პოლიტიკა
Faceამბები
მსოფლიო

28

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის მეორე დღე დაიწყება 04:56-ზე, მთვარე კირჩხიბში გადავა 21:36-ზე – კარგია ბიზნესის დაწყება. მუშაობა ინდივიდუალურადაც და გუნდურადაც. მოძებნეთ სპონსორები თქვენი პროექტებისთვის. შეგიძლიათ დაიწყოთ ახალი საგნების სწავლა, ჩაირიცხოთ კურსებზე. მოგზაურობა, მივლინებები. ერთ-ერთი საუკეთესო დღეა ქორწინებისთვის. ამ დღეს შექმნილი ოჯახი ძლიერი და მეგობრული იქნება. კარგია მტვერსასრუტით სახლის დალაგება, სანტექნიკის გამოცვლა. აუცილებელია ნათურების, ჭაღების გაწმენდა, აგრეთვე ჭურჭლისა და სარეცხის გარეცხვა. კარგი დღეებია მცენარეების მორწყვისთვის.
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
კონფლიქტები
საზოგადოება
მეცნიერება
წიგნები
სამხედრო
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რა ძალა აქვს საეკლესიო სამკაულებს: "ეკლესიებში იყიდება, მაგრამ არ იკურთხება"
რა ძალა აქვს საეკლესიო სამკაულებს: "ეკლესიებში იყიდება, მაგრამ არ იკურთხება"

თით­ქმის ყვე­ლას ოჯახ­შია სა­ლო­ცა­ვი კუ­თხე. ხში­რად გვი­ფიქ­რია, სად წა­ვი­ღოთ სან­თლე­ბის ნამ­წვა­ვი, ან დრო­თა გან­მავ­ლო­ბა­ში და­ზი­ა­ნე­ბუ­ლი ხა­ტე­ბი, ჯვრე­ბი, სა­ეკ­ლე­სიო ნივ­თე­ბი, წიგ­ნე­ბი. სა­ერ­თოდ, რო­გორ უნდა მო­ვექ­ცეთ სა­ეკ­ლე­სიო ნივ­თებ­სა თუ ჯვრის გა­მო­სა­ხუ­ლე­ბი­ან სამ­კა­უ­ლებს. ამ და სხვა სა­კი­თხებ­ზე გვე­სა­უბ­რე­ბა წმინ­და ამ­ბრო­სი აღმსა­რებ­ლის სა­ხე­ლო­ბის მა­მა­თა მო­ნას­ტრის წი­ნამ­ძღვა­რი, ღვთის­მე­ტყვე­ლე­ბის მა­გის­ტრი, წმინ­და ამ­ბრო­სი აღმსა­რებ­ლის სა­ხე­ლო­ბის სუ­ლი­ე­რე­ბი­სა და კულ­ტუ­რის ცენ­ტრის ხელ­მძღვა­ნე­ლი, მღვდელ-მო­ნა­ზო­ნი ან­დრია (სა­რია):

- მა­ღა­ზი­ებ­ში ხა­ტე­ბი­სა და ჯვრე­ბის დიდი არ­ჩე­ვა­ნია. რო­გორ უნდა მო­ვიქ­ცეთ, როცა ახალ სა­ეკ­ლე­სიო ნივთს ვყი­დუ­ლობთ?

- სახ­ლში წმინ­და ად­გი­ლი, წმინ­და კუ­თხე უნდა გვქონ­დეს, სა­დაც გან­ვა­თავ­სებთ ნა­ყიდ სიწ­მინ­დეს და შეგ­ვეძ­ლე­ბა ლოც­ვა. სა­ნამ სახ­ლში მი­ვი­ტანთ, აუ­ცი­ლებ­ლად ვა­კურ­თხე­ბი­ნოთ მო­ძღვარს.

- ზოგ­ჯერ ჯვა­რი ან ხატი დრო­თა გან­მავ­ლო­ბა­ში ზი­ან­დე­ბა. რა მო­ვუ­ხერ­ხოთ მათ, სად წა­ვი­ღოთ?

- ტაძ­რებ­ში სპე­ცი­ა­ლუ­რად აქვთ და­ზი­ა­ნე­ბულ სიწ­მინ­დე­თა და­სა­მარ­ხი კუ­თხე. ადრე წმინ­და წე­რი­ლი რო­დე­საც იც­ვი­თე­ბო­და, სპე­ცი­ა­ლუ­რი წე­სით "ასაფ­ლა­ვებ­დნენ" ხელ­ნა­წე­რებს, რა­საც "პერ­გა­მენ­ტთა და­მარ­ხვის" რი­ტუ­ა­ლი ეწო­დე­ბო­და. დღე­საც, ანა­ლო­გი­უ­რად, უნდა არ­სე­ბობ­დეს ტაძ­რებ­ში სიწ­მინ­დე­თა სა­მარ­ხი, თუ მათი აღ­დგე­ნა ვერ ხერ­ხდე­ბა და­ზი­ა­ნე­ბის გამო.

- როცა სახ­ლში ნამ­წვა­ვი სან­თლე­ბი გვრჩე­ბა რა მო­ვუ­ხერ­ხოთ მათ?

- თუ სახ­ლში არ გვაქვს წმინ­და ად­გი­ლი, სა­დაც შეგ­ვიძ­ლია დავ­წვათ, მა­შინ ვთხო­ვოთ ეკ­ლე­სი­ა­ში, რომ მი­უ­მა­ტონ იმ ნამ­წვა­ვებს, რო­მე­ლიც თა­ვად რჩე­ბათ.

- საკ­მა­ოდ ბევ­რი სა­ეკ­ლე­სიო აქ­სე­სუ­ა­რი იყი­დე­ბა - სა­მა­ჯუ­რე­ბი, ბეჭ­დე­ბი წარ­წე­რით "უფა­ლო შეგ­ვი­წყა­ლენ", ყელ­სა­ბა­მე­ბი ფსალ­მუ­ნე­ბით... რამ­დე­ნად სა­ჭი­რო ან აუ­ცი­ლე­ბე­ლია მათი ტა­რე­ბა? გა­ნაგ­რძეთ კი­თხვა

რა ძალა აქვს საეკლესიო სამკაულებს: "ეკლესიებში იყიდება, მაგრამ არ იკურთხება"

რა ძალა აქვს საეკლესიო სამკაულებს: "ეკლესიებში იყიდება, მაგრამ არ იკურთხება"

თითქმის ყველას ოჯახშია სალოცავი კუთხე. ხშირად გვიფიქრია, სად წავიღოთ სანთლების ნამწვავი, ან დროთა განმავლობაში დაზიანებული ხატები, ჯვრები, საეკლესიო ნივთები, წიგნები. საერთოდ, როგორ უნდა მოვექცეთ საეკლესიო ნივთებსა თუ ჯვრის გამოსახულებიან სამკაულებს. ამ და სხვა საკითხებზე გვესაუბრება წმინდა ამბროსი აღმსარებლის სახელობის მამათა მონასტრის წინამძღვარი, ღვთისმეტყველების მაგისტრი, წმინდა ამბროსი აღმსარებლის სახელობის სულიერებისა და კულტურის ცენტრის ხელმძღვანელი, მღვდელ-მონაზონი ანდრია (სარია):

- მაღაზიებში ხატებისა და ჯვრების დიდი არჩევანია. როგორ უნდა მოვიქცეთ, როცა ახალ საეკლესიო ნივთს ვყიდულობთ?

- სახლში წმინდა ადგილი, წმინდა კუთხე უნდა გვქონდეს, სადაც განვათავსებთ ნაყიდ სიწმინდეს და შეგვეძლება ლოცვა. სანამ სახლში მივიტანთ, აუცილებლად ვაკურთხებინოთ მოძღვარს.

- ზოგჯერ ჯვარი ან ხატი დროთა განმავლობაში ზიანდება. რა მოვუხერხოთ მათ, სად წავიღოთ?

- ტაძრებში სპეციალურად აქვთ დაზიანებულ სიწმინდეთა დასამარხი კუთხე. ადრე წმინდა წერილი როდესაც იცვითებოდა, სპეციალური წესით "ასაფლავებდნენ" ხელნაწერებს, რასაც "პერგამენტთა დამარხვის" რიტუალი ეწოდებოდა. დღესაც, ანალოგიურად, უნდა არსებობდეს ტაძრებში სიწმინდეთა სამარხი, თუ მათი აღდგენა ვერ ხერხდება დაზიანების გამო.

- როცა სახლში ნამწვავი სანთლები გვრჩება რა მოვუხერხოთ მათ?

- თუ სახლში არ გვაქვს წმინდა ადგილი, სადაც შეგვიძლია დავწვათ, მაშინ ვთხოვოთ ეკლესიაში, რომ მიუმატონ იმ ნამწვავებს, რომელიც თავად რჩებათ.

- საკმაოდ ბევრი საეკლესიო აქსესუარი იყიდება - სამაჯურები, ბეჭდები წარწერით "უფალო შეგვიწყალენ", ყელსაბამები ფსალმუნებით... რამდენად საჭირო ან აუცილებელია მათი ტარება? განაგრძეთ კითხვა

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია