პოლიტიკა
საზოგადოება
მსოფლიო

3

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის მერვე დღე დაიწყება 13:13-ზე, მთვარე ქალწულშია – დღეს დაწყებული და დაგეგმილი ყველაფერი გაცილებით ნელა მიმდინარეობს, ვიდრე ჩვენ გვსურს. შესაძლებელია მოვლენების მოულოდნელი შემობრუნება, კონფლიქტები და საგანგებო სიტუაციები. რეკომენდებულია კრეატიული მიდგომები ძველი პროექტების განსახორციელებლად. მოაგვარეთ მხოლოდ მცირე ფინანსური საკითხები. მოძებნეთ ახალი პარტნიორები. ინდივიდუალურად იმუშავეთ. შეზღუდეთ კოლექტიური მუშაობა. შეგიძლიათ დაიცვათ მარხვა, შესაფერისია მსუბუქი საკვები, მარცვლეული და თევზი. ალკოჰოლი და ნიკოტინი უკუნაჩვენებია.
სამხედრო
სამართალი
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
კონფლიქტები
მეცნიერება
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
გრიპის ვირუსის გამო თბილისში სწავლა არ შეწყდება - რა რეკომენდაცია ეძლევათ მშობლებსა და მასწავლებლებს
გრიპის ვირუსის გამო თბილისში სწავლა არ შეწყდება - რა რეკომენდაცია ეძლევათ მშობლებსა და მასწავლებლებს

სა­ქარ­თვე­ლოს გა­ნათ­ლე­ბის სა­მი­ნის­ტრო გრი­პის ვირუ­სის გამო, დე­და­ქა­ლა­ქის სკო­ლებ­ში სწავ­ლის შე­წყვე­ტის სა­ფუძ­ველს ამ ეტაპ­ზე ვერ ხე­დავს. რო­გორც "ინ­ტერპრეს­ნი­უსს" მი­ნის­ტრის მო­ად­გი­ლე ლია გი­გა­ურ­მა გა­ნუ­ცხა­და, თუ რო­მე­ლი­მე სკო­ლა­ში გაც­დე­ნე­ბის სა­შუ­ა­ლო რა­ო­დე­ნო­ბა 20%-ს გა­და­ა­ჭარ­ბებს, მა­შინ სას­წავ­ლო პრო­ცე­სი იმ კონ­კრე­ტულ სკო­ლა­ში უნდა შე­წყდეს. მი­სი­ვე თქმით, გაც­დე­ნე­ბის ასე­თი რა­ო­დე­ნო­ბა თბი­ლი­სის არ­ცერთ სკო­ლა­ში არ ფიქ­სირ­დე­ბა.

"გა­ნათ­ლე­ბის სა­მი­ნის­ტრო ყო­ველ­დღი­უ­რად აგ­რო­ვებს მო­ნა­ცე­მებს გაც­დე­ნებ­თან და­კავ­ში­რე­ბით. ეს გაც­დე­ნე­ბი ზოგ­ჯერ გა­მოწ­ვე­უ­ლია გრი­პის ვირუ­სით და ხშირ შემ­თხვე­ვა­ში - მშო­ბელ­თა მხრი­დან პრე­ვენ­ცი­ის მიზ­ნით, რო­დე­საც ისი­ნი არ უშ­ვე­ბენ შვი­ლებს იმის­თვის, რომ არ გა­და­ე­დოთ გრი­პი. თბი­ლის­ში გაც­დე­ნე­ბის რა­ო­დე­ნო­ბა არის ყვე­ლა­ზე მა­ღა­ლი დღე­ვან­დე­ლი და წინა კვი­რის მო­ნა­ცე­მე­ბით, თუმ­ცა ზღვარ­თან არ არის მი­ახ­ლო­ე­ბუ­ლი. და­ა­ვა­დე­ბა­თა კონ­ტრო­ლის ეროვ­ნუ­ლი ცენ­ტრის რე­კო­მენ­და­ცი­ით, თუ გაც­დე­ნე­ბის სა­შუ­ა­ლო რა­ო­დე­ნო­ბა და ინ­ტენ­სი­ვო­ბა გა­და­ა­ჭარ­ბებს 20%-ს, მა­შინ უნდა მი­მარ­თოს სკო­ლამ სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი ჯან­დაც­ვის ცენ­ტრს და ეს ინ­ფორ­მა­ცია წა­რუდ­გი­ნოს, რომ იმ კონ­კრე­ტულ სკო­ლა­ში შე­წყდეს სწავ­ლის პრო­ცე­სი. დღე­ვან­დე­ლი მდგო­მა­რე­ო­ბით, 16%-ს არ­სად არ აჭარ­ბებს გაც­დე­ნა", - გა­ნა­ცხა­და გი­გა­ურ­მა.

გა­ნათ­ლე­ბის მი­ნის­ტრის მო­ად­გი­ლის გან­მარ­ტე­ბით, ასე­ვე არ არის სა­გან­გა­შო მდგო­მა­რე­ო­ბა ქვეყ­ნის მას­შტა­ბით სკო­ლებ­შიც. "მაქ­სი­მა­ლუ­რი მაჩ­ვე­ნე­ბე­ლი გაც­დე­ნე­ბის არის 8.2%, გუ­შინ შე­ად­გენ­და 9.1%-ს. მუდ­მი­ვად ვა­წარ­მო­ებთ მო­ნი­ტო­რინგს და იქი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, თუ რო­გო­რი იქ­ნე­ბა მო­ნა­ცე­მე­ბი, მი­ვი­ღებთ შე­სა­ბა­მის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბას", - გა­ნა­ცხა­და გი­გა­ურ­მა.

რაც შე­ე­ხე­ბა რე­კო­მენ­და­ცი­ებს, რომ­ლე­ბიც და­ა­ვა­დე­ბა­თა კონ­ტრო­ლის და სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი ჯან­დაც­ვის ცენ­ტრის მიერ შე­მუ­შავ­და, სა­ერ­თა­შო­რი­სო სტან­დარ­ტე­ბის შე­სა­ბა­მი­სად არის დად­გე­ნი­ლი: "რე­კო­მენ­და­ცია მდგო­მა­რე­ობს იმა­ში, რომ გრი­პის და­ა­ვა­დე­ბის სიმპტო­მის მქო­ნე არ­ცერ­თი პირი - მშო­ბე­ლი, მას­წავ­ლე­ბე­ლი თუ მოს­წავ­ლე, არ უნდა იყოს შეშ­ვე­ბუ­ლი სკო­ლა­ში. თუ თვი­თონ სას­წავ­ლო პრო­ცეს­ში აღ­მოჩ­ნდე­ბა, რომ რო­მე­ლი­მე მოს­წავ­ლეს ან მას­წავ­ლე­ბელს გრი­პის სიმპტო­მე­ბი გა­მო­უვ­ლინ­და, სკო­ლის ექი­მი ვალ­დე­ბუ­ლია, სწრა­ფად უზ­რუნ­ველ­ყოს და­ა­ვა­დე­ბის იზო­ლი­რე­ბა და­ნარ­ჩე­ნი კონ­ტი­გენ­ტის­გან.

რაც შე­ე­ხე­ბა სა­ნი­ტა­რულ-ჰი­გი­ე­ნუ­რი ნორ­მე­ბის დაც­ვას, ის არის გა­აქ­ტი­უ­რე­ბუ­ლი, გამ­კაც­რე­ბუ­ლი და მო­ნი­ტო­რინგს ვა­ტა­რებთ ამ მი­მარ­თუ­ლე­ბით. ეს ეხე­ბა სა­აღ­მზრდე­ლო და სას­წავ­ლო სივ­რცის გა­ნი­ა­ვე­ბის რე­ჟიმს და თუ აქამ­დე მი­თი­თე­ბა იყო, რომ დღის ბო­ლოს უნდა გა­ე­კე­ბი­ნათ ეს, ახლა რე­კო­მენ­დი­რე­ბუ­ლია ყო­ველ შეს­ვე­ნე­ბა­ზე გა­ა­ნი­ა­ვონ სივ­რცე­ე­ბი - ეს ვალ­დე­ბუ­ლე­ბა კლა­სის დამ­რი­გებ­ლებს აქვთ. ასე­ვე რე­კო­მენ­და­ცი­ე­ბი გუ­ლის­ხმობს სვე­ლი წე­სით და­ლა­გე­ბას და სა­დე­ზინ­ფიქ­ციო ხსნა­რე­ბით გაწ­მენ­დას რო­გორც ინ­ვენ­ტა­რის, ასე­ვე ია­ტა­კის და ა.შ. სკო­ლებს ასე­ვე მი­ე­ცათ რე­კო­მენ­და­ცია აწარ­მო­ონ სა­ინ­ფორ­მა­ციო კამ­პა­ნია და აუხ­სნან პი­რა­დი ჰი­გი­ე­ნის და­უც­ვე­ლო­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი რის­კე­ბი მშობ­ლებლსა და ბავ­შვებს. ეს პირ­ველ რიგ­ში გუ­ლის­ხმობს ხე­ლე­ბის და­ბა­ნას", - გა­ნა­ცხა­და გი­გა­ურ­მა.

გრიპის ვირუსის გამო თბილისში სწავლა არ შეწყდება - რა რეკომენდაცია ეძლევათ მშობლებსა და მასწავლებლებს

გრიპის ვირუსის გამო თბილისში სწავლა არ შეწყდება - რა რეკომენდაცია ეძლევათ მშობლებსა და მასწავლებლებს

საქართველოს განათლების სამინისტრო გრიპის ვირუსის გამო, დედაქალაქის სკოლებში სწავლის შეწყვეტის საფუძველს ამ ეტაპზე ვერ ხედავს. როგორც "ინტერპრესნიუსს" მინისტრის მოადგილე ლია გიგაურმა განუცხადა, თუ რომელიმე სკოლაში გაცდენების საშუალო რაოდენობა 20%-ს გადააჭარბებს, მაშინ სასწავლო პროცესი იმ კონკრეტულ სკოლაში უნდა შეწყდეს. მისივე თქმით, გაცდენების ასეთი რაოდენობა თბილისის არცერთ სკოლაში არ ფიქსირდება.

"განათლების სამინისტრო ყოველდღიურად აგროვებს მონაცემებს გაცდენებთან დაკავშირებით. ეს გაცდენები ზოგჯერ გამოწვეულია გრიპის ვირუსით და ხშირ შემთხვევაში - მშობელთა მხრიდან პრევენციის მიზნით, როდესაც ისინი არ უშვებენ შვილებს იმისთვის, რომ არ გადაედოთ გრიპი. თბილისში გაცდენების რაოდენობა არის ყველაზე მაღალი დღევანდელი და წინა კვირის მონაცემებით, თუმცა ზღვართან არ არის მიახლოებული. დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის რეკომენდაციით, თუ გაცდენების საშუალო რაოდენობა და ინტენსივობა გადააჭარბებს 20%-ს, მაშინ უნდა მიმართოს სკოლამ საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრს და ეს ინფორმაცია წარუდგინოს, რომ იმ კონკრეტულ სკოლაში შეწყდეს სწავლის პროცესი. დღევანდელი მდგომარეობით, 16%-ს არსად არ აჭარბებს გაცდენა", - განაცხადა გიგაურმა.

განათლების მინისტრის მოადგილის განმარტებით, ასევე არ არის საგანგაშო მდგომარეობა ქვეყნის მასშტაბით სკოლებშიც. "მაქსიმალური მაჩვენებელი გაცდენების არის 8.2%, გუშინ შეადგენდა 9.1%-ს. მუდმივად ვაწარმოებთ მონიტორინგს და იქიდან გამომდინარე, თუ როგორი იქნება მონაცემები, მივიღებთ შესაბამის გადაწყვეტილებას", - განაცხადა გიგაურმა.

რაც შეეხება რეკომენდაციებს, რომლებიც დაავადებათა კონტროლის და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის მიერ შემუშავდა, საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად არის დადგენილი: "რეკომენდაცია მდგომარეობს იმაში, რომ გრიპის დაავადების სიმპტომის მქონე არცერთი პირი - მშობელი, მასწავლებელი თუ მოსწავლე, არ უნდა იყოს შეშვებული სკოლაში. თუ თვითონ სასწავლო პროცესში აღმოჩნდება, რომ რომელიმე მოსწავლეს ან მასწავლებელს გრიპის სიმპტომები გამოუვლინდა, სკოლის ექიმი ვალდებულია, სწრაფად უზრუნველყოს დაავადების იზოლირება დანარჩენი კონტიგენტისგან.

რაც შეეხება სანიტარულ-ჰიგიენური ნორმების დაცვას, ის არის გააქტიურებული, გამკაცრებული და მონიტორინგს ვატარებთ ამ მიმართულებით. ეს ეხება სააღმზრდელო და სასწავლო სივრცის განიავების რეჟიმს და თუ აქამდე მითითება იყო, რომ დღის ბოლოს უნდა გაეკებინათ ეს, ახლა რეკომენდირებულია ყოველ შესვენებაზე გაანიავონ სივრცეები - ეს ვალდებულება კლასის დამრიგებლებს აქვთ. ასევე რეკომენდაციები გულისხმობს სველი წესით დალაგებას და სადეზინფიქციო ხსნარებით გაწმენდას როგორც ინვენტარის, ასევე იატაკის და ა.შ. სკოლებს ასევე მიეცათ რეკომენდაცია აწარმოონ საინფორმაციო კამპანია და აუხსნან პირადი ჰიგიენის დაუცველობასთან დაკავშირებული რისკები მშობლებლსა და ბავშვებს. ეს პირველ რიგში გულისხმობს ხელების დაბანას", - განაცხადა გიგაურმა.

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია