მსოფლიო
პოლიტიკა
კულტურა/შოუბიზნესი

28

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის მეორე დღე დაიწყება 04:56-ზე, მთვარე კირჩხიბში გადავა 21:36-ზე – კარგია ბიზნესის დაწყება. მუშაობა ინდივიდუალურადაც და გუნდურადაც. მოძებნეთ სპონსორები თქვენი პროექტებისთვის. შეგიძლიათ დაიწყოთ ახალი საგნების სწავლა, ჩაირიცხოთ კურსებზე. მოგზაურობა, მივლინებები. ერთ-ერთი საუკეთესო დღეა ქორწინებისთვის. ამ დღეს შექმნილი ოჯახი ძლიერი და მეგობრული იქნება. კარგია მტვერსასრუტით სახლის დალაგება, სანტექნიკის გამოცვლა. აუცილებელია ნათურების, ჭაღების გაწმენდა, აგრეთვე ჭურჭლისა და სარეცხის გარეცხვა. კარგი დღეებია მცენარეების მორწყვისთვის.
კონფლიქტები
მეცნიერება
წიგნები
სამხედრო
სამართალი
Faceამბები
სპორტი
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ზვავსაშიშროების გამო გუდაური-კობის მონაკვეთზე მოძრაობა აკრძალულია
ზვავსაშიშროების გამო გუდაური-კობის მონაკვეთზე მოძრაობა აკრძალულია

სა­ქარ­თვე­ლოს სა­ავ­ტო­მო­ბი­ლო გზე­ბის დე­პარ­ტა­მენ­ტის ინ­ფორ­მა­ცი­ით, სა­ავ­ტო­მო­ბი­ლო გზებ­ზე გაწ­მენ­დი­თი სა­მუ­შა­ო­ე­ბი 24-სა­ა­თი­ან რე­ჟიმ­ში მიმ­დი­ნა­რე­ობს.

მა­თი­ვე გან­ცხა­დე­ბით, ჩა­ტა­რე­ბუ­ლი გაწ­მენ­დი­თი სა­მუ­შა­ო­ე­ბის შე­დე­გად, გომი–სა­ჩხე­რე–ჭი­ა­თუ­რი­სა და თბი­ლი­სის შე­მო­სავ­ლელ გზა­ზე მი­საბ­მე­ლი­ა­ნი და ნა­ხევ­რად­მი­საბ­მე­ლი­ა­ნი ავ­ტოტ­რან­სპორ­ტის მოძ­რა­ო­ბა აღ­დგე­ნი­ლია. შე­სა­ბა­მი­სად, აღ­ნიშ­ნულ გზებ­ზე ყვე­ლა სა­ხის ავ­ტოტ­რან­სპორ­ტის მოძ­რა­ო­ბა თა­ვი­სუ­ფა­ლია.

გზე­ბის დე­პარ­ტა­მენ­ტის პრეს­სამ­სა­ხუ­რის გან­მარ­ტე­ბით, ამ დრო­ის­თვის, გუ­რი­ის რე­გი­ონ­ში, მთე­ლი ღა­მის გან­მავ­ლო­ბა­ში თო­ვის პი­რო­ბებ­ში გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბუ­ლი გაწ­მენ­დი­თი სა­მუ­შა­ო­ე­ბის შე­დე­გად, ავ­ტოტ­რან­სპორ­ტის მოძ­რა­ო­ბა შე­ნარ­ჩუ­ნე­ბუ­ლია გუ­რი­ის ცენ­ტრა­ლურ გზებ­ზე.

მოძ­რა­ო­ბა, ცალ­მხრივ რე­ჟიმ­ში უკვე აღ­დგე­ნი­ლია ში­და­სა­ხელ­მწი­ფო­ებ­რი­ვი მნიშ­ვნე­ლო­ბის ოზურ­გე­თი–ლესა და შუ­ხუ­თი–ძი­მი­თის სა­ავ­ტო­მო­ბი­ლო გზებ­ზე, სა­დაც გრძელ­დე­ბა გზის გა­გა­ნი­ე­რე­ბის სა­მუ­შა­ო­ე­ბი.

"რაც შე­ე­ხე­ბა სხვა სა­ავ­ტო­მო­ბი­ლო გზებს: ზვავ­შა­შიშ­რო­ე­ბის გამო მოძ­რა­ო­ბა აკ­რძა­ლუ­ლია გუ­და­უ­რი-კო­ბის მო­ნაკ­ვეთ­ზე; მი­საბ­მე­ლი­ა­ნი და ნა­ხევ­რად­მი­საბ­მე­ლი­ა­ნი ავ­ტოტ­რან­სპორ­ტის მოძ­რა­ო­ბა აკ­რძა­ლუ­ლია: ნა­ქე­რა­ლას უღელ­ტე­ხილ­ზე და თბი­ლი­სი–ბა­კურ­ცი­ხე–ლა­გო­დე­ხის გზებ­ზე; მო­ცუ­რე­ბის სა­წი­ნა­აღ­მდე­გო ჯაჭ­ვე­ბის გა­მო­ყე­ნე­ბით მოძ­რა­ო­ბის რე­ჟი­მე­ბია და­წე­სე­ბუ­ლი: მლე­თა-გუ­და­უ­რის მო­ნაკ­ვეთ­სა და გომ­ბო­რის უღელ­ტე­ხილ­ზე.

ყვე­ლა მი­მარ­თუ­ლე­ბით, გაწ­მენ­დი­თი სა­მუ­შა­ო­ე­ბი 24-სა­ა­თი­ან რე­ჟიმ­ში მიმ­დი­ნა­რე­ობს. რე­გი­ო­ნუ­ლი გან­ვი­თა­რე­ბი­სა და ინფრას­ტრუქ­ტუ­რის სა­მი­ნის­ტროს სა­ავ­ტო­მო­ბი­ლო გზე­ბის დე­პარ­ტა­მენ­ტი­დან მივ­ლი­ნე­ბუ­ლი არი­ან ზე­დამ­ხედ­ვე­ლო­ბის სამ­სა­ხუ­რის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი, რომ­ლე­ბიც ად­გილ­ზე უწე­ვენ კო­ორ­დი­ნა­ცი­ას და მო­ნი­ტო­რინგს მიმ­დი­ნა­რე გაწ­მენ­დით სა­მუ­შა­ო­ებს.

სა­ქარ­თვე­ლოს რე­გი­ო­ნუ­ლი გან­ვი­თა­რე­ბი­სა და ინფრას­ტრუქ­ტუ­რის სა­მი­ნის­ტროს სა­ავ­ტო­მო­ბი­ლო გზე­ბის დე­პარ­ტა­მენ­ტი, შექ­მნი­ლი ვი­თა­რე­ბი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, მო­სახ­ლე­ო­ბას მო­უ­წო­დებს, იმოძ­რა­ონ ზამ­თრის პე­რი­ო­დი­სათ­ვის შე­სა­ბა­მი­სი სა­ბუ­რა­ვე­ბით, გა­მარ­თუ­ლი ავ­ტოტ­რან­სპორ­ტი­თა და და­ე­მორ­ჩი­ლონ სა­ავ­ტო­მო­ბი­ლო გზებ­ზე და­წე­სე­ბულ რე­ჟი­მებს", - აცხა­დე­ბენ გზე­ბის დე­პარ­ტა­მენ­ტში.

sponsored by ContentRoom

ზვავსაშიშროების გამო გუდაური-კობის მონაკვეთზე მოძრაობა აკრძალულია

ზვავსაშიშროების გამო გუდაური-კობის მონაკვეთზე მოძრაობა აკრძალულია

საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, საავტომობილო გზებზე გაწმენდითი სამუშაოები 24-საათიან რეჟიმში მიმდინარეობს.

მათივე განცხადებით, ჩატარებული გაწმენდითი სამუშაოების შედეგად, გომი–საჩხერე–ჭიათურისა და თბილისის შემოსავლელ გზაზე მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგენილია. შესაბამისად, აღნიშნულ გზებზე ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.

გზების დეპარტამენტის პრესსამსახურის განმარტებით, ამ დროისთვის, გურიის რეგიონში, მთელი ღამის განმავლობაში თოვის პირობებში განხორციელებული გაწმენდითი სამუშაოების შედეგად, ავტოტრანსპორტის მოძრაობა შენარჩუნებულია გურიის ცენტრალურ გზებზე.

მოძრაობა, ცალმხრივ რეჟიმში უკვე აღდგენილია შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ოზურგეთი–ლესა და შუხუთი–ძიმითის საავტომობილო გზებზე, სადაც გრძელდება გზის გაგანიერების სამუშაოები.

"რაც შეეხება სხვა საავტომობილო გზებს: ზვავშაშიშროების გამო მოძრაობა აკრძალულია გუდაური-კობის მონაკვეთზე; მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია: ნაქერალას უღელტეხილზე და თბილისი–ბაკურციხე–ლაგოდეხის გზებზე; მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვების გამოყენებით მოძრაობის რეჟიმებია დაწესებული: მლეთა-გუდაურის მონაკვეთსა და გომბორის უღელტეხილზე.

ყველა მიმართულებით, გაწმენდითი სამუშაოები 24-საათიან რეჟიმში მიმდინარეობს. რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტიდან მივლინებული არიან ზედამხედველობის სამსახურის წარმომადგენლები, რომლებიც ადგილზე უწევენ კოორდინაციას და მონიტორინგს მიმდინარე გაწმენდით სამუშაოებს.

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტი, შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, მოსახლეობას მოუწოდებს, იმოძრაონ ზამთრის პერიოდისათვის შესაბამისი საბურავებით, გამართული ავტოტრანსპორტითა და დაემორჩილონ საავტომობილო გზებზე დაწესებულ რეჟიმებს", - აცხადებენ გზების დეპარტამენტში.

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია