ვაკე-საბურთალოს ახალ გზაზე მანქანა ჯებირს შეასკდა

ვაკე-საბურთალოს ახალ გზაზე მანქანა ჯებირს შეასკდა

ვაკე-საბურთალოს დამაკავშირებელ ე.წ. ახალ გზაზე ავტომობილი ჯებირს შეეჯახა. ავარიის შედეგად მძიმედ დაშავდნენ მძღოლი და მის გვერდით მჯდომი მგზავრი. დაშავებულები საავადმყოფოში არიან გადაყვანილები. ადგილზე მობილიზებული იყო სასწრაფო დახმარების, სამაშველო და სახანძრო სამსახურები. ავარია სავარაუდოდ, სიჩქარის გადაჭარბებას უკავშირდება, რადგან თვითმხილველების თქმით, გზა ფაქტობრივად ცარიელი იყო.

როგორც AMBEBI.GE-ს შსს-დან აცნობეს, მომხდარზე მიმდინარეობს გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით, რაც სატრანსპორტო საშუალების უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ