სამართალი
პოლიტიკა
მსოფლიო
Faceამბები
სამხედრო
მოზაიკა
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ვინ იყო ახალდაოჯახებული წყვილი, რომლებიც თბილისში გაზის გაჟონვას ემსხვერპლნენ
ვინ იყო ახალდაოჯახებული წყვილი, რომლებიც თბილისში გაზის გაჟონვას ემსხვერპლნენ

21 იან­ვარს, ნა­ძა­ლა­დე­ვის რა­ი­ონ­ში მომ­ხდა­რი ტრა­გე­დი­ის შე­სა­ხებ გავ­რცელ­და ინ­ფორ­მა­ცია. ხორ­ნა­ბუ­ჯის ქუ­ჩა­ზე ახალ­გაზ­რდა ცოლ-ქმა­რი ბუ­ნებ­რი­ვი აი­რის გა­ჟონ­ვის შე­დე­გად გარ­და­იც­ვა­ლა. რო­გორც ირ­კვე­ვა, ახალ­და­ო­ჯა­ხე­ბუ­ლებს ბინა ნა­ქი­რა­ვე­ბი ჰქონ­დათ. მე­ზობ­ლებ­მა მას შემ­დეგ, რაც მათ­თან და­კავ­ში­რე­ბა ვერ მო­ა­ხერ­ხეს, სა­მაშ­ვე­ლო სამ­სა­ხუ­რი გა­მო­ი­ძა­ხეს. შემ­თხვე­ვის ად­გილ­ზე მი­სულ მაშ­ვე­ლებს ახალ­გაზ­რდა ცოლ-ქმა­რი გარ­დაც­ვლი­ლი დახ­ვდათ.

და­ღუ­პუ­ლი შო­რე­ნა აბუ­ლა­ძე იუს­ტი­ცი­ის სა­მი­ნის­ტროს თა­ნამ­შრო­მე­ლი იყო. სა­მი­ნის­ტროს ფე­ის­ბუ­ქის გვერ­დზე სამ­ძიმ­რის ტექ­სტი გავ­რცელ­და, სა­დაც ვკი­თხუ­ლობთ: "შო­რე­ნა აბუ­ლა­ძე 2009 წლის 25 ნო­ემ­ბრი­დან გა­დი­ო­და სტა­ჟი­რე­ბას აღ­სრუ­ლე­ბის ეროვ­ნულ ბი­უ­რო­ში. 2010 წლის 2 აგ­ვის­ტოს და­ი­ნიშ­ნა აღ­სრუ­ლე­ბის ეროვ­ნუ­ლი ბი­უ­როს ად­მი­ნის­ტრა­ცი­ის სა­ზო­გა­დო­ე­ბას­თან ურ­თი­ერ­თო­ბი­სა და მარ­კე­ტინ­გის გან­ყო­ფი­ლე­ბის სა­ტე­ლე­ფო­ნო კონ­სულ­ტან­ტის თა­ნამ­დე­ბო­ბა­ზე. 2014 წლის 8 მა­ი­სი­დან მუ­შა­ობ­და საქ­მის­წარ­მო­ე­ბი­სა და სა­ინ­ფორ­მა­ციო სამ­სა­ხუ­რის სა­ინ­ფორ­მა­ციო გან­ყო­ფი­ლე­ბის სა­ტე­ლე­ფო­ნო კონ­სულ­ტან­ტის თა­ნამ­დე­ბო­ბა­ზე.

იუს­ტი­ცი­ის სა­მი­ნის­ტრო სამ­ძი­მარს უცხა­დებს გარ­დაც­ვლი­ლე­ბის ოჯა­ხებ­სა და ახ­ლობ­ლებს" - წე­რია გან­ცხა­დე­ბა­ში.

27 წლის შო­რე­ნა აბუ­ლა­ძე და 32 წლის ზაზა ხუ­ხუ­ნა­იშ­ვი­ლი რამ­დე­ნი­მე თვის და­ქორ­წი­ნე­ბუ­ლე­ბი იყ­ვნენ. გარ­დაც­ვლი­ლის მე­გო­ბა­რი ფე­ის­ბუ­ქის გვერ­დზე წერს: "ვე­რაფ­რით ვერ ვი­ჯე­რებ და ვერ ვი­ნე­ლებ, დღე და ღამე ვფიქ­რობ და ვერ ვხვდე­ბი ესე­თი უსა­მარ­თლო­ბა რატო უნდა ხდე­ბო­დეს, ადა­მი­ა­ნებს რომ­ლებ­საც ესე უყ­ვარ­დათ ერ­თმა­ნე­თი სულ თვა­ლებ­ში შეს­ცი­ცი­ნებ­დნენ, ესე ნა­ად­რე­ვად და ესე სა­ცო­და­ვად რატო უნდა და­ეს­რუ­ლე­ბი­ნათ ცხოვ­რე­ბა..."

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
გიორგი ბაჩიაშვილი - საქართველოს წარმომადგენლებმა, ივანიშვილის დავალებით, მიმართეს ბანდიტურ გზას და მოტაცებით ჩამომიყვანეს საქართველოში

ვინ იყო ახალდაოჯახებული წყვილი, რომლებიც თბილისში გაზის გაჟონვას ემსხვერპლნენ

ვინ იყო ახალდაოჯახებული წყვილი, რომლებიც თბილისში გაზის გაჟონვას ემსხვერპლნენ

21 იანვარს, ნაძალადევის რაიონში მომხდარი ტრაგედიის შესახებ გავრცელდა ინფორმაცია. ხორნაბუჯის ქუჩაზე ახალგაზრდა ცოლ-ქმარი ბუნებრივი აირის გაჟონვის შედეგად გარდაიცვალა. როგორც ირკვევა, ახალდაოჯახებულებს ბინა ნაქირავები ჰქონდათ. მეზობლებმა მას შემდეგ, რაც მათთან დაკავშირება ვერ მოახერხეს, სამაშველო სამსახური გამოიძახეს. შემთხვევის ადგილზე მისულ მაშველებს ახალგაზრდა ცოლ-ქმარი გარდაცვლილი დახვდათ.

დაღუპული შორენა აბულაძე იუსტიციის სამინისტროს თანამშრომელი იყო. სამინისტროს ფეისბუქის გვერდზე სამძიმრის ტექსტი გავრცელდა, სადაც ვკითხულობთ: "შორენა აბულაძე 2009 წლის 25 ნოემბრიდან გადიოდა სტაჟირებას აღსრულების ეროვნულ ბიუროში. 2010 წლის 2 აგვისტოს დაინიშნა აღსრულების ეროვნული ბიუროს ადმინისტრაციის საზოგადოებასთან ურთიერთობისა და მარკეტინგის განყოფილების სატელეფონო კონსულტანტის თანამდებობაზე. 2014 წლის 8 მაისიდან მუშაობდა საქმისწარმოებისა და საინფორმაციო სამსახურის საინფორმაციო განყოფილების სატელეფონო კონსულტანტის თანამდებობაზე.

იუსტიციის სამინისტრო სამძიმარს უცხადებს გარდაცვლილების ოჯახებსა და ახლობლებს" - წერია განცხადებაში.

27 წლის შორენა აბულაძე და 32 წლის ზაზა ხუხუნაიშვილი რამდენიმე თვის დაქორწინებულები იყვნენ. გარდაცვლილის მეგობარი ფეისბუქის გვერდზე წერს: "ვერაფრით ვერ ვიჯერებ და ვერ ვინელებ, დღე და ღამე ვფიქრობ და ვერ ვხვდები ესეთი უსამართლობა რატო უნდა ხდებოდეს, ადამიანებს რომლებსაც ესე უყვარდათ ერთმანეთი სულ თვალებში შესციცინებდნენ, ესე ნაადრევად და ესე საცოდავად რატო უნდა დაესრულებინათ ცხოვრება..."

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია