სამართალი
სამხედრო

21

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის ოცდამეექვსე დღე დაიწყება 02:01-ზე, მთვარე კუროში – შეიძლება იყოს ზედმეტი აურზაური და ენერგიის ფლანგვა ლაპარაკზე. მეტად დაისვენეთ. იყავით შერჩევითი კონტაქტებში. მოუსმინეთ მეგობრების რჩევებს. კოლეგებთან იყავით ნეიტრალური. მოერიდეთ პროვოკაციებსა და ცდუნებებს. გზებზე განსაკუთრებით ფრთხილად იყავით. მოერიდეთ მძიმე საკვების მიღებას. გამოირიცხეთ პარკოსნები, მარცვლეული და მცენარეული ზეთები. ნებადართულია კარტოფილი, თევზი და მწვანილი. დაიცავით მარხვა. არ არის რეკომენდებული სერიოზული გადაწყვეტილებების მიღება.
პოლიტიკა
საზოგადოება
მოზაიკა
მეცნიერება
სპორტი
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რა ხდება ბინაში, სადაც პროკურორ ვახტანგ ქირიას ცხედარი იპოვეს
რა ხდება ბინაში, სადაც პროკურორ ვახტანგ ქირიას ცხედარი იპოვეს

არის თუ არა ბი­ნა­ში, სა­დაც პრო­კუ­რორ ვახ­ტანგ ქი­რი­ას ცხე­და­რი იპო­ვეს მე­სა­მე პი­რის სის­ხლი აღ­მო­ჩე­ნი­ლი, ამის შე­სა­ხებ და­მო­უ­კი­დე­ბელ ექ­სპერტს მაია ნი­კო­ლა­იშ­ვილს ინ­ფორ­მა­ცია არ გა­აჩ­ნია.

ნი­კო­ლა­იშ­ვილ­მა, რო­მე­ლიც და­მო­უ­კი­დე­ბელ ექ­სპერ­ტი­ზას ბი­ძი­ნა კუ­ჭა­ვას ოჯა­ხის თხოვ­ნით ახორ­ცი­ე­ლებს, აღ­ნიშ­ნა, რომ გარ­კვე­უ­ლი წარ­მოდ­გე­ნა მას შე­ექ­მნე­ბა მას შემ­დეგ, რაც შემ­თხვე­ვის ად­გილს და­ათ­ვა­ლი­ე­რებს. თუმ­ცა აცხა­დებს, რომ "დნმ"-თან და­კავ­ში­რე­ბით არა­ფე­რი იცის.

ამას­თან, ჟურ­ნა­ლის­ტე­ბის შე­კი­თხვა­ზე მოხ­და თუ არა მკვლე­ლო­ბა ბი­ნის მი­სა­ღებ ოთახ­ში და იქნა თუ არა გვა­მი გა­და­ტა­ნი­ლი აბა­ზა­ნა­ში, მაია ნი­კო­ლა­იშ­ვილ­მა აღ­ნიშ­ნა, რომ არც ამა­ზე აქვს ინ­ფორ­მა­ცია, რად­გან პრო­კუ­რა­ტუ­რის მიერ ბი­ნის პირ­ვე­ლად დათ­ვა­ლი­ე­რე­ბის ოქმს არ გას­ცნო­ბია.

მაია ნი­კო­ლა­იშ­ვი­ლი ამ დრო­ის­თვის გა­მომ­ძი­ე­ბელ­თან და ექ­სპერტ-კრი­მი­ნა­ლის­ტებ­თან ერ­თად იმ ბი­ნის დათ­ვა­ლი­ე­რე­ბას ეს­წრე­ბა, რო­მელ­შიც პრო­კუ­რორ ვახ­ტანგ ქი­რი­ას ცხე­და­რი აღ­მო­ა­ჩი­ნეს. გა­მო­ძი­ე­ბის ინ­ფორ­მა­ცი­ით, ვაჟა-ფშა­ვე­ლას მეშ­ვი­დე კვარტლის #24-ე კორ­პუს­ში ქი­რია მის­მა ნა­თე­სავ­მა, "სა­ქარ­თვე­ლოს ხმის" დამ­ფუძ­ნე­ბელ­მა ბი­ძი­ნა კუ­ჭა­ვამ მოკ­ლა. და­უ­ზუს­ტე­ბე­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, ბი­ნა­ში გარ­და მი­სა­ღე­ბი ოთა­ხი­სა და სა­ა­ბა­ზა­ნო­სი, კი­დევ ერთ ად­გილ­ზეა სის­ხლის კვა­ლი აღ­მო­ჩე­ნი­ლი, თუმ­ცა ჯერ­ჯე­რო­ბით და­უდ­გე­ნე­ლია ვის ეკუთ­ვნის. გა­მო­ძი­ე­ბის ინ­ფორ­მა­ცი­ით, კუ­ჭა­ვამ ქი­რია ია­რა­ღით მოკ­ლა და შემ­დეგ ე.წ. ბარ­გა­ლით მოკ­ლუ­ლის სხე­უ­ლის და­ნა­წევ­რე­ბას შე­ე­ცა­და.

იხი­ლეთ ვი­დეო

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ისტორიული გამარჯვება - საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრები მსოფლიო ჩემპიონია!

რა ხდება ბინაში, სადაც პროკურორ ვახტანგ ქირიას ცხედარი იპოვეს

რა ხდება ბინაში, სადაც პროკურორ ვახტანგ ქირიას ცხედარი იპოვეს

არის თუ არა ბინაში, სადაც პროკურორ ვახტანგ ქირიას ცხედარი იპოვეს მესამე პირის სისხლი აღმოჩენილი, ამის შესახებ დამოუკიდებელ ექსპერტს მაია ნიკოლაიშვილს ინფორმაცია არ გააჩნია.

ნიკოლაიშვილმა, რომელიც დამოუკიდებელ ექსპერტიზას ბიძინა კუჭავას ოჯახის თხოვნით ახორციელებს, აღნიშნა, რომ გარკვეული წარმოდგენა მას შეექმნება მას შემდეგ, რაც შემთხვევის ადგილს დაათვალიერებს. თუმცა აცხადებს, რომ "დნმ"-თან დაკავშირებით არაფერი იცის.

ამასთან, ჟურნალისტების შეკითხვაზე მოხდა თუ არა მკვლელობა ბინის მისაღებ ოთახში და იქნა თუ არა გვამი გადატანილი აბაზანაში, მაია ნიკოლაიშვილმა აღნიშნა, რომ არც ამაზე აქვს ინფორმაცია, რადგან პროკურატურის მიერ ბინის პირველად დათვალიერების ოქმს არ გასცნობია.

მაია ნიკოლაიშვილი ამ დროისთვის გამომძიებელთან და ექსპერტ-კრიმინალისტებთან ერთად იმ ბინის დათვალიერებას ესწრება, რომელშიც პროკურორ ვახტანგ ქირიას ცხედარი აღმოაჩინეს. გამოძიების ინფორმაციით, ვაჟა-ფშაველას მეშვიდე კვარტლის #24-ე კორპუსში ქირია მისმა ნათესავმა, "საქართველოს ხმის" დამფუძნებელმა ბიძინა კუჭავამ მოკლა. დაუზუსტებელი ინფორმაციით, ბინაში გარდა მისაღები ოთახისა და სააბაზანოსი, კიდევ ერთ ადგილზეა სისხლის კვალი აღმოჩენილი, თუმცა ჯერჯერობით დაუდგენელია ვის ეკუთვნის. გამოძიების ინფორმაციით, კუჭავამ ქირია იარაღით მოკლა და შემდეგ ე.წ. ბარგალით მოკლულის სხეულის დანაწევრებას შეეცადა.

იხილეთ ვიდეო

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ