საზოგადოება
Faceამბები

8

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეცამეტე დღე დაიწყება 19:40-ზე, მთვარე მორიელშია – კარგია ჯგუფური მუშაობისთვის, ახალი ინფორმაციის მოსაპოვებლად, სწავლის დასაწყებად. საყოფაცხოვრებო ნივთების დაგროვების, შეძენისა და წარმოებისთვის. კარგია პურის გამოცხობა. არ არის რეკომენდებული სერიოზული საქმეების და ვალდებულებების შესრულება, განსაკუთრებით მარტო. ადრე დაწყებული პროექტების მიტოვება. სიზარმაცე. ხელსაყრელი დღეა მოგზაურობისთვის, მივლინების ან მომლოცველებისთვის. აგრეთვე ოჯახის შესაქმნელად.
კონფლიქტები
პოლიტიკა
მსოფლიო
მეცნიერება
სამხედრო
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ბესიკ ხარძიანის მკვლელობის იარაღი კუსტარულად არის დამზადებული - გამოძიების კიდევ ერთი მნიშვნელოვანი დეტალი
ბესიკ ხარძიანის მკვლელობის იარაღი კუსტარულად არის დამზადებული - გამოძიების კიდევ ერთი მნიშვნელოვანი დეტალი

სა­ქარ­თვე­ლოს მთა­ვა­რი პრო­კუ­რო­რის პირ­ვე­ლი მო­ად­გი­ლის, მა­მუ­კა ვა­სა­ძის გან­ცხა­დე­ბით, ბიზ­ნეს­მენ ბე­სიკ ხარ­ძი­ა­ნის მკვლე­ლო­ბის ია­რა­ღი ექ­სპერ­ტი­ზის დას­კვნით კუს­ტა­რუ­ლად არის დამ­ზა­დე­ბუ­ლი.

რო­გორც მა­მუ­კა ვა­სა­ძემ ტე­ლე­კომ­პა­ნია "იბე­რი­ას" გა­და­ცე­მა "პრი­ო­რი­ტეტ­ში" სა­უბ­რი­სას გა­ნა­ცხა­და, ია­რა­ღი სა­ქარ­თვე­ლო­შია მო­პო­ვე­ბუ­ლი და ბრალ­დე­ბუ­ლებს ის სა­ზღვარ­ზე არ შე­მო­უ­ტა­ნი­ათ.

"ია­რა­ღი სა­ქარ­თვე­ლო­შია მო­პო­ვე­ბუ­ლი, ექ­სპერ­ტი­ზის დას­კვნით ის არის კუს­ტა­რუ­ლად დამ­ზა­დე­ბუ­ლი. ლულა, რომ­ლი­და­ნაც გას­რო­ლა გან­ხორ­ცი­ელ­და კუს­ტა­რუ­ლად არის და­მონ­ტა­ჟე­ბუ­ლი ია­რაღ­ზე. საქ­მე­ში არ­სე­ბუ­ლი მტკი­ცე­ბე­ბი­თაც დად­გინ­და, რომ მა­ყუ­ჩი, რო­მე­ლიც ია­რაღ­ზე იყო და­მონ­ტა­ჟე­ბუ­ლი, ასე­ვე კუს­ტა­რუ­ლი წე­სით არის დამ­ზა­დე­ბუ­ლი. ია­რა­ღი ცე­ცხლსას­რო­ლი არ იყო, თუმ­ცა ლუ­ლის შეც­ვლით და შე­სა­ბა­მი­სი ჩა­რე­ვით, მისი ცე­ცხლსას­როლ ია­რა­ღად გა­და­კე­თე­ბა მოხ­და", - აღ­ნიშ­ნა მა­მუ­კა ვა­სა­ძემ.

მთა­ვა­რი პრო­კუ­რო­რის პირ­ვე­ლი მო­ად­გი­ლის ინ­ფორ­მა­ცი­ით, თბი­ლის­ში, სა­ბურ­თა­ლო­ზე, ბრალ­დე­ბუ­ლი პი­რე­ბის მიერ ნა­ქი­რა­ვებ ბი­ნა­ში ჩხრე­კის შე­დე­გად ამო­ღე­ბუ­ლია შე­სა­ბა­მი­სი ხელ­სა­წყო­ე­ბი, რო­მე­ლიც გა­მო­ყე­ნე­ბუ­ლი იქ­ნე­ბო­და ამ ია­რა­ღის გა­და­კე­თე­ბის­თვის.

მი­სი­ვე ცნო­ბით, საქ­მეს­თან და­კავ­ში­რე­ბით სა­ქარ­თვე­ლოს მთა­ვა­რი პრო­კუ­რა­ტუ­რა სა­ერ­თა­შო­რი­სო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ებ­თან, ინ­ტერ­პოლ­თან, უცხო ქვეყ­ნის შე­სა­ბა­მის სამ­სა­ხუ­რებ­თან მუ­შა­ობს. "გვაქვს იმე­დი, რომ ისი­ნი და­ის­ჯე­ბი­ან და პა­სუხს აგე­ბენ ქარ­თუ­ლი კა­ნონ­მდებ­ლო­ბით ქარ­თუ­ლი მარ­თლმსა­ჯუ­ლე­ბის წი­ნა­შე", - დას­ძი­ნა ვა­სა­ძემ.

მთა­ვარ­მა პრო­კუ­რა­ტუ­რამ ბიზ­ნეს­მენ ბესო ხარ­ძი­ა­ნის მკვლე­ლო­ბის საქ­მე გახ­სნა. რო­გორც უწყე­ბა­ში გა­მარ­თულ სა­გან­გე­ბო ბრი­ფინგზე აღი­ნიშ­ნა, ხარ­ძი­ა­ნის მკვლე­ლო­ბა­ში მხი­ლე­ბულ­ნი არი­ან: უკ­რა­ი­ნის მო­ქა­ლა­ქე, 1985 წლის 29 მა­ისს და­ბა­დე­ბუ­ლი ოლეკ­სან­დრ და­მე­ტო­ვი და რუ­სე­თის ფე­დე­რა­ცი­ის მო­ქა­ლა­ქე, 1973 წლის 4 სექ­ტემ­ბერს და­ბა­დე­ბუ­ლი ოლეგ დო­ე­ვი.

იხი­ლეთ ვი­დეო

იხი­ლეთ ასე­ვე: მა­მუ­კა ვა­სა­ძე - ხარ­ძი­ა­ნის მკვლე­ლო­ბის საქ­მე­ზე დამ­კვე­თე­ბის მი­მარ­თუ­ლე­ბით გა­მო­ძი­ე­ბა სხვა­დას­ხვა ვერ­სი­ა­ზე მუ­შა­ობს

sponsored by ContentRoom

ბესიკ ხარძიანის მკვლელობის იარაღი კუსტარულად არის დამზადებული - გამოძიების კიდევ ერთი მნიშვნელოვანი დეტალი

ბესიკ ხარძიანის მკვლელობის იარაღი კუსტარულად არის დამზადებული - გამოძიების კიდევ ერთი მნიშვნელოვანი დეტალი

საქართველოს მთავარი პროკურორის პირველი მოადგილის, მამუკა ვასაძის განცხადებით, ბიზნესმენ ბესიკ ხარძიანის მკვლელობის იარაღი ექსპერტიზის დასკვნით კუსტარულად არის დამზადებული.

როგორც მამუკა ვასაძემ ტელეკომპანია "იბერიას" გადაცემა "პრიორიტეტში" საუბრისას განაცხადა, იარაღი საქართველოშია მოპოვებული და ბრალდებულებს ის საზღვარზე არ შემოუტანიათ.

"იარაღი საქართველოშია მოპოვებული, ექსპერტიზის დასკვნით ის არის კუსტარულად დამზადებული. ლულა, რომლიდანაც გასროლა განხორციელდა კუსტარულად არის დამონტაჟებული იარაღზე. საქმეში არსებული მტკიცებებითაც დადგინდა, რომ მაყუჩი, რომელიც იარაღზე იყო დამონტაჟებული, ასევე კუსტარული წესით არის დამზადებული. იარაღი ცეცხლსასროლი არ იყო, თუმცა ლულის შეცვლით და შესაბამისი ჩარევით, მისი ცეცხლსასროლ იარაღად გადაკეთება მოხდა", - აღნიშნა მამუკა ვასაძემ.

მთავარი პროკურორის პირველი მოადგილის ინფორმაციით, თბილისში, საბურთალოზე, ბრალდებული პირების მიერ ნაქირავებ ბინაში ჩხრეკის შედეგად ამოღებულია შესაბამისი ხელსაწყოები, რომელიც გამოყენებული იქნებოდა ამ იარაღის გადაკეთებისთვის.

მისივე ცნობით, საქმესთან დაკავშირებით საქართველოს მთავარი პროკურატურა საერთაშორისო ორგანიზაციებთან, ინტერპოლთან, უცხო ქვეყნის შესაბამის სამსახურებთან მუშაობს. "გვაქვს იმედი, რომ ისინი დაისჯებიან და პასუხს აგებენ ქართული კანონმდებლობით ქართული მართლმსაჯულების წინაშე", - დასძინა ვასაძემ.

მთავარმა პროკურატურამ ბიზნესმენ ბესო ხარძიანის მკვლელობის საქმე გახსნა. როგორც უწყებაში გამართულ საგანგებო ბრიფინგზე აღინიშნა, ხარძიანის მკვლელობაში მხილებულნი არიან: უკრაინის მოქალაქე, 1985 წლის 29 მაისს დაბადებული ოლეკსანდრ დამეტოვი და რუსეთის ფედერაციის მოქალაქე, 1973 წლის 4 სექტემბერს დაბადებული ოლეგ დოევი.

იხილეთ ვიდეო

იხილეთ ასევე: მამუკა ვასაძე - ხარძიანის მკვლელობის საქმეზე დამკვეთების მიმართულებით გამოძიება სხვადასხვა ვერსიაზე მუშაობს

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ