მსოფლიო
პოლიტიკა

20

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის ოცდამეოთხე დღე დაიწყება 01:42-ზე, მთვარე ვერძშია – ფიზიკური ძალის ძლიერი ზრდაა. შესანიშნავია საპირისპირო სქესთან კომუნიკაცია. ხელსაყრელია საძირკვლის ჩაყრა, ბიზნესის დაწყება და სახლის მშენებლობის ან რემონტის დაწყება. გაუმკლავდეთ ფულთან დაკავშირებულ საკითხებს. განიხილეთ მიმდინარე საქმეები. კარგია არქივთან მუშაობა. დაასრულეთ მნიშვნელოვანი პროექტები. დაიწყეთ რემონტი. იყიდეთ უძრავი ქონება. კარგია გამოფენების, სპექტაკლების, კონცერტების, შემოქმედებითი საღამოების გამართვა. ისწავლეთ, აიმაღლე კვალიფიკაცია. საკვები უნდა იყოს მრავალფეროვანი და ნოყიერი. არ არის მიზანშეწონილი შიმშილი. კარგია ვარჯიში და იოგა.
სამართალი
კონფლიქტები
მოზაიკა
სამხედრო
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ჰოლივუდის ვარსკვლავს მოსკოვში ხაჭაპური რუსულ კერძად გააცნეს
ჰოლივუდის ვარსკვლავს მოსკოვში ხაჭაპური რუსულ კერძად გააცნეს

2016 წლის ერთ-ერთი ყვე­ლა­ზე იმე­დის­მომ­ცე­მი ფილ­მი "Deadpool"-ია. არა­ორ­დი­ნა­ლუ­რი სუ­პერ­გმი­რი, რო­მე­ლიც "მარ­ვე­ლის" კო­მიქ­სე­ბის მი­ხედ­ვი­თაა შექ­მნი­ლი, უცენ­ზუ­რო ლექ­სი­კი­თა და ბევ­რი სის­ხლი­ა­ნი სცე­ნით გა­მო­ირ­ჩე­ვა. ფილ­მის (თე­ბერ­ვალ­ში გა­მო­დის მსოფ­ლი­ოს კი­ნო­ეკ­რა­ნებ­ზე) სა­რეკ­ლა­მო კამ­პა­ნი­ის ფარ­გლებ­ში, მთა­ვა­რი რო­ლის შემ­სრუ­ლე­ბე­ლი რა­ი­ან რე­ი­ნოლდსი მოს­კოვს ეწ­ვია.

იხი­ლეთ ვი­დეო

ჰო­ლი­ვუ­დის ვარ­სკვლა­ვის მოს­კო­ვურ ვო­ი­აჟს ექ­სკლუ­ზი­უ­რად აშუ­ქებს ონ­ლა­ინ-პორ­ტა­ლი КиноПоиск, რო­მე­ლიც ოფი­ცი­ა­ლურ ფე­ის­ბუქ-გვერ­დზე შემ­დეგ პოსტს აქ­ვეყ­ნებს: "რა­ი­ან რე­ი­ნოლდსი მოს­კოვ­ში ამ წუ­თას "Deadpool"-ის პრეს­კონ­ფე­რენ­ცი­ა­ზე იმ­ყო­ფე­ბა. მან უკვე გა­და­წყვი­ტა, დედ­პუ­ლი რუსი რომ ყო­ფი­ლი­ყო, მისი საყ­ვა­რე­ლი საჭ­მე­ლი არა ჩი­მი­ჩან­გა, არა­მედ ხა­ჭა­პუ­რი იქ­ნე­ბო­და. სრულ რე­პორ­ტაჟს ღო­ნის­ძი­ე­ბი­დან მალე შე­მოგ­თა­ვა­ზებთ", - ნათ­ქვა­მია პოს­ტში. რო­გორც ჩანს, ჰო­ლი­ვუ­დის ვარ­სკვლავს ხა­ჭა­პუ­რი ძა­ლი­ან მო­ე­წო­ნა, მაგ­რამ მას­პინ­ძლებ­მა ის, რო­გორც რუ­სუ­ლი სამ­ზა­რე­უ­ლოს ნა­წი­ლი, ისე გა­აც­ნეს.

რა­ი­ან რე­ი­ნოლდსი სკარ­ლეტ იო­ჰან­სო­ნის ყო­ფი­ლი და ბლე­იკ ლა­ივ­ლის ამ­ჟა­მინ­დე­ლი მე­უღ­ლეა. მან პო­პუ­ლა­რო­ბა მო­ი­პო­ვა ფილ­მე­ბით: "ცო­ცხლად და­მარ­ხუ­ლი", "წი­ნა­და­დე­ბა" და სხვა.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ვრცელდება იმ მამაკაცის დაკავების კადრები, რომელმაც სიმამრი მოკლა, სიდედრი კი სცემა

ჰოლივუდის ვარსკვლავს მოსკოვში ხაჭაპური რუსულ კერძად გააცნეს

ჰოლივუდის ვარსკვლავს მოსკოვში ხაჭაპური რუსულ კერძად გააცნეს

2016 წლის ერთ-ერთი ყველაზე იმედისმომცემი ფილმი "Deadpool"-ია. არაორდინალური სუპერგმირი, რომელიც "მარველის" კომიქსების მიხედვითაა შექმნილი, უცენზურო ლექსიკითა და ბევრი სისხლიანი სცენით გამოირჩევა. ფილმის (თებერვალში გამოდის მსოფლიოს კინოეკრანებზე) სარეკლამო კამპანიის ფარგლებში, მთავარი როლის შემსრულებელი რაიან რეინოლდსი მოსკოვს ეწვია.

იხილეთ ვიდეო

ჰოლივუდის ვარსკვლავის მოსკოვურ ვოიაჟს ექსკლუზიურად აშუქებს ონლაინ-პორტალი КиноПоиск, რომელიც ოფიციალურ ფეისბუქ-გვერდზე შემდეგ პოსტს აქვეყნებს: "რაიან რეინოლდსი მოსკოვში ამ წუთას "Deadpool"-ის პრესკონფერენციაზე იმყოფება. მან უკვე გადაწყვიტა, დედპული რუსი რომ ყოფილიყო, მისი საყვარელი საჭმელი არა ჩიმიჩანგა, არამედ ხაჭაპური იქნებოდა. სრულ რეპორტაჟს ღონისძიებიდან მალე შემოგთავაზებთ", - ნათქვამია პოსტში. როგორც ჩანს, ჰოლივუდის ვარსკვლავს ხაჭაპური ძალიან მოეწონა, მაგრამ მასპინძლებმა ის, როგორც რუსული სამზარეულოს ნაწილი, ისე გააცნეს.

რაიან რეინოლდსი სკარლეტ იოჰანსონის ყოფილი და ბლეიკ ლაივლის ამჟამინდელი მეუღლეა. მან პოპულარობა მოიპოვა ფილმებით: "ცოცხლად დამარხული", "წინადადება" და სხვა.

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება