პარლამენტთან მიმდინარე აქციის ერთ-ერთი მონაწილე არტურ არუთინოვი ირწმუნება, რომ დეპუტატმა თამაზ მეჭიაურმა ხელი დაარტყა. როგორც "ინტერპრესნიუსის" კორესპონდენტი ადგილიდან იუწყება, თამაზ მეჭიაურს, რომელიც პარლამენტში მივიდა, აქციის მონაწილეები სტვენით და შეძახილებით შეხვდნენ.
არუთინოვის მტკიცებით, აღნიშნულის გამო მას დეპუტატმა ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა და სახეში გაარტყა. ადგილზე მობილიზებულია საპატრულო პოლიცია, რომელიც სიტუაციის დასტაბილურებას ცდილობს. პარლამენტთან აქცია ცოტა ხნის წინ დაიწყო. ის მარჯვენასაჭიანი ავტომობილების აკრძალვის წინააღმდეგაა მიმართული.