პოლიტიკა

10

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

მთვარის მეთექვსმეტე დღე დაიწყება 23:24-ზე, მთვარე მშვილდოსანშია – შეინარჩუნეთ ბალანსი. კარგია ვარჯიში. სასარგებლოა ყველაფრის გაწმენდა, მოწესრიგება. დაასრულეთ დაუსრულებელი დავალებები. კარგია მიღწეული პოზიციების გაძლიერება. უფროსებმა არ მოსთხოვოთ ზედმეტ მიღწევები ქვეშევრდომებს. გადადეთ სერიოზული საქმეები. მოერიდეთ აურზაურსა და სტრესს. ყურადღება მიაქციეთ თქვენი სამუშაო ადგილის კომფორტულ მოწყობას. დაკავდით შემოქმედებით, მუსიკით და პოეზიით. არ არის რეკომენდებული ცხოველური საკვების, სოკოსა და პარკოსნების მიღება.
სამხედრო
Faceამბები
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ირაკლი შოთაძის განცხადებით, ბინაში, სადაც ცხედარი აღმოაჩინეს, ქირიასა და კუჭავას გარდა მკვლელობის მომენტში არავინ ყოფილა
ირაკლი შოთაძის განცხადებით, ბინაში, სადაც ცხედარი აღმოაჩინეს, ქირიასა და კუჭავას გარდა მკვლელობის მომენტში არავინ ყოფილა

მთა­ვა­რი პრო­კუ­რო­რის ირაკ­ლი შო­თა­ძის გან­ცხა­დე­ბით, მო­პო­ვე­ბუ­ლი მტკი­ცე­ბუ­ლე­ბე­ბით დგინ­დე­ბა, რომ ქავ­თა­რა­ძის ქუ­ჩა­ზე, სა­დაც პრო­კუ­რო­რის ცხე­და­რი აღ­მო­ა­ჩი­ნეს, ვახ­ტანგ ქი­რი­ა­სა და ბი­ძი­ნა კუ­ჭა­ვას გარ­და მკვლე­ლო­ბის მო­მენ­ტში არა­ვინ ყო­ფი­ლა. ამის შე­სა­ხებ შო­თა­ძემ ჟურ­ნა­ლის­ტებს ზუგ­დიდ­ში გა­ნუ­ცხა­და, სა­დაც მოკ­ლუ­ლი პრო­კუ­რო­რის დაკ­რძალ­ვა­ზე იმ­ყო­ფე­ბო­და.

"ქი­რი­ას მან­ქა­ნის ძებ­ნა მიმ­დი­ნა­რე­ობ­და ამ დღე­ე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში. ეს მან­ქა­ნა გა­ცი­ლე­ბით მო­შო­რე­ბით იყო შემ­თხვე­ვის ად­გი­ლი­დან, შე­სა­ბა­მი­სად, სწო­რედ ამი­ტომ გა­ჭირ­და ავ­ტო­მო­ბი­ლის პოვ­ნა შემ­ჭიდ­რო­ე­ბულ ვა­დებ­ში. თუმ­ცა, მთა­ვა­რია, რომ ეს მან­ქა­ნა ნა­პოვ­ნია, მოხ­და მისი დათ­ვა­ლი­ე­რე­ბა. მან­ქა­ნი­დან ამო­ღე­ბუ­ლია შე­სა­ბა­მი­სი ნი­მუ­შე­ბი და და­ნიშ­ნუ­ლია ექ­სპერ­ტი­ზე­ბი. არ­სე­ბობს ვერ­სია, რომ ტე­ლე­ფო­ნი რუს­თავ­ში და­აგ­დეს კვა­ლის არე­ვის მიზ­ნით, სხვა დე­ტა­ლებ­ზე სა­ზო­გა­დო­ე­ბას და­მა­ტე­ბით მო­ვახ­სე­ნებთ. ცნო­ბი­ლია, ვის მიერ იქნა ნა­პოვ­ნი ტე­ლე­ფო­ნი და ეს ადა­მი­ა­ნი და­ი­კი­თხა. ბი­ნის მე­პატ­რო­ნის­გან ბი­ძი­ნა კუ­ჭა­ვამ ბინა იქი­რა­ვა რამ­დე­ნი­მე დღით, მე­პატ­რო­ნეს იგი გა­ეც­ნო სხვა სა­ხე­ლით და გვა­რით და მათ შო­რის ურ­თი­ერ­თო­ბა შე­მო­ი­ფარ­გლე­ბო­და მხო­ლოდ ბი­ნის და­ქი­რა­ვე­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი სა­კი­თხე­ბით. ბი­ნის მე­პატ­რო­ნემ ამო­იც­ნო ბი­ძი­ნა კუ­ჭა­ვა, რო­გორც ადა­მი­ა­ნი, რო­მელ­მაც მის­გან იქი­რა­ვა ბინა. ამ ადა­მი­ან­მა არ იცო­და, რომ სხვი­სი პი­რა­დო­ბის მოწ­მო­ბა აჩ­ვე­ნა. ეს პი­რა­დო­ბა ჩვენ არ გვაქვს ამო­ღე­ბუ­ლი, ეს ვი­ცით ზე­პირ­სი­ტყვი­ე­რად", - გა­ნა­ცხა­და შო­თა­ძემ.

მისი თქმით, ბი­ძი­ნა კუ­ჭა­ვას ჯი­ბე­ში ჰქონ­და, ვახ­ტანგ (პა­ა­ტა) ქი­რი­ას მან­ქა­ნის ტექ­ნი­კუ­რი პას­პორ­ტი. "პა­სუ­ხის გა­ცე­მა, კი­თხვა­ზე რა­ტომ ჰქონ­და ჯი­ბე­ში და რა­ტომ არ გა­და­აგ­დო, და­ა­ვი­წყდა თუ სხვა მი­ზე­ზით ინა­ხავ­და მას, შე­ეძ­ლო ბი­ძი­ნა კუ­ჭა­ვას", - გა­ნა­ცხა­და შო­თა­ძემ.

მისი გან­მარ­ტე­ბით, ამ ეტაპ­ზე მო­პო­ვე­ბუ­ლი მტკი­ცე­ბუ­ლე­ბე­ბით, დგინ­დე­ბა რომ ბი­ძი­ნა კუ­ჭა­ვა მის მიერ და­ქი­რა­ვე­ბულ ბი­ნა­ში, და­ნა­შა­უ­ლის ჩა­დე­ნის დროს, იყო მარ­ტო. "მის და ვახ­ტანგ ქი­რი­ას გარ­და, სხვა ადა­მი­ა­ნის ბი­ნა­ში ყოფ­ნა არ დას­ტურ­დე­ბა. ლო­გი­კუ­რად შე­მიძ­ლია ვიმ­სჯე­ლო, რომ ვი­ნა­ი­დან ამ ადა­მი­ა­ნებს აკავ­ში­რებ­დათ ნა­თე­სა­ვუ­რი და ახ­ლობ­ლუ­რი ურ­თი­ერ­თო­ბა, რა­საც არა­ნა­ი­რი შემ­ხებ­ლო­ბა არ ჰქონ­და ქი­რი­ას პრო­კუ­რა­ტუ­რა­ში საქ­მი­ა­ნო­ბას­თან, შე­იძ­ლე­ბა ით­ქვას, რომ მო­ტი­ვი არ უნდა იყოს და­კავ­ში­რე­ბუ­ლი ვახ­ტანგ ქი­რი­ას სამ­სა­ხუ­რებ­რივ საქ­მი­ა­ნო­ბას­თან", - გა­ნა­ცხა­და ირაკ­ლი შო­თა­ძემ.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
უკონტროლო ვითარება ლოს-ანჯელესის ქუჩებში - პოლიციასა და მომიტინგეებს შორის შეტაკებები გრძელდება

ირაკლი შოთაძის განცხადებით, ბინაში, სადაც ცხედარი აღმოაჩინეს, ქირიასა და კუჭავას გარდა მკვლელობის მომენტში არავინ ყოფილა

ირაკლი შოთაძის განცხადებით, ბინაში, სადაც ცხედარი აღმოაჩინეს, ქირიასა და კუჭავას გარდა მკვლელობის მომენტში არავინ ყოფილა

მთავარი პროკურორის ირაკლი შოთაძის განცხადებით, მოპოვებული მტკიცებულებებით დგინდება, რომ ქავთარაძის ქუჩაზე, სადაც პროკურორის ცხედარი აღმოაჩინეს, ვახტანგ ქირიასა და ბიძინა კუჭავას გარდა მკვლელობის მომენტში არავინ ყოფილა. ამის შესახებ შოთაძემ ჟურნალისტებს ზუგდიდში განუცხადა, სადაც მოკლული პროკურორის დაკრძალვაზე იმყოფებოდა.

"ქირიას მანქანის ძებნა მიმდინარეობდა ამ დღეების განმავლობაში. ეს მანქანა გაცილებით მოშორებით იყო შემთხვევის ადგილიდან, შესაბამისად, სწორედ ამიტომ გაჭირდა ავტომობილის პოვნა შემჭიდროებულ ვადებში. თუმცა, მთავარია, რომ ეს მანქანა ნაპოვნია, მოხდა მისი დათვალიერება. მანქანიდან ამოღებულია შესაბამისი ნიმუშები და დანიშნულია ექსპერტიზები. არსებობს ვერსია, რომ ტელეფონი რუსთავში დააგდეს კვალის არევის მიზნით, სხვა დეტალებზე საზოგადოებას დამატებით მოვახსენებთ. ცნობილია, ვის მიერ იქნა ნაპოვნი ტელეფონი და ეს ადამიანი დაიკითხა. ბინის მეპატრონისგან ბიძინა კუჭავამ ბინა იქირავა რამდენიმე დღით, მეპატრონეს იგი გაეცნო სხვა სახელით და გვარით და მათ შორის ურთიერთობა შემოიფარგლებოდა მხოლოდ ბინის დაქირავებასთან დაკავშირებული საკითხებით. ბინის მეპატრონემ ამოიცნო ბიძინა კუჭავა, როგორც ადამიანი, რომელმაც მისგან იქირავა ბინა. ამ ადამიანმა არ იცოდა, რომ სხვისი პირადობის მოწმობა აჩვენა. ეს პირადობა ჩვენ არ გვაქვს ამოღებული, ეს ვიცით ზეპირსიტყვიერად", - განაცხადა შოთაძემ.

მისი თქმით, ბიძინა კუჭავას ჯიბეში ჰქონდა, ვახტანგ (პაატა) ქირიას მანქანის ტექნიკური პასპორტი. "პასუხის გაცემა, კითხვაზე რატომ ჰქონდა ჯიბეში და რატომ არ გადააგდო, დაავიწყდა თუ სხვა მიზეზით ინახავდა მას, შეეძლო ბიძინა კუჭავას", - განაცხადა შოთაძემ.

მისი განმარტებით, ამ ეტაპზე მოპოვებული მტკიცებულებებით, დგინდება რომ ბიძინა კუჭავა მის მიერ დაქირავებულ ბინაში, დანაშაულის ჩადენის დროს, იყო მარტო. "მის და ვახტანგ ქირიას გარდა, სხვა ადამიანის ბინაში ყოფნა არ დასტურდება. ლოგიკურად შემიძლია ვიმსჯელო, რომ ვინაიდან ამ ადამიანებს აკავშირებდათ ნათესავური და ახლობლური ურთიერთობა, რასაც არანაირი შემხებლობა არ ჰქონდა ქირიას პროკურატურაში საქმიანობასთან, შეიძლება ითქვას, რომ მოტივი არ უნდა იყოს დაკავშირებული ვახტანგ ქირიას სამსახურებრივ საქმიანობასთან", - განაცხადა ირაკლი შოთაძემ.

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ