პოლიტიკა
მსოფლიო
სამართალი
Faceამბები
სამხედრო
მოზაიკა
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ესაა ტრაგედია. კატასტროფა. სირცხვილი ყველა უნივერსიტეტს. აზრის კრიზისია ქვეყანაში"
"ესაა ტრაგედია. კატასტროფა. სირცხვილი ყველა უნივერსიტეტს. აზრის კრიზისია ქვეყანაში"

და­ვო­სის ეკო­ნო­მი­კუ­რი ფო­რუ­მი ალ­ბათ წლის ერთ-ერთი ყვე­ლა­ზე გავ­ლე­ნი­ა­ნი შეკ­რე­ბაა, რო­მელ­საც 2 500-ზე მეტი ლი­დე­რი ეს­წრე­ბა, რომ­ლე­ბიც წარ­მო­ად­გე­ნენ სა­ხელ­მწი­ფო­თა მე­თა­უ­რებს, უმ­სხვი­ლეს ბიზ­ნეს კორ­პო­რა­ცი­ა­თა ხელ­მძღვა­ნე­ლებს, სა­ერ­თა­შო­რი­სო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ებს, "სა­მო­ქა­ლა­ქო სა­ზო­გა­დო­ე­ბის" აქ­ტი­ვის­ტებს, აკა­დე­მი­ის პრო­ფე­სო­რებს, მე­დია გი­გან­ტე­ბის ანა­ლი­ტი­კო­სებს, მოკ­ლედ ყვე­ლა, ვი­საც სე­რი­ო­ზუ­ლი გავ­ლე­ნა აქვს დღე­ვან­დე­ლი მსოფ­ლი­ოს ეკო­ნო­მი­კის არ­ქი­ტექ­ტუ­რა­ზე იქაა.

წლე­ვან­დე­ლი კონ­ფე­რენ­ცი­ის მთა­ვა­რი თემა "მე­ო­თხე ინ­დუსტრი­უ­ლი რე­ვო­ლუ­ცი­აა", რო­მე­ლიც სა­ერ­თოდ ახა­ლი ეკო­ნო­მი­კუ­რი წეს­რი­გის ფორ­მი­რე­ბას მო­ახ­დენს მსოფ­ლი­ო­ში. ტექ­ნო­ლო­გი­უ­რი ნახ­ტო­მი, რო­მელ­საც ამ ეტაპ­ზე გა­დის კა­ცობ­რი­ო­ბა და ჩვე­ნი ცი­ვი­ლი­ზა­ცია, სე­რი­ო­ზულ გავ­ლე­ნას უკვე ახ­დენს და მო­ახ­დენს ეკო­ნო­მი­კურ და სო­ცი­ა­ლურ დღის წეს­რიგ­ზე.

წამ­ყვა­ნი ეკო­ნო­მის­ტე­ბი, ყვე­ლა მხრი­დან (მარ­ცხე­ნა/მარ­ჯვე­ნა) დე­ბენ ათას­გვარ ანა­ლიზს თუ რა გავ­ლე­ნა შე­იძ­ლე­ბა იქო­ნი­ოს ამ პრო­ცე­სებ­მა უთა­ნას­წო­რო­ბა­ზე.

კონ­ფე­რენ­ცი­ის ცენ­ტრა­ლუ­რი კი­თხვა ასე­თია: რო­გორ გარ­დაქ­მნის მე­ო­თხე ინ­დუსტრი­უ­ლი რე­ვო­ლუ­ცია ინ­დუსტრი­ის სექ­ტო­რებს, ჯან­დაც­ვას. რა გავ­ლე­ნას მო­ახ­დენს მო­ბი­ლო­ბა­ზე, ფი­ნან­სურ სერ­ვი­სებ­ზე და გა­ნათ­ლე­ბა­ზე? რო­გორ უნდა შევ­ძლოთ ტექ­ნო­ლო­გი­უ­რი გან­ვი­თა­რე­ბა ისე, რომ ამან ხელი შე­უ­წყოს ინ­კლუ­ზი­ურ ეკო­ნო­მი­კურ ზრდას (ანუ მარ­ტო მა­ღა­ლი ფე­ნის გამ­დიდ­რე­ბას და და­ბა­ლის გა­ღა­რი­ბე­ბას არა) და უზ­რუნ­ველ­ყოს შე­მო­სავ­ლე­ბის უთა­ნას­წო­რო­ბის შემ­ცი­რე­ბა? რო­გორ უნდა უზ­რუნ­ველ­ყოს მეც­ნი­ე­რულ­მა და ტექ­ნო­ლო­გი­ურ­მა გარ­ღვე­ვებ­მა სა­ჯა­რო სი­კე­თე­ე­ბის უფრო მეტი გან­ვი­თა­რე­ბა, რო­გო­რი­ცაა სა­ჯა­რო გა­ნათ­ლე­ბა (public education), სა­ჯა­რო ჯან­დაც­ვა (public healthcare) და ა.შ. და რა როლი აქვს ამ ყვე­ლა­ფერ­ში სა­ხელ­მწი­ფო აპა­რატს, რო­გორც სა­ზო­გა­დო­ე­ბის უმ­ნიშ­ვნე­ლო­ვა­ნეს ინ­სტრუ­მენტს სა­ჯა­რო სი­კე­თე­ე­ბის და სერ­ვი­სე­ბის შექ­მნის.

გუ­გლ­ში ქარ­თუ­ლად დავ­სერ­ჩე, ვი­ფიქ­რე ვნა­ხავ ქარ­თვე­ლი ექ­სპერ­ტე­ბი, მეც­ნი­ე­რე­ბი, სა­უ­ნი­ვერ­სი­ტე­ტო პრო­ფე­სუ­რა, სა­მო­ქა­ლა­ქო აქ­ტი­ვის­ტე­ბი, მე­დია გა­მო­ცე­მე­ბი რო­გორ წე­რენ, რას წე­რენ, რა კუ­თხი­დან აფა­სე­ბენ და ა.შ.

მხო­ლოდ ის ვნა­ხე რომ პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრი და­ვოს­ზე გა­მო­ვა. არა­ნა­ი­რი ანა­ლი­ზი, არა­ნა­ი­რი შე­ხე­დუ­ლე­ბე­ბი. სა­ერ­თოდ მო­წყვე­ტი­ლი ვართ გლო­ბა­ლუ­რად მიმ­დი­ნა­რე მსჯე­ლო­ბებს.

ესაა ტრა­გე­დია. კა­ტას­ტრო­ფა. სირ­ცხვი­ლი ყვე­ლა უნი­ვერ­სი­ტეტს.

აზ­რის კრი­ზი­სია ქვე­ყა­ნა­ში.

სა­მარ­ცხვი­ნოა!

(c) მათე გა­ბი­ცი­ნაშ­ვი­ლი

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
გიორგი ბაჩიაშვილი - საქართველოს წარმომადგენლებმა, ივანიშვილის დავალებით, მიმართეს ბანდიტურ გზას და მოტაცებით ჩამომიყვანეს საქართველოში

"ესაა ტრაგედია. კატასტროფა. სირცხვილი ყველა უნივერსიტეტს. აზრის კრიზისია ქვეყანაში"

"ესაა ტრაგედია. კატასტროფა. სირცხვილი ყველა უნივერსიტეტს. აზრის კრიზისია ქვეყანაში"

დავოსის ეკონომიკური ფორუმი ალბათ წლის ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი შეკრებაა, რომელსაც 2 500-ზე მეტი ლიდერი ესწრება, რომლებიც წარმოადგენენ სახელმწიფოთა მეთაურებს, უმსხვილეს ბიზნეს კორპორაციათა ხელმძღვანელებს, საერთაშორისო ორგანიზაციებს, "სამოქალაქო საზოგადოების" აქტივისტებს, აკადემიის პროფესორებს, მედია გიგანტების ანალიტიკოსებს, მოკლედ ყველა, ვისაც სერიოზული გავლენა აქვს დღევანდელი მსოფლიოს ეკონომიკის არქიტექტურაზე იქაა.

წლევანდელი კონფერენციის მთავარი თემა "მეოთხე ინდუსტრიული რევოლუციაა", რომელიც საერთოდ ახალი ეკონომიკური წესრიგის ფორმირებას მოახდენს მსოფლიოში. ტექნოლოგიური ნახტომი, რომელსაც ამ ეტაპზე გადის კაცობრიობა და ჩვენი ცივილიზაცია, სერიოზულ გავლენას უკვე ახდენს და მოახდენს ეკონომიკურ და სოციალურ დღის წესრიგზე.

წამყვანი ეკონომისტები, ყველა მხრიდან (მარცხენა/მარჯვენა) დებენ ათასგვარ ანალიზს თუ რა გავლენა შეიძლება იქონიოს ამ პროცესებმა უთანასწორობაზე.

კონფერენციის ცენტრალური კითხვა ასეთია: როგორ გარდაქმნის მეოთხე ინდუსტრიული რევოლუცია ინდუსტრიის სექტორებს, ჯანდაცვას. რა გავლენას მოახდენს მობილობაზე, ფინანსურ სერვისებზე და განათლებაზე? როგორ უნდა შევძლოთ ტექნოლოგიური განვითარება ისე, რომ ამან ხელი შეუწყოს ინკლუზიურ ეკონომიკურ ზრდას (ანუ მარტო მაღალი ფენის გამდიდრებას და დაბალის გაღარიბებას არა) და უზრუნველყოს შემოსავლების უთანასწორობის შემცირება? როგორ უნდა უზრუნველყოს მეცნიერულმა და ტექნოლოგიურმა გარღვევებმა საჯარო სიკეთეების უფრო მეტი განვითარება, როგორიცაა საჯარო განათლება (public education), საჯარო ჯანდაცვა (public healthcare) და ა.შ. და რა როლი აქვს ამ ყველაფერში სახელმწიფო აპარატს, როგორც საზოგადოების უმნიშვნელოვანეს ინსტრუმენტს საჯარო სიკეთეების და სერვისების შექმნის.

გუგლში ქართულად დავსერჩე, ვიფიქრე ვნახავ ქართველი ექსპერტები, მეცნიერები, საუნივერსიტეტო პროფესურა, სამოქალაქო აქტივისტები, მედია გამოცემები როგორ წერენ, რას წერენ, რა კუთხიდან აფასებენ და ა.შ.

მხოლოდ ის ვნახე რომ პრემიერ-მინისტრი დავოსზე გამოვა. არანაირი ანალიზი, არანაირი შეხედულებები. საერთოდ მოწყვეტილი ვართ გლობალურად მიმდინარე მსჯელობებს.

ესაა ტრაგედია. კატასტროფა. სირცხვილი ყველა უნივერსიტეტს.

აზრის კრიზისია ქვეყანაში.

სამარცხვინოა!

(c) მათე გაბიცინაშვილი

"თქვენ მამა წამართვით და ამას არასდროს გაპატიებთ!" - მოკლული ნოდარ ცხადაძის შვილი ბრალდებულ ბექა კვიციანის მშობლებს მიმართავს

"ტვინის გამომრეცხავი რუსული არხების მაგივრად ჩაგვირთეთ "პალიტრანიუსი"  - რას სთხოვს ოქრუაშვილი წულუკიანს ციხიდან

"აუ,  როგორ არ მინდა, ჩემი დაქალების ინბოქსები ამოგიყარო, თუ ჩემს შეხებას არ შეეშვები" - რატომ ემუქრება თიკა ჯამბურია პროდიუსერ დავით იმედაშვილს