Faceამბები
სამართალი
კონფლიქტები

17

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის ოცდამეერთე დღე დაიწყება 01:23-ზე, მთვარე თევზებშია – რეკომენდებულია ფინანსური საკითხების მოგვარება. კონტაქტი უფროსებთან და საზოგადო მოღვაწეებთან. იმუშავეთ როგორც ინდივიდუალურად, ასევე გუნდურად, ერთობლივად გადაჭერით საინტერესო საკითხები. იყავით ყურადღებიანი კრეატიული იდეების მიმართ. კარგია ხელშეკრულებებისა და კონტრაქტების გაფორმება, მივლინებაში წასვლა. ჩაერთეთ შემოქმედებით საქმიანობაში მოაწყვეთ შემოქმედებითი საღამო, კონცერტი, გამოფენა. ყველაფერი შეიძლება მიირთვათ, მთავარია ღვიძლი არ გადაიტვირთოთ, აი, ტკბილეულს კი მოერიდეთ.
სამხედრო
პოლიტიკა
მსოფლიო
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
74 წლის აჭარელი მოხუცის ცხოვრება სახლში "ამოსულ" პალმასთან ერთად
74 წლის აჭარელი მოხუცის ცხოვრება სახლში "ამოსულ" პალმასთან ერთად

74 წლის ანე­ტა სურ­მა­ნი­ძე ბა­თუმ­თან ახ­ლოს ე. წ "ოც­ნე­ბის ქა­ლაქ­ში" ცხოვ­რობს. ზვავ­სა­შიშ­რო­ე­ბის გამო, ხუ­ლოს მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის სო­ფე­ლი ვერ­ნე­ბი ოთხი წლის წინ და­ტო­ვა და რამ­დე­ნი­მე ასე­ულ ეკო­მიგ­რანტ ოჯახ­თან ერ­თად ამ ტე­რი­ტო­რი­ა­ზე და­სახ­ლდა. სა­ცხოვ­რე­ბე­ლი მი­წე­ბის გა­ნა­წი­ლე­ბის დროს, ანე­ტა სურ­მა­ნი­ძეს ად­გი­ლი პალ­მის ხეს­თან შეხ­ვდა. მან სწო­რედ აქ ააგო პა­ტა­რა ფიც­რუ­ლი. მოგ­ვი­ა­ნე­ბით, "ოც­ნე­ბის ქა­ლა­ქე­ლებ­მა" ფიც­რუ­ლე­ბის გა­ფარ­თო­ვე­ბა და­ი­წყეს და ანე­ტა ბე­ბოს შვი­ლიშ­ვი­ლებს მშე­ნებ­ლო­ბის და­სა­წყე­ბად პალ­მის შე­მო­ღობ­ვა მო­უხ­დათ. მე­ზობ­ლე­ბი ამ­ბო­ბენ, რომ მო­ხუც­მა პალ­მის მოჭ­რა­ზე უარი თქვა და სახ­ლის აშე­ნე­ბა ხის გარ­შე­მო გა­და­წყდა.

"შვი­ლებ­მა და შვი­ლიშ­ვი­ლებ­მა რომ გა­ი­ხა­რონ, ხე­მაც უნდა იხა­როს. ამი­ტომ არ მოვ­ჭრი და არ და­ვა­ზი­ა­ნებ. ხე­ლი­სუფ­ლე­ბა ამ ფართს რომ და­მი­კა­ნო­ნებს, პალ­მას ფრთხი­ლად ამო­ვი­ღებ, უფრო ლა­მაზ ად­გილ­ზე გა­დავრგავ და მო­ვუვ­ლი. მე და პალ­მა ვმე­გობ­რობთ, ვმე­ზობ­ლობთ, ერ­თად ვი­ძი­ნებთ და ვიღ­ვი­ძებთ. თვალს რომ ვა­ხელ, პირ­ვე­ლად პალ­მას ვხე­დავ. თუკი რამ­დე­ნი­მე დღე არ გაწ­ვიმ­დე­ბა, წყალს ვუს­ხამ. ფეს­ვებ­თა­ნაც ფრთხი­ლად ამო­ვა­შე­ნე ქვა, რომ ძირი არ და­ზი­ა­ნე­ბუ­ლი­ყო. წვი­მის დროს პალ­მის გარ­შე­მო სახ­ლშიც წვიმს, მაგ­რამ ეს არ გვიქ­მნის პრობ­ლე­მას ერ­თად თა­ნა­ცხოვ­რე­ბი­სას", - ამ­ბობს ანე­ტა ბებო.

მო­ხუცს 12 შვი­ლი ჰყავს. წლე­ბის წინ 10-შვი­ლი­ან ქვრივ კაცს გაყ­ვა ცო­ლად. მას­თან ორი შვი­ლი შე­ე­ძი­ნა და ამ­გვა­რად, 12 შვი­ლის დე­დაა, თუმ­ვა ახლა მას­თან მხო­ლოდ შვი­ლიშ­ვი­ლე­ბი ცხოვ­რო­ბენ: "ყვე­ლა გა­თხოვ­და, და­ქორ­წინ­და, და­ლაგ­და. მთელ სა­ქარ­თვე­ლო­ში მი­მობ­ნე­უ­ლი არი­ან ჩემი შვი­ლე­ბი. ახლა შვი­ლიშ­ვი­ლებს ვეხ­მა­რე­ბი ფე­ხის ად­გმა­ში. ჩემი მშობ­ლი­უ­რი აჭა­რის და­ტო­ვე­ბა არ მინ­და და ამი­ტო­მაც ჩავ­სახ­ლდი აქ", - ამ­ბობს ანე­ტა სურ­მა­ნი­ძე.

ნინო ხოზ­რე­ვა­ნი­ძე

AMBEBI.GE

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ ყირიმის ანექსიისთვის დაწესებული სანქციები ერთი წლით გაახანგრძლივა

74 წლის აჭარელი მოხუცის ცხოვრება სახლში "ამოსულ" პალმასთან ერთად

74 წლის აჭარელი მოხუცის ცხოვრება სახლში "ამოსულ" პალმასთან ერთად

74 წლის ანეტა სურმანიძე ბათუმთან ახლოს ე. წ "ოცნების ქალაქში" ცხოვრობს. ზვავსაშიშროების გამო, ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელი ვერნები ოთხი წლის წინ დატოვა და რამდენიმე ასეულ ეკომიგრანტ ოჯახთან ერთად ამ ტერიტორიაზე დასახლდა. საცხოვრებელი მიწების განაწილების დროს, ანეტა სურმანიძეს ადგილი პალმის ხესთან შეხვდა. მან სწორედ აქ ააგო პატარა ფიცრული. მოგვიანებით, "ოცნების ქალაქელებმა" ფიცრულების გაფართოვება დაიწყეს და ანეტა ბებოს შვილიშვილებს მშენებლობის დასაწყებად პალმის შემოღობვა მოუხდათ. მეზობლები ამბობენ, რომ მოხუცმა პალმის მოჭრაზე უარი თქვა და სახლის აშენება ხის გარშემო გადაწყდა.

"შვილებმა და შვილიშვილებმა რომ გაიხარონ, ხემაც უნდა იხაროს. ამიტომ არ მოვჭრი და არ დავაზიანებ. ხელისუფლება ამ ფართს რომ დამიკანონებს, პალმას ფრთხილად ამოვიღებ, უფრო ლამაზ ადგილზე გადავრგავ და მოვუვლი. მე და პალმა ვმეგობრობთ, ვმეზობლობთ, ერთად ვიძინებთ და ვიღვიძებთ. თვალს რომ ვახელ, პირველად პალმას ვხედავ. თუკი რამდენიმე დღე არ გაწვიმდება, წყალს ვუსხამ. ფესვებთანაც ფრთხილად ამოვაშენე ქვა, რომ ძირი არ დაზიანებულიყო. წვიმის დროს პალმის გარშემო სახლშიც წვიმს, მაგრამ ეს არ გვიქმნის პრობლემას ერთად თანაცხოვრებისას", - ამბობს ანეტა ბებო.

მოხუცს 12 შვილი ჰყავს. წლების წინ 10-შვილიან ქვრივ კაცს გაყვა ცოლად. მასთან ორი შვილი შეეძინა და ამგვარად, 12 შვილის დედაა, თუმვა ახლა მასთან მხოლოდ შვილიშვილები ცხოვრობენ: "ყველა გათხოვდა, დაქორწინდა, დალაგდა. მთელ საქართველოში მიმობნეული არიან ჩემი შვილები. ახლა შვილიშვილებს ვეხმარები ფეხის ადგმაში. ჩემი მშობლიური აჭარის დატოვება არ მინდა და ამიტომაც ჩავსახლდი აქ", - ამბობს ანეტა სურმანიძე.

ნინო ხოზრევანიძე

AMBEBI.GE

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია