პოლიტიკა
მსოფლიო
სამართალი

9

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეთოთხმეტე დღე დაიწყება 21:02-ზე, მთვარე მშვილდოსანში იქნება 18:53-დან, უკურსო მთვარის პერიოდი იქნება 16:06-დან 18:55-მდე – მიიღეთ აქტიური და გადამწყვეტი მოქმედება. დაიწყე მნიშვნელოვანი და სერიოზული საქმეები. მომავალ წარმატებაში ეჭვი არ შეგეპაროთ. ფრთხილად და კარგად დაფიქრდი თქვენს ნაბიჯებზე. კომუნიკაცია სხვადასხვა ადამიანებთან. გააძლიერეთ ოჯახური კავშირები და დაამყარეთ ურთიერთობა საყვარელ ადამიანებთან, განსაკუთრებით უფროს თაობასთან. თუ შესაძლებელია, გადადეთ ყველაფერი, დაისვენეთ და ისიამოვნეთ ცხოვრებით. ფიზიკური აქტივობა სასარგებლოა. გაუფრთხილდით მხედველობას.
კულტურა/შოუბიზნესი
საზოგადოება
Faceამბები
მეცნიერება
კონფლიქტები
სამხედრო
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რომანტიკულ კომედიაში გიორგი ბახუტაშვილი და ჯანეტ ქერდიყოშვილი "დაქორწინდნენ" - რა ხდება დათო იმედაშვილის ფილმის გადაღებებზე
რომანტიკულ კომედიაში გიორგი ბახუტაშვილი და ჯანეტ ქერდიყოშვილი "დაქორწინდნენ" - რა ხდება დათო იმედაშვილის ფილმის გადაღებებზე

"რო­დე­საც ადა­მი­ა­ნი წარ­მა­ტე­ბას ად­რე­ულ ასაკ­ში აღ­წევს, აქვს ძა­ლი­ან ბევ­რი ფული, შე­სა­შუ­რი კა­რი­ე­რა, იც­ნო­ბენ სა­ზო­გა­დო­ე­ბის მა­ღალ წრე­ებ­ში, პა­ტივს სცე­მენ, - ეს ყვე­ლა­ფე­რი კარ­გია, მაგ­რამ ამას მარ­ტო ერთი მხა­რე არ აქვს. მა­გა­ლი­თად, გი­ორ­გი თავს წარ­მა­ტე­ბუ­ლი ადა­მი­ა­ნის სიმ­ბო­ლოდ მი­იჩ­ნევს, მთელს დროს საქ­მეს უთ­მობს. უყუ­რა­დღე­ბოდ რჩე­ბა მე­უღ­ლე - ნინი, ცუ­დად ექ­ცე­ვა თა­ნა­შემ­წეს, მძღოლს ადა­მი­ა­ნად არ თვლის. არ აღი­ა­რებს არც ერთ ღი­რე­ბუ­ლე­ბას, რა­საც შე­მო­სა­ვა­ლი არ მო­აქვს, ამი­ტომ სიღ­ნაღ­ში მდე­ბა­რე პირ­ველ ქარ­თულ სა­ბავ­შვო თე­ატრსაც კი და­ხუ­რავს, მა­ლა­ი­ზი­უ­რი რეს­ტო­რა­ნი უფრო პრი­ო­რი­ტე­ტუ­ლად მი­აჩ­ნია. რა მოხ­დე­ბა მა­შინ, როცა გი­ორ­გი ყო­ვე­ლი იმ ადა­მი­ა­ნის სხე­ულ­ში იმოგ­ზა­უ­რებს, ვი­საც უსა­მარ­თლოდ მო­ექ­ცა? რო­გო­რი მძღო­ლი იქ­ნე­ბა იგი სა­კუ­თა­რი თა­ვის­თვის, ან თა­ნა­შემ­წე, თა­ნა­შემ­წის ცოლი, რო­მელ­თა­ნაც სიღ­ნაღ­ში პა­ე­მა­ნი აქვს, რო­გორ იგ­რძნობს თავს თე­ატ­რის დი­რექ­ტო­რის როლ­ში? კარ­გია ძაღ­ლად ყოფ­ნა, რომ­ლის და­ჭე­რა­საც შე­ნი­ვე მი­თი­თე­ბით, ცდი­ლო­ბენ? გა­მო­ი­ტანს თუ არა სწორ დას­კვნებს, შე­იც­ვლე­ბა გი­ორ­გი?" - ასე წა­რად­გე­ნენ ფილ­მს "ვისი სული გსურს" მისი ავ­ტო­რე­ბი, რო­მელ­ზეც ახლა მუ­შა­ო­ბენ.

სა­ო­ჯა­ხო, რო­მან­ტი­კუ­ლი კო­მე­დია, ფან­ტას­ტი­კის ელე­მენ­ტე­ბით - ფილ­მის 60% გა­და­ღე­ბუ­ლია, სა­მუ­შაო 10 თე­ბერ­ვლამ­დე უნდა დას­რულ­დეს, პრე­მი­ე­რა კი 5 მა­ისს არის და­გეგ­მი­ლი. სუ­რათ­ში ბევ­რი ცნო­ბი­ლი მსა­ხი­ო­ბი მო­ნა­წი­ლე­ობს: მთა­ვარ როლ­ში გი­ორ­გი ბა­ხუ­ტაშ­ვილს ვი­ხი­ლავთ, ფილმში თა­მა­შობს "მის სა­ქარ­თვე­ლო" ჯა­ნეტ ქერ­დი­ყოშ­ვი­ლიც.

და­ათ­ვა­ლი­ე­რეთ ფო­ტო­ე­ბი გა­და­სა­ღე­ბი მო­ედ­ნი­დან

რე­ჟი­სო­რი დათო იმე­დაშ­ვი­ლი გა­და­ღე­ბის პრო­ცეს­ზე გვე­სა­უბ­რე­ბა:

- გი­ორ­გი ბა­ხუ­ტაშ­ვილს და ჯა­ნეტ ქერ­დი­ყოშ­ვილს ერ­თად უწევთ თა­მა­ში?

- კი, გი­ორ­გის­თან ერ­თად თა­მა­შობს, რამ­დე­ნი­მე სცე­ნა აქვთ, მაგ­რამ მთა­ვა­რი გმი­რი არ არის. გი­ორ­გის ცო­ლის როლი აქვს... ვფიქ­რობ, რომ ამ ჟანრ­ში რა­ღაც ახალს ვამ­ზა­დებთ, რა­საც მალე ქარ­თველ კი­ნო­მოყ­ვა­რუ­ლებს შევ­თა­ვა­ზებთ.

- ჯერ არ ყო­ფი­ლა ასე­თი ფილ­მი?

- მე არ მახ­სენ­დე­ბა. ეს იდეა დიდი ხა­ნია მქონ­და, ჯერ კი­დევ 2012 წლის და­სა­წყის­ში ვა­პი­რებ­დით ფილ­მის გა­და­ღე­ბას. მერე იდეა ვი­ყი­დეთ და და­ვა­წე­რი­ნეთ ჯერ შალ­ვა რა­მიშ­ვილ­სა და ზვი­ად ბლი­ა­ძეს, მერე ის ჩემ­თან ერ­თად გა­და­წე­რა კოტე ჩლა­ი­ძემ და აქამ­დე მო­ვი­და. მოკ­ლედ, 2012 წელს ვა­პი­რებ­დით, მაგ­რამ მა­შინ გა­დავ­დეთ. ახლა თა­ვი­სუ­ფა­ლი დრო გა­მო­მიჩ­ნდა და გა­და­ღე­ბა და­ვი­წყე.

- გა­და­ღე­ბის პრო­ცე­სი ძვი­რი ჯდე­ბა?

- კინო ყო­ველ­თვის ძვი­რი ჯდე­ბა, მაგ­რამ რად­გა­ნაც აბ­სო­ლუ­ტუ­რად სა­კუ­თა­რი რე­სურ­სე­ბით ვი­ღებთ და თან, ერთ-ერთი დიდი კომ­პა­ნია გვეხ­მა­რე­ბა ისე, რომ სა­ნაც­ვლოდ არა­ფერს ითხოვს, შე­ღა­ვა­თე­ბი გვაქვს და მად­ლო­ბის მეტი რა გვეთ­ქმის.

- სხვა­დას­ხვა ჟან­რის არა­ერ­თი მსა­ხი­ო­ბი გყავთ ფილმში მოწ­ვე­უ­ლი. რო­გო­რია მათ­თან მუ­შა­ო­ბის პრო­ცე­სი?

- არი­ან მსა­ხი­ო­ბე­ბი, რომ­ლე­ბიც კარ­გად არ­თმე­ვენ თავს ამო­ცა­ნას, და­კის­რე­ბულ მო­ვა­ლე­ო­ბას 5-იან­ზე უძღვე­ბი­ან, არის შემ­თხვე­ვა, როცა ფიქ­რობ, რომ შე­მე­შა­ლა, ჯობ­და სხვა ამეყ­ვა­ნა - ასე­თი რამ ყო­ველ­თვის ხდე­ბა.

- ბევ­რია ასე­თი "შე­მე­შა­ლა"?

- არა, ასე­თი რამ არ გვაქვს, ვერ გა­ვა­ხა­რებ მათ, ვი­საც ეს ინ­ფორ­მა­ცია ესი­ა­მოვ­ნე­ბა... ასე­თი შეც­დო­მა ძი­რი­თა­დად მა­შინ ხდე­ბა, როცა ძა­ლი­ან ფო­ნუ­რი რო­ლია ხოლ­მე შე­სას­რუ­ლე­ბე­ლი და როცა ფიქ­რობ, ამა­ზე ყვე­ლა წავა და სწო­რედ იქ ხდე­ბა შეც­დო­მა. მაგ­რამ ვი­მე­ო­რებ, ასე­თი ფაქ­ტი ჩვენ არ გვაქვს.

- რო­გო­რი უნდა იყოს ტი­პა­ჟი, რომ ამა თუ იმ როლ­ზე აიყ­ვა­ნო?

- მგო­ნია, რომ ყვე­ლა­ფე­რი იწყე­ბა სცე­ნა­რით და გმი­რის ხა­სი­ა­თით. მის იდენ­ტი­ფი­ცი­რე­ბის შემ­დეგ, ეძებ ტი­პაჟს. კონ­კრე­ტუ­ლი ჩარ­ჩო ვერ იარ­სე­ბებს, რად­გა­ნაც ყვე­ლა გმი­რი სხვა­ნა­ი­რია. მერე ხე­დავ, ამ გმირს რო­მე­ლი მსა­ხი­ო­ბი "გა­ა­კე­თებ­და" კარ­გად...

- "რუს­თა­ვი 2"-თან ბა­ხუ­ტაშ­ვილ­თან და­კავ­ში­რე­ბით რა­ი­მე პრობ­ლე­მა ხომ არ შე­გქმნი­ათ, რად­გა­ნაც ის მათი მოქ­მე­დი სე­რი­ა­ლის ერთ-ერთი მთა­ვა­რი გმი­რია.

- არა, ჩვე­ნი ბიზ­ნე­სინ­ტე­რე­სე­ბი არ იკ­ვე­თე­ბა, პი­რი­ქით, ეს პრო­ექ­ტე­ბი ერ­თმა­ნეთს აძ­ლი­ე­რებს.

- ჯა­ნე­ტის მიწ­ვე­ვა ფილმში, მის გარ­შე­მო ატე­ხი­ლი აჟი­ო­ტა­ჟის გამო ხომ არ მოხ­და?

- არა, სხვა­თა შო­რის, იმ "ხმა­უ­რამ­დე" რამ­დე­ნი­მე დღით ადრე გა­და­წყდა, რომ ჩვენს ფილმში მი­ი­ღებ­და მო­ნა­წი­ლე­ო­ბას. ვერ გე­ტყვით, რომ ეს და­დე­ბი­თად ან უა­ყო­ფი­თად იმოქ­მე­დებ­და ჩემს გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა­ზე. ჩვენ სა­ერ­თოდ გვიყ­ვარს ასე­თი აჟი­ო­ტა­ჟე­ბის "ატეხ­ვა". ჯერ ერთი, კონ­ტექ­სტი­დან ამოგ­ლე­ჯი­ლად გან­ვი­ხი­ლავთ ხოლ­მე რა­ღა­ცებს, მერე თუ ვხე­დავთ, რომ ადა­მი­ა­ნი წა­იქ­ცა, ხში­რად დარ­წმუ­ნე­ბუ­ლიც არ ვართ ამა­ში და ვცდი­ლობთ, თავს და­ვეს­ხათ. მგო­ნია, რა­დი­კა­ლუ­რი არა­ფე­რი უთ­ქვამს, თან, ის თქვა, რა­საც მთე­ლი ამ­დე­ნი ხა­ნია, ე.წ. ქარ­თვე­ლო­ბა ამ­ტკი­ცებს. მის სი­ტყვებ­ში ტრა­გი­კუ­ლი ვე­რა­ფე­რი და­ვი­ნა­ხე. ქა­ლე­ბის რე­აქ­ცია მეს­მის, მაგ­რამ მე­ო­რე მხრივ მარ­თა­ლის არის, ჩვენ თა­ნას­წო­რე­ბი ვართ და მაგ მო­საზ­რე­ბას სრუ­ლად ვი­ზი­ა­რებ, მაგ­რამ არა მგო­ნია, ჯა­ნე­ტი იმას გუ­ლის­ხმობ­და, რომ ისი­ნი თა­ნას­წორ­ნი არ არი­ან.

- რო­გო­რი მსა­ხი­ო­ბი აღ­მოჩ­ნდა "მის სა­ქარ­თვე­ლო"?

- ჯა­ნე­ტი ამ­სხვრევს იმ სტე­რე­ო­ტიპს, რომ "მისი" მხო­ლოდ ლა­მა­ზია...

- გი­ორ­გი ბა­ხუ­ტაშ­ვილს რო­გორ შე­ა­ფა­სებ? ხომ არ ჭირ­ვე­უ­ლობს?

- ნი­ჭი­ე­რი მსა­ხი­ო­ბია. პრო­ფე­სი­ო­ნა­ლე­ბი ნაკ­ლე­ბად ჭირ­ვე­უ­ლო­ბენ. ყო­ველ­თვის მო­მაქვს მა­გა­ლი­თი, როცა დიდ ამე­რი­კულ პრო­ექ­ტზე ვმუ­შა­ობ­დი და დიდ მსა­ხი­ო­ბებ­თან მქონ­და შე­ხე­ბა, ყვე­ლა­ზე ნაკ­ლებ ჭირ­ვე­უ­ლო­ბას მათ­გან ვგრძნობ­დი, ვიდ­რე და­ბა­ლი კლა­სის არ­ტის­ტე­ბის­გან. კარ­გი მსა­ხი­ო­ბი არ ჭირ­ვე­უ­ლობს, კარ­გი მსა­ხი­ო­ბი ცდი­ლობს, გა­ა­კე­თოს, რაც ევა­ლე­ბა.

ჟა­ნეტ ქერ­დი­ყოშ­ვი­ლი ჟურ­ნალ "გზას­თან" მი­ცე­მულ ინ­ტერ­ვი­უ­ში სა­კუ­თარ როლ­ზე აი, რას ამ­ბობს: "მსა­ხი­ო­ბო­ბა­ზე ყო­ველ­თვის ვოც­ნე­ბობ­დი. ახლა მო­მე­ცა შან­სი და უარი არ ვთქვი. ამ ფილმში ჩემი დე­ბი­უ­ტი შედ­გე­ბა... მთა­ვა­რი გმი­რი გახ­ლავთ ჩემი მე­უღ­ლე, რომ­ლის როლ­საც მსა­ხი­ო­ბი გი­ორ­გი ბა­ხუ­ტაშ­ვი­ლი თა­მა­შობს. ის ამ­ბი­ცი­უ­რი, მდი­და­რი, წარ­მა­ტე­ბუ­ლი ახალ­გაზ­რდაა. ბევრ გავ­ლე­ნი­ან ადა­მი­ან­თან აქვს კავ­ში­რი და ჰყავს პა­ტა­რა ლა­მა­ზი ცოლი, რო­მე­ლიც თვა­ლებ­ში შეს­ცი­ცი­ნებს. ამ ბიჭს თა­ვი­სი მდგო­მა­რე­ო­ბა "თავ­ში აუ­ვარ­და", ფა­სე­უ­ლო­ბე­ბი და­კარ­გუ­ლი აქვს, მე კი ვარ მომთმე­ნი ცოლი, ვი­ტან მის უყუ­რა­დღე­ბო­ბას და და­ქალ­თან გა­მუდ­მე­ბით ვა­მარ­თლებ. ჩემი და­ქა­ლის როლს ირი­ნა ონაშ­ვი­ლი ას­რუ­ლებს".

პ.ს. ფილმში ასე­ვე თა­მა­შო­ბენ: ბაჩო ქა­ჯა­ია, დი­მიტ­რი ტა­ტიშ­ვი­ლი, დუტა სხირტლა­ძე, ლელა მე­ბუ­რიშ­ვი­ლი, თიკო მო­სემღვდლიშ­ვი­ლი, მალ­ხაზ ქვრი­ვიშ­ვი­ლი, ლელა მე­ბუ­რიშ­ვი­ლი, ნიკა წუ­ლუ­კი­ძე და სხვე­ბი.

ლალი ფა­ცია

AMBEBI.GE

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
კადრები კიევიდან - რუსებმა ქალაქს დრონებით და რაკეტებით დაარტყეს

რომანტიკულ კომედიაში გიორგი ბახუტაშვილი და ჯანეტ ქერდიყოშვილი "დაქორწინდნენ" - რა ხდება დათო იმედაშვილის ფილმის გადაღებებზე

რომანტიკულ კომედიაში გიორგი ბახუტაშვილი და ჯანეტ ქერდიყოშვილი "დაქორწინდნენ" - რა ხდება დათო იმედაშვილის ფილმის გადაღებებზე

''როდესაც ადამიანი წარმატებას ადრეულ ასაკში აღწევს, აქვს ძალიან ბევრი ფული, შესაშური კარიერა, იცნობენ საზოგადოების მაღალ წრეებში, პატივს სცემენ, - ეს ყველაფერი კარგია, მაგრამ ამას მარტო ერთი მხარე არ აქვს. მაგალითად, გიორგი თავს წარმატებული ადამიანის სიმბოლოდ მიიჩნევს, მთელს დროს საქმეს უთმობს. უყურადღებოდ რჩება მეუღლე - ნინი, ცუდად ექცევა თანაშემწეს, მძღოლს ადამიანად არ თვლის. არ აღიარებს არც ერთ ღირებულებას, რასაც შემოსავალი არ მოაქვს, ამიტომ სიღნაღში მდებარე პირველ ქართულ საბავშვო თეატრსაც კი დახურავს, მალაიზიური რესტორანი უფრო პრიორიტეტულად მიაჩნია. რა მოხდება მაშინ, როცა გიორგი ყოველი იმ ადამიანის სხეულში იმოგზაურებს, ვისაც უსამართლოდ მოექცა? როგორი მძღოლი იქნება იგი საკუთარი თავისთვის, ან თანაშემწე, თანაშემწის ცოლი, რომელთანაც სიღნაღში პაემანი აქვს, როგორ იგრძნობს თავს თეატრის დირექტორის როლში? კარგია ძაღლად ყოფნა, რომლის დაჭერასაც შენივე მითითებით, ცდილობენ? გამოიტანს თუ არა სწორ დასკვნებს, შეიცვლება გიორგი?" - ასე წარადგენენ ფილმს "ვისი სული გსურს" მისი ავტორები, რომელზეც ახლა მუშაობენ.

საოჯახო, რომანტიკული კომედია, ფანტასტიკის ელემენტებით - ფილმის 60% გადაღებულია, სამუშაო 10 თებერვლამდე უნდა დასრულდეს, პრემიერა კი 5 მაისს არის დაგეგმილი. სურათში ბევრი ცნობილი მსახიობი მონაწილეობს: მთავარ როლში გიორგი ბახუტაშვილს ვიხილავთ, ფილმში თამაშობს "მის საქართველო" ჯანეტ ქერდიყოშვილიც.

დაათვალიერეთ ფოტოები გადასაღები მოედნიდან

რეჟისორი დათო იმედაშვილი გადაღების პროცესზე გვესაუბრება:

- გიორგი ბახუტაშვილს და ჯანეტ ქერდიყოშვილს ერთად უწევთ თამაში?

- კი, გიორგისთან ერთად თამაშობს, რამდენიმე სცენა აქვთ, მაგრამ მთავარი გმირი არ არის. გიორგის ცოლის როლი აქვს... ვფიქრობ, რომ ამ ჟანრში რაღაც ახალს ვამზადებთ, რასაც მალე ქართველ კინომოყვარულებს შევთავაზებთ.

- ჯერ არ ყოფილა ასეთი ფილმი?

- მე არ მახსენდება. ეს იდეა დიდი ხანია მქონდა, ჯერ კიდევ 2012 წლის დასაწყისში ვაპირებდით ფილმის გადაღებას. მერე იდეა ვიყიდეთ და დავაწერინეთ ჯერ შალვა რამიშვილსა და ზვიად ბლიაძეს, მერე ის ჩემთან ერთად გადაწერა კოტე ჩლაიძემ და აქამდე მოვიდა. მოკლედ, 2012 წელს ვაპირებდით, მაგრამ მაშინ გადავდეთ. ახლა თავისუფალი დრო გამომიჩნდა და გადაღება დავიწყე.

- გადაღების პროცესი ძვირი ჯდება?

- კინო ყოველთვის ძვირი ჯდება, მაგრამ რადგანაც აბსოლუტურად საკუთარი რესურსებით ვიღებთ და თან, ერთ-ერთი დიდი კომპანია გვეხმარება ისე, რომ სანაცვლოდ არაფერს ითხოვს, შეღავათები გვაქვს და მადლობის მეტი რა გვეთქმის.

- სხვადასხვა ჟანრის არაერთი მსახიობი გყავთ ფილმში მოწვეული. როგორია მათთან მუშაობის პროცესი?

- არიან მსახიობები, რომლებიც კარგად ართმევენ თავს ამოცანას, დაკისრებულ მოვალეობას 5-იანზე უძღვებიან, არის შემთხვევა, როცა ფიქრობ, რომ შემეშალა, ჯობდა სხვა ამეყვანა - ასეთი რამ ყოველთვის ხდება.

- ბევრია ასეთი "შემეშალა"?

- არა, ასეთი რამ არ გვაქვს, ვერ გავახარებ მათ, ვისაც ეს ინფორმაცია ესიამოვნება... ასეთი შეცდომა ძირითადად მაშინ ხდება, როცა ძალიან ფონური როლია ხოლმე შესასრულებელი და როცა ფიქრობ, ამაზე ყველა წავა და სწორედ იქ ხდება შეცდომა. მაგრამ ვიმეორებ, ასეთი ფაქტი ჩვენ არ გვაქვს.

- როგორი უნდა იყოს ტიპაჟი, რომ ამა თუ იმ როლზე აიყვანო?

- მგონია, რომ ყველაფერი იწყება სცენარით და გმირის ხასიათით. მის იდენტიფიცირების შემდეგ, ეძებ ტიპაჟს. კონკრეტული ჩარჩო ვერ იარსებებს, რადგანაც ყველა გმირი სხვანაირია. მერე ხედავ, ამ გმირს რომელი მსახიობი "გააკეთებდა" კარგად...

- "რუსთავი 2"-თან ბახუტაშვილთან დაკავშირებით რაიმე პრობლემა ხომ არ შეგქმნიათ, რადგანაც ის მათი მოქმედი სერიალის ერთ-ერთი მთავარი გმირია.

- არა, ჩვენი ბიზნესინტერესები არ იკვეთება, პირიქით, ეს პროექტები ერთმანეთს აძლიერებს.

- ჯანეტის მიწვევა ფილმში, მის გარშემო ატეხილი აჟიოტაჟის გამო ხომ არ მოხდა?

- არა, სხვათა შორის, იმ "ხმაურამდე" რამდენიმე დღით ადრე გადაწყდა, რომ ჩვენს ფილმში მიიღებდა მონაწილეობას. ვერ გეტყვით, რომ ეს დადებითად ან უაყოფითად იმოქმედებდა ჩემს გადაწყვეტილებაზე. ჩვენ საერთოდ გვიყვარს ასეთი აჟიოტაჟების "ატეხვა". ჯერ ერთი, კონტექსტიდან ამოგლეჯილად განვიხილავთ ხოლმე რაღაცებს, მერე თუ ვხედავთ, რომ ადამიანი წაიქცა, ხშირად დარწმუნებულიც არ ვართ ამაში და ვცდილობთ, თავს დავესხათ. მგონია, რადიკალური არაფერი უთქვამს, თან, ის თქვა, რასაც მთელი ამდენი ხანია, ე.წ. ქართველობა ამტკიცებს. მის სიტყვებში ტრაგიკული ვერაფერი დავინახე. ქალების რეაქცია მესმის, მაგრამ მეორე მხრივ მართალის არის, ჩვენ თანასწორები ვართ და მაგ მოსაზრებას სრულად ვიზიარებ, მაგრამ არა მგონია, ჯანეტი იმას გულისხმობდა, რომ ისინი თანასწორნი არ არიან.

- როგორი მსახიობი აღმოჩნდა "მის საქართველო"?

- ჯანეტი ამსხვრევს იმ სტერეოტიპს, რომ "მისი" მხოლოდ ლამაზია...

- გიორგი ბახუტაშვილს როგორ შეაფასებ? ხომ არ ჭირვეულობს?

- ნიჭიერი მსახიობია. პროფესიონალები ნაკლებად ჭირვეულობენ. ყოველთვის მომაქვს მაგალითი, როცა დიდ ამერიკულ პროექტზე ვმუშაობდი და დიდ მსახიობებთან მქონდა შეხება, ყველაზე ნაკლებ ჭირვეულობას მათგან ვგრძნობდი, ვიდრე დაბალი კლასის არტისტებისგან. კარგი მსახიობი არ ჭირვეულობს, კარგი მსახიობი ცდილობს, გააკეთოს, რაც ევალება.

ჟანეტ ქერდიყოშვილი ჟურნალ "გზასთან" მიცემულ ინტერვიუში საკუთარ როლზე აი, რას ამბობს: "მსახიობობაზე ყოველთვის ვოცნებობდი. ახლა მომეცა შანსი და უარი არ ვთქვი. ამ ფილმში ჩემი დებიუტი შედგება... მთავარი გმირი გახლავთ ჩემი მეუღლე, რომლის როლსაც მსახიობი გიორგი ბახუტაშვილი თამაშობს. ის ამბიციური, მდიდარი, წარმატებული ახალგაზრდაა. ბევრ გავლენიან ადამიანთან აქვს კავშირი და ჰყავს პატარა ლამაზი ცოლი, რომელიც თვალებში შესციცინებს. ამ ბიჭს თავისი მდგომარეობა "თავში აუვარდა", ფასეულობები დაკარგული აქვს, მე კი ვარ მომთმენი ცოლი, ვიტან მის უყურადღებობას და დაქალთან გამუდმებით ვამართლებ. ჩემი დაქალის როლს ირინა ონაშვილი ასრულებს".

პ.ს. ფილმში ასევე თამაშობენ: ბაჩო ქაჯაია, დიმიტრი ტატიშვილი, დუტა სხირტლაძე, ლელა მებურიშვილი, თიკო მოსემღვდლიშვილი, მალხაზ ქვრივიშვილი, ლელა მებურიშვილი, ნიკა წულუკიძე და სხვები.

ლალი ფაცია

AMBEBI.GE

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება