ჭამე, ილოცე, შეიყვარე: 10 მარტივი და სასარგებლო რჩევა კლაუდია შიფერის შეფ-მზარეულისგან

ჭამე, ილოცე, შეიყვარე: 10 მარტივი და სასარგებლო რჩევა კლაუდია შიფერის შეფ-მზარეულისგან

იმისთვის, რომ თავი კარგად იგრძნოთ და მუდამ კარგად გამოიყურებოდეთ, საკმარისია, 10 მარტივი და სასარგებლო ჩვევა გამოიმუშავოთ - ირწმუნება კლაუდია შიფერის, მადონას, პრინც უილიამისა და პრინც ჰარის შეფ-მზარეული, კულინარული წიგნების ავტორი და კულინარიული გადაცემის წამყვანი ბრიტანელი სოფი მიშელი.

იკვებეთ გააზრებულად

საკვების არჩევისადმი გააზრებული მიდგომა ძალზედ რთულია, რადგან ირგვლივ უამრავი მაცდუნებელი პროდუქტია. ნუ დაელოდებით შიმშილის მწვავე გრძნობას, ისწავლეთ მისი დროულად და სწორად ამოცნობა და ორგანიზმის მოთხოვნილებები დროულად დააკმაყოფილეთ.

ნუ გამოტოვებთ საუზმეს

სამსახურში დიდი დატვირთვის გამო ჩვენ სულ უფრო ნაკლებ დროს ვუთმობთ ძილს. თუ ერთსა და იმავე დროს დავიძინებთ და გავიღვიძებთ, კარგ ფიზიკურ ფორმას უფრო იოლად შევინარჩუნებთ. დილით გაღვიძებაში დაგვეხმარება ნოყიერი საუზმე, რომელიც გვავსებს ენერგიით მთელი დღის განმავლობაში.

მარცვლეული და პარკოსნები

დაამატეთ რაციონში მარცვლეული და პარკოსნები. დღეში ერთხელ მაინც საკვების რაციონი უნდა შეიცავდეს ამ კულტურებს.

ჯანსაღი ფასთფუდი

იქონიეთ მაცივარში მზა საჭმელი, რომელსაც დროის სიმცირის დროს შეუთავსებთ ახალ ხილსა და ბოსტნეულს.

სასარგებლო სნეკები

თან იქონიეთ სასარგებლო, პროტეინებით მდიდარი სნეკები. დღის განმავლობაში მიირთვით თხილეული, ხმელი ჩირი, კენკრა და სხვა.

სასარგებლო პროგრამები

რთულია გამოძებნო დრო ყველაფრისთვის, როდესაც მუშაობ და თან პირადი ცხოვრებაც გაგაჩნია. ყველაფრის მოსასწრებლად გადმოტვირთეთ სპეციალური პროგრამები, რომლებიც დაგეხმარებათ დღის დაგეგმვაში.

გაგრძელება

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება