აღმასკომის წევრებთან ერთად მოლაპარაკებების გზით მივედით იმ შეთანხმებამდე, რომ კახა ცხადაძეს უნდა შეუწყდეს ხელშეკრულება, - ამის შესახებ საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა ლევან კობიაშვილმა აღმასკომის სხდომის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა.
მისი თქმით, ამის შემდეგ მოხდება შეხვედრა კახა ცხადაძესთან რათა ხელშეკრულების შეწყვეტა მოხდეს. ლევან კობიაშვილმა მზაობა გამოთქვა კიდევ ერთხელ შეხვდეს კახა ცხადაძეს.
"მე ჩემი პოზიცია დავაფიქსირე, რომ ცხადაძე ნაკრების მწვრთნელი არ არის. ჩემი გადაწყვეტილება პრესკონფერენციაზეც ვთქვი. მე ჩავთვალე, რომ აღმასკომთან ერთად უნდა მესაუბრა. მივედით იმ შეთანხმებაზე აღმასკომთან, რომ მოლაპარაკებების გზით კახა ცხადაძესთან შეწყდეს ხელშეკრულება. მზად ვარ კიდევ ერთხელ შევხდე და ვისაუბროთ, თუ როგორ შევწყვიტოთ ხელშეკრულება ორმხრივი მოლაპარაკების გზით", - განაცხადა ლევან კობიაშვილმა.
რაც შეეხება კითხვას, თუ ვინ ჩანააცვლებს კახა ცხადაძეს ნაკრების მწვრთნელად, ლევან კობიაშვილმა განაცხადა, რომ ამაზე საუბარი ამ დრომდე არ დაწყებულა.