საზოგადოება
მსოფლიო
პოლიტიკა

4

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის მეათე დღე დაიწყება 16:04-ზე, მთვარე მორიელში გადავა 13:33-ზე – გააუმჯობესეთ ოჯახური ურთიერთობები, აღადგინეთ ოჯახური ტრადიციები. კარგია სახლის აშენება ან გარემონტება. რეკომენდებულია საოჯახო ბიზნესის დაწყება. ოჯახთან დაკავშირებული ფინანსური საკითხების მოგვარება. მოლაპარაკებების წარმოება, კონტაქტების დამყარება. გააძლიერეთ კავშირები. ჩაერთეთ შემოქმედებით და ინტელექტუალურ საქმიანობაში. ფრთხილად იყავით ემოციებთან. ხელსაყრელი დღეა რთული პრობლემების გადასაჭრელად. კარგია ჭურჭლისა და სარეცხის გარეცხვა. მორწყეთ მცენარეები.
სამართალი
სამხედრო
მეცნიერება
მოზაიკა
კონფლიქტები
Faceამბები
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"მე დღეს მიშა მესხი ვარ!!!" - რას წერენ "ფეისბუქზე" ცნობილი სახეები მსახიობზე გავრცელებული ვიდეოს შესახებ
"მე დღეს მიშა მესხი ვარ!!!" - რას წერენ "ფეისბუქზე" ცნობილი სახეები მსახიობზე გავრცელებული ვიდეოს შესახებ

უკ­რა­ი­ნულ სა­ი­ტებ­ზე გავ­რცე­ლე­ბულ ვი­დე­ო­მა­სა­ლას, რო­მელ­ზეც ასა­ხუ­ლია, ნარ­კო­ტი­კუ­ლი ზე­მოქ­მე­დე­ბის ქვეშ მყო­ფი მსა­ხი­ო­ბი მიშა მეს­ხი და მისი მე­გო­ბა­რი, ქარ­თვე­ლი ცნო­ბი­ლი სა­ხე­ე­ბის მწვა­ვე გა­მოხ­მა­უ­რე­ბა მოჰ­ყვა. აი, რას წე­რენ ცნო­ბი­ლე­ბი "ფე­ის­ბუ­ქის" პი­რად გვერ­დებ­ზე:

ნა­ნუ­კა ჟორ­ჟო­ლი­ა­ნი

"ადა­მი­ა­ნი, რო­მე­ლიც მო­იხ­მარს ნარ­კო­ტიკს, არის ავად­მყო­ფი და არა კრი­მი­ნა­ლი. ავად­მყო­ფებს კი, რო­გორც ვიცი არ ლან­ძღა­ვენ. მკურ­ნა­ლო­ბენ მათ. ვერ ვი­გებ რა უფრო ცუ­დია: ის, რაც და­ე­მარ­თათ, თუ სა­ზო­გა­დო­ე­ბის ის­ტე­რი­უ­ლი რე­აქ­ცია"

ნიკა გვა­რა­მია

"მიშა მეს­ხის ვი­დე­ოს გა­და­ღე­ბის და გავ­რცე­ლე­ბის ფაქ­ტი არის სა­მარ­ცხვი­ნო. ამ ვი­დე­ო­ში მო­ღა­და­ვე ექი­მე­ბი და პო­ლი­ცი­ე­ლე­ბი - ათ­ჯერ უფრო სა­მარ­ცხვი­ნო.

მიშა მეს­ხი შე­იძ­ლე­ბა არ­ცხვენს თა­ვის ერს (მე არ ვგრძნობ თავს შერ­ცხვე­ნი­ლად, მაგ­რამ და­ვუშ­ვათ), მაგ­რამ ამ ვი­დე­ოს გა­დამ­ღე­ბი, ამ ფორ­მით (სა­ხე­ე­ბის დაბ­ლარ­ვის გა­რე­შე), გამ­სა­ჯა­რო­ე­ბე­ლი და გან­სა­კუთ­რე­ბით და­კა­ვე­ბულ­ზე/ავად­მყოფ­ზე მო­ღა­და­ვე პო­ლი­ცია და სა­მე­დი­ცი­ნო პერ­სო­ნა­ლი (ზუს­ტად ეგე­ნი არი­ან ერის სახე და არა ნარ­კო­მა­ნი) პირ­და­პირ მე­ტყვე­ლე­ბენ სა­კუ­თა­რი სა­ზო­გა­დო­ე­ბის ჩა­მორ­ჩე­ნი­ლო­ბა­ზე".

ია ფა­რუ­ლა­ვა

"ეს რა "ჟი­ვუ­ჩი " ვინ­მეა....... მიშა მეს­ხი - ბევ­რს ასე­თი ბედი არა აქა აქვს. ერთხე­ლაც იქ­ნე­ბა და წა­ი­ღებს წე­რილს თუ აზ­რზე არ მო­ვი­და... ნამ­დვი­ლად ნი­ჭი­ე­რია და ნამ­დვი­ლი კო­ლო­რი­ტია, მაგ­რამ მა­საც მალე დავ­კარ­გავთ თუ თავს არ უშ­ვე­ლა"...

ნიკა ქავ­თა­რა­ძე

"ეკო­ნო­მი­კა თავ­ზე დაგ­ვენგრა, ლარი კვდე­ბა და ყვე­ლა მა­ინც იმა­ზე ვქოთ­ქო­თებთ, მიშა მესხს რომ ნარ­კო­ტი­კე­ბი უყ­ვარს. სომ­ხებ­მა "ყვა­ვი­ლე­ბის ქვე­ყა­ნა" რომ მი­ით­ვი­სეს - ეს გა­და­ვი­ტა­ნეთ იმე­დია".

თა­მარ ჩერ­გო­ლე­იშ­ვი­ლი

1. ნარ­კო­მა­ნია, ლო­თო­ბა ავად­მყო­ფო­ბა არ არის - ცხოვ­რე­ბი­სე­უ­ლი არ­ჩე­ვა­ნია, რო­მე­ლიც შე­საძ­ლოა ცუდი შე­დე­გით (ავად­მყო­ფო­ბით და სიკ­ვდი­ლით) დას­რულ­დეს. ავად­მყო­ფო­ბა არის ლე­ი­კე­მია, კიბო, შიდსი ეტს.

2. ქმე­დუ­ნა­რი­ან ადა­მი­ა­ნებს უნდა ჰქონ­დეთ უფ­ლე­ბა, თა­ვის თავს ის და­უ­შა­ვონ, რისი ხო­შიც აქვთ - თუ სხვას არ აყე­ნე­ბენ ზი­ანს.

3. პო­ლი­ცია, სა­ჯა­რო სივ­რცე­ში მუ­შა­ო­ბი­სას, რას გა­და­ი­ღებს და გა­უშ­ვებს მისი გა­და­სა­წყვე­ტია, თუ საქ­მე არას­რულ­წლო­ვანს არ ეხე­ბა.

4. და­წყნარ­დით. ტე­ლე­ვი­ზორ­ში თუ არ ნა­ხეთ, ისე არ იცით, რომ ნარ­კო­ტი­კე­ბის მომ­ხმა­რებ­ლე­ბი არ­სე­ბო­ბენ? ბო­უ­ის რომ ტი­რო­დით ნა­ხე­ვა­რი ფე­ის­ბუ­ქი, რა გგო­ნი­ათ, რამ­დე­ნი კილო კო­კა­ი­ნი შე­უშ­ვა ცხვირ­ში, სა­ნამ მოკ­ვდე­ბო­და?

P.S. მე-5 პუნ­ქტს და­ვა­მა­ტებ - იმის მტკი­ცე­ბა, რომ მიშა მეს­ხმა "სა­ქარ­თვე­ლო შე­არ­ცხვი­ნა" არის სრუ­ლი იდი­ო­ტიზ­მი. ვი­ღა­ცის ინ­დი­ვი­დუ­ა­ლუ­რი არ­ჩე­ვა­ნი (თუ ხალ­ხის მიერ არ­ჩე­უ­ლი თა­ნამ­დე­ბო­ბის პირი არ არის), არ შე­იძ­ლე­ბა მე, ან რო­მე­ლი­მე ჩემს თა­ნა­მო­ქა­ლა­ქეს არ­ცხვენ­დეს.

ბი­ძი­ნას გამო შე­იძ­ლე­ბა შეგ­ვრცხვეს - ჩვენ ავირ­ჩი­ეთ და ვთხო­ვეთ ქვე­ყა­ნა ემარ­თა, აი მიშა მეს­ხი რას იზამს - და­ი­კი­დეთ.

ირაკ­ლი ღლონ­ტი ("რე­ფორ­მა­ტო­რე­ბის" ლი­დე­რი)

"მიშა მეს­ხის ვი­დე­ოს გავ­რცე­ლე­ბა არ მი­მაჩ­ნია სწორ საქ­ცი­ე­ლად! მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ ჩემ­ში უკ­მა­ყო­ფი­ლე­ბა გა­მო­იწ­ვია მისი ამ მდგო­მა­რე­ო­ბა­ში ხილ­ვამ, ვფიქ­რობ, რომ ამ ადა­მი­ანს აქვს უფ­ლე­ბა თა­ვი­სი სე­ნის შე­სა­ხებ არ ვრცელ­დე­ბო­დეს ნი­უ­სე­ბი და თრო­ბის ქვეშ გა­და­ღე­ბულ კად­რებ­ზე არ ქი­ლი­კობ­დეს სა­ზო­გა­დო­ე­ბა. უფრო მეტი პა­ტი­ვის­ცე­მა გვმარ­თებს სა­კუ­თა­რი თა­ნა­მო­ქა­ლა­ქე­ე­ბის მი­მართ!"

გიგ­ლა თუ­მა­ნიშ­ვი­ლი ("რუს­თა­ვი 2"-ის ჟურ­ნა­ლის­ტი)

"რა­ტომ ამოხ­ტით ტრუ­სი­კე­ბი­დან მიშა მეს­ხის გამო? ადა­მი­ა­ნი არის ავად!!! მე დღეს მიშა მეს­ხი ვარ!!!"

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
საქართველოში ყოველთვიურ ხელფასს დაახლოებით მილიონი ადამიანი იღებს, აქედან უმეტესობას ხელფასი თვეში 1200 დან 2400 ლარამდე აქვს

"მე დღეს მიშა მესხი ვარ!!!" - რას წერენ "ფეისბუქზე" ცნობილი სახეები მსახიობზე გავრცელებული ვიდეოს შესახებ

"მე დღეს მიშა მესხი ვარ!!!" - რას წერენ "ფეისბუქზე" ცნობილი სახეები მსახიობზე გავრცელებული ვიდეოს შესახებ

უკრაინულ საიტებზე გავრცელებულ ვიდეომასალას, რომელზეც ასახულია, ნარკოტიკული ზემოქმედების ქვეშ მყოფი მსახიობი მიშა მესხი და მისი მეგობარი, ქართველი ცნობილი სახეების მწვავე გამოხმაურება მოჰყვა. აი, რას წერენ ცნობილები "ფეისბუქის" პირად გვერდებზე:

ნანუკა ჟორჟოლიანი

"ადამიანი, რომელიც მოიხმარს ნარკოტიკს, არის ავადმყოფი და არა კრიმინალი. ავადმყოფებს კი, როგორც ვიცი არ ლანძღავენ. მკურნალობენ მათ. ვერ ვიგებ რა უფრო ცუდია: ის, რაც დაემართათ, თუ საზოგადოების ისტერიული რეაქცია"

ნიკა გვარამია

"მიშა მესხის ვიდეოს გადაღების და გავრცელების ფაქტი არის სამარცხვინო. ამ ვიდეოში მოღადავე ექიმები და პოლიციელები - ათჯერ უფრო სამარცხვინო.

მიშა მესხი შეიძლება არცხვენს თავის ერს (მე არ ვგრძნობ თავს შერცხვენილად, მაგრამ დავუშვათ), მაგრამ ამ ვიდეოს გადამღები, ამ ფორმით (სახეების დაბლარვის გარეშე), გამსაჯაროებელი და განსაკუთრებით დაკავებულზე/ავადმყოფზე მოღადავე პოლიცია და სამედიცინო პერსონალი (ზუსტად ეგენი არიან ერის სახე და არა ნარკომანი) პირდაპირ მეტყველებენ საკუთარი საზოგადოების ჩამორჩენილობაზე".

ია ფარულავა

"ეს რა "ჟივუჩი " ვინმეა....... მიშა მესხი - ბევრს ასეთი ბედი არა აქა აქვს. ერთხელაც იქნება და წაიღებს წერილს თუ აზრზე არ მოვიდა... ნამდვილად ნიჭიერია და ნამდვილი კოლორიტია, მაგრამ მასაც მალე დავკარგავთ თუ თავს არ უშველა"...

ნიკა ქავთარაძე

"ეკონომიკა თავზე დაგვენგრა, ლარი კვდება და ყველა მაინც იმაზე ვქოთქოთებთ, მიშა მესხს რომ ნარკოტიკები უყვარს. სომხებმა "ყვავილების ქვეყანა" რომ მიითვისეს - ეს გადავიტანეთ იმედია".

თამარ ჩერგოლეიშვილი

1. ნარკომანია, ლოთობა ავადმყოფობა არ არის - ცხოვრებისეული არჩევანია, რომელიც შესაძლოა ცუდი შედეგით (ავადმყოფობით და სიკვდილით) დასრულდეს. ავადმყოფობა არის ლეიკემია, კიბო, შიდსი ეტს.

2. ქმედუნარიან ადამიანებს უნდა ჰქონდეთ უფლება, თავის თავს ის დაუშავონ, რისი ხოშიც აქვთ - თუ სხვას არ აყენებენ ზიანს.

3. პოლიცია, საჯარო სივრცეში მუშაობისას, რას გადაიღებს და გაუშვებს მისი გადასაწყვეტია, თუ საქმე არასრულწლოვანს არ ეხება.

4. დაწყნარდით. ტელევიზორში თუ არ ნახეთ, ისე არ იცით, რომ ნარკოტიკების მომხმარებლები არსებობენ? ბოუის რომ ტიროდით ნახევარი ფეისბუქი, რა გგონიათ, რამდენი კილო კოკაინი შეუშვა ცხვირში, სანამ მოკვდებოდა?

P.S. მე-5 პუნქტს დავამატებ - იმის მტკიცება, რომ მიშა მესხმა "საქართველო შეარცხვინა" არის სრული იდიოტიზმი. ვიღაცის ინდივიდუალური არჩევანი (თუ ხალხის მიერ არჩეული თანამდებობის პირი არ არის), არ შეიძლება მე, ან რომელიმე ჩემს თანამოქალაქეს არცხვენდეს.

ბიძინას გამო შეიძლება შეგვრცხვეს - ჩვენ ავირჩიეთ და ვთხოვეთ ქვეყანა ემართა, აი მიშა მესხი რას იზამს - დაიკიდეთ.

ირაკლი ღლონტი ("რეფორმატორების" ლიდერი)

"მიშა მესხის ვიდეოს გავრცელება არ მიმაჩნია სწორ საქციელად! მიუხედავად იმისა, რომ ჩემში უკმაყოფილება გამოიწვია მისი ამ მდგომარეობაში ხილვამ, ვფიქრობ, რომ ამ ადამიანს აქვს უფლება თავისი სენის შესახებ არ ვრცელდებოდეს ნიუსები და თრობის ქვეშ გადაღებულ კადრებზე არ ქილიკობდეს საზოგადოება. უფრო მეტი პატივისცემა გვმართებს საკუთარი თანამოქალაქეების მიმართ!"

გიგლა თუმანიშვილი ("რუსთავი 2"-ის ჟურნალისტი)

"რატომ ამოხტით ტრუსიკებიდან მიშა მესხის გამო? ადამიანი არის ავად!!! მე დღეს მიშა მესხი ვარ!!!"