"მისი ცოლი გაგებით ეკიდება იმ ჭორებს, რაც ჩვენზე გავრცელდა" - ნინო წიკლაურის ქალიშვილმა ცნობილი რუსი გულთამპყრობელი მოხიბლა

"მისი ცოლი გაგებით ეკიდება იმ ჭორებს, რაც ჩვენზე გავრცელდა" - ნინო წიკლაურის ქალიშვილმა ცნობილი რუსი გულთამპყრობელი მოხიბლა

ის რუსულ შოუ-ბიზნესში მოკლე დროში გახდა ცნობილი, ახლა ელიტური წვეულებების სასურველი სტუმარია. მის გამოჩენას მეზობელი ქვეყნის შოუ-ბიზნესში უამრავი ჭორ-მართალი მოჰყვა. ამბობდნენ, რომ ქართველმა გოგონამ ცნობილი რუსი გულთამპყრობელის გოშა კუცენკოს გული მოიგო, რითაც აპირებდა შოუ-ბიზნესში გზა გაეკვალა. საჭორაო მსმენელს თავად მისცა, პირველი კლიპი სწორედ გოშა კუცენკოსთან ერთად გადაიღო, პოპულარობა და ჭორებიც აქედან დაიწყო. ვინ არის 26 წლის სალი ხმალაძე, ამაზე თავად გვიამბობს.

- დავიწყებ იმით, რომ მე ვარ ნინო წიკლაურის შვილი, ის თითქმის ყველა ქართველი ვარსკვლავის პროდუსერი, "პირველი სტერეოს" მუსიკალური დირექტორი და კონცერტების ორგანიზატორი იყო. ბავშვობიდან მაქვს შეხება შოუ-ბიზნესთან, საკუთარი გადაცემაც მიმყავდა აჭარის ერთ-ერთ არხზე, ვმღერი ბავშვობიდან, მაგრამ მომღერლობაზე აქამდე არ მიფიქრია. წლების წინ, დედაჩემმა საკუთარი კარიერა რუსეთში გააგრძელა, მის ერთ-ერთ დაბადების დღეზე მოსკოვში ჩამოვედი, დედამ კარაოკე-კლუბში გადაიხადა დაბადების დღე, მე სპონტანურად ვუმღერე, დაბადების დღეზე რუსული შოუ-ბიზნესის ცნობილი სახეები იყვნენ, სტუდია "ბალანჩინის" ხელმძღვანელს მოვეწონე და მეორე დღეს მასთან დამიბარა. დედაჩემმა მიმიყვანა რამდენიმე ცნობილ პროდუსერთან, მიიღო რჩევები და გადაწყვიტა, სერიოზულად მოეკიდა ხელი ჩემი კარიერისთვის. უკვე 8 სიმღერა მაქვს და ერთი კლიპი გადაღებული, რომელიც წამყვანმა რუსულმა არხებმა გააშუქა.

- სად შეხვდით გოშა კუცენკოს?

- როცა დავესწარი გოშა კუცენკოს ერთ-ერთ სპექტაკლს, ვთქვი, რომ ეს მსახიობი მინდოდა კლიპში. შემდეგ წავედი საქართველოში. ერთ დღესაც ინსტაგრამზე კომენტარები დამიტოვა გოშა კუცენკომ, თავად გამოვიდა კონტაქტზე და ასე მოხვდა ჩემს კლიპში. შევხვდი, ავუხსენი, რატომ მინდოდა ჩემს კლიპში ის ყოფილიყო და ადვილად დამთანხმდა. მას ძალიან უყვარს ქართველები, ქეთა თოფურიასთანაც აქვს დუეტი. როგორც თავად მითხრა, გადაღებების დროს შესვენებაზე ინსტაგრამს ათვალიერებდა, ამ დროს დავიმატე მეც და დამიტოვა კომენტარები. ალბათ წარმოგიდგენიათ, რამდენი პარტნიორი ჰყავს გამოცვლილი, მაგრამ მისი ცოლი გაგებით ეკიდება იმ ჭორებს, რაც ჩვენზე გავრცელდა.

- დადებითად მიგიღო რუსულმა შოუ-ბიზნესმა?

- ჯერ ადრეა ამაზე საუბარი, თითქმის ყოველდღე მიწვევენ ელიტურ ღონისძიებებზე, მოსწონთ ჩემი ქართული აქცენტი, საინტერესო ადამიანად მთვლიან, მაგრამ ჯერ არ ვიტყვი, როგორ მიმიღო რუსულმა შოუ-ბიზნესმა. მხოლოდ იმას ვიტყვი, რომ ჩემს მიერ გადადგმული ყველა ნაბიჯი წარმატებულია. ვიცი, რომ დიდი კონკურენციაა, დიდი დატვირთვა მიწევს. ბევრს ვმუშაობ, დავდივარ ვოკალზე. რომ არ მქონდეს წარმატების მიღწევა მიზნად დასახული, არც დავიწყებდი სიმღერას. უნდა მივაღწიო იმ შედეგს, რაც დედაჩემს აქვს დაგეგმილი.

- დედა რას აკეთებს რუსეთში?

- დედა არაერთი რუსული ჰიტის ტექსტის ავტორია, მაგრამ ახლა მხოლოდ ჩემს კარიერაზე ზრუნავს. ფინანსური მხარე თუ გაინტერესებთ, მეუღლეზე არის დამოკიდებული. დამოუკიდებლად გამზარდა დედამ, სულ ვგრძნობდი მის თანადგომას როგორც ფიზიკურად, ასევე მორალურად და ფინანსურად. ძლიერი და დამოუკიდებელი ქალია. ამაში ვერ ვგავარ მას, ასეთი მაგარი ვერ ვარ. მიუხედავად იმისა, რომ მარტო გამზარდა, არ მახსოვს რთული პერიოდი გვქონოდა. ყველაზე რთული იყო ჩემთვის ოჯახის დანგრევა. 8 წლის შვილის დედა ვარ, რომელიც მაგარი ფეხბურთელია.

- რუსული შოუ-ბიზნესი თამამ ნაბიჯებს მოითხოვს, მზად ხარ ამისთვის?

- ბევრმა შეაფასა ჩემი კლიპი თამამ ნაბიჯად, მაგრამ ლამაზად შეფუთული პროექტი იყო. რასაც გააკეთებ, გამაღიზიანებელი არ უნდა იყოს. პირველი სიუჟეტი ენტევემ გააკეთა, სიუჟეტი იწყებოდა იმით, როგორ ჩამოვიდა ქართველი გოგონა საქართველოდან, რომელმაც რუსი მსახიობის ყურადღება მიიპყრო. ცოტა ხნის წინ, 40 პორტალის წარმომადგენელი იყო ჩემთან ჩაწერაზე, პრესა და ტელევიზია დადებითად არის განწყობილი ჩემს მიმართ. განსაკუთრებით, ჩემი ქართული აქცენტი მოსწონთ. პრესას დიდი როლი აქვს ცნობილი ადამიანისთვის, სწორედ იმაზეა დამოკიდებული შენი წარმატება, როგორ მიიტანს მედია ამას მსმენელის ყურამდე.

თამარ ბოჭორიშვილი

AMBEBI.GE

იხილეთ ვიდეო

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება