საზოგადოება
Faceამბები

8

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეცამეტე დღე დაიწყება 19:40-ზე, მთვარე მორიელშია – კარგია ჯგუფური მუშაობისთვის, ახალი ინფორმაციის მოსაპოვებლად, სწავლის დასაწყებად. საყოფაცხოვრებო ნივთების დაგროვების, შეძენისა და წარმოებისთვის. კარგია პურის გამოცხობა. არ არის რეკომენდებული სერიოზული საქმეების და ვალდებულებების შესრულება, განსაკუთრებით მარტო. ადრე დაწყებული პროექტების მიტოვება. სიზარმაცე. ხელსაყრელი დღეა მოგზაურობისთვის, მივლინების ან მომლოცველებისთვის. აგრეთვე ოჯახის შესაქმნელად.
კონფლიქტები
პოლიტიკა
მსოფლიო
მეცნიერება
სამხედრო
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ვინც ასე გამოენთო, დარწმუნებული ხართ, ბოლომდე აქვს ნანახი "აბესალომ და ეთერი"?! - მარინა ბერიძე ოპერის გარშემო ატეხილ სკანდალზე
"ვინც ასე გამოენთო, დარწმუნებული ხართ, ბოლომდე აქვს ნანახი "აბესალომ და ეთერი"?! - მარინა ბერიძე ოპერის გარშემო ატეხილ სკანდალზე

თბი­ლი­სის ოპე­რი­სა და ბა­ლე­ტის თე­ატ­რი გა­ნახ­ლე­ბუ­ლი სა­ხით, 30 იან­ვარს გა­იხ­სნე­ბა. პირ­ვე­ლი წარ­მოდ­გე­ნა, რომ­ლი­თაც დასი წარ­დგე­ბა ფა­ლი­აშ­ვი­ლის "აბე­სა­ლომ და ეთე­რია". მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ ოპე­რი­სა და ბა­ლე­ტის თე­ატ­რის ქარ­თულ რე­პერ­ტუ­არ­ზე სა­ქარ­თვე­ლო­ში თა­ო­ბე­ბი აღი­ზარ­და, ზოგს ქარ­თუ­ლი ოპე­რა მოს­წონს და ზოგ­საც - არა, რო­გორც იტყვი­ან, კა­ცია და გუ­ნე­ბა!

მა­გა­ლი­თად, "რუს­თა­ვი 2"-ის გე­ნე­რა­ლურ­მა დი­რექ­ტორ­მა, ნიკა გვა­რა­მი­ამ ცოტა ხნის, სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში ქარ­თულ ოპე­რა­ზე თა­ვი­სი მო­საზ­რე­ბა სა­ჯა­როდ და­ა­ფიქ­სი­რა, რა­საც სა­ზო­გა­დო­ე­ბის ნა­წი­ლის აღ­შფო­თე­ბა და აჟი­ო­ტა­ჟი მოჰ­ყვა: "ღირ­დეს მა­ინც რა­მედ ეს უსა­შინ­ლე­სი ოპე­რა "აბე­სა­ლომ და ეთე­რი". თრე­ში ნამ­დვი­ლი. სა­ერ­თო­დაც, კარ­გი ქარ­თუ­ლი ოპე­რა არც არ­სე­ბობს. მე­ტიც, ქარ­თუ­ლი კლა­სი­კუ­რი მუ­სი­კაა ზო­გა­დად ძა­ლი­ან, ძა­ლი­ან სუს­ტი, გან­სა­კუთ­რე­ბით, მსოფ­ლი­ო­ში სა­უ­კე­თე­სო (გა­და­უ­ჭარ­ბებ­ლად) ფოლკ­ლო­რუ­ლი მუ­სი­კის ფონ­ზე", - წერ­და გვა­რა­მია.

ქარ­თულ ოპე­რას რომ არც ისე დიდი ხნის ის­ტო­რია აქვს, რა­საც თა­ვის ობი­ექ­ტუ­რი მი­ზე­ზე­ბი აქვს, ცხა­დია, ამას­თან, გან­ვი­თა­რე­ბაც (რო­გორც ყვე­ლა­ფერს), რომ სჭირ­დე­ბა, ესეც ფაქ­ტია! (ისე, მე რომ მკი­თხოს კაც­მა, ფა­ლი­აშ­ვი­ლის ნა­მუ­შე­ვარს, სა­ში­ნელს მა­ინც არ ვუ­წო­დებ­დი, თუმ­ცა რო­გორც უკვე ვთქვი, კა­ცია და გუ­ნე­ბა...)

ამ თე­მა­ზე მუ­სი­კოს მა­რი­ნა ბე­რი­ძეს გა­ვე­სა­უბ­რეთ.

- მარ­თლაც ასე­თი სა­ში­ნე­ლია ჩვე­ნი ოპე­რა, რო­გორც მას ნიკა გვა­რა­მი­ამ უწო­და?

- სა­შინ­ლე­ბად მე ის ამ­ბა­ვი უფრო მი­ვიჩ­ნიე, რაც ამას მოჰ­ყვა. თა­ვი­სუ­ფა­ლი ადა­მი­ა­ნე­ბი ვართ. ზოგს მოს­წონს სო­უ­ლი, ზოგს - პოპი, როკი, ზოგს ოპე­რა და იქაც ზოგი ვაგ­ნერს უს­მენს, ვერ­დის, პუ­ჩი­ნის, რო­სი­ნის და ა.შ. მაგ­რამ იმის გამო, რომ მე ქარ­თუ­ლი ოპე­რა უარ­ყო­ფით კონ­ტექ­სტში მო­ვიხ­სე­ნიე, იმი­ტომ, რომ ასე ვფიქ­რობ, მერე რა?!

- გა­ნათ­ლე­ბუ­ლი ადა­მი­ა­ნია, ტე­ლე­ვი­ზი­ის ხელ­მძღვა­ნე­ლია და მის­გან ვერ მი­ი­ღო ეს ნათ­ქვა­მი სა­ზო­გა­დო­ე­ბამ.

- რა მნიშ­ვნე­ლო­ბა აქვს, ტე­ლე­ვი­ზი­ის ხელ­მძღვა­ნე­ლია თუ რა? მას­თან ეს ოპე­რა ახლო არ არის. ჩემ­თან ახ­ლოს რაც არის, იმის ქება რომ და­ვი­წყო, შორს წა­ვალთ.

- თქვით.

- და­ვუშ­ვათ, მო­ცარტზე ვგიჟ­დე­ბი და დავ­სვათ აქ წერ­ტი­ლი... მუ­სი­კო­სი ვარ და გარ­კვე­ულ სა­კი­თხებ­ზე თავ­შე­კა­ვე­ბის რე­ჟიმს ვირ­ჩევ ხოლ­მე, ნიკა გვა­რა­მია კი აბ­სო­ლუ­ტუ­რად თა­ვი­სუ­ფა­ლია თა­ვის ფიქ­რებ­ში, გა­მო­ნათ­ქა­მებ­ში, ის არ არის მუ­სი­კო­სი, ასე მი­აჩ­ნია და მორ­ჩა! უბ­რა­ლოდ, ბოლო დროს, ჩვენ ყვე­ლა­ფერს მტკივ­ნე­უ­ლად გან­ვიც­დით. მტკივ­ნე­ულ პო­ლე­მი­კა­ში შევ­დი­ვართ, ერ­თმა­ნე­თის შე­უ­რა­ცხყო­ფა­ზე გა­დავ­დი­ვართ. ხალ­ხს ასე­თი რე­აქ­ცია რომ არ ჰქო­ნო­და, ცხა­დია, აჟი­ო­ტა­ჟიც არ ატ­დე­ბო­და. ნი­კას არაჩ­ვე­უ­ლებ­რი­ვი გე­მოვ­ნე­ბა აქვს, ადა­მი­ა­ნია, რა­ღაც მოს­წონს და რა­ღაც - არა. ვინც ასე ცხა­რედ გა­მო­ენ­თო, დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი ხართ, ყვე­ლას აქვს თა­ვი­დან ბო­ლომ­დე "აბე­სა­ლომ და ეთე­რი" ნა­ნა­ხი?!

- ძნე­ლია თქმა, სა­ვა­რა­უ­დოდ, ცო­ტას.

- ჰოდა, ნიკა თა­მა­მი ადა­მი­ა­ნია, მას რა­ღაც არ მოს­წონს და აფიქ­სი­რებს.

- ქარ­თუ­ლი ოპე­რა ფაქ­ტია, რომ იმ მას­შტა­ბის არ არის, რო­გორც სხვა უცხო ქვეყ­ნე­ბის, რა­საც თა­ვის სა­ფუძ­ვე­ლიც აქვს...

- კი, გვი­ან შე­მო­ვი­და ეს კულ­ტუ­რა სა­ქარ­თვე­ლო­ში. ბევრ რა­ღა­ცას ქვეყ­ნის­თვის რთუ­ლი ის­ტო­რი­უ­ლი სი­ტუ­ა­ცი­ე­ბი გან­სა­ზღვრავ­და და არ შე­იძ­ლე­ბა იმ პრო­ცე­სე­ბის გამო გავ­ლე­ნის ქვეშ არ აღ­მო­ჩე­ნი­ლი­ყო, მით უფრო, რომ ეს კულ­ტუ­რა ტრა­დი­ცი­ა­ში არ გაქვს. მაგ­რამ თუ ამ გა­და­სა­ხე­დი­დან ვიმ­სჯე­ლებთ, რო­დე­საც დი­დია ინ­ფორ­მა­ცია, რო­დე­საც შე­იძ­ლე­ბა რა­ღაც ახ­ლი­სა და სა­ინ­ტე­რე­სოს გა­კე­თე­ბა, შექ­მნა, მოდი, ამა­ზე ვიმ­სჯე­ლოთ.

- არ­სე­ბობს ამის­თვის პო­ტენ­ცი­ა­ლი?

- დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი ვარ, რომ ზვი­ად ბოლ­ქვა­ძეს აქვს ამის პო­ტენ­ცი­ა­ლი, შექ­მნას ოპე­რა, ამა­ში ში­ნა­გა­ნად დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი ვარ. მაგ­რამ ამის­თვის მო­ტი­ვა­ცი­აა სა­ჭი­რო. რო­დე­საც ოპე­რის თე­ატ­რი მწყობ­რში ჩად­გე­ბა და აქ­ტუ­ა­ლუ­რი გახ­დე­ბა, შე­იძ­ლე­ბა ისევ სა­ხელ­მწი­ფომ შე­უ­წყოს ხელი, შე­საძ­ლოა, ამის დაკ­ვე­თაც იყოს. ეს ჟან­რი მსოფ­ლი­ოს მას­შტა­ბით აღარ იცი­ან, რო­გორ შე­ფუ­თონ, პო­პუ­ლა­რი­ზა­ცია რო­გორ გა­უ­წი­ონ, რომ მა­ყუ­რე­ბე­ლი მი­ი­ზი­დონ. ჩვენ­თან ამის მე­ნე­ჯმენ­ტიც არ არის. თუმ­ცა, ის სხვა თე­მაა, ეს ჟან­რი ვი­ღა­ცას მოს­წონს, თუ - არა...

- მე­ნე­ჯმენ­ტი კი არა, ამის მცდე­ლო­ბაც არ არ­სე­ბობს.

- გა­ვი­გე, რომ ფან­ტას­ტი­კუ­რი თე­ატ­რი უნდა გავ­ხსნათ, მაგ­რამ შიგ­თავ­სია მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი, რო­გო­რი დად­გმა იქ­ნე­ბა, იქ­ნე­ბა ეს თა­ნა­მედ­რო­ვე თუ არა, ვინ ივ­ლის იქ, ბი­ლე­თის ფასი რა იქ­ნე­ბა. ადა­მი­ა­ნებს, ვი­საც ოპე­რა უყ­ვარს, ხში­რად არ აქვს ბი­ლე­თის შე­ძე­ნის სა­შუ­ა­ლე­ბა. არ გა­მო­ვი­დეს ისე, რომ ვინ­მე და­ი­ჩაგ­როს. მთა­ვა­რი ის არის, რომ ოპე­რა უფრო პო­პუ­ლა­რუ­ლი გახ­დეს. თა­ო­ბა უნდა გაჩ­ნდეს, ვინც ოპე­რის თე­ატ­რში ივ­ლის. მსმე­ნე­ლი უნდა გა­ი­ზარ­დოს, სა­ვა­რა­უ­დოდ, სა­ა­ბო­ნენ­ტო სის­ტე­მაც უნდა არ­სე­ბობ­დეს. ყვე­ლა­ფერ­ზე ამ­ხედ­რე­ბა ხომ არ შე­იძ­ლე­ბა? იმ­დე­ნი გვაქვს ნამ­დვი­ლად ასამ­ხედ­რე­ბე­ლი, რა­ზეც სრუ­ლი­ად ქვე­ყა­ნა გა­რეთ უნდა გა­მო­ვი­დეს. მე XXI სა­უ­კუ­ნე­ში ის უფრო მა­ო­ცებს და მაკ­ვირ­ვებს, რომ ჩვენ­თან კონ­ცერ­ტე­ბი პლუს­ფო­ნოგ­რა­მა­ზე იმარ­თე­ბა. მა­პა­ტი­ეთ და აი, ეს კი ნამ­დვი­ლი კრი­მი­ნა­ლია...

ცოტა რამ თბი­ლი­სის სა­ო­პე­რო წარ­სუ­ლი­დან:

თბი­ლი­სის ოპე­რის თე­ატ­რის სცე­ნა­ზე წარ­მოდ­გე­ნი­ლი პირ­ვე­ლი ქარ­თუ­ლი ოპე­რა გოგ­ნი­აშ­ვი­ლის "ქრის­ტი­ნეა" (1918 წელი 17 ივ­ნი­სი), თუმ­ცა ამ ჟან­რის პირ­ველ კლა­სი­კურ ნი­მუ­შე­ბად მი­იჩ­ნე­ვა 1919 წელს თბი­ლი­სის სა­ო­პე­რო თე­ატ­რის სცე­ნა­ზე დად­გმუ­ლი ოპე­რე­ბი: 5 თე­ბერ­ვალს - დი­მიტ­რი არა­ყიშ­ვი­ლის "თქმუ­ლე­ბა შოთა რუს­თა­ველ­ზე", 21 თე­ბერ­ვალს - ზა­ქა­რია ფა­ლი­აშ­ვი­ლის "აბე­სა­ლომ და ეთე­რი", 11 დე­კემ­ბერს ვიქ­ტორ დო­ლი­ძის "ქეთო და კოტე".

მაგ­რამ, რო­გორც ის­ტო­რია მოგ­ვი­თხრობს, პირ­ვე­ლი ქარ­თუ­ლი ოპე­რა მე­ლი­ტონ ბა­ლან­ჩი­ვა­ძის სა­ხელ­თა­ნაა და­კავ­ში­რე­ბუ­ლი, ფრაგ­მენ­ტე­ბი მისი ოპე­რი­დან "თა­მარ ცბი­ე­რი" 1897 წლის 20 დე­კემ­ბერს პე­ტერ­ბურ­გში შეს­რულ­და, სრუ­ლი სა­ხით კი თბი­ლი­სის ოპე­რის სცე­ნა­ზე 1925-26 წლე­ბის სე­ზონ­ზე გან­ხორ­ცი­ელ­და.

ლალი ფა­ცია

AMBEBI.GE

"ვინც ასე გამოენთო, დარწმუნებული ხართ, ბოლომდე აქვს ნანახი "აბესალომ და ეთერი"?! - მარინა ბერიძე ოპერის გარშემო ატეხილ სკანდალზე

"ვინც ასე გამოენთო, დარწმუნებული ხართ, ბოლომდე აქვს ნანახი "აბესალომ და ეთერი"?! - მარინა ბერიძე ოპერის გარშემო ატეხილ სკანდალზე

თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრი განახლებული სახით, 30 იანვარს გაიხსნება. პირველი წარმოდგენა, რომლითაც დასი წარდგება ფალიაშვილის "აბესალომ და ეთერია". მიუხედავად იმისა, რომ ოპერისა და ბალეტის თეატრის ქართულ რეპერტუარზე საქართველოში თაობები აღიზარდა, ზოგს ქართული ოპერა მოსწონს და ზოგსაც - არა, როგორც იტყვიან, კაცია და გუნება!

მაგალითად, "რუსთავი 2"-ის გენერალურმა დირექტორმა, ნიკა გვარამიამ ცოტა ხნის, სოციალურ ქსელში ქართულ ოპერაზე თავისი მოსაზრება საჯაროდ დააფიქსირა, რასაც საზოგადოების ნაწილის აღშფოთება და აჟიოტაჟი მოჰყვა: "ღირდეს მაინც რამედ ეს უსაშინლესი ოპერა "აბესალომ და ეთერი". თრეში ნამდვილი. საერთოდაც, კარგი ქართული ოპერა არც არსებობს. მეტიც, ქართული კლასიკური მუსიკაა ზოგადად ძალიან, ძალიან სუსტი, განსაკუთრებით, მსოფლიოში საუკეთესო (გადაუჭარბებლად) ფოლკლორული მუსიკის ფონზე", - წერდა გვარამია.

ქართულ ოპერას რომ არც ისე დიდი ხნის ისტორია აქვს, რასაც თავის ობიექტური მიზეზები აქვს, ცხადია, ამასთან, განვითარებაც (როგორც ყველაფერს), რომ სჭირდება, ესეც ფაქტია! (ისე, მე რომ მკითხოს კაცმა, ფალიაშვილის ნამუშევარს, საშინელს მაინც არ ვუწოდებდი, თუმცა როგორც უკვე ვთქვი, კაცია და გუნება...)

ამ თემაზე მუსიკოს მარინა ბერიძეს გავესაუბრეთ.

- მართლაც ასეთი საშინელია ჩვენი ოპერა, როგორც მას ნიკა გვარამიამ უწოდა?

- საშინლებად მე ის ამბავი უფრო მივიჩნიე, რაც ამას მოჰყვა. თავისუფალი ადამიანები ვართ. ზოგს მოსწონს სოული, ზოგს - პოპი, როკი, ზოგს ოპერა და იქაც ზოგი ვაგნერს უსმენს, ვერდის, პუჩინის, როსინის და ა.შ. მაგრამ იმის გამო, რომ მე ქართული ოპერა უარყოფით კონტექსტში მოვიხსენიე, იმიტომ, რომ ასე ვფიქრობ, მერე რა?!

- განათლებული ადამიანია, ტელევიზიის ხელმძღვანელია და მისგან ვერ მიიღო ეს ნათქვამი საზოგადოებამ.

- რა მნიშვნელობა აქვს, ტელევიზიის ხელმძღვანელია თუ რა? მასთან ეს ოპერა ახლო არ არის. ჩემთან ახლოს რაც არის, იმის ქება რომ დავიწყო, შორს წავალთ.

- თქვით.

- დავუშვათ, მოცარტზე ვგიჟდები და დავსვათ აქ წერტილი... მუსიკოსი ვარ და გარკვეულ საკითხებზე თავშეკავების რეჟიმს ვირჩევ ხოლმე, ნიკა გვარამია კი აბსოლუტურად თავისუფალია თავის ფიქრებში, გამონათქამებში, ის არ არის მუსიკოსი, ასე მიაჩნია და მორჩა! უბრალოდ, ბოლო დროს, ჩვენ ყველაფერს მტკივნეულად განვიცდით. მტკივნეულ პოლემიკაში შევდივართ, ერთმანეთის შეურაცხყოფაზე გადავდივართ. ხალხს ასეთი რეაქცია რომ არ ჰქონოდა, ცხადია, აჟიოტაჟიც არ ატდებოდა. ნიკას არაჩვეულებრივი გემოვნება აქვს, ადამიანია, რაღაც მოსწონს და რაღაც - არა. ვინც ასე ცხარედ გამოენთო, დარწმუნებული ხართ, ყველას აქვს თავიდან ბოლომდე "აბესალომ და ეთერი" ნანახი?!

- ძნელია თქმა, სავარაუდოდ, ცოტას.

- ჰოდა, ნიკა თამამი ადამიანია, მას რაღაც არ მოსწონს და აფიქსირებს.

- ქართული ოპერა ფაქტია, რომ იმ მასშტაბის არ არის, როგორც სხვა უცხო ქვეყნების, რასაც თავის საფუძველიც აქვს...

- კი, გვიან შემოვიდა ეს კულტურა საქართველოში. ბევრ რაღაცას ქვეყნისთვის რთული ისტორიული სიტუაციები განსაზღვრავდა და არ შეიძლება იმ პროცესების გამო გავლენის ქვეშ არ აღმოჩენილიყო, მით უფრო, რომ ეს კულტურა ტრადიციაში არ გაქვს. მაგრამ თუ ამ გადასახედიდან ვიმსჯელებთ, როდესაც დიდია ინფორმაცია, როდესაც შეიძლება რაღაც ახლისა და საინტერესოს გაკეთება, შექმნა, მოდი, ამაზე ვიმსჯელოთ.

- არსებობს ამისთვის პოტენციალი?

- დარწმუნებული ვარ, რომ ზვიად ბოლქვაძეს აქვს ამის პოტენციალი, შექმნას ოპერა, ამაში შინაგანად დარწმუნებული ვარ. მაგრამ ამისთვის მოტივაციაა საჭირო. როდესაც ოპერის თეატრი მწყობრში ჩადგება და აქტუალური გახდება, შეიძლება ისევ სახელმწიფომ შეუწყოს ხელი, შესაძლოა, ამის დაკვეთაც იყოს. ეს ჟანრი მსოფლიოს მასშტაბით აღარ იციან, როგორ შეფუთონ, პოპულარიზაცია როგორ გაუწიონ, რომ მაყურებელი მიიზიდონ. ჩვენთან ამის მენეჯმენტიც არ არის. თუმცა, ის სხვა თემაა, ეს ჟანრი ვიღაცას მოსწონს, თუ - არა...

- მენეჯმენტი კი არა, ამის მცდელობაც არ არსებობს.

- გავიგე, რომ ფანტასტიკური თეატრი უნდა გავხსნათ, მაგრამ შიგთავსია მნიშვნელოვანი, როგორი დადგმა იქნება, იქნება ეს თანამედროვე თუ არა, ვინ ივლის იქ, ბილეთის ფასი რა იქნება. ადამიანებს, ვისაც ოპერა უყვარს, ხშირად არ აქვს ბილეთის შეძენის საშუალება. არ გამოვიდეს ისე, რომ ვინმე დაიჩაგროს. მთავარი ის არის, რომ ოპერა უფრო პოპულარული გახდეს. თაობა უნდა გაჩნდეს, ვინც ოპერის თეატრში ივლის. მსმენელი უნდა გაიზარდოს, სავარაუდოდ, სააბონენტო სისტემაც უნდა არსებობდეს. ყველაფერზე ამხედრება ხომ არ შეიძლება? იმდენი გვაქვს ნამდვილად ასამხედრებელი, რაზეც სრულიად ქვეყანა გარეთ უნდა გამოვიდეს. მე XXI საუკუნეში ის უფრო მაოცებს და მაკვირვებს, რომ ჩვენთან კონცერტები პლუსფონოგრამაზე იმართება. მაპატიეთ და აი, ეს კი ნამდვილი კრიმინალია...

ცოტა რამ თბილისის საოპერო წარსულიდან:

თბილისის ოპერის თეატრის სცენაზე წარმოდგენილი პირველი ქართული ოპერა გოგნიაშვილის "ქრისტინეა" (1918 წელი 17 ივნისი), თუმცა ამ ჟანრის პირველ კლასიკურ ნიმუშებად მიიჩნევა 1919 წელს თბილისის საოპერო თეატრის სცენაზე დადგმული ოპერები: 5 თებერვალს - დიმიტრი არაყიშვილის "თქმულება შოთა რუსთაველზე", 21 თებერვალს - ზაქარია ფალიაშვილის "აბესალომ და ეთერი", 11 დეკემბერს ვიქტორ დოლიძის "ქეთო და კოტე".

მაგრამ, როგორც ისტორია მოგვითხრობს, პირველი ქართული ოპერა მელიტონ ბალანჩივაძის სახელთანაა დაკავშირებული, ფრაგმენტები მისი ოპერიდან "თამარ ცბიერი" 1897 წლის 20 დეკემბერს პეტერბურგში შესრულდა, სრული სახით კი თბილისის ოპერის სცენაზე 1925-26 წლების სეზონზე განხორციელდა.

ლალი ფაცია

AMBEBI.GE

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება