საზოგადოება
სპორტი
პოლიტიკა

2

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეშვიდე დღე დაიწყება 11:53-ზე, მთვარე ქალწულს ესტუმრება 07:02-ზე – კარგია მოლაპარაკებების წარმოება. ახალი კავშირების დამყარება. სარეკლამო კამპანიების, კონფერენციების და მსგავსი ღონისძიებების ჩატარება. გამოიყენეთ სიტყვები პარტნიორების, ინვესტორების და სპონსორების დასარწმუნებლად. ბიზნესმენებმა ხელი უნდა შეუწყონ და დააფინანსონ შემოქმედებითი ადამიანები. ბევრმა მუშაობამ შეიძლება გამოიწვიოს გადაღლილობა. უმჯობესია თავი შეიკავოთ დიდი რაოდენობით ქონის, ლორის, ქაშაყის, დამუშავებული ყველის და მსგავსი პროდუქტების მიღებაზე.
სამხედრო
მოზაიკა
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
მსოფლიო
სამართალი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
შეწყდება თუ არა სწავლის პროცესი სკოლებსა და ბაგა-ბაღებში ღორის გრიპის ვირუსის გამო
შეწყდება თუ არა სწავლის პროცესი სკოლებსა და ბაგა-ბაღებში ღორის გრიპის ვირუსის გამო

გრი­პის შემ­თხვე­ვე­ბის მა­ტე­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით, ბავ­შვთა ინ­ფექ­ცი­ურ სა­ა­ვად­მყო­ფო­ში შიდა კა­რან­ტი­ნი გა­მო­ცხად­და (პა­ცი­ენ­ტთა ნახ­ვის სა­ა­თე­ბი გა­უქ­მდა). ჯან­დაც­ვის მი­ნის­ტრის გან­ცხა­დე­ბით ქვე­ყა­ნა­ში პა­ნი­კის სა­ფუძ­ვე­ლი არ არ­სე­ბობს, "რად­გან გრი­პის ეპი­დე­მი­ის არა­ნა­ი­რი სა­შიშ­რო­ე­ბა არ არის. შე­სა­ბა­მი­სად, არ არ­სე­ბობს არა­ნა­ი­რი სა­ფუძ­ვე­ლი იმი­სა, რომ მო­სახ­ლე­ო­ბა არამ­ცთუ პა­ნი­კა­ში იყოს, არა­მედ თუნ­დაც რა­ი­მე და­ძა­ბუ­ლო­ბა იყოს".

ზამ­თრის არ­და­დე­გე­ბის შემ­დეგ სკო­ლებ­სა და ბაგა-ბა­ღებ­ში სას­წავ­ლო პრო­ცე­სი სულ რამ­დე­ნი­მე დღეა გა­ნახ­ლდა, თუმ­ცა ვირუ­სე­ბით შე­ში­ნე­ბუ­ლი მშობ­ლე­ბი შვი­ლე­ბის სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო და­წე­სე­ბუ­ლე­ბა­ში მიყ­ვა­ნას უფრთხი­ან. იმის გა­სარ­კვე­ვად, რო­გო­რია სკო­ლებ­სა და სა­ბავ­შვო ბა­ღებ­ში ბავ­შვე­ბის დას­წრე­ბის მაჩ­ვე­ნე­ბე­ლი და აი­სა­ხე­ბა თუ არა გრი­პის შემ­თხვე­ვა­თა მა­ტე­ბა სას­წავ­ლო პრო­ცეს­ზე, AMBEBI.GE გა­ნათ­ლე­ბის სა­მი­ნის­ტროს სა­ზო­გა­დო­ე­ბას­თან ურ­თი­ერ­თო­ბის სამ­სა­ხუ­რის უფ­როსს, ნატა ასა­თი­ანს ესა­უბ­რა. მისი ინ­ფორ­მა­ცი­ით, ამ ეტაპ­ზე სკო­ლებ­ში ჩვე­უ­ლებ­რი­ვად მიმ­დი­ნა­რე­ობს სას­წავ­ლო პრო­ცე­სი. გრი­პის ვირუ­სის პრე­ვენ­ცი­ას­თან და­კავ­ში­რე­ბით კი სა­ჭი­რო რე­კო­მენ­და­ცი­ე­ბი სკო­ლებ­ში უკვე გა­ი­ცა: "გა­დაგ­ზავ­ნი­ლი აქვთ ინ­სტრუქ­ცია, რაც ით­ვა­ლის­წი­ნებს შემ­დეგს: მშობ­ლებს ეძ­ლე­ვათ რე­კო­მენ­და­ცია, რომ ავად­მყო­ფი ბავ­შვი სკო­ლა­ში არ გა­უშ­ვან. სკო­ლა­ში თუ და­ფიქ­სირ­დე­ბა გრი­პის ნიშ­ნე­ბი, აუ­ცი­ლებ­ლად მოხ­დეს ამის შე­ტყო­ბი­ნე­ბა მშობ­ლე­ბის­თვის", - აღ­ნიშ­ნავს ნატა ასა­თი­ა­ნი.

ბა­ღე­ბის მარ­თვის სა­ა­გენ­ტო­ში აცხა­დე­ბენ, რომ ბავ­შვე­ბის დას­წრე­ბა ჩვე­უ­ლებ­რი­ვია და სწავ­ლის შე­წყვე­ტის სა­კი­თხი ჯერ არ დგას. ბა­ღე­ბის მარ­თვის სა­ა­გენ­ტოს დი­რექ­ტო­რის მო­ად­გი­ლე ნინო ბუ­რძე­ნი­ძე აღ­ნიშ­ნავს, რომ "ღო­რის გრი­პის ვირუ­სის გამო, ბა­ღებ­ში მთე­ლი რიგი პრე­ვენ­ცი­უ­ლი ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბი ჩა­ტარ­და. ვგუ­ლის­ხმობ დე­ზინ­ფექ­ცი­ას. გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი ზო­მე­ბია მი­ღე­ბუ­ლი იმას­თან და­კავ­ში­რე­ბით, რომ გა­ცი­ე­ბუ­ლი, სურ­დო­ი­ა­ნი, ვირუ­სუ­ლი ინ­ფექ­ცი­ის ნიშ­ნე­ბის მქო­ნე ბავ­შვე­ბი ბაღ­ში არ და­იშ­ვან. მშობ­ლებს მო­ვუ­წო­დებთ, ასე­თი პა­ტა­რე­ბის ბაღ­ში მიყ­ვა­ნის­გან თავი შე­ი­კა­ვონ, რათა ამას გარ­თუ­ლე­ბე­ბი ან ვირუ­სით სხვა ბავ­შვე­ბის და­ინ­ფი­ცი­რე­ბა არ მოყ­ვეს. დღე­ის მდგო­მა­რე­ო­ბით ჩვენ­თან ერ­თა­დერ­თი შემ­თხვე­ვაა და­ფიქ­სი­რე­ბუ­ლი. დას­წრე­ბა ნორ­მა­ლუ­რია. არ აღი­ნიშ­ნე­ბა ბავ­შვე­ბის მიერ ბა­ღის მა­სობ­რი­ვად გაც­დე­ნის შემ­თხვე­ვე­ბი. რაც შე­ე­ხე­ბა შემ­დგომ პრე­ვენ­ცი­ულ ღო­ნის­ძი­ე­ბებს, კვლავ იგეგ­მე­ბა დე­ზინ­ფექ­ცია. ჩვენ ვთა­ნამ­შრომ­ლობთ და­ავ­დე­ბე­ბის კონ­ტრო­ლის ეროვ­ნულ ცენ­ტრთან, თუ ეს ვირუ­სი დაკ­ვა­ლი­ფი­ცირ­დე­ბა, რო­გორც ეპი­დე­მი­ო­ლო­გი­უ­რი აფეთ­ქე­ბა და მაჩ­ვე­ნე­ბე­ლი მა­ღა­ლი იქ­ნე­ბა, მხო­ლოდ ამ შემ­თხვე­ვა­ში, დრო­ე­ბით შე­წყვე­ტენ ბა­ღე­ბი ფუნ­ქცი­ო­ნი­რე­ბას. ამის შე­სა­ხებ გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა მი­ღე­ბუ­ლი არ არის".

თა­მარ კორ­კო­ტაშ­ვი­ლი

AMBEBI.GE

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
გიორგი ბაჩიაშვილი - საქართველოს წარმომადგენლებმა, ივანიშვილის დავალებით, მიმართეს ბანდიტურ გზას და მოტაცებით ჩამომიყვანეს საქართველოში

შეწყდება თუ არა სწავლის პროცესი სკოლებსა და ბაგა-ბაღებში ღორის გრიპის ვირუსის გამო

შეწყდება თუ არა სწავლის პროცესი სკოლებსა და ბაგა-ბაღებში ღორის გრიპის ვირუსის გამო

გრიპის შემთხვევების მატებასთან დაკავშირებით, ბავშვთა ინფექციურ საავადმყოფოში შიდა კარანტინი გამოცხადდა (პაციენტთა ნახვის საათები გაუქმდა). ჯანდაცვის მინისტრის განცხადებით ქვეყანაში პანიკის საფუძველი არ არსებობს, "რადგან გრიპის ეპიდემიის არანაირი საშიშროება არ არის. შესაბამისად, არ არსებობს არანაირი საფუძველი იმისა, რომ მოსახლეობა არამცთუ პანიკაში იყოს, არამედ თუნდაც რაიმე დაძაბულობა იყოს".

ზამთრის არდადეგების შემდეგ სკოლებსა და ბაგა-ბაღებში სასწავლო პროცესი სულ რამდენიმე დღეა განახლდა, თუმცა ვირუსებით შეშინებული მშობლები შვილების საგანმანათლებლო დაწესებულებაში მიყვანას უფრთხიან. იმის გასარკვევად, როგორია სკოლებსა და საბავშვო ბაღებში ბავშვების დასწრების მაჩვენებელი და აისახება თუ არა გრიპის შემთხვევათა მატება სასწავლო პროცესზე, AMBEBI.GE განათლების სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსს, ნატა ასათიანს ესაუბრა. მისი ინფორმაციით, ამ ეტაპზე სკოლებში ჩვეულებრივად მიმდინარეობს სასწავლო პროცესი. გრიპის ვირუსის პრევენციასთან დაკავშირებით კი საჭირო რეკომენდაციები სკოლებში უკვე გაიცა: "გადაგზავნილი აქვთ ინსტრუქცია, რაც ითვალისწინებს შემდეგს: მშობლებს ეძლევათ რეკომენდაცია, რომ ავადმყოფი ბავშვი სკოლაში არ გაუშვან. სკოლაში თუ დაფიქსირდება გრიპის ნიშნები, აუცილებლად მოხდეს ამის შეტყობინება მშობლებისთვის", - აღნიშნავს ნატა ასათიანი.

ბაღების მართვის სააგენტოში აცხადებენ, რომ ბავშვების დასწრება ჩვეულებრივია და სწავლის შეწყვეტის საკითხი ჯერ არ დგას. ბაღების მართვის სააგენტოს დირექტორის მოადგილე ნინო ბურძენიძე აღნიშნავს, რომ "ღორის გრიპის ვირუსის გამო, ბაღებში მთელი რიგი პრევენციული ღონისძიებები ჩატარდა. ვგულისხმობ დეზინფექციას. განსაკუთრებული ზომებია მიღებული იმასთან დაკავშირებით, რომ გაციებული, სურდოიანი, ვირუსული ინფექციის ნიშნების მქონე ბავშვები ბაღში არ დაიშვან. მშობლებს მოვუწოდებთ, ასეთი პატარების ბაღში მიყვანისგან თავი შეიკავონ, რათა ამას გართულებები ან ვირუსით სხვა ბავშვების დაინფიცირება არ მოყვეს. დღეის მდგომარეობით ჩვენთან ერთადერთი შემთხვევაა დაფიქსირებული. დასწრება ნორმალურია. არ აღინიშნება ბავშვების მიერ ბაღის მასობრივად გაცდენის შემთხვევები. რაც შეეხება შემდგომ პრევენციულ ღონისძიებებს, კვლავ იგეგმება დეზინფექცია. ჩვენ ვთანამშრომლობთ დაავდებების კონტროლის ეროვნულ ცენტრთან, თუ ეს ვირუსი დაკვალიფიცირდება, როგორც ეპიდემიოლოგიური აფეთქება და მაჩვენებელი მაღალი იქნება, მხოლოდ ამ შემთხვევაში, დროებით შეწყვეტენ ბაღები ფუნქციონირებას. ამის შესახებ გადაწყვეტილება მიღებული არ არის".

თამარ კორკოტაშვილი

AMBEBI.GE

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია