სამართალი
მსოფლიო
პოლიტიკა

11

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის მეთვრამეტე დღე დაიწყება 23:22-ზე, მთვარე მერწყულშია – იმუშავეთ მშვიდად და საფუძვლიანად. მოაგვარეთ მარტივი ფინანსური საკითხები. გადადეთ მნიშვნელოვანი საქმეები. იყავით ყურადღებიანი იმის მიმართ, რაც ხდება და მოუსმინეთ რას გეუბნებათ ხალხი. იყავით ფხიზლად და მოერიდეთ კონფლიქტს. გამოიჩინეთ მოქნილობა და ორიგინალურობა ადამიანებთან ურთიერთობისას. სამსახურში გამოავლინეთ თქვენი საუკეთესო მხარე. ზედმეტი აქტიურობა შედეგს არ მოიტანს. არ აიღოთ ზედმეტი სამუშაო და რთული პროექტები. ხორცზე უარის თქმა ჯობია. გამოიყენეთ მცენარეული ზეთი. ალკოჰოლური სასმელები უნდა გამოირიცხოს.
სპორტი
სამხედრო
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რა იწვევს თმის ცვენას ქალებში და როგორ ვუმკურნალოთ მას
რა იწვევს თმის ცვენას ქალებში და როგორ ვუმკურნალოთ მას

უმე­ტე­სო­ბა ფიქ­რობს, რომ თმის ცვე­ნა, ძი­რი­თა­დად, მა­მა­კა­ცებს ემუქ­რე­ბათ და მას იშ­ვი­ათ ასა­კობ­რივ და­ა­ვა­დე­ბებს მი­ა­წე­რენ. სი­ნამ­დვი­ლე­ში, მი­ლი­ო­ნო­ბით ქალ­საც აწუ­ხებს გა­მე­ლო­ტე­ბა, თმის ცვე­ნა და თა­ვის კა­ნის გა­ღი­ზი­ა­ნე­ბა.

გან­ვი­ხი­ლოთ თმის ცვე­ნის ძი­რი­თა­დი მი­ზე­ზე­ბი და რაც მთა­ვა­რია, რო­გორ შე­ვიც­ვა­ლოთ ცხოვ­რე­ბის წესი ამ პრობ­ლე­მის გა­და­სა­წყვე­ტად. უამ­რა­ვი ადა­მი­ა­ნი ვერ აც­ნო­ბი­ე­რებს, რო­გო­რი სა­ზი­ა­ნოა თმის საშ­რო­ბის გა­მო­ყე­ნე­ბა, თმის გას­წო­რე­ბა და შე­ღებ­ვა. ასე­ვე, მი­ზე­ზი შე­საძ­ლოა გე­ნე­ტი­კუ­რი და­ა­ვა­დე­ბე­ბი და სის­ხლის ცუდი მი­მოქ­ცე­ვა გახ­დეს.

თმის ცვე­ნის ფორ­მე­ბი ქა­ლებ­ში

გე­ნე­ტი­კა

რო­გორც მა­მა­კა­ცე­ბის, ასე­ვე ქა­ლე­ბის გა­მე­ლო­ტე­ბის მი­ზე­ზი შე­საძ­ლოა გე­ნე­ტი­კუ­რი და­ა­ვა­დე­ბე­ბი იყოს. ეს პრობ­ლე­მა ნე­ბის­მი­ე­რი ასა­კის ადა­მი­ანს ეხე­ბა. სი­ნამ­დვი­ლე­ში, გე­ნე­ბი წყვეტს, რო­დის და­გე­წყე­ბათ თმის ცვე­ნა.

ჰორ­მო­ნა­ლუ­რი ცვლი­ლე­ბე­ბი

ხში­რად ქა­ლე­ბის თმის ცვე­ნას ჰორ­მო­ნა­ლუ­რი ცვლი­ლე­ბე­ბი ან ჰორ­მო­ნა­ლუ­რი დის­ბა­ლან­სი იწ­ვევს. უამ­რავ ქალს მშო­ბი­ა­რო­ბის შემ­დეგ უთხელ­დე­ბა თმა. ზო­გი­ერთს - მე­ნო­პა­უ­ზის დროს. გა­ით­ვა­ლის­წი­ნეთ, რომ ფა­რი­სებრ ჯირ­კვალს შე­უძ­ლია იქო­ნი­ოს ზე­გავ­ლე­ნა ჰორ­მო­ნებ­ზე.

სა­მე­დი­ცი­ნო პრე­პა­რა­ტე­ბი

თმის ცვე­ნის გა­მომ­წვე­ვი მი­ზე­ზე­ბი შე­საძ­ლოა სხვა­დას­ხვა და­ა­ვა­დე­ბა იყოს და წამ­ლე­ბის მი­ღე­ბის შე­დე­გი გახ­დეს. გან­სა­კუთ­რე­ბით, მას იწ­ვევს პრე­პა­რა­ტე­ბი, რომ­ლე­ბიც გა­მო­ი­ყე­ნე­ბა გულ-სის­ხლძარ­ღვთა, ართრი­ტის, მა­ღა­ლი წნე­ვი­სა და სიმ­სივ­ნუ­რი და­ა­ვა­დე­ბე­ბის დროს. ასე­ვე, ვი­ტა­მინ А-ს დიდი დო­ზით მი­ღე­ბა.

ინ­ფექ­ცი­ე­ბი და კა­ნის და­ა­ვა­დე­ბე­ბი

ალო­პე­ცია (ნა­წი­ლობ­რი­ვი გა­მე­ლო­ტე­ბა) აუ­ტო­მუ­ნუ­რი და­ა­ვა­დე­ბაა, რო­მე­ლიც ჩნდე­ბა, როცა ორ­გა­ნიზმს არ ძა­ლუძს ამო­იც­ნოს სა­კუ­თა­რი უჯრე­დე­ბი და ან­გრევს თმის ფო­ლი­კუ­ლებს (მი­იჩ­ნევს მათ უცხო უჯრე­დე­ბად). თუ სა­ეჭ­ვო სიმპტო­მე­ბი აღ­მო­ა­ჩი­ნეთ, სას­წრა­ფოდ მი­მარ­თეთ ექიმს.

ვარ­ცხნი­ლო­ბა

ეცა­დეთ, არ გა­და­ი­ჭი­მოთ და მჭიდ­როდ არ შე­იკ­რათ თმა. ამან შე­საძ­ლოა, მე­ქა­ნი­კუ­რი გა­მე­ლო­ტე­ბა გა­მო­იწ­ვი­ოს. ასე­ვე, ერი­დეთ თმის ინ­ტენ­სი­ურ მოვ­ლას. დერ­მა­ტო­ლო­გი ვენ­დი რო­ბერტსი გირ­ჩევთ, ნუ გა­მო­ი­ყე­ნებთ აგ­რე­სი­ულ ქი­მი­ურ სა­შუ­ა­ლე­ბებს, სა­ღე­ბა­ვებს და თმის გა­სას­წო­რე­ბელ "უთო­ებს".

ფი­ზი­კუ­რი ან ემო­ცი­უ­რი შოკი

თმის ცვე­ნის სხვა ბევ­რი მი­ზე­ზიც არ­სე­ბობს, რო­მე­ლიც და­ა­ვა­დე­ბებ­თან არის და­კავ­ში­რე­ბუ­ლი. უამ­რა­ვი ადა­მი­ა­ნი ფი­ზი­კურ და ემო­ცი­ურ შოკს გა­ნიც­დის სხვა­დას­ხვა გა­რე­მო­ე­ბის გამო.

არ­სე­ბობს თმის ცვე­ნის მკურ­ნა­ლო­ბის სხვა­დას­ხვა მე­თო­დე­ბი, მათ შო­რის მე­დი­კა­მენ­ტუ­რი, ასე­ვე სა­მე­დი­ცი­ნო პრო­ცე­დუ­რე­ბი - მე­ზო­თე­რა­პია, პლაზ­მო­თე­რა­პია და ლა­ზე­რუ­ლი თე­რა­პია.

გა­ი­გეთ მეტი თმის ცვე­ნის მკურ­ნა­ლო­ბის შე­სა­ხებ

თმის ცვე­ნას­თან საბ­რძოლ­ვე­ლად, მი­ი­ღეთ პრო­დუქ­ტე­ბი, რომ­ლე­ბიც მდი­და­რია ფო­ლი­უ­მის მჟა­ვით, რკი­ნი­თა და ვი­ტა­მი­ნე­ბით. ვი­ტა­მი­ნი В7, მე­ტად ცნო­ბი­ლი, რო­გორც ბი­ო­ტი­ნი, ეხ­მა­რე­ბა თმი­სა და ფრჩი­ლე­ბის ზრდა­ში, ასე­ვე, ზრუ­ნავს ნერ­ვუ­ლი სის­ტე­მის სი­ჯან­სა­ღე­ზე და ნივ­თი­ე­რე­ბა­თა ცვლის პრო­ცესს არე­გუ­ლი­რებს. ბი­ო­ტი­ნე­ბით მდი­და­რია კვერ­ცხი, უცხი­მო წი­თე­ლი ხორ­ცი, ბა­ნა­ნი, მუქი მწვა­ნე ბოსტნე­უ­ლი და ტკბი­ლი კარ­ტო­ფი­ლი.

შე­ი­ზი­ლეთ ჟო­ჟო­ბას ზეთი - იგი მდი­და­რია Е და В ვი­ტა­მი­ნე­ბით, მი­ნე­რა­ლე­ბით, რომ­ლე­ბიც აუ­ცი­ლე­ბე­ლია სო­კო­ვა­ნი და ინ­ფექ­ცი­უ­რი და­ა­ვა­დე­ბე­ბის სა­წი­ნა­აღ­მდე­გოდ. ჟო­ჯო­ბას ზეთი ასე­ვე გახ­ლავთ თმის ზრდის მას­ტი­მუ­ლი­რე­ბე­ლი ეფექ­ტუ­რი სა­შუ­ა­ლე­ბა. შე­ი­ზი­ლეთ ზეთი თა­ვის კა­ნის და­ზი­ა­ნე­ბულ არე­ებ­ში.

და­ლი­ეთ ჩაი, რო­მე­ლიც თმის ზრდას ას­ტი­მუ­ლი­რებს - პიტ­ნის ჩაი ეხ­მა­რე­ბა ორ­გა­ნიზმს კა­ნის ცხი­მის გა­მო­მუ­შა­ვე­ბა­ში, რო­მე­ლიც თა­ვის კანს ამ­შვი­დებს და აქ­რობს ქერტლს. როზ­მა­რინს გა­აჩ­ნია თვი­სე­ბე­ბი, რომ­ლე­ბიც ამაგ­რებს თმის ფო­ლი­კუ­ლებს და თმის ცვე­ნას აჩე­რებს. სხვა ბა­ლა­ხე­უ­ლი და ძი­რე­ბი - ჭინ­ჭა­რი, სე­რე­ნო­ას პალ­მა - შე­ი­ცავს ელე­მენ­ტებს, რომ­ლე­ბიც ეხ­მა­რე­ბა თმის ზრდა­ში და თა­ვის კა­ნის სის­ხლის ცირ­კუ­ლა­ცი­ა­ში.

გა­უფრ­თხილ­დით თმას - თმის და­სა­ცა­ვად, მო­უ­ა­რეთ მათ ნა­ზად. და­ი­ვარ­ცხნეთ ფრთხი­ლად. თუ თმის გელი ან ლაქი წა­ის­ვით, ეცა­დეთ, არ და­ი­ვარ­ცხნოთ მას მერე, რაც ფიქ­სა­ცი­ის სა­შუ­ა­ლე­ბე­ბი გახ­მე­ბა, რად­გაც ეს თმის მტვრე­ვას გა­მო­იწ­ვევს. ერი­დეთ თმის ხში­რად გას­წო­რე­ბა­სა და დახ­ვე­ვას.

წა­ი­კი­თხეთ ვრცლად

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რა ვიდეოკადრებს ავრცელებს პროკურატურა პოლიციელზე თავდასხმაში ბრალდებულ 19 წლის საბა ჯიქიასთან დაკავშირებით?
ავტორი:

რა იწვევს თმის ცვენას ქალებში და როგორ ვუმკურნალოთ მას

რა იწვევს თმის ცვენას ქალებში და როგორ ვუმკურნალოთ მას

უმეტესობა ფიქრობს, რომ თმის ცვენა, ძირითადად, მამაკაცებს ემუქრებათ და მას იშვიათ ასაკობრივ დაავადებებს მიაწერენ. სინამდვილეში, მილიონობით ქალსაც აწუხებს გამელოტება, თმის ცვენა და თავის კანის გაღიზიანება.

განვიხილოთ თმის ცვენის ძირითადი მიზეზები და რაც მთავარია, როგორ შევიცვალოთ ცხოვრების წესი ამ პრობლემის გადასაწყვეტად. უამრავი ადამიანი ვერ აცნობიერებს, როგორი საზიანოა თმის საშრობის გამოყენება, თმის გასწორება და შეღებვა. ასევე, მიზეზი შესაძლოა გენეტიკური დაავადებები და სისხლის ცუდი მიმოქცევა გახდეს.

თმის ცვენის ფორმები ქალებში

გენეტიკა

როგორც მამაკაცების, ასევე ქალების გამელოტების მიზეზი შესაძლოა გენეტიკური დაავადებები იყოს. ეს პრობლემა ნებისმიერი ასაკის ადამიანს ეხება. სინამდვილეში, გენები წყვეტს, როდის დაგეწყებათ თმის ცვენა.

ჰორმონალური ცვლილებები

ხშირად ქალების თმის ცვენას ჰორმონალური ცვლილებები ან ჰორმონალური დისბალანსი იწვევს. უამრავ ქალს მშობიარობის შემდეგ უთხელდება თმა. ზოგიერთს - მენოპაუზის დროს. გაითვალისწინეთ, რომ ფარისებრ ჯირკვალს შეუძლია იქონიოს ზეგავლენა ჰორმონებზე.

სამედიცინო პრეპარატები

თმის ცვენის გამომწვევი მიზეზები შესაძლოა სხვადასხვა დაავადება იყოს და წამლების მიღების შედეგი გახდეს. განსაკუთრებით, მას იწვევს პრეპარატები, რომლებიც გამოიყენება გულ-სისხლძარღვთა, ართრიტის, მაღალი წნევისა და სიმსივნური დაავადებების დროს. ასევე, ვიტამინ А-ს დიდი დოზით მიღება.

ინფექციები და კანის დაავადებები

ალოპეცია (ნაწილობრივი გამელოტება) აუტომუნური დაავადებაა, რომელიც ჩნდება, როცა ორგანიზმს არ ძალუძს ამოიცნოს საკუთარი უჯრედები და ანგრევს თმის ფოლიკულებს (მიიჩნევს მათ უცხო უჯრედებად). თუ საეჭვო სიმპტომები აღმოაჩინეთ, სასწრაფოდ მიმართეთ ექიმს.

ვარცხნილობა

ეცადეთ, არ გადაიჭიმოთ და მჭიდროდ არ შეიკრათ თმა. ამან შესაძლოა, მექანიკური გამელოტება გამოიწვიოს. ასევე, ერიდეთ თმის ინტენსიურ მოვლას. დერმატოლოგი ვენდი რობერტსი გირჩევთ, ნუ გამოიყენებთ აგრესიულ ქიმიურ საშუალებებს, საღებავებს და თმის გასასწორებელ "უთოებს".

ფიზიკური ან ემოციური შოკი

თმის ცვენის სხვა ბევრი მიზეზიც არსებობს, რომელიც დაავადებებთან არის დაკავშირებული. უამრავი ადამიანი ფიზიკურ და ემოციურ შოკს განიცდის სხვადასხვა გარემოების გამო.

არსებობს თმის ცვენის მკურნალობის სხვადასხვა მეთოდები, მათ შორის მედიკამენტური, ასევე სამედიცინო პროცედურები - მეზოთერაპია, პლაზმოთერაპია და ლაზერული თერაპია.

გაიგეთ მეტი თმის ცვენის მკურნალობის შესახებ

თმის ცვენასთან საბრძოლველად, მიიღეთ პროდუქტები, რომლებიც მდიდარია ფოლიუმის მჟავით, რკინითა და ვიტამინებით. ვიტამინი В7, მეტად ცნობილი, როგორც ბიოტინი, ეხმარება თმისა და ფრჩილების ზრდაში, ასევე, ზრუნავს ნერვული სისტემის სიჯანსაღეზე და ნივთიერებათა ცვლის პროცესს არეგულირებს. ბიოტინებით მდიდარია კვერცხი, უცხიმო წითელი ხორცი, ბანანი, მუქი მწვანე ბოსტნეული და ტკბილი კარტოფილი.

შეიზილეთ ჟოჟობას ზეთი - იგი მდიდარია Е და В ვიტამინებით, მინერალებით, რომლებიც აუცილებელია სოკოვანი და ინფექციური დაავადებების საწინააღმდეგოდ. ჟოჯობას ზეთი ასევე გახლავთ თმის ზრდის მასტიმულირებელი ეფექტური საშუალება. შეიზილეთ ზეთი თავის კანის დაზიანებულ არეებში.

დალიეთ ჩაი, რომელიც თმის ზრდას ასტიმულირებს - პიტნის ჩაი ეხმარება ორგანიზმს კანის ცხიმის გამომუშავებაში, რომელიც თავის კანს ამშვიდებს და აქრობს ქერტლს. როზმარინს გააჩნია თვისებები, რომლებიც ამაგრებს თმის ფოლიკულებს და თმის ცვენას აჩერებს. სხვა ბალახეული და ძირები - ჭინჭარი, სერენოას პალმა - შეიცავს ელემენტებს, რომლებიც ეხმარება თმის ზრდაში და თავის კანის სისხლის ცირკულაციაში.

გაუფრთხილდით თმას - თმის დასაცავად, მოუარეთ მათ ნაზად. დაივარცხნეთ ფრთხილად. თუ თმის გელი ან ლაქი წაისვით, ეცადეთ, არ დაივარცხნოთ მას მერე, რაც ფიქსაციის საშუალებები გახმება, რადგაც ეს თმის მტვრევას გამოიწვევს. ერიდეთ თმის ხშირად გასწორებასა და დახვევას.

წაიკითხეთ ვრცლად

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს