პოლიტიკა
მსოფლიო

27

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის ოცდამერვე დღე დაიწყება 06:51-ზე, მთვარე თევზებშია ამ დღეს დაწყებული საქმეები წარმატებულად სრულდება. კარგი დღეა ფინანსური საკითხის მოსაგვარებლად; საყიდლებისთვის. შემოქმედებითი საქმიანობა წარმატებას მოგიტანთ. მოერიდეთ ურთიერთობის გარჩევას გარშემო მყოფებთან. კარგი დღეა სამსახურის, საქმიანობის შესაცვლელად. სასიამოვნო ემოციებს შეგძენთ ხანმოკლე მგზავრობა, ხანგრძლივი მოგზაურობა სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა ფიზიკური ვარჯიშებისთვის, საოჯახო საქმეების შესასრულებლად. მოერიდეთ ჭარბი საკვების მიღებას. აგრეთვე, არასასურველია სმა და მოწევა. მოერიდეთ ხის მოჭრას, ყვავილების მოწყვეტას. ყურადღება მიაქციეთ არტერიულ წნევას. გაუფრთხილდით თავს, არ გადაღალოთ ტვინი. არ გირჩევთ ოპერაციის ჩატარებას ღვიძლზე, ფეხებზე. არ გადაღალოთ, ჩაიცვით მოსახერხებელი ფეხსაცმელი. კარგია ტერფების მასაჟი.
სამართალი
Faceამბები
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
მეცნიერება
კონფლიქტები
სამხედრო
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
28 წლის პლასტიკური ქირურგის პოპულარობის საიდუმლო - რა აკავშირებს მოსკოველ ლამაზმანს სოფო ნიჟარაძესთან
28 წლის პლასტიკური ქირურგის პოპულარობის საიდუმლო - რა აკავშირებს მოსკოველ ლამაზმანს სოფო ნიჟარაძესთან

სა­ლო­მე სვა­ნა­ძე რუ­სეთ­ში წარ­მა­ტე­ბუ­ლი პლას­ტი­კუ­რი ქი­რურ­გია. 28 წლის ქარ­თვე­ლი გო­გო­ნა რუ­სუ­ლი მე­დი­ის ყუ­რა­დღე­ბას სა­კუ­თა­რი მომ­ხიბ­ვლე­ლი გა­რეგ­ნო­ბი­თაც იქ­ცევს. ვინ არის რუ­სეთ­ში წარ­მა­ტე­ბუ­ლი ქარ­თვე­ლი ექი­მი, ამის შე­სა­ხებ სა­ლო­მე თა­ვად გი­ამ­ბობთ.

- მოს­კოვ­ში და­ვი­ბა­დე და გა­ვი­ზარ­დე. მამა ქი­რურ­გია, დედა - სტო­მა­ტო­ლო­გი. ჩემი კა­რი­ე­რა სწო­რედ მშობ­ლე­ბის არ­ჩე­ვან­მა გა­ნა­პი­რო­ბა. სა­ქარ­თვე­ლო­ში ბე­ბია და ბა­ბუა მყავს, ისი­ნი ქუ­თა­ის­ში ცხოვ­რო­ბენ, ყო­ველ­თვის ვა­ხერ­ხებ მათ სა­ნა­ხა­ვად სა­ქარ­თვე­ლო­ში ჩა­მოს­ვლას. 28 წლის ვარ, წარ­მა­ტე­ბამ­დე რთუ­ლი გზა გა­ვი­ა­რე, დიდ­ხანს ვსწავ­ლობ­დი. მე­სა­მე კურ­სზე ინ­სტი­ტუ­ტი­დან სა­ა­ვად­მყო­ფო­ში მივ­დი­ო­დი, ვეხ­მა­რე­ბო­დი ქი­რურ­გებს. მე­ექ­ვსე კურ­სზე პირ­ვე­ლი ოპე­რა­ცია გა­ვა­კე­თე. ჩემი სპე­ცი­ა­ლო­ბა არის მა­მოპ­ლას­ტი­კა, ანუ მკერ­დის პლას­ტი­კურ ოპე­რა­ცი­ას ვა­კე­თებ. როცა პირ­ვე­ლად მან­დეს სხვი­სი სხე­უ­ლი გა­სა­ლა­მა­ზებ­ლად, უბედ­ნი­ე­რე­სი ადა­მი­ა­ნი ვი­ყა­ვი, 23 წლის გო­გომ მას­წავ­ლე­ბელ­თან ერ­თად გა­ვა­კე­თე პირ­ვე­ლი ოპე­რა­ცია.

ჩვე­ნი კლი­ნი­კა მხო­ლოდ მკერ­დის პლას­ტი­კურ ოპე­რა­ცი­ას აკე­თებს, ბევ­რი ასე­თი კლი­ნი­კაა რუ­სეთ­ში, მაგ­რამ ჩვენ­თან ყვე­ლა­ზე ია­ფია. სხვა­გან თუ 5000 დო­ლა­რი ღირს, იგი­ვე ოპე­რა­ცია ჩვენ­თან 2000 დო­ლა­რი ღირს. ზუს­ტად იგი­ვე სა­მუ­შა­ოს ვას­რუ­ლებთ, იგი­ვე იმპლან­ტე­ბით. ბევ­რი პა­ცი­ენ­ტი გვყავს. მა­მოპ­ლას­ტი­კა, რი­ნოპ­ლას­ტი­კას­თან ერ­თად პირ­ველ ად­გილ­ზეა. როცა ვიწ­რო სპე­ცი­ა­ლო­ბა გაქვს, შე­გიძ­ლია უფრო გა­ი­ზარ­დო, რო­გორც სპე­ცი­ა­ლის­ტი.

და­ათ­ვა­ლი­ე­რეთ ფო­ტო­გა­ლე­რეა

- პლას­ტი­კუ­რი ქი­რურ­გე­ბი ძი­რი­თა­დად მა­მა­კა­ცე­ბი არი­ან, რა­ტომ აირ­ჩი­ეთ თქვენ ეს საქ­მე?- ჩვენ­თან სტე­რე­ო­ტი­პი არის, რომ კაცი უნდა იყოს პლას­ტი­კუ­რი ქი­რურ­გი, ამ საქ­მე­ში ქა­ლე­ბის აღ­ქმა ცოტა უჭირთ, თუ კარ­გად გა­მო­ი­ყუ­რე­ბი, სულ უფრო ძნე­ლია. ეს არ არის ად­ვი­ლი დარ­გი, მა­ღა­ლია სტრე­სი, სულ პა­ცი­ენ­ტებ­ზე ვფიქ­რობ, რა შე­დე­გი დად­გე­ბა, რო­გორ მო­ე­წო­ნე­ბა. ფსი­ქო­ლო­გი­უ­რად რთუ­ლია. 24 სა­ა­თი არ ჩერ­დე­ბა ჩემი ტე­ლე­ფო­ნი. ოპე­რა­ცი­ის შემ­დეგ ყვე­ლა შე­ში­ნე­ბუ­ლია, არ ეს­მით რე­ა­ბი­ლი­ტა­ცი­ის პრო­ცეს­ში რო­გორ უნდა მო­იქ­ცნენ. ეს არის ჩემი ცხოვ­რე­ბა, მაგ­რამ ძა­ლი­ან მიყ­ვარს ეს საქ­მე.

- ერთ-ერთი ცნო­ბი­ლი პლას­ტი­კუ­რი ქი­რურ­გი ხართ რუ­სეთ­ში, ვინ და­გეხ­მა­რათ ამ წარ­მა­ტე­ბის მიღ­წე­ვა­ში? - ჩემი მშობ­ლე­ბი ყო­ველ­თვის მი­ჭერ­დნენ მხარს, მაგ­რამ უფრო ჩემს თავ­ში ვე­ძებ­დი ძა­ლას, მო­ტი­ვა­ცი­ას. როცა იცი, რა­ტომ აკე­თებ ამა თუ იმ საქ­მეს, ყვე­ლა­ფე­რი კარ­გად გა­მოგ­დის. რაც შე­ე­ხე­ბა ჟურ­ნა­ლის­ტე­ბით ჩემს და­ინ­ტე­რე­სე­ბას, პლას­ტი­კუ­რი ქი­რურ­გია ისე­თი დარ­გია, ყვე­ლას სჭირ­დე­ბა შეხ­ვედ­რამ­დე ექი­მის გაც­ნო­ბა. პლას­ტი­კუ­რი ქი­რურ­გია ყვე­ლას აინ­ტე­რე­სებს, მით უმე­ტეს, ქალი და პლას­ტი­კუ­რი ქი­რურ­გი იშ­ვი­ა­თო­ბაა და ეს მე­დი­ის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბის დიდ ინ­ტე­რესს იწ­ვევს.

- შენ­მა რუს­მა მე­გობ­რებ­მა რა იცი­ან სა­ქარ­თვე­ლოს შე­სა­ხებ? - ძა­ლი­ან მიყ­ვარს სა­ქარ­თვე­ლო. აქ ჩვე­უ­ლებ­რივ ხალ­ხს ძა­ლი­ან უყ­ვარს სა­ქარ­თვე­ლო, ყვე­ლა ჩემი ნაც­ნო­ბი ნამ­ყო­ფია სა­ქარ­თვე­ლო­ში, ისე­თი აღ­ფრთო­ვა­ნე­ბუ­ლე­ბი ბრუნ­დე­ბი­ან, ხან­და­ხან მიკ­ვირს, ნუთუ ჩემს ქვე­ყა­ნა­ზე სა­უბ­რო­ბენ-თქო. ჩემი საქმრო პირ­ვე­ლად როცა წა­ვიყ­ვა­ნე ოჯა­ხის გა­საც­ნო­ბად, გა­და­ი­რია სა­ქარ­თვე­ლოს სი­ლა­მა­ზით. მისი მე­გობ­რე­ბი, რომ­ლე­ბიც ექ­სპერ­ტე­ბი არი­ან, თა­ვა­დაც აღ­ფრთო­ვა­ნე­ბუ­ლე­ბი არი­ან და ამით ვა­მა­ყობ.

- ვინ არის თქვე­ნი საქმრო, რამ­დე­ნი ხა­ნია შეყ­ვა­რე­ბუ­ლე­ბი ხართ? - ჩემი საქმრო კა­ნა­დე­ლია, რუ­სეთ­ში მუ­შა­ობს და ცხოვ­რობს რამ­დე­ნი­მე წე­ლია. წე­ლი­წად­ნა­ხევ­რის წინ გა­ვი­ცა­ნი. ნა­ხე­ვა­რი წელი ცდი­ლობ­და თავი მო­ე­წო­ნე­ბი­ნა ჩემ­თვის. ძა­ლი­ან კე­თი­ლი, სა­სი­ა­მოვ­ნო ადა­მი­ა­ნია. მის­თვის, რო­გორც ჩემ­თვის, შე­უძ­ლე­ბე­ლი არა­ფე­რია. ვა­პი­რებთ და­ქორ­წი­ნე­ბას, ეს მალე მოხ­დე­ბა, მაგ­რამ ზუსტ დროს ვერ გე­ტყვით.

- რა არის თქვე­ნი ჰობი? - მიყ­ვარს ცეკ­ვა, ტან­გო გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლად. ფო­ტოგ­რა­ფია, ფილ­მე­ბი. როცა თა­ვი­სუ­ფა­ლი დრო მაქვს, ამ საქ­მით ვარ და­კა­ვე­ბუ­ლი.

- ქარ­თუ­ლი ასე კარ­გად სა­ი­დან იცით, რუ­სეთ­ში და­ბა­დე­ბულ­მა და გაზ­რდილ­მა გო­გო­ნამ? - ჩემს ოჯახ­ში პირ­ვე­ლი ენა იყო ქარ­თუ­ლი. იმის მი­უ­ხე­და­ვად, რომ აქ და­ვი­ბა­დე და გა­ვი­ზარ­დე, 4 წლის ასაკ­ში და­ვი­წყე რუ­სუ­ლად სა­უ­ბა­რი.

- რა­ტომ წა­ვიდ­ნენ თქვე­ნი მშობ­ლე­ბი რუ­სეთ­ში? - ბა­ბუ­ა­ჩე­მი ცნო­ბი­ლი ის­ტო­რი­კო­სია, ლე­ვან სვა­ნა­ძე, მა­მა­ჩე­მი გა­უშ­ვა მოს­კოვ­ში, რომ სა­მე­დი­ცი­ნო­ზე ეს­წავ­ლა, ბა­ბუ­ა­საც უნ­დო­და ექი­მო­ბა, კარ­გად სწავ­ლობ­და, მაგ­რამ მკვდა­რი ადა­მი­ა­ნი როცა და­ი­ნა­ხა, მიხ­ვდა ექი­მო­ბას ვერ შეძ­ლებ­და და გახ­და ის­ტო­რი­კო­სი. შემ­დეგ მამა გა­მო­უშ­ვა სა­მე­დი­ცი­ნო­ზე სას­წავ­ლებ­ლად რუ­სეთ­ში. ერთხე­ლაც, როცა მამა ჩა­ვი­და სა­ქარ­თვე­ლო­ში, შეხ­ვდა დე­დას, შე­უყ­ვარ­და, ცო­ლად მო­იყ­ვა­ნა და გავჩნდი მე.

- ვი­ცით რომ სოფო ნი­ჟა­რა­ძეს­თან ნა­თე­სა­უ­რი კავ­ში­რი გაქვთ? - სოფო ჩემი ბი­ძაშ­ვი­ლია. 2008 წელს ერთ-ერთი პირ­ვე­ლი იყო ვინც რუ­სე­თი­დან სა­ქარ­თვე­ლო­ში დაბ­რუნ­და. სამ­წუ­ხა­როდ, სხვა­დას­ხვა ქა­ლა­ქებ­ში ვცხოვ­რობთ და ხში­რად ვერ ვნა­ხუ­ლობ.

თა­მარ ბო­ჭო­რიშ­ვი­ლი

AMBEBI.GE

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
16 ხიდი და 3 კვანძი, ვნახოთ სად გაივლის და რა დაჯდება თბილისის შემოვლითი გზის 11 კმ-იანი მონაკვეთი

28 წლის პლასტიკური ქირურგის პოპულარობის საიდუმლო - რა აკავშირებს მოსკოველ ლამაზმანს სოფო ნიჟარაძესთან

28 წლის პლასტიკური ქირურგის პოპულარობის საიდუმლო - რა აკავშირებს მოსკოველ ლამაზმანს სოფო ნიჟარაძესთან

სალომე სვანაძე რუსეთში წარმატებული პლასტიკური ქირურგია. 28 წლის ქართველი გოგონა რუსული მედიის ყურადღებას საკუთარი მომხიბვლელი გარეგნობითაც იქცევს. ვინ არის რუსეთში წარმატებული ქართველი ექიმი, ამის შესახებ სალომე თავად გიამბობთ.

- მოსკოვში დავიბადე და გავიზარდე. მამა ქირურგია, დედა - სტომატოლოგი. ჩემი კარიერა სწორედ მშობლების არჩევანმა განაპირობა. საქართველოში ბებია და ბაბუა მყავს, ისინი ქუთაისში ცხოვრობენ, ყოველთვის ვახერხებ მათ სანახავად საქართველოში ჩამოსვლას. 28 წლის ვარ, წარმატებამდე რთული გზა გავიარე, დიდხანს ვსწავლობდი. მესამე კურსზე ინსტიტუტიდან საავადმყოფოში მივდიოდი, ვეხმარებოდი ქირურგებს. მეექვსე კურსზე პირველი ოპერაცია გავაკეთე. ჩემი სპეციალობა არის მამოპლასტიკა, ანუ მკერდის პლასტიკურ ოპერაციას ვაკეთებ. როცა პირველად მანდეს სხვისი სხეული გასალამაზებლად, უბედნიერესი ადამიანი ვიყავი, 23 წლის გოგომ მასწავლებელთან ერთად გავაკეთე პირველი ოპერაცია.

ჩვენი კლინიკა მხოლოდ მკერდის პლასტიკურ ოპერაციას აკეთებს, ბევრი ასეთი კლინიკაა რუსეთში, მაგრამ ჩვენთან ყველაზე იაფია. სხვაგან თუ 5000 დოლარი ღირს, იგივე ოპერაცია ჩვენთან 2000 დოლარი ღირს. ზუსტად იგივე სამუშაოს ვასრულებთ, იგივე იმპლანტებით. ბევრი პაციენტი გვყავს. მამოპლასტიკა, რინოპლასტიკასთან ერთად პირველ ადგილზეა. როცა ვიწრო სპეციალობა გაქვს, შეგიძლია უფრო გაიზარდო, როგორც სპეციალისტი.

დაათვალიერეთ ფოტოგალერეა

- პლასტიკური ქირურგები ძირითადად მამაკაცები არიან, რატომ აირჩიეთ თქვენ ეს საქმე? - ჩვენთან სტერეოტიპი არის, რომ კაცი უნდა იყოს პლასტიკური ქირურგი, ამ საქმეში ქალების აღქმა ცოტა უჭირთ, თუ კარგად გამოიყურები, სულ უფრო ძნელია. ეს არ არის ადვილი დარგი, მაღალია სტრესი, სულ პაციენტებზე ვფიქრობ, რა შედეგი დადგება, როგორ მოეწონება. ფსიქოლოგიურად რთულია. 24 საათი არ ჩერდება ჩემი ტელეფონი. ოპერაციის შემდეგ ყველა შეშინებულია, არ ესმით რეაბილიტაციის პროცესში როგორ უნდა მოიქცნენ. ეს არის ჩემი ცხოვრება, მაგრამ ძალიან მიყვარს ეს საქმე.

- ერთ-ერთი ცნობილი პლასტიკური ქირურგი ხართ რუსეთში, ვინ დაგეხმარათ ამ წარმატების მიღწევაში? - ჩემი მშობლები ყოველთვის მიჭერდნენ მხარს, მაგრამ უფრო ჩემს თავში ვეძებდი ძალას, მოტივაციას. როცა იცი, რატომ აკეთებ ამა თუ იმ საქმეს, ყველაფერი კარგად გამოგდის. რაც შეეხება ჟურნალისტებით ჩემს დაინტერესებას, პლასტიკური ქირურგია ისეთი დარგია, ყველას სჭირდება შეხვედრამდე ექიმის გაცნობა. პლასტიკური ქირურგია ყველას აინტერესებს, მით უმეტეს, ქალი და პლასტიკური ქირურგი იშვიათობაა და ეს მედიის წარმომადგენლების დიდ ინტერესს იწვევს.

- შენმა რუსმა მეგობრებმა რა იციან საქართველოს შესახებ? - ძალიან მიყვარს საქართველო. აქ ჩვეულებრივ ხალხს ძალიან უყვარს საქართველო, ყველა ჩემი ნაცნობი ნამყოფია საქართველოში, ისეთი აღფრთოვანებულები ბრუნდებიან, ხანდახან მიკვირს, ნუთუ ჩემს ქვეყანაზე საუბრობენ-თქო. ჩემი საქმრო პირველად როცა წავიყვანე ოჯახის გასაცნობად, გადაირია საქართველოს სილამაზით. მისი მეგობრები, რომლებიც ექსპერტები არიან, თავადაც აღფრთოვანებულები არიან და ამით ვამაყობ.

- ვინ არის თქვენი საქმრო, რამდენი ხანია შეყვარებულები ხართ? - ჩემი საქმრო კანადელია, რუსეთში მუშაობს და ცხოვრობს რამდენიმე წელია. წელიწადნახევრის წინ გავიცანი. ნახევარი წელი ცდილობდა თავი მოეწონებინა ჩემთვის. ძალიან კეთილი, სასიამოვნო ადამიანია. მისთვის, როგორც ჩემთვის, შეუძლებელი არაფერია. ვაპირებთ დაქორწინებას, ეს მალე მოხდება, მაგრამ ზუსტ დროს ვერ გეტყვით.

- რა არის თქვენი ჰობი? - მიყვარს ცეკვა, ტანგო განსაკუთრებულად. ფოტოგრაფია, ფილმები. როცა თავისუფალი დრო მაქვს, ამ საქმით ვარ დაკავებული.

- ქართული ასე კარგად საიდან იცით, რუსეთში დაბადებულმა და გაზრდილმა გოგონამ? - ჩემს ოჯახში პირველი ენა იყო ქართული. იმის მიუხედავად, რომ აქ დავიბადე და გავიზარდე, 4 წლის ასაკში დავიწყე რუსულად საუბარი.

- რატომ წავიდნენ თქვენი მშობლები რუსეთში? - ბაბუაჩემი ცნობილი ისტორიკოსია, ლევან სვანაძე, მამაჩემი გაუშვა მოსკოვში, რომ სამედიცინოზე ესწავლა, ბაბუასაც უნდოდა ექიმობა, კარგად სწავლობდა, მაგრამ მკვდარი ადამიანი როცა დაინახა, მიხვდა ექიმობას ვერ შეძლებდა და გახდა ისტორიკოსი. შემდეგ მამა გამოუშვა სამედიცინოზე სასწავლებლად რუსეთში. ერთხელაც, როცა მამა ჩავიდა საქართველოში, შეხვდა დედას, შეუყვარდა, ცოლად მოიყვანა და გავჩნდი მე.

- ვიცით რომ სოფო ნიჟარაძესთან ნათესაური კავშირი გაქვთ? - სოფო ჩემი ბიძაშვილია. 2008 წელს ერთ-ერთი პირველი იყო ვინც რუსეთიდან საქართველოში დაბრუნდა. სამწუხაროდ, სხვადასხვა ქალაქებში ვცხოვრობთ და ხშირად ვერ ვნახულობ.

თამარ ბოჭორიშვილი

AMBEBI.GE

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია