პოლიტიკა
სამართალი
სპორტი

4

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

4 ივნისი, ოთხშაბათი, მთვარის მეცხრე დღე დაიწყება 14:30-ზე, მთვარე სასწორში გადავა 17:41-ზე – დღის ენერგია უარყოფითად მოქმედებს ადამიანებზე. პროვოკაციების დღეა, უფრთხილდით მოტყუებას და ცდუნებებს, იყავით მოკრძალებული. ცოტა დაისვენეთ, აღიდგინეთ ძალა. მოუფრთხილდით პირად ნივთებს. იყავით თავშეკავებული და ტოლერანტული სამსახურში, კომუნიკაციაში, ეცადეთ არავის ანაწყენოთ. არ მიიღოთ მონაწილეობა სარისკო საქმიანობაში. არ არის რეკომენდებული ბიზნესის დაწყება, პრეზენტაციებსა და გასართობ ღონისძიებებზე დასწრება, ხელშეკრულებების გაფორმება. საბუთების შედგენა. აქტიური ორგანოებია: თირკმელები, შარდის ბუშტი, გამომყოფი სისტემა.
მსოფლიო
საზოგადოება
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
კონფლიქტები
მეცნიერება
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ამ ადამიანმა შეცვალა ჩემი ფსიქიკა" - ავთანდილი მეუღლეზე, "ოლიგარქის ოჯახზე" და ცხოვრების ყველა ფერზე
"ამ ადამიანმა შეცვალა ჩემი ფსიქიკა" - ავთანდილი მეუღლეზე, "ოლიგარქის ოჯახზე" და ცხოვრების ყველა ფერზე

არ არის ად­ვი­ლი უინ­ტერ­ნე­ტო, უტე­ლე­ვი­ზიო, უშუ­ქო, მო­შიმ­ში­ლე ქვე­ყა­ნა­ში და­ი­წყო იმის კე­თე­ბა, რაც აქ­ტუ­ა­ლუ­რი სუ­ლაც არ არის და თავი მა­ინც და­იმ­კვიდ­რო. მე­რეც არ შე­წყვი­ტო წინსვლა... "კვი­რის პა­ლიტ­რის" რუბ­რი­კის - "ჩემი ცხოვ­რე­ბის პა­ლიტ­რა" სტუ­მა­რია ავთო ცქვი­ტი­ნი­ძე, რო­მე­ლიც გან­ვლილ ცხოვ­რე­ბას ფე­რე­ბად ახა­რის­ხებს და აფა­სებს:

- საქ­მი­დან გა­მომ­დი­ნა­რე უამ­რავ ფერ­თან გაქვს შე­ხე­ბა. სა­ინ­ტე­რე­სოა, შენი ცხოვ­რე­ბი­სე­უ­ლი ეტა­პებს რა ფე­რე­ბად ხე­დავ? მა­გა­ლი­თად, რა ფე­რია ბავ­შვო­ბა?

- ჩემი ბავ­შვო­ბაც ძა­ლი­ან სა­ინ­ტე­რე­სო იყო, ისე­ვე რო­გორც ალ­ბათ ბევ­რის. იმ სამ­ყა­როს ახლა ძა­ლი­ან ნა­თელ სივ­რცედ ვხე­დავ. ბე­ბი­ის გაზ­რდი­ლი ვარ, ჩემი მშობ­ლე­ბი ხში­რად ქვე­ყა­ნა­ში არ იყ­ვნენ და ჩემ­ზე მზრუნ­ვე­ლო­ბა თავ­ზე დე­და­ჩე­მის დე­დამ აიღო. ძაფ­სახ­ვე­ვი ფაბ­რი­კის მთა­ვა­რი ბუ­ღალ­ტე­რი იყო და პირ­ვე­ლი შე­ხე­ბა ფე­რებ­თან სწო­რედ მისი მეშ­ვე­ო­ბით მქონ­და, როცა ფაბ­რი­კა­ში ბა­ღი­დან, ან შეს­ვე­ნე­ბა­ზე მივ­ყავ­დი ხოლ­მე. არას­დროს მი­ფიქ­რია, თუ რა ფე­რია ჩემი ბავ­შვო­ბა, მაგ­რამ ახლა ვიხ­სე­ნებ და ვამ­ბობ, რომ ნა­თე­ლი ფე­რია, მზეა, ყვი­თე­ლია, რო­მე­ლიც გემ­რი­ელ სტა­ფი­ლოს­ფერ­ში გა­და­დის, ალ­ბათ უფრო ნა­რინ­ჯის­ფე­რიც.

- რა ფერს მი­ა­ნი­ჭებ­დი წლებს როცა წარ­მა­ტე­ბა და პო­პუ­ლა­რო­ბა მო­ვი­და?

- რა­ღაც ნა­თე­ლი ფე­რე­ბი წა­მო­ვი­და, სა­ო­ცარ სი­ნათ­ლეს­თან ასო­ცირ­დე­ბა. მა­შინ უკვე მივ­ხვდი, რომ რო­გორც შე­მოქ­მე­დი, შევ­დე­ქი. ეს იყო ალ­ბათ უფრო თეთ­რი? - არა, უფრო სპი­ლოს­ძვლის­ფე­რი. სა­ზო­გა­დო­ე­ბას­თან ურ­თი­ერ­თო­ბას შე­ვეჩ­ვიე, იყო ინ­ტერ­ვი­უ­ე­ბი, გა­და­ცე­მებ­ში მიწ­ვევ­დნენ, მწერ­დნენ ჟურ­ნალ-გა­ზე­თე­ბი და მეც მათ­თვის ვი­ყა­ვი გახ­სნი­ლი რეს­პონ­დენ­ტი. მა­ლე­ვე და­ი­წყო პე­რი­ო­დი, როცა ტე­ლე­ვი­ზი­ე­ბი თა­ვი­ან­თი წამ­ყვა­ნე­ბის­თვის კოს­ტი­უ­მებს მა­კე­რი­ნებ­დნენ. სა­ტე­ლე­ვი­ზიო შო­უ­ე­ბი­სა თუ გა­და­ცე­მე­ბის სა­სურ­ვე­ლი სტუ­მა­რი გავ­ხდი. ახალ წელს ხან მამ­ღე­რებ­დნენ, ხან მა­ცეკ­ვებ­დნენ, - მოკ­ლედ, ყველ­გან ვი­ყა­ვი.

- და წარ­მა­ტე­ბუ­ლი და შემ­დგა­რი ავ­თან­დი­ლი მერე და­ო­ჯახ­და...

- კი, სწო­რედ მა­შინ ჩემი მო­მა­ვა­ლი მე­უღ­ლე, ხა­თუ­ნა გა­ვი­ცა­ნი რო­გორც კლი­ენ­ტი, მაგ­რამ ისე­თი ინ­ტე­რე­სი არ­ცერთ კლი­ენტს არ გა­მო­უწ­ვე­ვია ჩემ­ში, რო­გორც მას. შემ­დეგ და­ი­წყო პე­რი­ო­დი, როცა ერ­თმა­ნე­თის გა­რე­შე არ შეგ­ვეძ­ლო ყოფ­ნა. მივ­ხვდით, რომ ეს უკვე დამ­კვე­თი­სა და მხატ­ვრის ურ­თი­ერ­თო­ბა აღარ იყო. ჩვე­ნი ურ­თი­ერ­თო­ბა დიდ სიყ­ვა­რულ­ში გა­და­ი­ზარ­და და შევ­ქმე­ნით ოჯა­ხი, მაგ­რამ და­ო­ჯა­ხე­ბის შემ­დეგ მო­უ­ლოდ­ნე­ლად შე­ვე­ჯა­ხე თე­მას, რა­საც "ოლი­გარ­ქის ოჯა­ხის თე­მას" და­ვარ­ქმევ­დი. თით­ქოს ხალ­ხი ჩა­მი­საფ­რდა, ჩემ მი­მართ და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა შე­იც­ვა­ლა. ამ­ბობ­დნენ, რომ ავ­თოს მე­უღ­ლე პა­ტარ­კა­ციშ­ვი­ლის ოჯა­ხი­დან არის (ხა­თუ­ნა ბად­რი პა­ტარ­კა­ციშ­ვი­ლის დის­შვი­ლია. - ავტ.). ამი­ტომ რა­ღაც გა­ურ­კვე­ველ სტა­ტუ­სებს მა­წე­ბებ­დნენ, იმას აღარ ჰქონ­და მნიშ­ვნე­ლო­ბა, რომ რო­გორც დი­ზა­ი­ნერ­მა იმ დრო­ის­თვის თბი­ლის­ში, მოს­კოვ­ში, ბა­ქო­ში, გერ­მა­ნი­ა­ში, უკ­რა­ი­ნა­ში და­მო­უ­კი­დებ­ლად გა­ვიკ­ვა­ლე გზა, მა­ღა­ზი­ე­ბი მქონ­და. მოკ­ლედ, ამის­თვის მა­შინ მზად არ აღ­მოვ­ჩნდი და და­ვი­ბე­ნი... მაგ­რამ მერე ამა­საც შე­ვეჩ­ვი­ეთ...

მე და ხა­თუ­ნა 12 წე­ლია ერ­თად ვართ და ჩვე­ნი ურ­თი­ერ­თო­ბა თან­და­თან ვი­თა­დე­ბა და სხვა­დას­ხვა ეტაპ­ზე გა­და­დის. ნამ­დვი­ლი წყვი­ლი ვართ, ორი ადა­მი­ნის­გან შემ­დგა­რი წყვი­ლი და გვა­ერ­თი­ა­ნებს კი­დევ ერთი არაჩ­ვე­უ­ლებ­რი­ვი ადა­მი­ა­ნი, - შვი­ლი წა­ი­კი­თხეთ ვრცლად

ასე­ვე და­გა­ინ­ტე­რე­სებთ: სა­გა­რეო საქ­მე­თა მი­ნის­ტრის მი­ლი­ო­ნე­რი მო­ად­გი­ლის - ხა­თუ­ნა თოთ­ლა­ძის ქო­ნე­ბა და შე­მო­სავ­ლე­ბი

"ამ ადამიანმა შეცვალა ჩემი ფსიქიკა" - ავთანდილი მეუღლეზე, "ოლიგარქის ოჯახზე" და ცხოვრების ყველა ფერზე

"ამ ადამიანმა შეცვალა ჩემი ფსიქიკა" - ავთანდილი მეუღლეზე, "ოლიგარქის ოჯახზე" და ცხოვრების ყველა ფერზე

არ არის ადვილი უინტერნეტო, უტელევიზიო, უშუქო, მოშიმშილე ქვეყანაში დაიწყო იმის კეთება, რაც აქტუალური სულაც არ არის და თავი მაინც დაიმკვიდრო. მერეც არ შეწყვიტო წინსვლა... "კვირის პალიტრის" რუბრიკის - "ჩემი ცხოვრების პალიტრა" სტუმარია ავთო ცქვიტინიძე, რომელიც განვლილ ცხოვრებას ფერებად ახარისხებს და აფასებს:

- საქმიდან გამომდინარე უამრავ ფერთან გაქვს შეხება. საინტერესოა, შენი ცხოვრებისეული ეტაპებს რა ფერებად ხედავ? მაგალითად, რა ფერია ბავშვობა?

- ჩემი ბავშვობაც ძალიან საინტერესო იყო, ისევე როგორც ალბათ ბევრის. იმ სამყაროს ახლა ძალიან ნათელ სივრცედ ვხედავ. ბებიის გაზრდილი ვარ, ჩემი მშობლები ხშირად ქვეყანაში არ იყვნენ და ჩემზე მზრუნველობა თავზე დედაჩემის დედამ აიღო. ძაფსახვევი ფაბრიკის მთავარი ბუღალტერი იყო და პირველი შეხება ფერებთან სწორედ მისი მეშვეობით მქონდა, როცა ფაბრიკაში ბაღიდან, ან შესვენებაზე მივყავდი ხოლმე. არასდროს მიფიქრია, თუ რა ფერია ჩემი ბავშვობა, მაგრამ ახლა ვიხსენებ და ვამბობ, რომ ნათელი ფერია, მზეა, ყვითელია, რომელიც გემრიელ სტაფილოსფერში გადადის, ალბათ უფრო ნარინჯისფერიც.

- რა ფერს მიანიჭებდი წლებს როცა წარმატება და პოპულარობა მოვიდა?

- რაღაც ნათელი ფერები წამოვიდა, საოცარ სინათლესთან ასოცირდება. მაშინ უკვე მივხვდი, რომ როგორც შემოქმედი, შევდექი. ეს იყო ალბათ უფრო თეთრი? - არა, უფრო სპილოსძვლისფერი. საზოგადოებასთან ურთიერთობას შევეჩვიე, იყო ინტერვიუები, გადაცემებში მიწვევდნენ, მწერდნენ ჟურნალ-გაზეთები და მეც მათთვის ვიყავი გახსნილი რესპონდენტი. მალევე დაიწყო პერიოდი, როცა ტელევიზიები თავიანთი წამყვანებისთვის კოსტიუმებს მაკერინებდნენ. სატელევიზიო შოუებისა თუ გადაცემების სასურველი სტუმარი გავხდი. ახალ წელს ხან მამღერებდნენ, ხან მაცეკვებდნენ, - მოკლედ, ყველგან ვიყავი.

- და წარმატებული და შემდგარი ავთანდილი მერე დაოჯახდა...

- კი, სწორედ მაშინ ჩემი მომავალი მეუღლე, ხათუნა გავიცანი როგორც კლიენტი, მაგრამ ისეთი ინტერესი არცერთ კლიენტს არ გამოუწვევია ჩემში, როგორც მას. შემდეგ დაიწყო პერიოდი, როცა ერთმანეთის გარეშე არ შეგვეძლო ყოფნა. მივხვდით, რომ ეს უკვე დამკვეთისა და მხატვრის ურთიერთობა აღარ იყო. ჩვენი ურთიერთობა დიდ სიყვარულში გადაიზარდა და შევქმენით ოჯახი, მაგრამ დაოჯახების შემდეგ მოულოდნელად შევეჯახე თემას, რასაც "ოლიგარქის ოჯახის თემას" დავარქმევდი. თითქოს ხალხი ჩამისაფრდა, ჩემ მიმართ დამოკიდებულება შეიცვალა. ამბობდნენ, რომ ავთოს მეუღლე პატარკაციშვილის ოჯახიდან არის (ხათუნა ბადრი პატარკაციშვილის დისშვილია. - ავტ.). ამიტომ რაღაც გაურკვეველ სტატუსებს მაწებებდნენ, იმას აღარ ჰქონდა მნიშვნელობა, რომ როგორც დიზაინერმა იმ დროისთვის თბილისში, მოსკოვში, ბაქოში, გერმანიაში, უკრაინაში დამოუკიდებლად გავიკვალე გზა, მაღაზიები მქონდა. მოკლედ, ამისთვის მაშინ მზად არ აღმოვჩნდი და დავიბენი... მაგრამ მერე ამასაც შევეჩვიეთ...

მე და ხათუნა 12 წელია ერთად ვართ და ჩვენი ურთიერთობა თანდათან ვითადება და სხვადასხვა ეტაპზე გადადის. ნამდვილი წყვილი ვართ, ორი ადამინისგან შემდგარი წყვილი და გვაერთიანებს კიდევ ერთი არაჩვეულებრივი ადამიანი, - შვილი წაიკითხეთ ვრცლად

ასევე დაგაინტერესებთ: საგარეო საქმეთა მინისტრის მილიონერი მოადგილის - ხათუნა თოთლაძის ქონება და შემოსავლები

"ნოტები არ იცის, დაკვრა არ უსწავლია, ეს მისი სმენის დამსახურებაა" - რას ყვება ვირტუოზი 5 წლის ბიჭუნას დედა, რომლის ვიდეოებსაც ინტერნეტში ათასობით მოწონება აქვს

"ძალიან რთულ სიტუაციაში ვართ... თეატრებს არ გვახსნევინებენ და ამ დროს 1000-კაციანი კონცერტი ტარდება" - რას აპროტესტებენ მსახიობები?

რატომ მოირგო ანგელოზის ფრთები სალომე ბაკურაძემ - "ერთ ადგილას ვერ გავჩერდებით... ამიტომ, აღარ დაველოდე მომდევნო წელს"