"საქართველოს ცხოველთა დაცვისა და გადარჩენის საზოგადოების" (GSPSA) "ფეისბუქის" გვერდზე გუშინ გავრცელდა ინფორმაცია თბილისში მომხდარი ტრაგიკული შემთხვევის შესახებ. როგორც GSPSA-ის პოსტიდან გახდა ცნობილი, 30 წლის ირაკლი იმნაძემ, რომელიც ივნისის სტიქიის დროს აქტიურ მონაწილეობას იღებდა თავშესაფარში მიყვანილ ცხოველებზე ზრუნვაში, სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა.
დღეს იმნაძის გარდაცვალების ახალი დეტალების შესახებ გახდა ცნობილი. არსებული ინფორმაციით, 18 იანვარს, 30 წლის ახალგაზრდამ აღმაშენებლის გამზირზე, საკუთარ საცხოვრებელ სახლში ჩამოიხრჩო თავი. შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ საქმეზე გამოძიება 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკველობამდე მიყვანას გულისხმობს.
თვითმკვლელობის სავარაუდო მიზეზად ფინანსური პრობლემები სახელდება.