი დღეა ახალი საქმეების დასაწყებად. შანსი მოგეცემათ მოაგვაროთ ძველი პრობლემები. კარგი დღეა ბიზნესისა და სავაჭრო საქმეებისთვის; უფროს თაობასთან ურთიერთობისთვის, მათგან რჩევის მიღება. ურთიერთობის, საქმეების გარჩევას არ გირჩევთ. კარგი დღეა საქმიანობის, სამუშაო ადგილის შესაცვლელად. კარგია მოგზაურობის დაწყება. მცირე ფიზიკური დატვირთვა არ გაწყენთ, კარგი დღეა საოჯახო საქმეების შესასრულებლად. მოერიდეთ დიდი რაოდენობით სითხის, განსაკუთრებით ალკოჰოლის მიღებას. გაუფრთხილდით ფეხებს.
საზოგადოება
მეცნიერება
სპორტი
მოზაიკა
კონფლიქტები
სამხედრო
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
გუბერნატორები და მათი პრემიები 2015 წელს - რომელი რეგიონის ადმინისტრაცია "ლიდერობს" სახელფასო დანამატებით
გუბერნატორები და მათი პრემიები 2015 წელს - რომელი რეგიონის ადმინისტრაცია "ლიდერობს" სახელფასო დანამატებით

2015 წელს სა­ხელ­მწი­ფო რწმუ­ნე­ბუ­ლე­ბის-გუ­ბერ­ნა­ტო­რე­ბის ად­მი­ნის­ტრა­ცი­ებ­ში პრე­მი­ი­სა და სა­ხელ­ფა­სო და­ნა­მა­ტის სა­ხით 1 114 928.69 ლარი გა­ი­ცა, მათ შო­რის პრე­მია - 463 817.5 ლარი, სა­ხელ­ფა­სო და­ნა­მა­ტი კი - 680 111.19 ლარი. ამის შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცი­ას "სა­ერ­თა­შო­რი­სო გამჭვირ­ვა­ლო­ბა-სა­ქარ­თვე­ლო" აქ­ვეყ­ნებს. ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის ინ­ფორ­მა­ცი­ით, 2012-2014 წლებ­თან შე­და­რე­ბით, შემ­ცი­რე­ბუ­ლია პრე­მი­ე­ბის გა­ცე­მის სიხ­ში­რე და ოდე­ნო­ბა, თუმ­ცა 2015 წელს მნიშ­ვნე­ლოვ­ნად არის გაზ­რდი­ლი სა­ხელ­ფა­სო და­ნა­მა­ტის გა­ცე­მის მაჩ­ვე­ნე­ბე­ლი.

"2015 წლის გან­მავ­ლო­ბა­ში სა­ხელ­ფა­სო და­ნა­მა­ტი ყვე­ლა სამ­ხა­რეო ად­მი­ნის­ტრა­ცი­ა­ში ყო­ველ­თვი­უ­რად გა­ი­ცე­მო­და. თა­ნამ­დე­ბო­ბის პირ­თა მიერ აღე­ბუ­ლი პრე­მი­ი­სა და სა­ხელ­ფა­სო და­ნა­მა­ტე­ბის შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცია მხო­ლოდ რაჭა-ლე­ჩხუ­მი­სა და ქვე­მო სვა­ნე­თის, ასე­ვე გუ­რი­ის სამ­ხა­რეო ად­მი­ნის­ტრა­ცი­ებ­მა მოგ­ვა­წო­დეს. სხვა სამ­ხა­რეო ად­მი­ნის­ტრა­ცი­ე­ბის მიერ მო­წო­დე­ბულ ინ­ფორ­მა­ცი­ა­ში კი, მხო­ლოდ წლის მან­ძილ­ზე პრე­მი­ი­სა და და­ნა­მა­ტის სა­ხით გა­ცე­მუ­ლი თან­ხის ჯა­მუ­რი ოდე­ნო­ბაა ასა­ხუ­ლი", - ნათ­ქვა­მია "სა­ერ­თა­შო­რი­სო გამჭვირ­ვა­ლო­ბა-სა­ქარ­თვე­ლოს" კვლე­ვა­ში.

იდეო

ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის ინ­ფორ­მა­ცი­ით, 2015 წელს პრე­მი­ის სა­ხით ყვე­ლა­ზე დიდი თან­ხა 63 960 ლა­რის ოდე­ნო­ბით, რაჭა-ლე­ჩუ­მი­სა და ქვე­მო სვა­ნე­თის სამ­ხა­რეო ად­მი­ნის­ტრა­ცი­ა­ში გა­ი­ცა; 2015 წელს სა­ხელ­ფა­სო და­ნა­მა­ტის სა­ხით ყვე­ლა­ზე დიდი თან­ხა გა­ი­ცა სა­მეგ­რე­ლო-ზემო სვა­ნე­თის სამ­ხა­რეო ად­მი­ნის­ტრა­ცი­ა­ში - 167 712.26 ლა­რის ოდე­ნო­ბით. კვლე­ვის მი­ხედ­ვით, 2015 წელს გა­ცე­მუ­ლი პრე­მი­ი­სა და სა­ხელ­ფა­სო და­ნა­მა­ტის სა­ერ­თო მაჩ­ვე­ნებ­ლი­თაც პირ­ველ ად­გილ­ზე სა­მეგ­რე­ლო-ზემო სვა­ნე­თის სამ­ხა­რეო ად­მი­ნის­ტრა­ცი­აა (204 769.76 ლარი).

"2015 წელს რაჭა-ლე­ჩხუ­მი­სა და ქვე­მო სვა­ნე­თის გუ­ბერ­ნა­ტორს, პარ­მენ მარ­გვე­ლი­ძეს სა­ხელ­ფა­სო და­ნა­მა­ტის სა­ხით და­ე­რი­ცხა 35 400 ლარი, პრე­მია კი - 2 950 ლარი (სა­ერ­თო ოდე­ნო­ბა - 38 350 ლარი); გუ­რი­ის გუ­ბერ­ნა­ტორ­მა გია სა­ლუქ­ვა­ძემ, რო­მე­ლიც ამ თა­ნამ­დე­ბო­ბა­ზე 2015 წლის მა­ი­სი­დან იმ­ყო­ფე­ბა, 2015 წელს სა­ხელ­ფა­სო და­ნა­მა­ტის სა­ხით მი­ი­ღო 22 668 ლარი, პრე­მია კი 2 950 ლა­რის ოდე­ნო­ბით; გუ­რი­ის გუ­ბერ­ნა­ტო­რის გია სა­ლუქ­ვა­ძის მო­ად­გი­ლემ, ქე­თე­ვან მო­ის­წრა­ფიშ­ვილ­მა, რო­მე­ლიც 2015 წლის მა­ი­სამ­დე გუ­ბერ­ნა­ტო­რის მო­ვა­ლე­ო­ბის შემ­სრუ­ლე­ბე­ლი იყო, 2015 წელს სა­ხელ­ფა­სო და­ნა­მა­ტი 12 732 ლარი, ხოლო პრე­მია - 2 360 ლარი მი­ი­ღო. მი­ღე­ბულ ინ­ფორ­მა­ცი­ა­ზე დაყ­რდნო­ბით ასე­ვე შეგ­ვიძ­ლია ვი­ვა­რა­უ­დოთ, რომ დიდი ალ­ბა­თო­ბით რაჭა-ლე­ჩხუ­მი­სა და ქვე­მო სვა­ნე­თის, ასე­ვე გუ­რი­ის გუ­ბერ­ნა­ტო­რე­ბის მსგავ­სად, სა­ხელ­ფა­სო და­ნა­მატს ყო­ველ­თვი­უ­რად იღებ­დნენ სხვა გუ­ბერ­ნა­ტო­რე­ბიც", - ნათ­ქვა­მია კვლე­ვა­ში.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
უძრავი ქონება საქართველოში: ეკონომიკაზე გავლენა, ტენდენციები და პროგნოზები

გუბერნატორები და მათი პრემიები 2015 წელს - რომელი რეგიონის ადმინისტრაცია "ლიდერობს" სახელფასო დანამატებით

გუბერნატორები და მათი პრემიები 2015 წელს - რომელი რეგიონის ადმინისტრაცია "ლიდერობს" სახელფასო დანამატებით

2015 წელს სახელმწიფო რწმუნებულების-გუბერნატორების ადმინისტრაციებში პრემიისა და სახელფასო დანამატის სახით 1 114 928.69 ლარი გაიცა, მათ შორის პრემია - 463 817.5 ლარი, სახელფასო დანამატი კი - 680 111.19 ლარი. ამის შესახებ ინფორმაციას "საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო" აქვეყნებს. ორგანიზაციის ინფორმაციით, 2012-2014 წლებთან შედარებით, შემცირებულია პრემიების გაცემის სიხშირე და ოდენობა, თუმცა 2015 წელს მნიშვნელოვნად არის გაზრდილი სახელფასო დანამატის გაცემის მაჩვენებელი.

"2015 წლის განმავლობაში სახელფასო დანამატი ყველა სამხარეო ადმინისტრაციაში ყოველთვიურად გაიცემოდა. თანამდებობის პირთა მიერ აღებული პრემიისა და სახელფასო დანამატების შესახებ ინფორმაცია მხოლოდ რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის, ასევე გურიის სამხარეო ადმინისტრაციებმა მოგვაწოდეს. სხვა სამხარეო ადმინისტრაციების მიერ მოწოდებულ ინფორმაციაში კი, მხოლოდ წლის მანძილზე პრემიისა და დანამატის სახით გაცემული თანხის ჯამური ოდენობაა ასახული", - ნათქვამია "საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს" კვლევაში.

იდეო

ორგანიზაციის ინფორმაციით, 2015 წელს პრემიის სახით ყველაზე დიდი თანხა 63 960 ლარის ოდენობით, რაჭა-ლეჩუმისა და ქვემო სვანეთის სამხარეო ადმინისტრაციაში გაიცა; 2015 წელს სახელფასო დანამატის სახით ყველაზე დიდი თანხა გაიცა სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო ადმინისტრაციაში - 167 712.26 ლარის ოდენობით. კვლევის მიხედვით, 2015 წელს გაცემული პრემიისა და სახელფასო დანამატის საერთო მაჩვენებლითაც პირველ ადგილზე სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო ადმინისტრაციაა (204 769.76 ლარი).

"2015 წელს რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის გუბერნატორს, პარმენ მარგველიძეს სახელფასო დანამატის სახით დაერიცხა 35 400 ლარი, პრემია კი - 2 950 ლარი (საერთო ოდენობა - 38 350 ლარი); გურიის გუბერნატორმა გია სალუქვაძემ, რომელიც ამ თანამდებობაზე 2015 წლის მაისიდან იმყოფება, 2015 წელს სახელფასო დანამატის სახით მიიღო 22 668 ლარი, პრემია კი 2 950 ლარის ოდენობით; გურიის გუბერნატორის გია სალუქვაძის მოადგილემ, ქეთევან მოისწრაფიშვილმა, რომელიც 2015 წლის მაისამდე გუბერნატორის მოვალეობის შემსრულებელი იყო, 2015 წელს სახელფასო დანამატი 12 732 ლარი, ხოლო პრემია - 2 360 ლარი მიიღო. მიღებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით ასევე შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ დიდი ალბათობით რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის, ასევე გურიის გუბერნატორების მსგავსად, სახელფასო დანამატს ყოველთვიურად იღებდნენ სხვა გუბერნატორებიც", - ნათქვამია კვლევაში.

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."