პოლიტიკა
კონფლიქტები

7

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის მეთორმეტე დღე დაიწყება 18:20-ზე, მთვარე მორიელში იქნება 06:22-დან –რეკომენდებულია მოლაპარაკებების წარმოება. დახმარების თხოვნა. გამოიჩინეთ ნებისყოფა, გამძლეობა, სიმტკიცე და პატიოსნება სამსახურში. გამოავლინეთ საკამათო საკითხების გადაჭრის, კონფლიქტების მოგვარების და კომპრომისებზე წასვლის უნარი. არ არის რეკომენდებული გადაჭარბებული ზრუნვა. ახალი წამოწყებები. აჩქარების და აურზაურის გამოვლინება. საუკეთესო დღეა ოჯახის შესაქმნელად. დღეს მაქსიმალური სიყვარული და მზრუნველობა გამოიჩინეთ პარტნიორის მიმართ და ეცადეთ, არ გაანაწყენოთ.
სამართალი
მეცნიერება
სამხედრო
საზოგადოება
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
სპორტი
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"დიდი შეცდომა დაუშვა, რომელიც ქართულ ფეხბურთს დააზარალებს" - კახა ცხადაძე ლევან კობიაშვილს პასუხობს
"დიდი შეცდომა დაუშვა, რომელიც ქართულ ფეხბურთს დააზარალებს" - კახა ცხადაძე ლევან კობიაშვილს პასუხობს

დღეს სა­ქარ­თვე­ლოს ეროვ­ნუ­ლი სა­ფეხ­ბურ­თო ნაკ­რე­ბის მთა­ვარ­მა მწვრთნელ­მა კახა ცხა­და­ძემ სა­გან­გე­ბო პრეს­კონ­ფე­რენ­ცია გა­მარ­თა, სა­დაც სფფ-ის პრე­ზი­დენ­ტის, ლე­ვან კო­ბი­აშ­ვი­ლის ბოლო გან­ცხა­დე­ბებს გა­მო­ეხ­მა­უ­რა, რო­მე­ლიც ეროვ­ნუ­ლი გუნ­დი­დან მისი და­თხოვ­ნის სურ­ვილს შე­ე­ხე­ბა. ცხა­და­ძის თქმით, გა­დად­გო­მას არ აპი­რებს და აღ­მას­კო­მის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბას ელო­დე­ბა.

"ლე­ვან კო­ბი­აშ­ვი­ლის­თვის ზი­ა­ნი არას­დროს მი­მი­ყე­ნე­ბია, მაგ­რამ სამ­წუ­ხა­როდ, მან მი­ი­ღო ასე­თი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა და ასე­თი მე­თო­დი აირ­ჩია. შე­უ­რა­ცხმყო­ფე­ლი სი­ტყვე­ბი თქვა ჩემი მი­სა­მარ­თით, მაგ­რამ პა­სუ­ხის გა­ცე­მას არ ვა­პი­რებ. პი­რი­ქით, ვუ­სურ­ვებ წარ­მა­ტე­ბებს და ვუ­სურ­ვებ, მეტი შეც­დო­მა არ და­უშ­ვას. მან უკვე დიდი შეც­დო­მა და­უშ­ვა, რო­მე­ლიც მას და ქარ­თულ ფეხ­ბურთს აუ­ცი­ლებ­ლად და­ა­ზა­რა­ლებს. ჩემი მი­სა­მარ­თით ბინ­ძუ­რად იყო ნა­ლა­პა­რა­კე­ბი და გათ­ვლი­ლი იყო ფი­ნან­სე­ბით მა­ნი­პუ­ლი­რე­ბა, ის­ხდნენ და ლა­რებ­ში მით­ვლიდ­ნენ თურ­მე ხელ­ფა­სებს. ჩემი კონ­ტრაქ­ტი, რო­მელ­საც ხელი მო­ვა­წე­რე, გათ­ვლი­ლია დო­ლარ­ში ან დო­ლა­რის ექ­ვი­ვა­ლენტ ლარ­ში. ჩემი ხელ­ფა­სი ბოლო 10 წლის გან­მავ­ლო­ბა­ში სა­ქარ­თვე­ლოს ნაკ­რე­ბის ყვე­ლა მწვრთნე­ლის ანა­ზღა­უ­რე­ბის­გან წე­ლი­წად­ში 600-700 ათა­სი დო­ლა­რით ნაკ­ლე­ბია. მე დავ­თან­ხმდი მის კი­დევ 25%-ის მოკ­ლე­ბას, ანუ თა­ნახ­მა ვი­ყა­ვი 30 000 დო­ლარ­ზე.

მსოფ­ლი­ოს ჩემ­პი­ო­ნა­ტის შე­სარ­ჩევ­ში მე­სა­მე ად­გი­ლი წი­ლისყრამ­დე ვახ­სე­ნე... შე­დე­გე­ბის ნახ­ვის შემ­დეგ კი ვთქვი, არა­თუ მე­სა­მე ად­გი­ლი, პლეი ოფში გა­სას­ვლე­ლად ბრძო­ლის პო­ტენ­ცი­ა­ლი და რე­სურ­სი გვაქვს-მეთ­ქი. დღეს ამ თე­მის ჩემს კონ­ტრაქტთან იუ­რი­დი­უ­ლად მიბ­მას და აქ­ცენ­ტის ამა­ზე გა­კე­თე­ბას ცდი­ლო­ბენ. ღი­მი­ლის მომ­გვრე­ლია, თით­ქოს მე ნაკ­რე­ბის ფეხ­ბურ­თე­ლებს მხარ­და­ჭე­რას ვთხოვ. თუმ­ცა, ბედ­ნი­ე­რი ვარ, რომ მათ გა­ა­კე­თეს გან­ცხა­დე­ბა და აღ­ნიშ­ნეს, რომ ასე­თი მო­ტი­ვი­რე­ბუ­ლი, ან­თე­ბუ­ლი, ერ­თი­ა­ნი გუნ­დი სა­ქარ­თვე­ლოს ნაკ­რებს არას­დროს ჰყო­ლია".

ცხა­და­ძემ ნაკ­რე­ბის წევ­რე­ბის მი­სა­მარ­თი­თაც გა­ა­კე­თა გან­ცხა­დე­ბა და მათ მო­უ­წო­და, არ ჩა­ე­რი­ონ ფე­დე­რა­ცი­ის პრე­ზი­დენ­ტსა და ნაკ­რე­ბის მწვრთნელს შო­რის და­პი­რის­პი­რე­ბა­ში: "ბი­ჭე­ბო, თქვენ არ ხართ არც ცხა­და­ძის, არც კო­ბი­აშ­ვი­ლის, თქვენ ხართ ეროვ­ნუ­ლი ნაკ­რე­ბის ფეხ­ბურ­თე­ლე­ბი. თქვე­ნი ვალ­დე­ბუ­ლე­ბაა, რომ ნაკ­რე­ბის თა­მა­შებ­ზე მაქ­სი­მუ­მი გა­ი­ღოთ. ვინც უნდა იყოს მწვრთნე­ლი, მო­გი­წო­დებთ, არ ჩა­ე­რი­ოთ ამ საქ­მე­ში. მსურს წარ­მა­ტე­ბე­ბი გი­სურ­ვოთ ჩემ­თან და უჩე­მო­დაც, იფიქ­რეთ მხო­ლოდ თქვენს ქვე­ყა­ნა­ზე", - თქვა ცხა­და­ძემ.

წა­ი­კი­თხეთ დაწ­ვრი­ლე­ბით

"დიდი შეცდომა დაუშვა, რომელიც ქართულ ფეხბურთს დააზარალებს" - კახა ცხადაძე ლევან კობიაშვილს პასუხობს

"დიდი შეცდომა დაუშვა, რომელიც ქართულ ფეხბურთს დააზარალებს" - კახა ცხადაძე ლევან კობიაშვილს პასუხობს

დღეს საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა კახა ცხადაძემ საგანგებო პრესკონფერენცია გამართა, სადაც სფფ-ის პრეზიდენტის, ლევან კობიაშვილის ბოლო განცხადებებს გამოეხმაურა, რომელიც ეროვნული გუნდიდან მისი დათხოვნის სურვილს შეეხება. ცხადაძის თქმით, გადადგომას არ აპირებს და აღმასკომის გადაწყვეტილებას ელოდება.

"ლევან კობიაშვილისთვის ზიანი არასდროს მიმიყენებია, მაგრამ სამწუხაროდ, მან მიიღო ასეთი გადაწყვეტილება და ასეთი მეთოდი აირჩია. შეურაცხმყოფელი სიტყვები თქვა ჩემი მისამართით, მაგრამ პასუხის გაცემას არ ვაპირებ. პირიქით, ვუსურვებ წარმატებებს და ვუსურვებ, მეტი შეცდომა არ დაუშვას. მან უკვე დიდი შეცდომა დაუშვა, რომელიც მას და ქართულ ფეხბურთს აუცილებლად დააზარალებს. ჩემი მისამართით ბინძურად იყო ნალაპარაკები და გათვლილი იყო ფინანსებით მანიპულირება, ისხდნენ და ლარებში მითვლიდნენ თურმე ხელფასებს. ჩემი კონტრაქტი, რომელსაც ხელი მოვაწერე, გათვლილია დოლარში ან დოლარის ექვივალენტ ლარში. ჩემი ხელფასი ბოლო 10 წლის განმავლობაში საქართველოს ნაკრების ყველა მწვრთნელის ანაზღაურებისგან წელიწადში 600-700 ათასი დოლარით ნაკლებია. მე დავთანხმდი მის კიდევ 25%-ის მოკლებას, ანუ თანახმა ვიყავი 30 000 დოლარზე.

მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევში მესამე ადგილი წილისყრამდე ვახსენე... შედეგების ნახვის შემდეგ კი ვთქვი, არათუ მესამე ადგილი, პლეი ოფში გასასვლელად ბრძოლის პოტენციალი და რესურსი გვაქვს-მეთქი. დღეს ამ თემის ჩემს კონტრაქტთან იურიდიულად მიბმას და აქცენტის ამაზე გაკეთებას ცდილობენ. ღიმილის მომგვრელია, თითქოს მე ნაკრების ფეხბურთელებს მხარდაჭერას ვთხოვ. თუმცა, ბედნიერი ვარ, რომ მათ გააკეთეს განცხადება და აღნიშნეს, რომ ასეთი მოტივირებული, ანთებული, ერთიანი გუნდი საქართველოს ნაკრებს არასდროს ჰყოლია".

ცხადაძემ ნაკრების წევრების მისამართითაც გააკეთა განცხადება და მათ მოუწოდა, არ ჩაერიონ ფედერაციის პრეზიდენტსა და ნაკრების მწვრთნელს შორის დაპირისპირებაში: "ბიჭებო, თქვენ არ ხართ არც ცხადაძის, არც კობიაშვილის, თქვენ ხართ ეროვნული ნაკრების ფეხბურთელები. თქვენი ვალდებულებაა, რომ ნაკრების თამაშებზე მაქსიმუმი გაიღოთ. ვინც უნდა იყოს მწვრთნელი, მოგიწოდებთ, არ ჩაერიოთ ამ საქმეში. მსურს წარმატებები გისურვოთ ჩემთან და უჩემოდაც, იფიქრეთ მხოლოდ თქვენს ქვეყანაზე", - თქვა ცხადაძემ.

წაიკითხეთ დაწვრილებით

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია