კრასნოიარსკში მამაკაცმა ვალების გამო ოჯახის წევრები დახოცა და თავი მოიკლა

კრასნოიარსკში მამაკაცმა ვალების გამო ოჯახის წევრები დახოცა და თავი მოიკლა

კრასნოიარსკის მხარეში მამაკაცმა ვალების გამო ოჯახის წევრები დახოცა და თავი მოიკლა. "რია ნოვოსტის" ინფორმაციით, შემთხვევა ქალაქ არტემოვსკში მოხდა. გარდაცვლილები მამაკაცის დედამ აღმოაჩინა, რომლის სატელეფონო ზარებსაც ოჯახის წევრები არ პასუხობდნენ. ის შვილის სახლში მივიდა, კარი შეამტვრია და ნახა, რომ მთელი ოჯახი გარდაცვლილი იყო.

წინასწარი ინფორმაციით, მამაკაცი ინდივიდუალური მეწარმე იყო, რომელიც ხის მასალებს აწარმოებდა და გააჩნდა საკრედიტო დავალიანებები, რომელთა გადახდასაც ვერ ახერხებდა. მან ჯერ ორივე შვილი დახოცა, შემდეგ მეუღლე და ბოლოს თავი მოიკლა.

დაწყებულია გამოძიება.

"ინტერპრესნიუსი"

9 წლის გოგონებს ერთი საათით "ათხოვებენ" - ჟურნალისტებმა ერაყში შემზარავი მასალა გადაიღეს

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა