საზოგადოება
მსოფლიო
პოლიტიკა
სამხედრო
მეცნიერება
მოზაიკა
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
კონფლიქტები
Faceამბები
წიგნები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ვის გააქვს საქართველოდან დიდი რაოდენობით დოლარი?
ვის გააქვს საქართველოდან დიდი რაოდენობით დოლარი?

მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ ბოლო ორ კვი­რა­ში სა­ქარ­თვე­ლოს ეროვ­ნულ­მა ბან­კმა (სებ) სა­ვა­ლუ­ტო რე­ზერ­ვე­ბი­დან 40 მი­ლი­ო­ნი დო­ლა­რი გა­ყი­და, ლარი დო­ლა­რის მი­მართ ისე გა­უ­ფა­სურ­და, რომ თა­ვი­სი ის­ტო­რი­უ­ლი მაქ­სი­მუ­მი "გა­ა­უმ­ჯო­ბე­სა". ოფი­ცი­ა­ლუ­რი კურ­სით, 1 დო­ლა­რი 2,4694 ლარი ღირს, კო­მერ­ცი­ულ ბან­კებ­სა და სა­ვა­ლუ­ტო ჯი­ხუ­რებ­ში კი გაც­ვლი­თი კურ­სი 1 დო­ლა­რის­თვის 2,50 ლარ­საც კი აჭარ­ბებს. არ­სებ­ობის 20 წლის თავ­ზე ლარ­მა გა­უ­ფა­სუ­რე­ბის ყვე­ლა­ზე მა­ღალ ნიშ­ნულს მი­აღ­წია, თუმ­ცა, ხე­ლი­სუფ­ლე­ბის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბის­გან გან­სხვა­ვე­ბით, და­მო­უ­კი­დე­ბე­ლი ექ­სპერ­ტე­ბი ლა­რის გა­უ­ფა­სუ­რე­ბას კი­დევ ელი­ან.

ეკო­ნო­მის­ტე­ბი ლა­რის კურ­სის ვარ­დნის რამ­დე­ნი­მე მი­ზეზს ასა­ხე­ლე­ბენ. სა­გა­რეო ფაქ­ტო­რე­ბის ჩა­მოთ­ვლი­სას გან­სა­კუთ­რე­ბით გა­მო­ყო­ფენ ჩვენს ძი­რი­თად სა­ვაჭ­რო პარტნი­ორ ქვეყ­ნებ­ში შექ­მნილ რთულ ეკო­ნო­მი­კურ მდგო­მა­რე­ო­ბას. ლარ­ზე ზე­წო­ლას, ძი­რი­თა­დად, ახ­დენს შემ­დე­გი სა­გა­რეო ფაქ­ტო­რე­ბი: ნავ­თო­ბის ფა­სე­ბის მკვეთ­რი ვარ­დნის გავ­ლე­ნა აზერ­ბა­ი­ჯან­სა და რუ­სეთ­ზე, გა­უ­ფა­სუ­რე­ბუ­ლი მა­ნა­თი და რუბ­ლი, აგ­რეთ­ვე უკ­რა­ი­ნუ­ლი გრივ­ნა და თურ­ქუ­ლი ლირა, შე­მო­სუ­ლი ფუ­ლა­დი გზავ­ნი­ლე­ბი­სა და ინვ­ეს­ტი­ცი­ე­ბის შემ­ცი­რე­ბა, გაძ­ვი­რე­ბუ­ლი იმპ­ორტი და ექ­სპორ­ტის შემ­ცი­რე­ბა. სა­გა­რეო ფაქ­ტო­რე­ბის გარ­და, ექ­სპერ­ტე­ბი ლა­რის გა­უ­ფა­სუ­რე­ბის მი­ზე­ზად შიდა პრობ­ლე­მებ­საც ასა­ხე­ლე­ბენ. ისი­ნი ფი­ნანსთა სა­მი­ნის­ტრო­სა და ეროვ­ნულ ბანკს მო­უ­წო­დე­ბენ, ახლა მა­ინც იმუ­შა­ონ ერ­თად და ხის­ტი პო­ლი­ტი­კა წარ­მარ­თონ - გა­ა­კონ­ტრო­ლონ მი­მოქ­ცე­ვა­ში ლა­რი­სა და უცხო­უ­რი ვა­ლუ­ტის თა­ნა­ფარ­დო­ბა, შე­ამ­ცი­რონ მი­მოქ­ცე­ვა­ში ლა­რის ბანკნო­ტე­ბი, რაც თა­ვის დრო­ზე, 1998 წლის რუ­სე­თის დე­ფოლ­ტის შემ­დეგ, სებ-ის მა­შინ­დელ­მა პრე­ზი­დენ­ტმა ირაკ­ლი მა­ნა­გა­ძემ გა­ა­კე­თა და ლა­რის კურ­სი შე­ი­ნარ­ჩუ­ნა.

ეკო­ნო­მის­ტე­ბის ნა­წი­ლი მო­უ­წო­დებს ეროვ­ნულ ბანკს, გა­ზარ­დოს დო­ლა­რის ინ­ტერ­ვენ­ცი­ე­ბის მო­ცუ­ლო­ბა, თუმ­ცა, არც იმას გა­მო­რი­ცხა­ვენ, რომ ეროვ­ნუ­ლი ბან­კის რე­ზერ­ვე­ბი­დან გა­მო­ტა­ნი­ლი დო­ლა­რის მო­ცუ­ლო­ბა, შე­საძ­ლოა, "აზერ­ბა­ი­ჯა­ნულ­მა მტვერ­სას­რუტ­მა" შე­ის­რუ­ტოს გა­ნაგ­რძეთ კი­თხვა

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
"დინამო არენაზე“ "ბარსელონას“ ლეგენდარული ფეხბურთელის, რონალდინიოს გულშემატკივარი შეიჭრა

ვის გააქვს საქართველოდან დიდი რაოდენობით დოლარი?

ვის გააქვს საქართველოდან დიდი რაოდენობით დოლარი?

მიუხედავად იმისა, რომ ბოლო ორ კვირაში საქართველოს ეროვნულმა ბანკმა (სებ) სავალუტო რეზერვებიდან 40 მილიონი დოლარი გაყიდა, ლარი დოლარის მიმართ ისე გაუფასურდა, რომ თავისი ისტორიული მაქსიმუმი "გააუმჯობესა". ოფიციალური კურსით, 1 დოლარი 2,4694 ლარი ღირს, კომერციულ ბანკებსა და სავალუტო ჯიხურებში კი გაცვლითი კურსი 1 დოლარისთვის 2,50 ლარსაც კი აჭარბებს. არსებ­ობის 20 წლის თავზე ლარმა გაუფასურების ყველაზე მაღალ ნიშნულს მიაღწია, თუმცა, ხელისუფლების წარმომადგენლებისგან განსხვავებით, დამოუკიდებელი ექსპერტები ლარის გაუფასურებას კიდევ ელიან.

ეკონომისტები ლარის კურსის ვარდნის რამდენიმე მიზეზს ასახელებენ. საგარეო ფაქტორების ჩამოთვლისას განსაკუთრებით გამოყოფენ ჩვენს ძირითად სავაჭრო პარტნიორ ქვეყნებში შექმნილ რთულ ეკონომიკურ მდგომარეობას. ლარზე ზეწოლას, ძირითადად, ახდენს შემდეგი საგარეო ფაქტორები: ნავთობის ფასების მკვეთრი ვარდნის გავლენა აზერბაიჯანსა და რუსეთზე, გაუფასურებული მანათი და რუბლი, აგრეთვე უკრაინული გრივნა და თურქული ლირა, შემოსული ფულადი გზავნილებისა და ინვ­ესტიციების შემცირება, გაძვირებული იმპ­ორტი და ექსპორტის შემცირება. საგარეო ფაქტორების გარდა, ექსპერტები ლარის გაუფასურების მიზეზად შიდა პრობლემებსაც ასახელებენ. ისინი ფინანსთა სამინისტროსა და ეროვნულ ბანკს მოუწოდებენ, ახლა მაინც იმუშაონ ერთად და ხისტი პოლიტიკა წარმართონ - გააკონტროლონ მიმოქცევაში ლარისა და უცხოური ვალუტის თანაფარდობა, შეამცირონ მიმოქცევაში ლარის ბანკნოტები, რაც თავის დროზე, 1998 წლის რუსეთის დეფოლტის შემდეგ, სებ-ის მაშინდელმა პრეზიდენტმა ირაკლი მანაგაძემ გააკეთა და ლარის კურსი შეინარჩუნა.

ეკონომისტების ნაწილი მოუწოდებს ეროვნულ ბანკს, გაზარდოს დოლარის ინტერვენციების მოცულობა, თუმცა, არც იმას გამორიცხავენ, რომ ეროვნული ბანკის რეზერვებიდან გამოტანილი დოლარის მოცულობა, შესაძლოა, "აზერბაიჯანულმა მტვერსასრუტმა" შეისრუტოს  განაგრძეთ კითხვა

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია