საკრუიზო ლაინერმა "კოსტა კონკორდიამ" იტალიაში, ტოსკანას რეგიონში კუნძულ ჯილიოზე ავარია 2012 წლის 13 იანვარს განიცადა. გავრცელებული ინფორმაციით, ლაინერი რიფს შეეჯახა. 114 ათასი ტონისა და 290 მეტრი სიგრძის ლაინერზე 4 ათასზე მეტი მგზავრი იმყოფებოდა. ავარიის შედეგად 32 მათგანი დაიღუპა.
ფოტოგალერეაში "კოსტა კონკორდიას" ნარჩენებია წარმოდგენილი: მდიდრული ლაინერის კინოთეატრი, კაზინო, რესტორნები, რომლებიც წლების წინ ათასობით ტურისტს მასპინძლობდა, ახლა მწვანე ხავსითა და ზღვის მცენარეებითაა დაფარული.
2015 წლის მაისში გემი 16 კილომეტრის მოშორებით, გენოაში გადაიტანეს. ლაინერის ამოყვანას 19-საათიანი ოპერაცია დასჭირდა და მასში 500 ადამიანი მონაწილეობდა.
ერთ დროს გრანდიოზული საკრუიზო ლაინერის გამაოგნებელი ფოტოები გამოქვეყნდა წიგნში, სახელწოდებით - "კონკორდია".
იხილეთ ფოტოგალერეა
მომზადებულია dailymail.co.uk-ს მიხედვით