ბათუმში ჩაქვის გვირაბთან ავტოსაგზაო შემთხვევას მსხვერპლი მოყვა. როგორც "ინტერპრესნიუსის" კორესპონდენტი იუწყება, "მერსედესის" მარკის მსუბუქი ავტომობილისა და სატვირთო მიკროავტობუსის შეჯახების შედეგად ადგილზე გარდაიცვალა ერთ-ერთი მძღოლი, ხოლო ორი ქალბატონი და ორი მამაკაცი მძიმე დაზიანებებით ბათუმის რეფერალურ საავადმყოფოში მოათავსეს.
ბათუმის რეფერალური საავადმყოფოს ინფორმაციით, ერთი ქალბატონის მდგომარეობა მძიმეა, უგუნო მდგომარეობაშია და უტარდება შესაბამისი მკურნალობა, ხოლო სამი დაშავებული კონტაქტურია.
შემთხვევა ბათუმიდან ქობულეთის მიმართულებით მოძრაობისას გვირაბთან მოხდა.
როგორც ”ინტერპრესნიუსს” შსს-ში განუცხადეს, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-5 ნაწილით მიმდინარეობს.