რამდენიმე წელია ჯანდაცვის სფეროს ექსპერტები, ფაქტობრივად, იხვეწებიან, რომ გრიპისა და გაციების დროს არ მივიღოთ ანტიბიოტიკები.
ანტიბიოტიკები მხოლოდ და მხოლოდ ბაქტერიალური ინფექციების საწინააღმდეგოდ მუშაობს. გრიპი და გაციება კი ვირუსების შედეგია. ასე რომ, როდესაც გაციების დროს სვამთ ანტიბიოტიკებს, გახსოვდეთ, რომ მას არავითარი სარგებელი არ მოაქვს; მეტიც, ის ჯანმრთელობას ვნებს.
მნიშვნელოვანია იცოდეთ: როდესაც ანტიბიოტიკებს იღებთ მაშინ, როდესაც ის საჭირო არ არის, ამით ზრდით შანსს იმისა, რომ ორგანიზმში ბინას დაიდებს ანტიბიოტიკების გამძლე ბაქტერიები. ეს "სუპერბაქტერიები" ჯანმრთელობისთვის საფრთხეს წარმოადგენს. ყოველწლიურად მისგან ათასობით ადამიანი იღუპება.
ასევე დაიმახსოვრეთ: მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 32% თვლის, რომ თუკი თავს უკეთ იგრძნობს, უმალვე უნდა შეწყვიტოს ანტიბიოტიკების მიღება.