Faceამბები
კონფლიქტები

17

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის ოცდამეერთე დღე დაიწყება 01:23-ზე, მთვარე თევზებშია – რეკომენდებულია ფინანსური საკითხების მოგვარება. კონტაქტი უფროსებთან და საზოგადო მოღვაწეებთან. იმუშავეთ როგორც ინდივიდუალურად, ასევე გუნდურად, ერთობლივად გადაჭერით საინტერესო საკითხები. იყავით ყურადღებიანი კრეატიული იდეების მიმართ. კარგია ხელშეკრულებებისა და კონტრაქტების გაფორმება, მივლინებაში წასვლა. ჩაერთეთ შემოქმედებით საქმიანობაში მოაწყვეთ შემოქმედებითი საღამო, კონცერტი, გამოფენა. ყველაფერი შეიძლება მიირთვათ, მთავარია ღვიძლი არ გადაიტვირთოთ, აი, ტკბილეულს კი მოერიდეთ.
სამხედრო
პოლიტიკა
მსოფლიო
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რატომ იცვამენ წარმატებული ადამიანები ერთსა და იმავე ტანსაცმელს
რატომ იცვამენ წარმატებული ადამიანები ერთსა და იმავე ტანსაცმელს

"ფე­ის­ბუ­ქის" და­მა­არ­სე­ბელ მარკ ცუ­კერ­ბერგს, აუ­დი­ტო­რი­ას­თან კი­თხვა-პა­სუ­ხის დროს ერთხელ ჰკი­თხეს, თუ რა­ტომ იც­ვამს ყო­ველ­დღე ერ­თნა­ირ ტან­საც­მელს - ერ­თსა და იმა­ვე რუხი ფე­რის მა­ი­სურ­სა და ჯინ­სებს. ამა­ზე ცუ­კერ­ბერ­გმა უპა­სუ­ხა, რომ არ სურს ტან­საც­მლის არ­ჩე­ვი­სას დრო და ენერ­გია და­ხარ­ჯოს.

"მინ­და ჩემი ცხოვ­რე­ბა ისე მო­ვა­წყო, რომ რაც შე­იძ­ლე­ბა ნაკ­ლე­ბი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბის მი­ღე­ბა მი­წევ­დეს, იმის გა­მოკ­ლე­ბით, თუ რო­გორ ვემ­სა­ხუ­რო სა­უ­კე­თე­სოდ ამ სა­ზო­გა­დო­ე­ბას", - გა­ნა­ცხა­და ცუ­კერ­ბერ­გმა. თუმ­ცა, "ფე­ის­ბუ­ქის" და­მა­არ­სე­ბე­ლი ერ­თა­დერ­თი არაა, ვი­საც ეს უც­ნა­უ­რი ჩვე­ვა ახა­სი­ა­თებს. წარ­სუ­ლის თუ თა­ნა­მედ­რო­ვე­ო­ბის ბევ­რი ცნო­ბი­ლი ადა­მი­ა­ნი მო­დას აყო­ლას ქა­რაფ­შუ­ტო­ბად და არა­სე­რი­ო­ზუ­ლო­ბად მი­იჩ­ნევ­დნენ.

ალ­ბერტ აინშტა­ინს რამ­დე­ნი­მე ერ­თნა­ი­რი პი­ჯა­კი ჰქონ­და, რო­მელ­თაც ყო­ველ­დღი­უ­რად იც­ვამ­და. გერ­მა­ნე­ლი ფი­ზი­კოს-თე­ო­რე­ტი­კო­სი ხში­რად იყო გა­მო­წყო­ბი­ლი ნაც­რის­ფერ კოს­ტი­უმ­ში და არა­სო­დეს ატა­რებ­და წინ­დებს. ქან­თრის მუ­სი­კის ლე­გენ­და ამე­რი­კე­ლი მომ­ღე­რა­ლი ჯონი ქეში ცნო­ბი­ლი იყო რო­გორც "ადა­მი­ა­ნი შა­ვებ­ში". ხში­რად ის სრუ­ლი­ად შავ ფერ­ში იყო გა­მო­წყო­ბი­ლი.

ცნო­ბი­ლი დი­ზა­ი­ნე­რი კარლ ლა­გერ­ფილ­დი გა­მუდ­მე­ბით შავ პი­ჯაკ­ში, თეთრ პე­რან­გში, მზის სათ­ვა­ლე­სა და ტყა­ვის ხელ­თათ­მა­ნებ­შია გა­მო­წყო­ბი­ლი.

სტივ ჯობსს მა­გა­ლი­თად, მუ­დამ შავი რო­ლინ­გი, ლურ­ჯი ჯინ­სი და "ნიუ ბა­ლან­სის" მარ­კის ბო­ტა­სე­ბი ეცვა. ამე­რი­კის პრე­ზი­დენ­ტი ბა­რაკ ობა­მა ძი­რი­თა­დად ლურჯ ან ნაც­რის­ფერ პე­რან­გებს შავ პი­ჯაკ­ზე იც­ვამს. რო­გორც თა­ვად ამ­ბობს: "არ მსურს გა­და­წყვე­ტი­ლე­ბის მი­ღე­ბა, თუ რა ჩა­ვიც­ვა და რა ვჭა­მო, ისე­დაც სხვა მრა­ვა­ლი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა მაქვს მი­სა­ღე­ბი".

მომ­ზა­დე­ბუ­ლია mashable.com-ს მი­ხედ­ვით

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ ყირიმის ანექსიისთვის დაწესებული სანქციები ერთი წლით გაახანგრძლივა

რატომ იცვამენ წარმატებული ადამიანები ერთსა და იმავე ტანსაცმელს

რატომ იცვამენ წარმატებული ადამიანები ერთსა და იმავე ტანსაცმელს

"ფეისბუქის" დამაარსებელ მარკ ცუკერბერგს, აუდიტორიასთან კითხვა-პასუხის დროს ერთხელ ჰკითხეს, თუ რატომ იცვამს ყოველდღე ერთნაირ ტანსაცმელს - ერთსა და იმავე რუხი ფერის მაისურსა და ჯინსებს. ამაზე ცუკერბერგმა უპასუხა, რომ არ სურს ტანსაცმლის არჩევისას დრო და ენერგია დახარჯოს.

"მინდა ჩემი ცხოვრება ისე მოვაწყო, რომ რაც შეიძლება ნაკლები გადაწყვეტილების მიღება მიწევდეს, იმის გამოკლებით, თუ როგორ ვემსახურო საუკეთესოდ ამ საზოგადოებას", - განაცხადა ცუკერბერგმა. თუმცა, "ფეისბუქის" დამაარსებელი ერთადერთი არაა, ვისაც ეს უცნაური ჩვევა ახასიათებს. წარსულის თუ თანამედროვეობის ბევრი ცნობილი ადამიანი მოდას აყოლას ქარაფშუტობად და არასერიოზულობად მიიჩნევდნენ.    

ალბერტ აინშტაინს რამდენიმე ერთნაირი პიჯაკი ჰქონდა, რომელთაც ყოველდღიურად იცვამდა. გერმანელი ფიზიკოს-თეორეტიკოსი ხშირად იყო გამოწყობილი ნაცრისფერ კოსტიუმში და არასოდეს ატარებდა წინდებს. ქანთრის მუსიკის ლეგენდა ამერიკელი მომღერალი ჯონი ქეში ცნობილი იყო როგორც "ადამიანი შავებში". ხშირად ის სრულიად შავ ფერში იყო გამოწყობილი.

ცნობილი დიზაინერი კარლ ლაგერფილდი გამუდმებით შავ პიჯაკში, თეთრ პერანგში, მზის სათვალესა და ტყავის ხელთათმანებშია გამოწყობილი.

სტივ ჯობსს მაგალითად, მუდამ შავი როლინგი, ლურჯი ჯინსი და "ნიუ ბალანსის" მარკის ბოტასები ეცვა. ამერიკის პრეზიდენტი ბარაკ ობამა ძირითადად ლურჯ ან ნაცრისფერ პერანგებს შავ პიჯაკზე იცვამს. როგორც თავად ამბობს: "არ მსურს გადაწყვეტილების მიღება, თუ რა ჩავიცვა და რა ვჭამო, ისედაც სხვა მრავალი გადაწყვეტილება მაქვს მისაღები".

მომზადებულია mashable.com-ს მიხედვით

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება