მსოფლიო
პოლიტიკა
სამართალი

20

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის ოცდამეექვსე დღე დაიწყება 00:44-ზე, მთვარე ტყუპს ესტუმრება 13:21-ზე – შეიძლება იყოს ზედმეტი აურზაური და ენერგიის ფლანგვა ლაპარაკზე. მეტად დაისვენეთ. იყავით შერჩევითი კონტაქტებში. მოუსმინეთ მეგობრების რჩევებს. კოლეგებთან იყავით ნეიტრალური. მოერიდეთ პროვოკაციებსა და ცდუნებებს. გზებზე განსაკუთრებით ფრთხილად იყავით. კარგი დღეა კონტაქტებისა და გაცნობისთვის. ინფორმაციის, იდეების გაცვლა. ხელსაყრელია შეხვედრები და მოლაპარაკებები. აქტიური ორგანოებია: მხრები, მკლავები, თითები, ფილტვები, ენდოკრინული სისტემა. გაწმინდეთ ფანჯრები. გაანიავეთ სახლი. მოერიდეთ მძიმე საკვების მიღებას.
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
მეცნიერება
სამხედრო
საზოგადოება
კონფლიქტები
სპორტი
წიგნები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"თბილისში არის ერთი სევდიანი სახლი, სადაც ბავშვები ცხოვრობენ..." - ემოციური პოსტი შს მინისტრის "ჩუმი სიკეთის" შესახებ
"თბილისში არის ერთი სევდიანი სახლი, სადაც ბავშვები ცხოვრობენ..." - ემოციური პოსტი შს მინისტრის "ჩუმი სიკეთის" შესახებ

ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს სა­ზო­გა­დო­ე­ბას­თან ურ­თი­ერ­თო­ბის დე­პარ­ტა­მენ­ტის ხელ­მძღვა­ნე­ლი თეა პერ­ტა­ია "ფე­ის­ბუ­ქის" პი­რად გვერ­დზე შს მი­ნის­ტრ გი­ორ­გი მღებ­რიშ­ვილს ვრცელ და ემო­ცი­ურ პოსტს უძღვნის.

"ჯან­სა­ღი სა­ზო­გა­დო­ე­ბის ფორ­მი­რე­ბის­თვის ადა­მი­ა­ნებს, გან­სა­კუთ­რე­ბით, ბავ­შვებს, ბევ­რი სი­კე­თე უნდა და­ა­ნა­ხო", - ამ ფრა­ზას ის ხში­რად მი­მე­ო­რებს…თუმ­ცა, როცა სი­ტყვებ­ზე ხში­რად ფაქ­ტე­ბი გიყ­ვე­ბი­ან, მა­გა­რი შეგ­რძნე­ბაა...

დიდ­ხანს ვფიქ­რობ­დი, ამ ყვე­ლა­ფერ­ზე და­მე­წე­რა თუ არა... თა­ვად მხო­ლოდ ჩუმ სი­კე­თეს აღი­ა­რებს, ბევ­რი რა­მის აფი­ში­რე­ბას მიკ­რძა­ლავს... მაგ­რამ, მო­ცე­მუ­ლი ფე­ის­ბუქ-გვერ­დი ჩემი პი­რა­დი სივ­რცეა და მი­მი­აჩ­ნია, რომ ეს გარ­კვე­ულ თა­ვი­სუფ­ლე­ბას მა­ნი­ჭებს. თა­ვი­სუფ­ლე­ბას - ვთქვა ის, რაც მა­წუ­ხებს, რაც მინ­და გა­მოვ­თქვა და ადა­მი­ა­ნებს გა­ვუ­ზი­ა­რო... თავს იმით გა­ვი­მარ­თლებ, რომ ეს სწო­რედ მისი ნათ­ქვა­მის გაგ­რძე­ლე­ბა და ჩე­მე­უ­ლი ინ­ტერპრე­ტა­ცი­აა - ადა­მი­ა­ნებს სი­კე­თე უნდა და­ა­ნა­ხო და ამა­ზე ხში­რად მო­უყ­ვე... თბი­ლის­ში არის ერთი სევ­დი­ა­ნი სახ­ლი, სა­დაც ბავ­შვე­ბი ცხოვ­რო­ბენ... ბევ­რი ბავ­შვუ­რი, მაგ­რამ ერთი გან­სხვა­ვე­ბუ­ლი, არა­ბავ­შვუ­რი სურ­ვი­ლით - იცო­ცხლონ, გა­მო­ჯან­მრთელ­დნენ... რამ­დე­ნი­მე დღის წინ იქ ჩვე­ულ­ზე მეტი მხი­ა­რუ­ლე­ბა იყო. პა­ტა­რე­ბი სი­ხა­რუ­ლით გაბრ­წყი­ნე­ბუ­ლი თვა­ლე­ბით... მათ მიერ წე­რი­ლებ­ში და­წე­რი­ლი ბავ­შვუ­რი სურ­ვი­ლე­ბი, უკვე გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბუ­ლი, გულ­ში ჰქონ­დათ ჩა­ხუ­ტე­ბუ­ლი.... ცო­ტა­თი ადრე ეს წე­რი­ლე­ბი გი­ორ­გი მღებ­რიშ­ვილ­მა წა­ი­კი­თხა და... აი, შსს თა­ნამ­შრომ­ლებ­მა სევ­დი­ა­ნი ოთა­ხე­ბის ბი­ნა­დართ სურ­ვი­ლე­ბის ას­რუ­ლე­ბის დღე მო­უ­წყვეს... 14 ბავ­შვის პა­ტა­რა გული და 14 რწმე­ნა იმი­სა, რომ, როცა რა­მეს ძა­ლი­ან ინატ­რებ, აუ­ცი­ლებ­ლად აგიხ­დე­ბა... ეს ბერი ან­დი­ას სა­ხე­ლო­ბის სა­რე­ა­ბი­ლი­ტა­ცი­აო სახ­ლი იყო...

თვე­ე­ბის წინ სამ­სა­ხუ­რებ­რი­ვი მო­ვა­ლე­ო­ბის შეს­რუ­ლე­ბის დროს დაჭ­რი­ლი ირაკ­ლი, რო­მელ­საც დღემ­დე სა­კუ­თარ ძმა­სა­ვით პატ­რო­ნობს, ახ­ლა­ხანს სამ­კურ­ნა­ლოდ ის­რა­ელ­ში გა­ამ­გზავ­რა... მისი სი­ცო­ცხლის გა­დარ­ჩე­ნის­თვის ბო­ლომ­დე აპი­რებს იბ­რძო­ლოს... ყვე­ლა პო­ლი­ცი­ე­ლის ოჯახს სა­ა­ხალ­წლო დღე­სას­წა­უ­ლი მო­უ­წყო; და­ღუ­პუ­ლი პო­ლი­ცი­ე­ლე­ბის ბავ­შვე­ბი სა­ჩუქ­რე­ბით გა­ა­ხა­ლი­სა; ორი­ო­დე დღის წინ ისი­ნი და­სას­ვე­ნებ­ლად ბა­კუ­რი­ან­შიც გა­ამ­გზავ­რა. ეს, ალ­ბათ, ისე­დაც ყვე­ლამ იცის... მაგ­რამ არა­ვინ იცის ის, რომ სა­მი­ნის­ტროს ყვე­ლა იმ თა­ნამ­შრო­მელს, რომ­ლის ოჯახ­შიც შე­ზღუ­დუ­ლი შე­საძ­ლებ­ლო­ბის ბავ­შვი იზ­რდე­ბა, დახ­მა­რე­ბა გა­უგ­ზავ­ნა. ყვე­ლას - უკ­ლებ­ლივ, სა­მი­ნის­ტროს მომ­სა­ხუ­რე პერ­სო­ნალ­საც და რი­გით პო­ლი­ცი­ელ­საც. ყვე­ლას, ვი­საც ეს სჭირ­დე­ბო­და...

და კი­დევ, რამ­დე­ნი ჩუმი სი­კე­თე, რომლზეც, გარ­კვე­უ­ლი მი­ზე­ზე­ბის გამო, მხო­ლოდ წლე­ბის შემ­დეგ მოვ­ყვე­ბი... სხვა ადა­მი­ა­ნე­ბის უთ­ქმელ ამ­ბებ­თან ერ­თად, ავ­კინ­ძავ ის­ტო­რი­ე­ბად და და­ვარ­ქმევ "ჩუმი სი­კე­თის მა­ტი­ა­ნეს", - წერს ემო­ცი­ურ პოს­ტში თეა პერ­ტა­ია.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ლევან ხაბეიშვილს პირდაპირ ეთერში თავს დაესხნენ - დაპირისპირების ამსახველი კადრები

"თბილისში არის ერთი სევდიანი სახლი, სადაც ბავშვები ცხოვრობენ..." - ემოციური პოსტი შს მინისტრის "ჩუმი სიკეთის" შესახებ

"თბილისში არის ერთი სევდიანი სახლი, სადაც ბავშვები ცხოვრობენ..." - ემოციური პოსტი შს მინისტრის "ჩუმი სიკეთის" შესახებ

შინაგან საქმეთა სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის ხელმძღვანელი თეა პერტაია "ფეისბუქის" პირად გვერდზე შს მინისტრ გიორგი მღებრიშვილს ვრცელ და ემოციურ პოსტს უძღვნის.

"ჯანსაღი საზოგადოების ფორმირებისთვის ადამიანებს, განსაკუთრებით, ბავშვებს, ბევრი სიკეთე უნდა დაანახო", - ამ ფრაზას ის ხშირად მიმეორებს…თუმცა, როცა სიტყვებზე ხშირად ფაქტები გიყვებიან, მაგარი შეგრძნებაა...

დიდხანს ვფიქრობდი, ამ ყველაფერზე დამეწერა თუ არა... თავად მხოლოდ ჩუმ სიკეთეს აღიარებს, ბევრი რამის აფიშირებას მიკრძალავს... მაგრამ, მოცემული ფეისბუქ-გვერდი ჩემი პირადი სივრცეა და მიმიაჩნია, რომ ეს გარკვეულ თავისუფლებას მანიჭებს. თავისუფლებას - ვთქვა ის, რაც მაწუხებს, რაც მინდა გამოვთქვა და ადამიანებს გავუზიარო... თავს იმით გავიმართლებ, რომ ეს სწორედ მისი ნათქვამის გაგრძელება და ჩემეული ინტერპრეტაციაა - ადამიანებს სიკეთე უნდა დაანახო და ამაზე ხშირად მოუყვე... თბილისში არის ერთი სევდიანი სახლი, სადაც ბავშვები ცხოვრობენ... ბევრი ბავშვური, მაგრამ ერთი განსხვავებული, არაბავშვური სურვილით - იცოცხლონ, გამოჯანმრთელდნენ... რამდენიმე დღის წინ იქ ჩვეულზე მეტი მხიარულება იყო. პატარები სიხარულით გაბრწყინებული თვალებით... მათ მიერ წერილებში დაწერილი ბავშვური სურვილები, უკვე განხორციელებული, გულში ჰქონდათ ჩახუტებული.... ცოტათი ადრე ეს წერილები გიორგი მღებრიშვილმა წაიკითხა და... აი, შსს თანამშრომლებმა სევდიანი ოთახების ბინადართ სურვილების ასრულების დღე მოუწყვეს... 14 ბავშვის პატარა გული და 14 რწმენა იმისა, რომ, როცა რამეს ძალიან ინატრებ, აუცილებლად აგიხდება... ეს ბერი ანდიას სახელობის სარეაბილიტაციაო სახლი იყო...

თვეების წინ სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს დაჭრილი ირაკლი, რომელსაც დღემდე საკუთარ ძმასავით პატრონობს, ახლახანს სამკურნალოდ ისრაელში გაამგზავრა... მისი სიცოცხლის გადარჩენისთვის ბოლომდე აპირებს იბრძოლოს... ყველა პოლიციელის ოჯახს საახალწლო დღესასწაული მოუწყო; დაღუპული პოლიციელების ბავშვები საჩუქრებით გაახალისა; ორიოდე დღის წინ ისინი დასასვენებლად ბაკურიანშიც გაამგზავრა. ეს, ალბათ, ისედაც ყველამ იცის... მაგრამ არავინ იცის ის, რომ სამინისტროს ყველა იმ თანამშრომელს, რომლის ოჯახშიც შეზღუდული შესაძლებლობის ბავშვი იზრდება, დახმარება გაუგზავნა. ყველას - უკლებლივ, სამინისტროს მომსახურე პერსონალსაც და რიგით პოლიციელსაც. ყველას, ვისაც ეს სჭირდებოდა...

და კიდევ, რამდენი ჩუმი სიკეთე, რომლზეც, გარკვეული მიზეზების გამო, მხოლოდ წლების შემდეგ მოვყვები... სხვა ადამიანების უთქმელ ამბებთან ერთად, ავკინძავ ისტორიებად და დავარქმევ "ჩუმი სიკეთის მატიანეს", - წერს ემოციურ პოსტში თეა პერტაია.

"ჩემი ლედი" - ლელა წურწუმიას და "მამულიჩას" ემოციური ფოტო კონცერტის კულისებიდან

ჰააგაში, უძველესი ტაძრის სამრეკლოდან გია ყანჩელის მელოდიები მისი ხსოვნის პატივსაცემად აჟღერდა

"მშვიდობით..." - სოფიკო შევარდნაძე "ინსტაგრამზე" გია ყანჩელის იტორიულ ფოტოს აქვეყნებს