მნიშვნელოვანი ინფორმაცია
მსოფლიო
პოლიტიკა
სამართალი

23

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის ოცდამეექვსე დღე დაიწყება 03:27-ზე, მთვარე ვერძშია – საკმაოდ რთული დღეა. თავი შეიკავეთ ყოველგვარი კონფლიქტისგან. არ დაიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ფულის ხარჯვას; ვაჭრობაში არ მოტყუვდეთ. კარგი დღეა სწავლისა და გამოცდის ჩასაბარებლად. მოერიდეთ სამსახურის, საქმიანობის შეცვლას. უფროსთან კამათს. მგზავრობა და მივლინება სხვა დღისთვის გადადეთ. კარგია მსუბუქი ვარჯიში; საოჯახო საქმეების შესრულება. მოერიდეთ ხორციან კერძებს. სასურველია თევზისა და ბოსტნეულის. თავი შეიკავეთ მოწევისა და ალკოჰოლისგან. თავის ტკივილი რომ აირიდოთ, არ გადაიღალოთ გონებრივი სამუშაოთი. მოერიდეთ დიდხანს კითხვასა და ტელევიზორის ყურებას.
Faceამბები
მეცნიერება
სამხედრო
საზოგადოება
მოზაიკა
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
მნიშვნელოვანი ინფორმაცია
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ვამბობდი, ქადაგიძის წასვლის წინ შოკი გველის-მეთქი"
"ვამბობდი, ქადაგიძის წასვლის წინ შოკი გველის-მეთქი"

გა­მო­იწ­ვევს თუ არა ლარ­ის გა­უ­ფა­სუ­რე­ბა ინფ­რას­ტრუქ­ტუ­რუ­ლი პრო­ექ­ტე­ბის შე­ფერ­ხე­ბას და რა გავ­ლე­ნას მო­ახ­დენს პრო­ცე­სი ქვეყ­ნის ეკო­ნო­მი­კა­ზე? "კვი­რის პა­ლიტ­რის" კი­თხვებს სა­ქარ­თვე­ლოს რე­გი­ო­ნუ­ლი გან­ვი­თა­რე­ბი­სა და ინფრას­ტრუქ­ტუ­რის მი­ნის­ტრი ნო­დარ ჯა­ვა­ხიშ­ვი­ლი პა­სუ­ხობს:

- რო­გორც კი ლა­რის გა­უ­ფა­სუ­რე­ბა და­ი­წყო, კონ­ტრაქ­ტო­რე­ბის დიდ­მა ნა­წილ­მა კომ­პენ­სა­ცი­ის სა­კი­თხი და­ა­ყე­ნა, თუმ­ცა, საქ­მე­ში ჩა­ხედ­ვის შემ­დეგ მო­თხოვ­ნა მეტ­წი­ლად გა­და­ჭარ­ბე­ბუ­ლი აღ­მოჩ­ნდა. მსოფ­ლი­ო­ში ეკო­ნო­მი­კურ­მა და­ძა­ბუ­ლო­ბამ ძი­რი­თად პრო­დუქ­ცი­ა­ზე ფა­სე­ბის შემ­ცი­რე­ბა გა­მო­იწ­ვია. მა­გა­ლი­თად, არ­მა­ტუ­რის, ცე­მენ­ტი­სა და ბი­ტუ­მის ფა­სიც კი და­ე­ცა. სწო­რედ ამი­ტომ ხელ­შეკ­რუ­ლე­ბის კო­რექ­ტი­რე­ბაც კი არ გახ­და აუ­ცი­ლე­ბე­ლი. რამ­დე­ნი­მე კონ­ტრაქ­ტორს კომ­პენ­სა­ცია მი­ვა­წო­დეთ. ეს ძი­რი­თა­დად იმ ნა­წილს შე­ე­ხო, ვი­საც მე­ტა­ლის მი­ლე­ბი ჰქონ­და სა­ზღვარ­გა­რე­თი­დან შე­მო­სა­ტა­ნი. მო­გეხ­სე­ნე­ბათ, პრო­ექ­ტე­ბის დიდ ნა­წილს დო­ნო­რე­ბი აფი­ნან­სე­ბენ და მათ­გან ჩვენ დო­ლარს ან ევ­როს ვი­ღებთ. ზოგ­ჯერ ეკო­ნო­მი­აც კი გა­მო­დის, რაც გვაძ­ლევს ფი­ნან­სურ სა­ფუძ­ველს, რომ კომ­პენ­სი­რე­ბის პრობ­ლე­მა არ დად­გეს.

- რა ქნან იმ ადა­მი­ა­ნებ­მა, ვინც მშე­ნებ­ლო­ბა­ში არ საქ­მი­ა­ნობს?

- ვი­მე­ო­რებ, ზოგ­ჯერ ფა­სე­ბი მა­ტუ­ლობს, ზოგ­ჯერ მცირ­დე­ბა, მაგ­რამ ჩემს სფე­რო­ში ლა­რის კურ­სის და­ცე­მას კონ­ტრაქ­ტო­რე­ბის­თვის ზი­ა­ნი არ მი­უ­ყე­ნე­ბია. პრო­ცესს თვალ­ყურს მი­ვა­დევ­ნებთ. და­ით­ვა­ლონ, თუ ლა­რის კურ­სის და­ცე­მა მათ მუ­შა­ო­ბა­ზე უარ­ყო­ფით გავ­ლე­ნას ახ­დენს და შე­სა­ბა­მი­სად ვი­მოქ­მე­დებთ. მა­გა­ლი­თად, წყალ­სა­დე­ნე­ბის პრო­ექ­ტებ­თან და­კავ­ში­რე­ბით იყო შემ­თხვე­ვა, რო­დე­საც ჩვენ­მა სტრუქ­ტუ­რებ­მა კონ­ტრაქ­ტორს მი­ლე­ბის შე­მო­ტა­ნა­ზე უარი უთხრეს, მერე კი მი­ლე­ბის ფასი გა­ი­ზარ­და. ვი­ღა­ცის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბის გამო, კომ­პა­ნი­ას თვით­ღი­რე­ბუ­ლე­ბა გა­უძ­ვირ­და.

- შე­ფერ­ხე­ბა სტრუქ­ტუ­რის თა­ნამ­შრომ­ლის ინ­ტე­რე­სებს ემ­სა­ხუ­რე­ბო­და?

- ამ საქ­მე­ში ვინ­მეს ბრა­ლე­უ­ლო­ბა რომ გა­მოკ­ვე­თი­ლი­ყო, საქ­მეს პრო­კუ­რა­ტუ­რას გა­დავ­ცემ­დი.

- რამ­დე­ნი­მე თვის წინ აცხა­დებ­დით, რომ 2.50-იან მაჩ­ვე­ნე­ბელს ქარ­თუ­ლი ეკო­ნო­მი­კა ვერ გა­უძ­ლებ­და. დღე­საც ასე ფიქ­რობთ?

- ამის ანა­ლი­ზი ახლა შე­უძ­ლე­ბე­ლია, რად­გან პრო­ცე­სი რთუ­ლია და ინ­ფორ­მა­ცი­ის სრუ­ლად ფლო­ბას სა­ჭი­რო­ებს. ცხა­დია, რომ ლა­რის კურ­სის და­ცე­მა სა­ზო­გა­დო­ე­ბის­თვის, ისე­ვე რო­გორც ეკო­ნო­მი­კის ნა­წი­ლის­თვის, დიდი დარ­ტყმაა. სამ­წუ­ხა­როდ, სა­ქარ­თვე­ლოს ექ­სპორ­ტის წილი მხო­ლოდ 20%-ს შე­ად­გენს. ხე­ლი­სუფ­ლე­ბამ ყვე­ლა­ფე­რი უნდა გა­ა­კე­თოს, რომ ქვე­ყა­ნას და ეკო­ნო­მი­კას მი­ნი­მა­ლუ­რი ზი­ა­ნი მი­ად­გეს. შე­იძ­ლე­ბა ქვე­ყა­ნას გარს ერტყას სა­ხელ­მწი­ფო­ე­ბის წყე­ბა, სა­დაც ვირუ­სუ­ლი და­ა­ვა­დე­ბაა გავ­რცე­ლე­ბუ­ლი, მაგ­რამ თუ კარ­გად გაქვს სა­ზღვა­რი და­ცუ­ლი და სა­მე­დი­ცი­ნო სფე­რო გა­მარ­თუ­ლად მუ­შა­ობს, ნაკ­ლე­ბი ზი­ა­ნი მო­გად­გე­ბა. როცა ქვე­ყა­ნას აქვს ეროვ­ნუ­ლი ბან­კი, გარე ფაქ­ტო­რე­ბი მის ეროვ­ნულ ვა­ლუ­ტა­ზე ასეთ მძი­მე გავ­ლე­ნას არ უნდა ახ­დენ­დეს.

გაგ­რძე­ლე­ბა

sponsored by ContentRoom
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ჩრდილოეთ კორეის ახალმა სამხედრო ხომალდმა კატასტროფა განიცადა
მნიშვნელოვანი ინფორმაცია

"ვამბობდი, ქადაგიძის წასვლის წინ შოკი გველის-მეთქი"

"ვამბობდი, ქადაგიძის წასვლის წინ შოკი გველის-მეთქი"

გამოიწვევს თუ არა ლარ­ის გაუფასურება ინფ­რასტრუქტურული პრო­ექტების შეფერხებას და რა გავლენას მოახდენს პროცესი ქვეყნის ეკონომიკაზე? "კვირის პალიტრის" კითხვებს საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი ნოდარ ჯავახიშვილი პასუხობს:

- როგორც კი ლარის გაუფასურება დაიწყო, კონტრაქტორების დიდმა ნაწილმა კომპენსაციის საკითხი დააყენა, თუმცა, საქმეში ჩახედვის შემდეგ მოთხოვნა მეტწილად გადაჭარბებული აღმოჩნდა. მსოფლიოში ეკონომიკურმა დაძაბულობამ ძირითად პროდუქციაზე ფასების შემცირება გამოიწვია. მაგალითად, არმატურის, ცემენტისა და ბიტუმის ფასიც კი დაეცა. სწორედ ამიტომ ხელშეკრულების კორექტირებაც კი არ გახდა აუცილებელი. რამდენიმე კონტრაქტორს კომპენსაცია მივაწოდეთ. ეს ძირითადად იმ ნაწილს შეეხო, ვისაც მეტალის მილები ჰქონდა საზღვარგარეთიდან შემოსატანი. მოგეხსენებათ, პროექტების დიდ ნაწილს დონორები აფინანსებენ და მათგან ჩვენ დოლარს ან ევროს ვიღებთ. ზოგჯერ ეკონომიაც კი გამოდის, რაც გვაძლევს ფინანსურ საფუძველს, რომ კომპენსირების პრობლემა არ დადგეს.

- რა ქნან იმ ადამიანებმა, ვინც მშენებლობაში არ საქმიანობს?

- ვიმეორებ, ზოგჯერ ფასები მატულობს, ზოგჯერ მცირდება, მაგრამ ჩემს სფეროში ლარის კურსის დაცემას კონტრაქტორებისთვის ზიანი არ მიუყენებია. პროცესს თვალყურს მივადევნებთ. დაითვალონ, თუ ლარის კურსის დაცემა მათ მუშაობაზე უარყოფით გავლენას ახდენს და შესაბამისად ვიმოქმედებთ. მაგალითად, წყალსადენების პროექტებთან დაკავშირებით იყო შემთხვევა, როდესაც ჩვენმა სტრუქტურებმა კონტრაქტორს მილების შემოტანაზე უარი უთხრეს, მერე კი მილების ფასი გაიზარდა. ვიღაცის გადაწყვეტილების გამო, კომპანიას თვითღირებულება გაუძვირდა.

- შეფერხება სტრუქტურის თანამშრომლის ინტერესებს ემსახურებოდა?

- ამ საქმეში ვინმეს ბრალეულობა რომ გამოკვეთილიყო, საქმეს პროკურატურას გადავცემდი.

- რამდენიმე თვის წინ აცხადებდით, რომ 2.50-იან მაჩვენებელს ქართული ეკონომიკა ვერ გაუძლებდა. დღესაც ასე ფიქრობთ?

- ამის ანალიზი ახლა შეუძლებელია, რადგან პროცესი რთულია და ინფორმაციის სრულად ფლობას საჭიროებს. ცხადია, რომ ლარის კურსის დაცემა საზოგადოებისთვის, ისევე როგორც ეკონომიკის ნაწილისთვის, დიდი დარტყმაა. სამწუხაროდ, საქართველოს ექსპორტის წილი მხოლოდ 20%-ს შეადგენს. ხელისუფლებამ ყველაფერი უნდა გააკეთოს, რომ ქვეყანას და ეკონომიკას მინიმალური ზიანი მიადგეს. შეიძლება ქვეყანას გარს ერტყას სახელმწიფოების წყება, სადაც ვირუსული დაავადებაა გავრცელებული, მაგრამ თუ კარგად გაქვს საზღვარი დაცული და სამედიცინო სფერო გამართულად მუშაობს, ნაკლები ზიანი მოგადგება. როცა ქვეყანას აქვს ეროვნული ბანკი, გარე ფაქტორები მის ეროვნულ ვალუტაზე ასეთ მძიმე გავლენას არ უნდა ახდენდეს.

გაგრძელება

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."