პოლიტიკა
მსოფლიო
სამართალი

22

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის ოცდამეშვიდე დღე დაიწყება 01:23-ზე, მთვარე კირჩხიბში გადავა 16:28-ზე – რეკომენდებულია მედიტაცია, საიდუმლო ცოდნის მიღება. რთული სიტუაციიდან გამოსავლის პოვნა. იყავით ყურადღებიანი ყველა ფინანსურ საკითხზე. გადაიხადეთ ვალები. შუადღის შემდეგ გააფორმეთ კონტრაქტები და დაიწყეთ ახალი საქმე. მოაგვარეთ პრობლემები პარტნიორებთან, კოლეგებთან და უფროსებთან. გამოიჩინეთ ტოლერანტობა, გაგება, დიპლომატია. დრო დაუთმეთ სწავლას. გაზრდილია ემოციურობა, კარგია დიპლომატიის დემონსტრირება. გამოიძინეთ. აქტიური ორგანოებია გულმკერდი, ფილტვები, კუჭი, ღვიძლი, ნაღვლის ბუშტი, ნერვული სისტემა. დალიეთ სითხეები მცირე რაოდენობით. არ დალიოთ ალკოჰოლი.
საზოგადოება
Faceამბები
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
მეცნიერება
სამხედრო
კონფლიქტები
სპორტი
წიგნები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
გაძვირების ახალი ტალღა - რაზე მოიმატა ფასებმა სავაჭრო ობიექტებში
გაძვირების ახალი ტალღა - რაზე მოიმატა ფასებმა სავაჭრო ობიექტებში

სა­მომ­ხმა­რე­ლო ბა­ზარ­ზე თით­ქმის ყვე­ლა და­სა­ხე­ლე­ბის პრო­დუქ­ტი გაძ­ვირ­და. მი­ზე­ზი ამ­ჯე­რა­დაც ლა­რის გა­უ­ფა­სუ­რე­ბაა, თუმ­ცა ფა­სებს ზრდის­კენ სა­ერ­თა­შო­რი­სო ფაქ­ტორ­მაც უბიძ­გა. რო­გორც გა­ზე­თი "რე­ზო­ნან­სი" წერს, ბოლო თვე­ე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში მკვეთ­რად მო­ი­მა­ტა ზე­თის, შაქ­რის, თამ­ბა­ქოს და სხვა პრო­დუქ­ტის ღი­რე­ბუ­ლე­ბამ, რაც მომ­ხმა­რებ­ლის­თვის აშ­კა­რად თვალ­ში­სა­ცე­მი გახ­და. სექ­ტემ­ბრი­დან მო­ყო­ლე­ბუ­ლი 1 ტონა თეთ­რი შაქ­რის ფასი სა­ერ­თა­შო­რი­სო ბა­ზარ­ზე 340 დო­ლა­რი­დან 422 დო­ლა­რამ­დე გა­ი­ზარ­და. ბოლო 4 თვე­ში პრო­დუქ­ტი 20%-ით გაძ­ვირ­და.

სა­ქარ­თვე­ლო­ში მკვეთ­რი გაძ­ვი­რე­ბა, და­სა­ხე­ლე­ბუ­ლი მი­ზე­ზე­ბის გარ­და, სა­კა­ნონ­მდებ­ლო ცვლი­ლე­ბი­თაც არის გა­მოწ­ვე­უ­ლი. ეს ეხე­ბა სპირ­ტი­ან სას­მელ­სა და თამ­ბა­ქოს, რო­მელ­თა ფას­ზეც აქ­ცი­ზის გაძ­ვი­რე­ბა­მაც მო­ახ­დი­ნა გავ­ლე­ნა.

დე­და­ქა­ლა­ქის სა­ვაჭ­რო ობი­ექ­ტებ­ში აცხა­დე­ბენ, რომ თით­ქმის ყვე­ლა პრო­დუქ­ტი გა­აძ­ვი­რეს. მკვეთ­რად მო­ი­მა­ტა ჰი­გი­ე­ნუ­რი სა­შუ­ა­ლე­ბე­ბის ფას­მაც. პრო­დუქ­ტის მო­რიგ გაძ­ვი­რე­ბას მო­თხოვ­ნის კლე­ბაც მოჰ­ყვა. სუ­პერ­მარ­კეტ "ბი მარ­ტის" მე­ნე­ჯე­რის, ლალი სულ­ხა­ნიშ­ვი­ლის ინ­ფორ­მა­ცი­ით, სტა­ბი­ლუ­რო­ბა ჯერ­ჯე­რო­ბით ყო­ველ­დღი­უ­რი მოხ­მა­რე­ბის პრო­დუქტზე შე­ი­ნიშ­ნე­ბა, ხოლო ძვი­რი­ან სეგ­მენ­ტში გა­ყიდ­ვა ძა­ლი­ან შემ­ცირ­და. "ლა­რის გა­უ­ფა­სუ­რე­ბის პა­რა­ლე­ლუ­რად, ფასს მუდ­მი­ვად ვცვლით. პრო­ცე­სი იმ­დე­ნად სის­ტე­მა­ტუ­რია, რომ ზო­გი­ერ­თი და­სა­ხე­ლე­ბის სურ­სა­თი, იან­ვრი­დან მო­ყო­ლე­ბუ­ლი, რამ­დენ­ჯერ­მე გაძ­ვირ­და. მკვეთ­რი ცვლი­ლე­ბა გა­ნი­ცა­და თამ­ბა­ქოს, ალ­კოჰო­ლუ­რი სას­მე­ლე­ბის, შაქ­რი­სა და ზე­თის ფას­მა. ლარ­მა გა­უ­ფა­სუ­რე­ბა თუ გა­ნაგ­რძო, ფა­სე­ბის გა­და­ხედ­ვა უახ­ლო­ეს დღე­ებ­შიც მოგ­ვი­წევს.

ცხა­დია, სუ­პერ­მარ­კეტს ბრუნ­ვა შე­უმ­ცირ­და, რა­საც არ­სე­ბულ სი­ტუ­ა­ცი­ა­ში ვე­ლო­დით კი­დეც. ეროვ­ნუ­ლი ვა­ლუ­ტა პო­ზი­ცი­ას კარ­გავს და ყვე­ლა­ზე მტკივ­ნე­უ­ლად ეს მო­სახ­ლე­ო­ბის შე­მო­სავ­ლებ­ზე აი­სა­ხე­ბა", - ამ­ბობს სულ­ხა­ნიშ­ვი­ლი.

გან­სა­კუთ­რე­ბით უჭირთ წვრილ მა­ღა­ზი­ებს, რომ­ლე­ბიც მუ­შა­ო­ბას ყო­ველ­დღი­უ­რი მოხ­მა­რე­ბის პრო­დუქ­ტე­ბის გა­ყიდ­ვის ხარ­ჯზე ახერ­ხე­ბენ გა­ნაგ­რძეთ კი­თხვა

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
თბილისის საკრებულოსთან ავტომობიკებისა და ბაიკების მძღოლებმა საპროტესტო აქცია გამართეს

გაძვირების ახალი ტალღა - რაზე მოიმატა ფასებმა სავაჭრო ობიექტებში

გაძვირების ახალი ტალღა - რაზე მოიმატა ფასებმა სავაჭრო ობიექტებში

სამომხმარელო ბაზარზე თითქმის ყველა დასახელების პროდუქტი გაძვირდა. მიზეზი ამჯერადაც ლარის გაუფასურებაა, თუმცა ფასებს ზრდისკენ საერთაშორისო ფაქტორმაც უბიძგა. როგორც გაზეთი "რეზონანსი" წერს, ბოლო თვეების განმავლობაში მკვეთრად მოიმატა ზეთის, შაქრის, თამბაქოს და სხვა პროდუქტის ღირებულებამ, რაც მომხმარებლისთვის აშკარად თვალშისაცემი გახდა. სექტემბრიდან მოყოლებული 1 ტონა თეთრი შაქრის ფასი საერთაშორისო ბაზარზე 340 დოლარიდან 422 დოლარამდე გაიზარდა. ბოლო 4 თვეში პროდუქტი 20%-ით გაძვირდა.

საქართველოში მკვეთრი გაძვირება, დასახელებული მიზეზების გარდა, საკანონმდებლო ცვლილებითაც არის გამოწვეული. ეს ეხება სპირტიან სასმელსა და თამბაქოს, რომელთა ფასზეც აქციზის გაძვირებამაც მოახდინა გავლენა.

დედაქალაქის სავაჭრო ობიექტებში აცხადებენ, რომ თითქმის ყველა პროდუქტი გააძვირეს. მკვეთრად მოიმატა ჰიგიენური საშუალებების ფასმაც. პროდუქტის მორიგ გაძვირებას მოთხოვნის კლებაც მოჰყვა. სუპერმარკეტ "ბი მარტის" მენეჯერის, ლალი სულხანიშვილის ინფორმაციით, სტაბილურობა ჯერჯერობით ყოველდღიური მოხმარების პროდუქტზე შეინიშნება, ხოლო ძვირიან სეგმენტში გაყიდვა ძალიან შემცირდა. "ლარის გაუფასურების პარალელურად, ფასს მუდმივად ვცვლით. პროცესი იმდენად სისტემატურია, რომ ზოგიერთი დასახელების სურსათი, იანვრიდან მოყოლებული, რამდენჯერმე გაძვირდა. მკვეთრი ცვლილება განიცადა თამბაქოს, ალკოჰოლური სასმელების, შაქრისა და ზეთის ფასმა. ლარმა გაუფასურება თუ განაგრძო, ფასების გადახედვა უახლოეს დღეებშიც მოგვიწევს.

ცხადია, სუპერმარკეტს ბრუნვა შეუმცირდა, რასაც არსებულ სიტუაციაში ველოდით კიდეც. ეროვნული ვალუტა პოზიციას კარგავს და ყველაზე მტკივნეულად ეს მოსახლეობის შემოსავლებზე აისახება", - ამბობს სულხანიშვილი.

განსაკუთრებით უჭირთ წვრილ მაღაზიებს, რომლებიც მუშაობას ყოველდღიური მოხმარების პროდუქტების გაყიდვის ხარჯზე ახერხებენ განაგრძეთ კითხვა

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია