საზოგადოება
Faceამბები

9

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეთოთხმეტე დღე დაიწყება 21:02-ზე, მთვარე მშვილდოსანში იქნება 18:53-დან, უკურსო მთვარის პერიოდი იქნება 16:06-დან 18:55-მდე – მიიღეთ აქტიური და გადამწყვეტი მოქმედება. დაიწყე მნიშვნელოვანი და სერიოზული საქმეები. მომავალ წარმატებაში ეჭვი არ შეგეპაროთ. ფრთხილად და კარგად დაფიქრდი თქვენს ნაბიჯებზე. კომუნიკაცია სხვადასხვა ადამიანებთან. გააძლიერეთ ოჯახური კავშირები და დაამყარეთ ურთიერთობა საყვარელ ადამიანებთან, განსაკუთრებით უფროს თაობასთან. თუ შესაძლებელია, გადადეთ ყველაფერი, დაისვენეთ და ისიამოვნეთ ცხოვრებით. ფიზიკური აქტივობა სასარგებლოა. გაუფრთხილდით მხედველობას.
კონფლიქტები
პოლიტიკა
სამართალი
მსოფლიო
მეცნიერება
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"იყო პერიოდი, 40-50 ათას ლარს ვაგებდი..." - პროკურორის მკვლელობაში ბრალდებული ბიძინა კუჭავას აქამდე უცნობი ჩვენება
"იყო პერიოდი, 40-50 ათას ლარს ვაგებდი..." - პროკურორის მკვლელობაში ბრალდებული ბიძინა კუჭავას აქამდე უცნობი ჩვენება

მას შემ­დეგ, რაც ცნო­ბი­ლი გახ­და, რომ პრო­კუ­რორ ვახ­ტანგ ქი­რი­ას მკვლე­ლო­ბა­ში ბრალ­დე­ბუ­ლად გა­მო­ძი­ე­ბა ბიზ­ნეს­მენ ბი­ძი­ნა კუ­ჭა­ვას მი­იჩ­ნევ­და, პრე­სა­ში და­ი­წე­რა, რომ კუ­ჭა­ვას სა­ხე­ლი კი­დევ რამ­დე­ნი­მე გახ­მა­უ­რე­ბულ საქ­მეს­თან იყო და­კავ­ში­რე­ბუ­ლი... 2009 წლის 13 ნო­ემ­ბერს, მიც­კე­ვი­ჩის ქუ­ჩა­ზე, სა­კუ­თარ სახ­ლში, უშიშ­რო­ე­ბის გე­ნე­რა­ლი თა­მაზ ნი­ნუა და მისი მე­უღ­ლე ეთერ ნი­ნუა მოკ­ლუ­ლე­ბი იპო­ვეს - თითო ტყვია ორი­ვეს სა­ფეთ­ქელ­თან ჰქონ­და მოხ­ვედ­რი­ლი. ბი­ნა­ში ელექტრო­გა­მათ­ბო­ბე­ლი იყო ჩარ­თუ­ლი და ცხედ­რე­ბის ირ­გვლივ, სა­ვარ­ძლებ­ზე, კომ­პი­უ­ტერ­თან, ყველ­გან დაფ­ქუ­ლი წი­წა­კა ეყა­რა, ამ გზით დამ­ნა­შა­ვის კვა­ლი გაქ­რა. საქ­მე­ში იდო ორი მას­რა, მათ შო­რის ერთი ეთერ ნი­ნუ­ას ბა­ლიშ­ში აღ­მო­ა­ჩი­ნეს. ბა­ლის­ტი­კუ­რი ექ­სპერ­ტი­ზით ამო­ღე­ბუ­ლი მას­რე­ბი უიშ­ვი­ა­თე­სი მო­დე­ლის უხმო პის­ტო­ლეტს ეკუთ­ვნის.

გა­ნი­ხი­ლე­ბო­და პო­ლი­ტი­კუ­რი მო­ტი­ვით მკვლე­ლო­ბაც, თა­მაზ ნი­ნუა უშიშ­რო­ე­ბის გე­ნე­რა­ლი იყო და იმ პე­რი­ოდ­ში ზვი­ად გამ­სა­ხურ­დი­ას მკვლე­ლო­ბის საქ­მის ირ­გვლივ მას კონ­სტან­ტი­ნე გამ­სა­ხურ­დი­ას­თან უნდა ესა­უბ­რა. თუმ­ცა გა­მო­ძი­ე­ბამ ნი­ნუ­ე­ბის მკვლე­ლო­ბა მალე გახ­სნი­ლად გა­მო­ა­ცხა­და და მო­ტი­ვად პარტნი­ო­რებს შო­რის და­ძა­ბუ­ლი ბიზ­ნეს­საქ­მი­ა­ნო­ბა და­ა­სა­ხე­ლა. მკვლე­ლო­ბა­ში კი ყო­ფი­ლი ფეხ­ბურ­თე­ლი, ნი­ნუ­ას უახ­ლო­ე­სი მე­გო­ბა­რი თა­მაზ გო­გია ამ­ხი­ლეს.­ მას 30 წელი მი­უ­სა­ჯეს, იგი მეშ­ვი­დე წე­ლია სას­ჯელს იხ­დის, თუმ­ცა სა­სა­მარ­თლო პრო­ცე­სე­ბი ისე დას­რულ­და, რომ ამ საქ­მის­ ბევ­რი დე­ტა­ლი ბუ­რუ­სით მო­ცუ­ლი დარ­ჩა.

სა­სა­მარ­თლო პრო­ცეს­ზე გო­გი­ას ად­ვო­კა­ტი ბი­ძი­ნა კუ­ჭა­ვას და­კი­თხვას ამა­ოდ ითხოვ­და, პრო­კუ­რა­ტუ­რამ ვერ შეძ­ლო მა­შინ მისი პრო­ცეს­ზე მოყ­ვა­ნა. თუმ­ცა ის გა­მო­ძი­ე­ბას მოწ­მის სტა­ტუ­სით და­კი­თხუ­ლი ჰყავ­და. რო­გორც შე­ვი­ტყვეთ, გა­მო­ძი­ე­ბამ კუ­ჭა­ვა მას შემ­დეგ დაჰ­კი­თხა, რაც მისი სა­ხე­ლი და გვა­რი ნი­ნუ­ე­ბის საქ­მე­ზე და­კი­თხულ­მა ერთ-ერ­თმა მოწ­მემ ახ­სე­ნა. ეთერ ნი­ნუ­ას მე­გო­ბა­რი ამ­ბობ­და, რომ ტრა­გე­დი­ის წი­ნა­დღეს ნი­ნუ­ე­ბის სახ­ლში ვინ­მე ბი­ძი­ნა კუ­ჭა­ვა ნახა.

ჩვენ ექ­სკლუ­ზი­უ­რად ჩაგ­ვი­ვარ­და ხელ­ში წლე­ბის წინ ბი­ძი­ნა კუ­ჭა­ვას მიერ გა­მო­ძი­ე­ბის­თვის მი­ცე­მუ­ლი ჩვე­ნე­ბა. გთა­ვა­ზობთ სა­ინ­ტე­რე­სო ფრაგ­მენ­ტებს.

"ნი­ნუ­ამ თქვა, მე­ვა­ლე­ე­ბი მა­წუ­ხე­ბე­ნო..."

ბი­ძი­ნა კუ­ჭა­ვას ჩვე­ნე­ბი­დან: "თა­მაზ­ ნი­ნუა ჩემი მე­ზო­ბე­ლია. ვიც­ნობ­დი იმ პე­რი­ო­დი­დან, როცა ტე­ლე­ვი­ზია "იბერ­ვი­ზია"­ ჩა­მო­ვა­ყა­ლი­ბე, მა­შინ უშიშ­რო­ე­ბის­ მა­ღალ­ჩი­ნო­სა­ნი­ იყო. მის სახ­ლში სულ ორ­ჯერ ვარ ნამ­ყო­ფი. პირ­ვე­ლად, როცა აგა­რა­კი­დან ჩა­მო­ვი­და და ბარ­გის ატა­ნა­ში და­ვეხ­მა­რე და მე­ო­რედ, მის გარ­დაც­ვა­ლე­ბამ­დე 3 ნო­ემ­ბრი­დან 12 ნო­ემ­ბრის შუ­ა­ლედ­ში. ეს თა­მა­ზის ინი­ცი­ა­ტი­ვა იყო - მკი­თხა, ხომ არ ვი­ცო­დი, რა ეღი­რე­ბო­და, ან ხომ არ მე­გუ­ლე­ბო­და ვინ­მე, ვინც მრგვალ­ფა­რე­ბი­ან "მერ­სე­დესს" ყიდ­და. ვუ­თხა­რი, რომ გა­ვი­კი­თხავ­დი. ისიც ვკი­თხე, ეკას­თვის ხომ არ გინ­და-მეთ­ქი. მი­პა­სუ­ხა, მი­ახ­ლო­ე­ბით ეგ­რე­აო. მან ჩა­მა­წე­რი­ნა თა­ვი­სი ტე­ლე­ფო­ნის ნო­მე­რი. შემ­დეგ და­ვუ­რე­კე და ვუ­თხა­რი მო­ცე­მუ­ლი მო­დე­ლის "მერ­სე­დე­სე­ბი" მთლად ახ­ლე­ბი­ 7.000 დო­ლა­რი­დან იწყე­ბა ფასი-მეთ­ქი. ისიც ვუ­თხა­რი, მეც ვა­პი­რებ ჩემი "მერ­სე­დე­სის" გა­ყიდ­ვას 11-12 ათას დო­ლა­რად-მეთ­ქი. თუმ­ცა შე­მეძ­ლო ფა­სის დაკ­ლე­ბაც. ეს აზრი თა­მაზს მო­ე­წო­ნა. შემ­დეგ მთხო­ვა სა­ღა­მოს მას­თან სახ­ლში მივ­სუ­ლი­ყა­ვი. სახ­ლში რომ მი­ვე­დი­, იქ იყო მისი მე­უღ­ლე ეთე­რი, რო­მელ­საც თა­მაზ­მა უთხრა, ალ­ბათ წა­სა­ღე­ბად მობ­რუნ­დე­ბაო... რომ ვკი­თხე, რა ხდე­ბა-მეთ­ქი, მი­თხრა, ჩემი მე­გო­ბა­რი იყო და სა­ბუ­თე­ბი დარ­ჩაო.­ თა­მაზ­მა მი­თხრა, რომ ფულს ელო­დე­ბო­და, მივ­ხვდი, მან­ქა­ნის ყიდ­ვა უნ­დო­და და ფული არ ჰქონ­და. მკი­თხა, რას ვი­ტყო­დი თუ ნა­წილ-ნა­წილ გა­მის­ტუმ­რებ­და.

მო­ვი­ფიქ­რებ-მეთ­ქი. ესეც იმი­ტომ ვთქვი,­ რომ ხათ­რი ვერ გა­ვუ­ტე­ხე, თო­რემ მინ­დო­და თან­ხა ერ­თად ამე­ღო. მერე მკი­თხა, ხომ არ მყავ­და ვინ­მე ამე­რი­კა­ში, რაც ძა­ლი­ან გა­მიკ­ვირ­და. რად­გან­ იმ დო­ნის კაცს ჩემი დახ­მა­რე­ბა რაში სჭირ­დე­ბო­და. მა­შინ ვკი­თხე მი­ზე­ზი. მი­ამ­ბო, რომ მე­გო­ბარ­თან ერ­თად ჰქონ­და ბაზ­რო­ბა. ისიც მი­თხრა, რომ მი­სუ­ლან მას­თან მკლავ­ჭი­დელი ზაურ ცხა­და­ძე­ და კი­დევ ვი­ღაც პი­როვ­ნე­ბა, რო­მელ­საც უნ­დო­და "ჰა­მე­რის" ყიდ­ვა. თა­მაზს ვი­ღაც ქარ­თვე­ლის­თვის­ მი­უ­ცია ამე­რი­კა­ში მან­ქა­ნის­ შეკ­ვე­თა და ამის­თვის 40.000 დო­ლა­რი გა­და­რი­ცხა, თუმ­ცა იმ ადა­მი­ან­მა მან­ქა­ნა არ გა­მო­უგ­ზავ­ნა. ამი­ტომ ეძებ­და ვინ­მეს, ვინც მო­ნა­ხავ­და ამ კაცს ამე­რი­კა­ში. თქვა, მე­ვა­ლე­ე­ბი მა­წუ­ხე­ბე­ნო...

ჩემი იქ ყოფ­ნის დროს ბი­ნა­ში არა­ვინ მო­სუ­ლა. ისიც მი­თხრა, რომ თა­ვი­სი მე­წი­ლე­ე­ბი­დან ვი­ღაც ყიდ­და ბა­თუ­მის პორ­ტში 400 კვად­რა­ტულ მი­წას და მსურ­ვე­ლი მო­მე­ძებ­ნა. ასე დავ­შორ­დით.

ბო­ლოს თა­მაზ ნი­ნუა ვნა­ხე 10 ან 11 ნო­ემ­ბერს, სა­დარ­ბა­ზო­ში ლიფტ­თან. აღელ­ვე­ბუ­ლი იყო - ამ კო­მი­სი­ებ­მა ხომ გა­ა­ჭი­რეს საქ­მე, რა დროს ეგა­აო (იმ პე­რი­ოდ­ში პარ­ლა­მენ­ტში სა­გა­მო­ძი­ე­ბო კო­მი­სია იყო შექ­მნი­ლი ზვი­ად გამ­სა­ხურ­დი­ას საქ­მე­ზე. - ავტ.). ხელ­ში ეჭი­რა გამჭვირ­ვა­ლე ფა­ი­ლებ­ში ჩა­წყო­ბი­ლი ქა­ღალ­დე­ბი და მრგვა­ლი დის­კი.

მერე გა­ვი­გე, რომ მოკ­ლეს ცოლ-ქმა­რი. იმ დროს მოვ­დი­ო­დი ბორ­ჯო­მი­დან, სა­დაც აგა­რა­კი მაქვს".

გაგ­რძე­ლე­ბა

"იყო პერიოდი, 40-50 ათას ლარს ვაგებდი..." - პროკურორის მკვლელობაში ბრალდებული ბიძინა კუჭავას აქამდე უცნობი ჩვენება

"იყო პერიოდი, 40-50 ათას ლარს ვაგებდი..." - პროკურორის მკვლელობაში ბრალდებული ბიძინა კუჭავას აქამდე უცნობი ჩვენება

მას შემდეგ, რაც ცნობილი გახდა, რომ პროკურორ ვახტანგ ქირიას მკვლელობაში ბრალდებულად გამოძიება ბიზნესმენ ბიძინა კუჭავას მიიჩნევდა, პრესაში დაიწერა, რომ კუჭავას სახელი კიდევ რამდენიმე გახმაურებულ საქმესთან იყო დაკავშირებული... 2009 წლის 13 ნოემბერს, მიცკევიჩის ქუჩაზე, საკუთარ სახლში, უშიშროების გენერალი თამაზ ნინუა და მისი მეუღლე ეთერ ნინუა მოკლულები იპოვეს - თითო ტყვია ორივეს საფეთქელთან ჰქონდა მოხვედრილი. ბინაში ელექტროგამათბობელი იყო ჩართული და ცხედრების ირგვლივ, სავარძლებზე, კომპიუტერთან, ყველგან დაფქული წიწაკა ეყარა, ამ გზით დამნაშავის კვალი გაქრა. საქმეში იდო ორი მასრა, მათ შორის ერთი ეთერ ნინუას ბალიშში აღმოაჩინეს. ბალისტიკური ექსპერტიზით ამოღებული მასრები უიშვიათესი მოდელის უხმო პისტოლეტს ეკუთვნის.

განიხილებოდა პოლიტიკური მოტივით მკვლელობაც, თამაზ ნინუა უშიშროების გენერალი იყო და იმ პერიოდში ზვიად გამსახურდიას მკვლელობის საქმის ირგვლივ მას კონსტანტინე გამსახურდიასთან უნდა ესაუბრა. თუმცა გამოძიებამ ნინუების მკვლელობა მალე გახსნილად გამოაცხადა და მოტივად პარტნიორებს შორის დაძაბული ბიზნესსაქმიანობა დაასახელა. მკვლელობაში კი ყოფილი ფეხბურთელი, ნინუას უახლოესი მეგობარი თამაზ გოგია ამხილეს.­ მას 30 წელი მიუსაჯეს, იგი მეშვიდე წელია სასჯელს იხდის, თუმცა სასამართლო პროცესები ისე დასრულდა, რომ ამ საქმის­ ბევრი დეტალი ბურუსით მოცული დარჩა.

სასამართლო პროცესზე გოგიას ადვოკატი ბიძინა კუჭავას დაკითხვას ამაოდ ითხოვდა, პროკურატურამ ვერ შეძლო მაშინ მისი პროცესზე მოყვანა. თუმცა ის გამოძიებას მოწმის სტატუსით დაკითხული ჰყავდა. როგორც შევიტყვეთ, გამოძიებამ კუჭავა მას შემდეგ დაჰკითხა, რაც მისი სახელი და გვარი ნინუების საქმეზე დაკითხულმა ერთ-ერთმა მოწმემ ახსენა. ეთერ ნინუას მეგობარი ამბობდა, რომ ტრაგედიის წინადღეს ნინუების სახლში ვინმე ბიძინა კუჭავა ნახა.

ჩვენ ექსკლუზიურად ჩაგვივარდა ხელში წლების წინ ბიძინა კუჭავას მიერ გამოძიებისთვის მიცემული ჩვენება. გთავაზობთ საინტერესო ფრაგმენტებს.

"ნინუამ თქვა, მევალეები მაწუხებენო..."

ბიძინა კუჭავას ჩვენებიდან: "თამაზ­ ნინუა ჩემი მეზობელია. ვიცნობდი იმ პერიოდიდან, როცა ტელევიზია "იბერვიზია"­ ჩამოვაყალიბე, მაშინ უშიშროების­ მაღალ­ჩინოსანი­ იყო. მის სახლში სულ ორჯერ ვარ ნამყოფი. პირველად, როცა აგარაკიდან ჩამოვიდა და ბარგის ატანაში დავეხმარე და მეორედ, მის გარდაცვალებამდე 3 ნოემბრიდან 12 ნოემბრის შუალედში. ეს თამაზის ინიციატივა იყო - მკითხა, ხომ არ ვიცოდი, რა ეღირებოდა, ან ხომ არ მეგულებოდა ვინმე, ვინც მრგვალფარებიან "მერსედესს" ყიდდა. ვუთხარი, რომ გავიკითხავდი. ისიც ვკითხე, ეკასთვის ხომ არ გინდა-მეთქი. მიპასუხა, მიახლოებით ეგრეაო. მან ჩამაწერინა თავისი ტელეფონის ნომერი. შემდეგ დავურეკე და ვუთხარი მოცემული მოდელის "მერსედესები" მთლად ახლები­ 7.000 დოლარიდან იწყება ფასი-მეთქი. ისიც ვუთხარი, მეც ვაპირებ ჩემი "მერსედესის" გაყიდვას 11-12 ათას დოლარად-მეთქი. თუმცა შემეძლო ფასის დაკლებაც. ეს აზრი თამაზს მოეწონა. შემდეგ მთხოვა საღამოს მასთან სახლში მივსულიყავი. სახლში რომ მივედი­, იქ იყო მისი მეუღლე ეთერი, რომელსაც თამაზმა უთხრა, ალბათ წასაღებად მობრუნდებაო... რომ ვკითხე, რა ხდება-მეთ­ქი, მითხრა, ჩემი მეგობარი იყო და საბუთე­ბი დარჩაო.­ თამაზმა მითხრა, რომ ფულს ელოდებოდა, მივხვდი, მანქანის ყიდვა უნდოდა და ფული არ ჰქონდა. მკითხა, რას ვიტყოდი თუ ნაწილ-ნაწილ გამისტუმრებდა.

მოვიფიქრებ-მეთქი. ესეც იმიტომ ვთქვი,­ რომ ხათრი ვერ გავუტეხე, თორემ მინდოდა თანხა ერთად ამეღო. მერე მკითხა, ხომ არ მყავდა ვინმე ამერიკაში, რაც ძალიან გამიკვირდა. რადგან­ იმ დონის კაცს ჩემი დახმარება რაში სჭირდებოდა. მაშინ ვკითხე მიზეზი. მიამბო, რომ მეგობართან ერთად ჰქონდა ბაზრობა. ისიც მითხრა, რომ მისულან მასთან მკლავ­ჭი­დელი ზაურ ცხადაძე­ და კიდევ ვიღაც პიროვნება, რომელსაც უნდოდა "ჰამერის" ყიდვა. თამაზს ვიღაც ქართველისთვის­ მიუცია ამერიკაში მანქანის­ შეკვეთა და ამისთვის 40.000 დოლარი გადარიცხა, თუმცა იმ ადამიანმა მანქანა არ გამოუგზავნა. ამიტომ ეძებდა ვინმეს, ვინც მონახავდა ამ კაცს ამერიკაში. თქვა, მევალეები მაწუხებენო...

ჩემი იქ ყოფნის დროს ბინაში არავინ მოსულა. ისიც მითხრა, რომ თავისი მეწილეებიდან ვიღაც ყიდდა ბათუმის პორტში 400 კვადრატულ მიწას და მსურველი მომეძებნა. ასე დავშორდით.

ბოლოს თამაზ ნინუა ვნახე 10 ან 11 ნოემბერს, სადარბაზოში ლიფტთან. აღელვებული იყო - ამ კომისიებმა ხომ გააჭირეს საქმე, რა დროს ეგააო (იმ პერიოდში პარლამენტში საგამოძიებო კომისია იყო შექმნილი ზვიად გამსახურდიას საქმეზე. - ავტ.). ხელში ეჭირა გამჭვირვალე ფაილებში ჩაწყობილი ქაღალდები და მრგვალი დისკი.

მერე გავიგე, რომ მოკლეს ცოლ-ქმარი. იმ დროს მოვდიოდი ბორჯომიდან, სადაც აგარაკი მაქვს".

გაგრძელება

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ