პოლიტიკა
მსოფლიო
სამართალი

23

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის ოცდამეექვსე დღე დაიწყება 03:27-ზე, მთვარე ვერძშია – საკმაოდ რთული დღეა. თავი შეიკავეთ ყოველგვარი კონფლიქტისგან. არ დაიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ფულის ხარჯვას; ვაჭრობაში არ მოტყუვდეთ. კარგი დღეა სწავლისა და გამოცდის ჩასაბარებლად. მოერიდეთ სამსახურის, საქმიანობის შეცვლას. უფროსთან კამათს. მგზავრობა და მივლინება სხვა დღისთვის გადადეთ. კარგია მსუბუქი ვარჯიში; საოჯახო საქმეების შესრულება. მოერიდეთ ხორციან კერძებს. სასურველია თევზისა და ბოსტნეულის. თავი შეიკავეთ მოწევისა და ალკოჰოლისგან. თავის ტკივილი რომ აირიდოთ, არ გადაიღალოთ გონებრივი სამუშაოთი. მოერიდეთ დიდხანს კითხვასა და ტელევიზორის ყურებას.
საზოგადოება
Faceამბები
სამხედრო
მოზაიკა
მეცნიერება
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ყაზტრანსგაზ-თბილისის" ადმინისტრაცია განცხადებას ავრცელებს
"ყაზტრანსგაზ-თბილისის" ადმინისტრაცია განცხადებას ავრცელებს

"ყა­ზტრანსგაზ-თბი­ლი­სის" ად­მი­ნის­ტრა­ცია "ბიზ­ნეს კუ­რი­ერ­ში" გა­სულ სი­უ­ჟეტს ეხ­მა­უ­რე­ბა. რო­გორც "ყა­ზტრანსგაზ-თბი­ლი­სის" ად­მი­ნის­ტრა­ცი­ის გან­ცხა­დე­ბა­შია ნათ­ქვა­მი, ტე­ლე­კომ­პა­ნია "რუს­თა­ვი 2"-ის ეთერ­ში, გა­და­ცე­მა - "ბიზ­ნეს კუ­რი­ე­რის" ერთ-ერთი სი­უ­ჟე­ტი და­ეთ­მო შპს "ყა­ზტრანსგაზ-თბი­ლი­სის" მიერ მი­ღე­ბუ­ლი გა­ზის აღ­რი­ცხვის, ტექ­ნი­კუ­რი და­ნა­კარ­გე­ბის და ფი­ნან­სუ­რი მაჩ­ვე­ნებ­ლე­ბის სა­კითხს.

"სი­უ­ჟეტ­ში გაჟ­ღე­რე­ბუ­ლი თე­მა­ტი­კის ანა­ლი­ზის შე­დე­გად დარ­წმუ­ნე­ბით შე­იძ­ლე­ბა ით­ქვას, რომ იგი მომ­ზა­დე­ბუ­ლია არა­კომ­პე­ტენ­ტუ­რი წყა­როს მიერ მი­წო­დე­ბულ ინ­ფორ­მა­ცი­ა­ზე დაყ­რდნო­ბით და წარ­მო­ად­გენს დაკ­ვე­თილ, მი­ზან­მი­მარ­თუ­ლი ცი­ლის­წა­მე­ბის შე­დე­გად შე­თი­თხნილ ბრალ­დე­ბას.

სა­კი­თხის უფრო ღრმად გარ­კვე­ვის და სა­ზო­გა­დო­ე­ბის შეც­დო­მა­ში შეყ­ვა­ნის მცდე­ლო­ბის აღ­კვე­თის მიზ­ნით, ვალ­დე­ბუ­ლად ვთვლით სი­უ­ჟეტ­ში გა­სულ ბრალ­დე­ბებს გავ­ცეთ კომ­პე­ტენ­ტუ­რი და რე­ა­ლო­ბის ამ­სახ­ვე­ლი პა­სუ­ხი.

დღე­ის მდგო­მა­რე­ო­ბით თბი­ლი­სის გაზ­მო­მა­რა­გე­ბა ხორ­ცი­ელ­დე­ბა სა­ქარ­თვე­ლოს გა­ზის ტრან­სპორ­ტი­რე­ბის კომ­პა­ნი­ის მა­გის­ტრა­ლუ­რი მა­ღა­ლი წნე­ვის გაზ­სა­დე­ნი­დან, გა­ზის მი­ღე­ბის ოთხი ძი­რი­თა­დი წერ­ტი­ლის და მათ­თან არ­სე­ბუ­ლი სა­თა­ვო გაზ­გა­მა­ნა­წი­ლე­ბე­ლი სად­გუ­რე­ბის (გგს) მეშ­ვე­ო­ბით (ნავ­თლუ­ღი, გლ­და­ნი, გა­ჩი­ა­ნი და დიდი დი­ღო­მი), რის შემ­დე­გაც გაზი ნა­წილ­დე­ბა კომ­პა­ნი­ის შიდა გგს-ბზე და გაზ­მა­რე­გუ­ლი­რე­ბელ პუნ­ქტებ­ზე.

გა­ზის მი­ღე­ბის ოთხი­ვე წერ­ტილ­ში (სა­თა­ვო სად­გუ­რებ­ზე) და­მონ­ტა­ჟე­ბუ­ლია გა­ზის აღ­რი­ცხვის კვან­ძე­ბი, რომ­ლე­ბიც და­მოწ­მე­ბუ­ლია სა­ქარ­თვე­ლოს სტან­დარ­ტი­ზა­ცი­ი­სა და მეტ­რო­ლო­გი­ის სა­ა­გენ­ტოს მიერ და და­ლუ­ქუ­ლია სა­გა­და­სა­ხა­დო უწყე­ბის და გა­ზის ტრან­სპორ­ტი­რე­ბის კომ­პა­ნი­ის სპე­ცი­ა­ლუ­რი ლუ­ქე­ბით. სა­თა­ვო მრი­ცხვე­ლე­ბი გან­თავ­სე­ბუ­ლია სა­ხელ­მწი­ფოს მიერ და­ცულ ტე­რი­ტო­რი­ა­ზე. აღ­რი­ცხვის კვან­ძე­ბის მეშ­ვე­ო­ბით აღი­რი­ცხე­ბა ქ. თბი­ლი­სის მიერ მი­ღე­ბუ­ლი გა­ზის რა­ო­დე­ნო­ბა, რის სა­ფუძ­ველ­ზეც ყო­ველ­თვი­უ­რად ხორ­ცი­ელ­დე­ბა გა­ზის მომ­წო­დე­ბელ­თან შე­სა­ბა­მი­სი ან­გა­რიშს­წო­რე­ბა. ქა­ლაქ­ში შე­მო­მა­ვა­ლი გაზი ნა­წილ­დე­ბა უშუ­ა­ლოდ სა­ცა­ლო მომ­ხმა­რებ­ლებ­ზე და სა­ქარ­თვე­ლოს მოქ­მე­დი კა­ნონ­მდებ­ლო­ბის თა­ნახ­მად მათ მიერ მი­ღე­ბუ­ლი გა­ზის აღ­რი­ცხვა ხორ­ცი­ელ­დე­ბა ინ­დი­ვი­დუ­ა­ლუ­რი მრი­ცხვე­ლე­ბის მეშ­ვე­ო­ბით (კერ­ძოდ, მო­სახ­ლე­ო­ბა­ში და კო­მუ­ნა­ლურ ობიქ­ტებ­ზე და­მონ­ტა­ჟე­ბუ­ლი თი­თო­ე­უ­ლი მრი­ცხვე­ლის მეშ­ვე­ო­ბით). გა­მომ­დი­ნა­რე აქე­დან, სი­უ­ჟეტ­ში მოხ­სე­ნი­ე­ბულ ე.წ. "სა­უბ­ნო მრი­ცხვე­ლებს" არა­ნა­ი­რი კავ­ში­რი არა აქვთ გა­ზის აღ­რი­ცხვის სა­კი­თხთან.

აქვე უნდა აღი­ნიშ­ნოს, რომ ქა­ლა­ქის გაზ­გა­მა­ნა­წი­ლე­ბე­ლი ქსე­ლი წარ­მო­ად­გენს ჩა­კე­ტილ (დარ­გო­ლილ) სის­ტე­მას და მას­ში შე­მო­სუ­ლი გაზი მი­ე­წო­დე­ბა მხო­ლოდ სა­ცა­ლო მომ­ხმა­რებ­ლებს. გა­ზის ნა­კა­დის მი­მარ­თვა აღ­ნიშ­ნუ­ლი სის­ტე­მის გა­რეთ ტექ­ნი­კუ­რად შე­უძ­ლე­ბე­ლია, რად­გან ის აუ­ცი­ლებ­ლად აი­სა­ხე­ბა სა­ცა­ლო მომ­ხმა­რებ­ლე­ბის მრი­ცხვე­ლებ­ზე.

რაც შე­ე­ხე­ბა კომ­პა­ნი­ის ფი­ნან­სურ მაჩ­ვე­ნებ­ლებს, 2009 წლი­დან, მას შემ­დეგ რაც კომ­პა­ნია იმ­ყო­ფე­ბა სპე­ცი­ა­ლუ­რი მარ­თვის რე­ჟიმ­ში, სწო­რად შერ­ჩე­უ­ლი და და­გეგ­მი­ლი მე­ნე­ჯმენ­ტის შე­დე­გად და­ნა­კარ­გე­ბი შემ­ცირ­და 33%-დან 10%-მდე, მა­შინ როცა 2009 წელ­თან შე­და­რე­ბით 2015 წელს გა­ზის მი­ღე­ბა გაზ­რდი­ლია 70%-ით.

და­ნა­კარ­გე­ბის შემ­ცი­რე­ბის დი­ნა­მი­კა- 2007წ - 37,3%, 2008წ - 32,7%, 2009წ - 27,8%, 2010წ - 21,2%, 2011წ - 17,8%, 2012წ - 14,9%, 2013წ - 14,2%, 2014წ - 10,37%, 2015წ - 10,3%.

რაც შე­ე­ხე­ბა ყო­ფი­ლი გე­ნე­რა­ლუ­რი დი­რექ­ტო­რის, სან­ჟარ შო­კა­ტა­ე­ვის მიერ სი­უ­ჟეტ­ში გა­კე­თე­ბუ­ლი გან­ცხა­დე­ბა, თით­ქოს ყა­ზა­ხუ­რი მე­ნე­ჯმენ­ტის დროს კომ­პა­ნი­ას ქონ­და მო­გე­ბა, არ შე­ე­სა­ბა­მე­ბა სი­მარ­თლეს, რის დას­ტუ­რა­დაც წარ­მო­ვად­გენთ სა­ერ­თა­შო­რი­სო აუ­დი­ტო­რუ­ლი კომ­პა­ნია "იუაი სა­ქარ­თვე­ლოს" (EY) რო­მე­ლიც კომ­პა­ნი­ის აუ­დიტს აკე­თებს ყა­ზა­ხუ­რი მე­ნე­ჯმენ­ტის პე­რი­ო­დი­დან) ჩა­ტა­რე­ბუ­ლი აუ­დი­ტის დას­კვნე­ბი­დან მო­გე­ბა-ზა­რა­ლის ციფ­რებს წლე­ბად.

2006წ : - 25 721 206 ლარი, 2007წ: -57 795 240 ლარი, 2008წ: -70 390 468 ლარი, 2009წ: -59 855 483 ლარი, 2010წ: -27 777 050 ლარი, 2011წ: 8 075 967 ლარი, 2012წ: 3 144 937 ლარი, 2013წ: -5 861 352 ლარი, 2014წ: -14 068 838 ლარი

ყა­ზა­ხუ­რი მე­ნე­ჯმენ­ტის მიერ კომ­პა­ნი­ის მარ­თვის არც ერთ წელს კომ­პა­ნი­ას ფი­ნან­სუ­რი წელი მო­გე­ბით არ და­უს­რუ­ლე­ბია.

გარ­და ამი­სა, ხაზ­გას­მით უნდა აღი­ნიშ­ნოს, რომ სპეცმმარ­თვე­ლო­ბის პე­რი­ოდ­ში, კომ­პა­ნი­ამ გარ­და და­ნა­კარ­გე­ბის მაჩ­ვე­ნებ­ლის გა­უმ­ჯო­ბე­სე­ბი­სა, ყა­ზა­ხუ­რი მე­ნე­ჯმენ­ტის მიერ დაგ­რო­ვი­ლი ვა­ლე­ბი­დან და­ფა­რა 109 მი­ლი­ო­ნი ლარი, მათ შო­რის ფი­ნანსთა სა­მი­ნის­ტროს ვა­ლის ნა­წი­ლი, ისე რომ მიმ­დი­ნა­რე და­ვა­ლი­ა­ნე­ბა არ და­უგ­რო­ვე­ბია და არ აქვს ვა­და­გა­სუ­ლი ამო­სა­ღე­ბი დე­ბი­ტო­რუ­ლი და­ვა­ლი­ა­ნე­ბა.

მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია ის გა­რე­მო­ე­ბა, რომ სი­უ­ჟე­ტის ეთერ­ში გას­ვლამ­დე, კონ­კრე­ტუ­ლი სა­კი­თხე­ბის და­ზუს­ტე­ბის მიზ­ნით შპს "ყა­ზტრანსგაზ-თბი­ლი­სის­თვის" ოფი­ცი­ა­ლუ­რად წე­რი­ლო­ბით არ მო­უ­მარ­თავს ტე­ლე­კომ­პა­ნია "რუს­თა­ვი 2""-ის გა­და­ცე­მე­ბის "ბიზ­ნეს­კუ­რი­ე­რის" და "კუ­რი­ე­რის" არ­ცერთ ჟურ­ნა­ლისტს, რაც აჩენს სა­ფუძ­ვლი­ან ეჭვს ვი­ვა­რა­უ­დოთ, რომ სი­უ­ჟე­ტი მომ­ზა­დე­ბუ­ლია ტენ­დენ­ცი­უ­რად. მას­ში ასა­ხუ­ლი ფაქ­ტე­ბი არ შე­ე­სა­ბა­მე­ბა სი­ნამ­დვი­ლეს და ემ­სა­ხუ­რე­ბა არა კომ­პა­ნი­ა­ში არ­სე­ბუ­ლი რე­ა­ლუ­რი სი­ტუ­ა­ცი­ის გა­შუ­ქე­ბას, არა­მედ მი­მარ­თუ­ლია კომ­პა­ნი­ი­სა და მისი ყო­ფი­ლი, თუ ამ­ჟა­მინ­დე­ლი ხელ­მძღვა­ნე­ლო­ბის დის­კრე­დი­ტა­ცი­ის­კენ, რაც კა­ტე­გო­რი­უ­ლად მი­უ­ღე­ბე­ლია შპს "ყა­ზტრანსგაზ-თბი­ლი­სის­თვის"".

ამას­თან, შპს "ყა­ზტრანსგაზ-თბი­ლი­სი" მო­უ­წო­დებს ყვე­ლა მე­დი­ა­სა­შუ­ა­ლე­ბას, სა­კი­თხის კომ­პე­ტენ­ტუ­რი შეს­წავ­ლის გა­რე­შე თავი შე­ი­კა­ვონ ნე­ბის­მი­ე­რი ინ­ფორ­მა­ცი­ის გავ­რცე­ლე­ბი­სა­გან, რო­მე­ლიც და­კავ­ში­რე­ბუ­ლია დე­და­ქა­ლა­ქის გაზ­მო­მა­რა­გე­ბას­თან", -ნათ­ქვა­მია გან­ცხა­დე­ბა­ში.

"ინ­ტერპრეს­ნი­უ­სი"

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ჩრდილოეთ კორეის ახალმა სამხედრო ხომალდმა კატასტროფა განიცადა

"ყაზტრანსგაზ-თბილისის" ადმინისტრაცია განცხადებას ავრცელებს

"ყაზტრანსგაზ-თბილისის" ადმინისტრაცია განცხადებას ავრცელებს

"ყაზტრანსგაზ-თბილისის" ადმინისტრაცია "ბიზნეს კურიერში" გასულ სიუჟეტს ეხმაურება. როგორც "ყაზტრანსგაზ-თბილისის" ადმინისტრაციის განცხადებაშია ნათქვამი, ტელეკომპანია "რუსთავი 2"-ის ეთერში, გადაცემა - "ბიზნეს კურიერის" ერთ-ერთი სიუჟეტი დაეთმო შპს "ყაზტრანსგაზ-თბილისის" მიერ მიღებული გაზის აღრიცხვის, ტექნიკური დანაკარგების და ფინანსური მაჩვენებლების საკითხს.

"სიუჟეტში გაჟღერებული თემატიკის ანალიზის შედეგად დარწმუნებით შეიძლება ითქვას, რომ იგი მომზადებულია არაკომპეტენტური წყაროს მიერ მიწოდებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით და წარმოადგენს დაკვეთილ, მიზანმიმართული ცილისწამების შედეგად შეთითხნილ ბრალდებას.

საკითხის უფრო ღრმად გარკვევის და საზოგადოების შეცდომაში შეყვანის მცდელობის აღკვეთის მიზნით, ვალდებულად ვთვლით სიუჟეტში გასულ ბრალდებებს გავცეთ კომპეტენტური და რეალობის ამსახველი პასუხი.

დღეის მდგომარეობით თბილისის გაზმომარაგება ხორციელდება საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანიის მაგისტრალური მაღალი წნევის გაზსადენიდან, გაზის მიღების ოთხი ძირითადი წერტილის და მათთან არსებული სათავო გაზგამანაწილებელი სადგურების (გგს) მეშვეობით (ნავთლუღი, გლდანი, გაჩიანი და დიდი დიღომი), რის შემდეგაც გაზი ნაწილდება კომპანიის შიდა გგს-ბზე და გაზმარეგულირებელ პუნქტებზე.

გაზის მიღების ოთხივე წერტილში (სათავო სადგურებზე) დამონტაჟებულია გაზის აღრიცხვის კვანძები, რომლებიც დამოწმებულია საქართველოს სტანდარტიზაციისა და მეტროლოგიის სააგენტოს მიერ და დალუქულია საგადასახადო უწყების და გაზის ტრანსპორტირების კომპანიის სპეციალური ლუქებით. სათავო მრიცხველები განთავსებულია სახელმწიფოს მიერ დაცულ ტერიტორიაზე. აღრიცხვის კვანძების მეშვეობით აღირიცხება ქ. თბილისის მიერ მიღებული გაზის რაოდენობა, რის საფუძველზეც ყოველთვიურად ხორციელდება გაზის მომწოდებელთან შესაბამისი ანგარიშსწორება. ქალაქში შემომავალი გაზი ნაწილდება უშუალოდ საცალო მომხმარებლებზე და საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის თანახმად მათ მიერ მიღებული გაზის აღრიცხვა ხორციელდება ინდივიდუალური მრიცხველების მეშვეობით (კერძოდ, მოსახლეობაში და კომუნალურ ობიქტებზე დამონტაჟებული თითოეული მრიცხველის მეშვეობით). გამომდინარე აქედან, სიუჟეტში მოხსენიებულ ე.წ. "საუბნო მრიცხველებს" არანაირი კავშირი არა აქვთ გაზის აღრიცხვის საკითხთან.

აქვე უნდა აღინიშნოს, რომ ქალაქის გაზგამანაწილებელი ქსელი წარმოადგენს ჩაკეტილ (დარგოლილ) სისტემას და მასში შემოსული გაზი მიეწოდება მხოლოდ საცალო მომხმარებლებს. გაზის ნაკადის მიმართვა აღნიშნული სისტემის გარეთ ტექნიკურად შეუძლებელია, რადგან ის აუცილებლად აისახება საცალო მომხმარებლების მრიცხველებზე.

რაც შეეხება კომპანიის ფინანსურ მაჩვენებლებს, 2009 წლიდან, მას შემდეგ რაც კომპანია იმყოფება სპეციალური მართვის რეჟიმში, სწორად შერჩეული და დაგეგმილი მენეჯმენტის შედეგად დანაკარგები შემცირდა 33%-დან 10%-მდე, მაშინ როცა 2009 წელთან შედარებით 2015 წელს გაზის მიღება გაზრდილია 70%-ით.

დანაკარგების შემცირების დინამიკა- 2007წ - 37,3%, 2008წ - 32,7%, 2009წ - 27,8%, 2010წ - 21,2%, 2011წ - 17,8%, 2012წ - 14,9%, 2013წ - 14,2%, 2014წ - 10,37%, 2015წ - 10,3%.

რაც შეეხება ყოფილი გენერალური დირექტორის, სანჟარ შოკატაევის მიერ სიუჟეტში გაკეთებული განცხადება, თითქოს ყაზახური მენეჯმენტის დროს კომპანიას ქონდა მოგება, არ შეესაბამება სიმართლეს, რის დასტურადაც წარმოვადგენთ საერთაშორისო აუდიტორული კომპანია "იუაი საქართველოს" (EY) რომელიც კომპანიის აუდიტს აკეთებს ყაზახური მენეჯმენტის პერიოდიდან) ჩატარებული აუდიტის დასკვნებიდან მოგება-ზარალის ციფრებს წლებად.

2006წ : - 25 721 206 ლარი, 2007წ: -57 795 240 ლარი, 2008წ: -70 390 468 ლარი, 2009წ: -59 855 483 ლარი, 2010წ: -27 777 050 ლარი, 2011წ: 8 075 967 ლარი, 2012წ: 3 144 937 ლარი, 2013წ: -5 861 352 ლარი, 2014წ: -14 068 838 ლარი

ყაზახური მენეჯმენტის მიერ კომპანიის მართვის არც ერთ წელს კომპანიას ფინანსური წელი მოგებით არ დაუსრულებია.

გარდა ამისა, ხაზგასმით უნდა აღინიშნოს, რომ სპეცმმართველობის პერიოდში, კომპანიამ გარდა დანაკარგების მაჩვენებლის გაუმჯობესებისა, ყაზახური მენეჯმენტის მიერ დაგროვილი ვალებიდან დაფარა 109 მილიონი ლარი, მათ შორის ფინანსთა სამინისტროს ვალის ნაწილი, ისე რომ მიმდინარე დავალიანება არ დაუგროვებია და არ აქვს ვადაგასული ამოსაღები დებიტორული დავალიანება.

მნიშვნელოვანია ის გარემოება, რომ სიუჟეტის ეთერში გასვლამდე, კონკრეტული საკითხების დაზუსტების მიზნით შპს "ყაზტრანსგაზ-თბილისისთვის" ოფიციალურად წერილობით არ მოუმართავს ტელეკომპანია ,,რუსთავი 2""-ის გადაცემების "ბიზნესკურიერის" და "კურიერის" არცერთ ჟურნალისტს, რაც აჩენს საფუძვლიან ეჭვს ვივარაუდოთ, რომ სიუჟეტი მომზადებულია ტენდენციურად. მასში ასახული ფაქტები არ შეესაბამება სინამდვილეს და ემსახურება არა კომპანიაში არსებული რეალური სიტუაციის გაშუქებას, არამედ მიმართულია კომპანიისა და მისი ყოფილი, თუ ამჟამინდელი ხელმძღვანელობის დისკრედიტაციისკენ, რაც კატეგორიულად მიუღებელია შპს "ყაზტრანსგაზ-თბილისისთვის"".

ამასთან, შპს "ყაზტრანსგაზ-თბილისი" მოუწოდებს ყველა მედიასაშუალებას, საკითხის კომპეტენტური შესწავლის გარეშე თავი შეიკავონ ნებისმიერი ინფორმაციის გავრცელებისაგან, რომელიც დაკავშირებულია დედაქალაქის გაზმომარაგებასთან", -ნათქვამია განცხადებაში.

"ინტერპრესნიუსი"

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია