სამართალი

29

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეექვსე დღე დაიწყება 10:53-ზე, მთვარე ქალწულშია – მარტოობისა და თავმდაბლობის დღეა. ინტუიცია მძაფრდება. კარგია სუნთქვითი ვარჯიში და არომათერაპია. კარგია ზედა სასუნთქი გზებისა და ბრონქების გაწმენდა. ნუ დალევთ ლუდს, ბევრ წყალს, რძეს. მოაგვარეთ მატერიალური და ფულადი საკითხები. გამოავლინეთ თქვენი უნარები და ნიჭი. წარმატების მიღწევა ბევრ სფეროში შეიძლება. არ არის რეკომენდებული ფულის გასესხება ან ვალის აღება. არ გადაიღალოთ, არ დარჩეთ სამსახურში გვიანობამდე. უმჯობესია თავი შეიკავოთ როგორც გრძელი, ასევე მოკლე მოგზაურობისგან. ეს დღე განკუთვნილია დასვენებისთვის.
კონფლიქტები
მსოფლიო
საზოგადოება
მოზაიკა
სამხედრო
Faceამბები
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რას მოუწოდებს მძღოლებს საავტომობილო გზების დეპარტამენტი თოვლთან და ყინვასთან გასამკლავებლად
რას მოუწოდებს მძღოლებს საავტომობილო გზების დეპარტამენტი თოვლთან და ყინვასთან გასამკლავებლად

სა­ავ­ტო­მო­ბი­ლო გზე­ბის დე­პარ­ტა­მენ­ტი შექ­მნი­ლი ვი­თა­რე­ბი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, მო­სახ­ლე­ო­ბას მო­უ­წო­დებს, იმოძ­რა­ონ ზამ­თრის პე­რი­ო­დის­თვის აუ­ცი­ლე­ბე­ლი სა­ბუ­რა­ვე­ბით, გა­მარ­თუ­ლი ავ­ტოტ­რან­სპორ­ტი­თა და გზებ­ზე და­წე­სე­ბულ რე­ჟი­მებს და­ე­მორ­ჩი­ლონ, - ამის შე­სა­ხებ დღეს გა­მარ­თულ ბრი­ფინგზე რე­გი­ო­ნუ­ლი გან­ვი­თა­რე­ბი­სა და ინფრას­ტრუქ­ტუ­რის სა­მი­ნის­ტროს სა­ავ­ტო­მო­ბი­ლო გზე­ბის დე­პარ­ტა­მენ­ტის უფ­რო­სის მო­ვა­ლე­ო­ბის შემ­სრუ­ლე­ბელ­მა ნუგ­ზარ გას­ვი­ან­მა გა­ნა­ცხა­და. მისი თქმით, დღეს გან­სა­კუთ­რე­ბით გაძ­ლი­ერ­და თოვა აჭა­რა­ში, გუ­რი­ა­სა და კა­ხეთ­ში.

რო­გორც ნუგ­ზარ გას­ვი­ან­მა აღ­ნიშ­ნა, ქვეყ­ნის მას­შტა­ბით 100-მდე საყ­რდე­ნი პუნ­ქტი მუ­შა­ობს, სა­დაც მო­ბი­ლი­ზე­უ­ლია შე­სა­ბა­მი­სი სამ­სა­ხუ­რე­ბი ადა­მი­ა­ნუ­რი რე­სურ­სე­ბით, ტექ­ნი­კი­თა და ტექ­ნი­კუ­რი მა­რი­ლის მა­რა­გით.

ნუგ­ზარ გას­ვი­ა­ნის თქმით, გაწ­მენ­დი­თი სა­მუ­შა­ო­ე­ბი 24 სა­ა­თი­ან რე­ჟიმ­ში მიმ­დი­ნა­რე­ობს. რე­გი­ო­ნუ­ლი გან­ვი­თა­რე­ბი­სა და ინფრას­ტრუქ­ტუ­რის სა­მი­ნის­ტროს სა­ავ­ტო­მო­ბი­ლო გზე­ბის დე­პარ­ტა­მენ­ტი­დან მივ­ლი­ნე­ბუ­ლი არი­ან ზე­დამ­ხედ­ვე­ლო­ბის სამ­სა­ხუ­რის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი, რომ­ლე­ბიც მიმ­დი­ნა­რე გაწ­მენ­დით სა­მუ­შა­ო­ებს კო­ორ­დი­ნა­ცი­ა­სა და მო­ნი­ტო­რინგს ად­გილ­ზე უწე­ვენ.

"ამ დრო­ის­თვის ქვეყ­ნის მას­შტა­ბით ინ­ტენ­სი­უ­რი თო­ვი­სა და და­ბა­ლი ტემ­პე­რა­ტუ­რის გამო, გზებ­ზე გა­და­ად­გი­ლე­ბა ხორ­ცი­ელ­დე­ბა სპე­ცი­ა­ლუ­რი რე­ჟი­მე­ბით, კერ­ძოდ, ზვავ­სა­შიშ­რო­ე­ბის გამო მოძ­რა­ო­ბა აკ­რძა­ლუ­ლია გუ­და­უ­რი-კო­ბის მო­ნაკ­ვეთ­ზე; მი­საბ­მე­ლი­ა­ნი და ნა­ხევ­რად­მი­საბ­მე­ლი­ა­ნი ავ­ტოტ­რან­სპორ­ტის მოძ­რა­ო­ბა აკ­რძა­ლუ­ლია რი­კო­თის უღელ­ტე­ხილ­ზე, ნა­ქე­რა­ლას უღელ­ტე­ხილ­სა და ჩო­ლო­ქის ხიდი-სარ­ფის მო­ნაკ­ვეთ­ზე", - გა­ნა­ცხა­და გას­ვი­ან­მა. მო­ცუ­რე­ბის სა­წი­ნა­აღ­მდე­გო ჯაჭ­ვე­ბის გა­მო­ყე­ნე­ბით მოძ­რა­ო­ბის რე­ჟი­მე­ბი კი და­წე­სე­ბუ­ლია: მლე­თა-გუ­და­უ­რის მო­ნაკ­ვეთ­ზე, გომ­ბო­რის უღელ­ტე­ხილ­სა და თბილ­სის შე­მო­სავ­ლელ გზა­ზე (მხო­ლოდ მი­საბ­მე­ლი­ა­ნი ტრან­სპორ­ტის­თვის).

"ინ­ტერპრეს­ნი­უ­სი"

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
გამარჯვება პირველივე წუთებზე - ილია თოფურიამ ოლივიერა ნოკაუტში ჩააგდო და ჩემპიონი გახდა

რას მოუწოდებს მძღოლებს საავტომობილო გზების დეპარტამენტი თოვლთან და ყინვასთან გასამკლავებლად

რას მოუწოდებს მძღოლებს საავტომობილო გზების დეპარტამენტი თოვლთან და ყინვასთან გასამკლავებლად

საავტომობილო გზების დეპარტამენტი შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, მოსახლეობას მოუწოდებს, იმოძრაონ ზამთრის პერიოდისთვის აუცილებელი საბურავებით, გამართული ავტოტრანსპორტითა და გზებზე დაწესებულ რეჟიმებს დაემორჩილონ, - ამის შესახებ დღეს გამართულ ბრიფინგზე რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის უფროსის მოვალეობის შემსრულებელმა ნუგზარ გასვიანმა განაცხადა. მისი თქმით, დღეს განსაკუთრებით გაძლიერდა თოვა აჭარაში, გურიასა და კახეთში.

როგორც ნუგზარ გასვიანმა აღნიშნა, ქვეყნის მასშტაბით 100-მდე საყრდენი პუნქტი მუშაობს, სადაც მობილიზეულია შესაბამისი სამსახურები ადამიანური რესურსებით, ტექნიკითა და ტექნიკური მარილის მარაგით.

ნუგზარ გასვიანის თქმით, გაწმენდითი სამუშაოები 24 საათიან რეჟიმში მიმდინარეობს. რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტიდან მივლინებული არიან ზედამხედველობის სამსახურის წარმომადგენლები, რომლებიც მიმდინარე გაწმენდით სამუშაოებს კოორდინაციასა და მონიტორინგს ადგილზე უწევენ.

"ამ დროისთვის ქვეყნის მასშტაბით ინტენსიური თოვისა და დაბალი ტემპერატურის გამო, გზებზე გადაადგილება ხორციელდება სპეციალური რეჟიმებით, კერძოდ, ზვავსაშიშროების გამო მოძრაობა აკრძალულია გუდაური-კობის მონაკვეთზე; მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია რიკოთის უღელტეხილზე, ნაქერალას უღელტეხილსა და ჩოლოქის ხიდი-სარფის მონაკვეთზე", - განაცხადა გასვიანმა. მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვების გამოყენებით მოძრაობის რეჟიმები კი დაწესებულია: მლეთა-გუდაურის მონაკვეთზე, გომბორის უღელტეხილსა და თბილსის შემოსავლელ გზაზე (მხოლოდ მისაბმელიანი ტრანსპორტისთვის).

"ინტერპრესნიუსი"

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია