პოლიტიკა

27

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის მესამე დღე დაიწყება 06:24-ზე, მთვარე ლომში გადავა 10:09-ზე – ენერგიული დღეა. მოქმედების დროა, ხელსაყრელია ფიზიკური დატვირთვა. მოერიდეთ აგრესიის ნებისმიერ გამოვლინებას. გამოიჩინეთ მონდომება და გამძლეობა. არ არის რეკომენდებული ფინანსური საკითხების მოგვარება, შესაძლებელია ფულადი დანაკარგები. აქტიური ორგანოებია გული, სისხლის მიმოქცევის სისტემა, არტერიები, ზურგი, დიაფრაგმა. ცილები და ხილი კარგად შეიწოვება. კარგია ოთახების მოლამაზება. ინტერიერის განახლება. აგრეთვე სადილის მომზადება და ცხობა.
მსოფლიო
მოზაიკა
სამხედრო
სამართალი
Faceამბები
მეცნიერება
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
მამუკა ვასაძე - ხარძიანის მკვლელობის საქმეზე დამკვეთების მიმართულებით გამოძიება სხვადასხვა ვერსიაზე მუშაობს
მამუკა ვასაძე - ხარძიანის მკვლელობის საქმეზე დამკვეთების მიმართულებით გამოძიება სხვადასხვა ვერსიაზე მუშაობს

სა­ქარ­თვე­ლოს მთა­ვა­რი პრო­კუ­რო­რის პირ­ვე­ლი მო­ად­გი­ლის, მა­მუ­კა ვა­სა­ძის გან­ცხა­დე­ბით, ბიზ­ნეს­მენ ბე­სიკ ხარ­ძი­ა­ნის მკვლე­ლო­ბის შემ­სრუ­ლებ­ლე­ბის მო­ტი­ვი ან­გა­რე­ბაა.

რო­გორც მა­მუ­კა ვა­სა­ძემ ტე­ლე­კომ­პა­ნია "იბე­რი­ას" გა­და­ცე­მა "პრი­ო­რი­ტეტ­ში" სა­უბ­რი­სას გა­ნა­ცხა­და, დამ­კვე­თე­ბის მი­მარ­თუ­ლე­ბით გა­მო­ძი­ე­ბა სხვა­დას­ხვა ვერ­სი­ებ­ზე მუ­შა­ობს.

"შემ­სრუ­ლებ­ლე­ბის მხრი­დან მო­ტი­ვი არ­სე­ბობს და მო­ტი­ვი ან­გა­რე­ბაა. კონ­კრე­ტულ შემ­თხვე­ვა­ში სა­უ­ბა­რი გვაქვს ორ ბრალ­დე­ბულ­ზე, რომ­ლებ­მაც უშუ­ა­ლოდ შე­ას­რუ­ლეს ბიზ­ნეს­მენ ბე­სიკ ხარ­ძი­ა­ნის მკვლე­ლო­ბა და მათი მო­ტი­ვი გა­სა­გე­ბია, ან­გა­რე­ბით არის ეს ყვე­ლა­ფე­რი ჩა­დე­ნი­ლი და შეკ­ვე­თით, მაგ­რამ რაც შე­ე­ხე­ბა დამ­კვე­თებს, დამ­კვე­თე­ბის მი­მარ­თუ­ლე­ბით გა­მო­ძი­ე­ბა მუ­შა­ობს სხვა­დას­ხვა ვერ­სი­ა­ზე. შემ­სრუ­ლებ­ლე­ბის მო­ტი­ვი გან­პი­რო­ბე­ბუ­ლია იმით, რომ კონ­კრე­ტულ პი­რებს, და­მე­ტოვს და დო­ევს არა­ნა­ი­რი შე­ხე­ბა არ ჰქო­ნი­ათ ბიზ­ნეს­მენ ბე­სიკ ხარ­ძი­ან­თან. მათ არ აკავ­ში­რებ­და არც პი­რა­დი ურ­თი­ერ­თო­ბა, არც მე­გობ­რო­ბა და არც ბიზ­ნეს ინ­ტე­რე­სე­ბი, ბიზ­ნეს­კავ­ში­რე­ბი. დამ­კვე­თებ­თან მი­მარ­თე­ბა­ში გა­მო­ძი­ე­ბა მუ­შა­ობს, გა­მო­ყო­ფი­ლია სის­ხლის სა­მარ­თლის საქ­მე, რო­მელ­ზეც ალ­ბათ ძა­ლი­ან მალე ჭეშ­მა­რი­ტე­ბას და­ვად­გენთ და სა­ზო­გა­დო­ე­ბას ასე­ვე დე­ტა­ლუ­რად წარ­ვუდ­გენთ ყვე­ლა ინ­ფორ­მა­ცი­ას", - აღ­ნიშ­ნა მა­მუ­კა ვა­სა­ძემ.

მთა­ვა­რი პრო­კუ­რო­რის მო­ად­გი­ლემ გა­მო­ძი­ე­ბის ერთი მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი დე­ტა­ლიც გა­ამ­ხი­ლა. ია­რა­ღი, რი­თაც ბიზ­ნეს­მე­ნი ბესო ხარ­ძი­ა­ნი მოკ­ლეს, მკვლე­ლო­ბა­ში ბრალ­დე­ბუ­ლებს სა­ზღვარ­ზე არ შე­მო­უ­ტა­ნი­ათ, იგი სა­ქარ­თვე­ლო­ში მო­ი­პო­ვეს, - გა­ნა­ცხა­და მა­მუ­კა ვა­სა­ძემ.

რო­გორც მან გან­მარ­ტა, გა­მო­ძი­ე­ბის ინ­ფორ­მა­ცი­ით, ია­რა­ღი თბი­ლის­ში­ვე გა­და­ა­კე­თეს, და­ა­მაგ­რეს კუს­ტა­რუ­ლი მა­ყუ­ჩი.

მთა­ვარ­მა პრო­კუ­რა­ტუ­რამ ბიზ­ნეს­მენ ბესო ხარ­ძი­ა­ნის მკვლე­ლო­ბის საქ­მე გახ­სნა. რო­გორც უწყე­ბა­ში გა­მარ­თულ სა­გან­გე­ბო ბრი­ფინგზე აღი­ნიშ­ნა, ხარ­ძი­ა­ნის მკვლე­ლო­ბა­ში მხი­ლე­ბულ­ნი არი­ან: უკ­რა­ი­ნის მო­ქა­ლა­ქე, 1985 წლის 29 მა­ისს და­ბა­დე­ბუ­ლი ოლეკ­სან­დრ და­მე­ტო­ვი და რუ­სე­თის ფე­დე­რა­ცი­ის მო­ქა­ლა­ქე, 1973 წლის 4 სექ­ტემ­ბერს და­ბა­დე­ბუ­ლი ოლეგ დო­ე­ვი.

იხი­ლეთ ვი­დეო: ია­რა­ღი, რი­თაც ბესო ხარ­ძი­ა­ნი მოკ­ლეს, ცე­ცხლსას­რო­ლი არ იყო - გა­მო­ძი­ე­ბის კი­დევ ერთი მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი დე­ტა­ლი

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ირანის შეტევის შედეგად ისრაელის 6 კვლევითი ლაბორატორია განადგურდა და 9 დაზიანდა

მამუკა ვასაძე - ხარძიანის მკვლელობის საქმეზე დამკვეთების მიმართულებით გამოძიება სხვადასხვა ვერსიაზე მუშაობს

მამუკა ვასაძე - ხარძიანის მკვლელობის საქმეზე დამკვეთების მიმართულებით გამოძიება სხვადასხვა ვერსიაზე მუშაობს

საქართველოს მთავარი პროკურორის პირველი მოადგილის, მამუკა ვასაძის განცხადებით, ბიზნესმენ ბესიკ ხარძიანის მკვლელობის შემსრულებლების მოტივი ანგარებაა.

როგორც მამუკა ვასაძემ ტელეკომპანია "იბერიას" გადაცემა "პრიორიტეტში" საუბრისას განაცხადა, დამკვეთების მიმართულებით გამოძიება სხვადასხვა ვერსიებზე მუშაობს.

"შემსრულებლების მხრიდან მოტივი არსებობს და მოტივი ანგარებაა. კონკრეტულ შემთხვევაში საუბარი გვაქვს ორ ბრალდებულზე, რომლებმაც უშუალოდ შეასრულეს ბიზნესმენ ბესიკ ხარძიანის მკვლელობა და მათი მოტივი გასაგებია, ანგარებით არის ეს ყველაფერი ჩადენილი და შეკვეთით, მაგრამ რაც შეეხება დამკვეთებს, დამკვეთების მიმართულებით გამოძიება მუშაობს სხვადასხვა ვერსიაზე. შემსრულებლების მოტივი განპირობებულია იმით, რომ კონკრეტულ პირებს, დამეტოვს და დოევს არანაირი შეხება არ ჰქონიათ ბიზნესმენ ბესიკ ხარძიანთან. მათ არ აკავშირებდა არც პირადი ურთიერთობა, არც მეგობრობა და არც ბიზნეს ინტერესები, ბიზნესკავშირები. დამკვეთებთან მიმართებაში გამოძიება მუშაობს, გამოყოფილია სისხლის სამართლის საქმე, რომელზეც ალბათ ძალიან მალე ჭეშმარიტებას დავადგენთ და საზოგადოებას ასევე დეტალურად წარვუდგენთ ყველა ინფორმაციას", - აღნიშნა მამუკა ვასაძემ.

მთავარი პროკურორის მოადგილემ გამოძიების ერთი მნიშვნელოვანი დეტალიც გაამხილა. იარაღი, რითაც ბიზნესმენი ბესო ხარძიანი მოკლეს, მკვლელობაში ბრალდებულებს საზღვარზე არ შემოუტანიათ, იგი საქართველოში მოიპოვეს, - განაცხადა მამუკა ვასაძემ.

როგორც მან განმარტა, გამოძიების ინფორმაციით, იარაღი თბილისშივე გადააკეთეს, დაამაგრეს კუსტარული მაყუჩი.

მთავარმა პროკურატურამ ბიზნესმენ ბესო ხარძიანის მკვლელობის საქმე გახსნა. როგორც უწყებაში გამართულ საგანგებო ბრიფინგზე აღინიშნა, ხარძიანის მკვლელობაში მხილებულნი არიან: უკრაინის მოქალაქე, 1985 წლის 29 მაისს დაბადებული ოლეკსანდრ დამეტოვი და რუსეთის ფედერაციის მოქალაქე, 1973 წლის 4 სექტემბერს დაბადებული ოლეგ დოევი.

იხილეთ ვიდეო:  იარაღი, რითაც ბესო ხარძიანი მოკლეს, ცეცხლსასროლი არ იყო - გამოძიების კიდევ ერთი მნიშვნელოვანი დეტალი

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ