1982 წლიდან ის მიხეილ თუმანიშვილის სახელობის კინომსახიობთა თეატრის მსახიობია. 1996 წლიდან სათავეში უდგას ხელოვნების საყმაწვილო ცენტრს "ართ ჰოლს", რომლის დამფუძნებელიც თავადაა. მონაწილეობდა მხატვრულ ფილმებში: "გარიგება", "დონ ჟუანის დაბადება"; სპექტაკლებში: "ჩვენი პატარა ქალაქი", "ბაკულას ღორები", "ზაფხულის ღამის სიზმარი" და სხვა...
"რასაც ახლა მე თქვენ გეუბნებით, ექსკლუზივია და არავინ იცის ჩემი უახლოესი წრის გარდა..." - ასე დაიწყო საუბარი მსახიობმა გოგა პიპინაშვილმა "PALITRANEWS"-ის გადაცემაში "ბლიც-ინტერვიუ".
ექსკლუზივი მის პირველ მხატვრულ ფილმს ეხება: "დამოუკიდებელი ნაბიჯის გადადგმა გადავწყვიტე კარიერაში და მივხვდი დამოკიდებულებას, ამ ჩემი გადაწყვეტილების მიმართ: წყლის ნაყვაა ქართულ სინადვილეში ვეძებო ადამიანები, რომლებიც სწორად დაინახავენ ამ ჩემ გადაწყვეტილებას".
ბლიც-ინტერვიუ 57 წლის მსახიობთან ასე გაგრძელდა:
- რამ შეიძლება გამაბრაზოს...
- იმით მეამაყებოდა ჩვენი ქვეყანა და ერი, რომ შეგვეძლო ერთმანეთის ტკივილის და სიხარულის გაზიარება, დღეს ეს ძალიან ნაკლებია და ეს ძალიან მაბრაზებს.
- ადამიანები ცდებიან, როცა...
- როგორც კი ადამიანი, ვინც არ უნდა იყოს ის - ნებისმიერი პროფესიის, ნებისმიერ თანამდებობაზე თუ სიმაღლეზე მყოფი, გადაწყვეტს, რომ მას ვინ რაღა უნდა ასწავლოს, იქ მთავრდება ის ადამიანი თავისი მოღვაწეობით.
- ვნანობ...
- ძალიან ბევრი დრო დავკარგე ორჭოფობაში, მკვეთრი ნაბიჯების გადადგმაში და კიდევ ერთ რამეში, რომ ადამიანს ალბათ პირდაპირ უნდა უთხრა, რომ არ ხარ ამის ღირსი, არ ხარ პროფესიონალი და თავის დროზე "დასვა" თავის ადგილას. შეიძლება არასწორია, არამართლმადიდებლური, მაგრამ დღევანდელი სინამდვილე ამას მოითხოვს... უყურეთ ბლიც-ინტერვიუს სრულად