პოლიტიკა
მსოფლიო
სამართალი

9

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის მეთხუთმეტე დღე დაიწყება 22:10-ზე, მთვარე თხის რქაში გადავა 12:52-ზე – ენერგიული დღეა. ჯობია ემოციების მოთვინიერება, ვნებების აღკვეთა და თვითდისციპლინის გაძლიერება დაიწყება. მოიქეცით მშვიდად. მნიშვნელოვანი არაფერი გააკეთო. დაიწყეთ მარტივი ამოცანები, რომლებიც არ საჭიროებს ზედმეტ ძალისხმევას. ყურადღება მიაქციეთ საინტერესო იდეებს, ეს შესაძლოა სამომავლოდ გამოგადგებათ. იზრდება ტრავმებისა და ძლიერი ნერვული დაძაბულობის ალბათობა. უმჯობესია უარი თქვათ ძლიერ ჩაის, ყავასა და ალკოჰოლურ სასმელებზე. დღეს მოხმარებული პროდუქტები უნდა იყოს მაღალი ხარისხის და ახალი.
საზოგადოება
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
სამხედრო
Faceამბები
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ჰგონიათ, რომ ქედმაღალი ვარ და პრინცს ველოდები" - ჯანეტ ქერდიყოშვილი "ფილტრის გარეშე"
"ჰგონიათ, რომ ქედმაღალი ვარ და პრინცს ველოდები" - ჯანეტ ქერდიყოშვილი "ფილტრის გარეშე"

ჟურ­ნა­ლი "გზის" 21 იან­ვრის ნო­მერ­ში "მის სამ­ყა­რო 2015"-ის მო­ნა­წი­ლე ჯა­ნეტ ქერ­დი­ყოშ­ვი­ლის ას­ტრო­პორ­ტრეტს წა­ი­კი­თხავთ. გთა­ვა­ზობთ ნა­წყვეტს ინ­ტერ­ვი­უ­დან:

ჯა­ნეტ ქერ­დი­ყოშ­ვი­ლი:

- რო­მან­ტი­კო­სი ვარ, მაგ­რამ ეს თემა იმ­დე­ნად "ჩა­კე­ტი­ლი" მაქვს, ადა­მი­ა­ნებს ჰგო­ნი­ათ, ვე­რას­დროს ვე­რა­ვის შე­ვიყ­ვა­რებ, რომ გულ­გრი­ლი ვარ. სი­ნამ­დვი­ლე­ში ასე არ არის.

- ასე­თი იმი­ჯი რა­ტომ შე­გექ­მნა?

- ალ­ბათ იმი­ტომ, რომ საქ­მე­ებს, ურ­თი­ერ­თო­ბებს ძა­ლი­ან სე­რი­ო­ზუ­ლად ვუდ­გე­ბი. რო­დე­საც რო­მე­ლი­მე ბიჭი ჩემ­თან ურ­თი­ერ­თო­ბის და­წყე­ბას ცდი­ლობს და ზუს­ტად ვიცი, ამ ურ­თი­ერ­თო­ბას მო­მა­ვა­ლი არ ექ­ნე­ბა, ამას ეგ­რე­ვე ვაგ­რძნო­ბი­ნებ. ფლირ­ტი, კეკ­ლუ­ცო­ბა, თაყ­ვა­ნის­მცემ­ლე­ბის და­ნომრვა ჩემი სტი­ლი არ არის. სწო­რედ ამი­ტო­მაა, რომ ზო­გი­ერთს ქედ­მა­ღა­ლი ვგო­ნი­ვარ და იმა­შიც დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი არი­ან, რომ პრინცს ვე­ლო­დე­ბი.

- რო­გო­რი ბიჭი შე­გიყ­ვარ­დე­ბა?

- შე­მიყ­ვარ­დე­ბა ის, ვინც ჩემ­ნა­ი­რი იქ­ნე­ბა. პირ­ველ რიგ­ში, უნდა იყოს ენერ­გი­უ­ლი, შრო­მის­მოყ­ვა­რე, სი­ცო­ცხლით სავ­სე. არ უნდა იყოს "ხე­ლით სა­ტა­რე­ბე­ლი". მე მისი იმე­დი უნდა მქონ­დეს ნე­ბის­მი­ერ სი­ტუ­ა­ცი­ა­ში, ჩემ­თვის მყა­რი საყ­რდე­ნი უნდა იყოს. სიყ­ვა­რუ­ლი არ არის გრძნო­ბა, რო­მე­ლიც "თავს და­გე­ცე­მა" და მერე სულ შენ­თან იქ­ნე­ბა. მას გაფრ­თხი­ლე­ბა სჭირ­დე­ბა.

- რო­გორ ფიქ­რობ, სიყ­ვა­რუ­ლი გო­ნე­ბი­დან მო­დის თუ გუ­ლი­დან?

- რაც გა­ვი­ზარ­დე, მივ­ხვდი, რომ გო­ნე­ბი­დან მო­დის. ერთი ნახ­ვით შეყ­ვა­რე­ბის არ მჯე­რა. ქმრის­გან რა­ღაც უნდა ვის­წავ­ლო. ოჯახ­ში რო­გორ კომ­ფორ­ტსაც მამა და ძმა მიქ­მნი­ან, მათ­ნა­ი­რი მე­ო­რე ნა­ხე­ვა­რი მჭირ­დე­ბა. მე არ უნდა ვი­ნერ­ვი­უ­ლო იმა­ზე, ხვალ სად ვი­მუ­შაო, რომ შვი­ლებს საკ­ვე­ბი არ მო­აკ­ლდეთ. შე­საძ­ლოა, ვი­ღა­ცამ იფიქ­როს, - ბიჭი ფუ­ლი­ა­ნი თუ არ იქნა, არ გაჰ­ყვე­ბაო, მაგ­რამ და­სა­წყის­ში ყუ­რა­დღე­ბა შრო­მის­მოყ­ვა­რე­ო­ბა­ზე, ენერ­გი­უ­ლო­ბა­ზე სწო­რედ იმი­ტომ გა­ვა­მახ­ვი­ლე, რომ მდი­დარ საქმროს არ ვე­ძებ.

ჯა­ნეტ ქერ­დი­ყოშ­ვი­ლის ას­ტრო­პორ­ტრეტს ვრცლად გა­ე­ცა­ნით ჟურ­ნალ "გზის" 21 იან­ვრის ნო­მერ­ში

ეეე?
0

20წ[ისა არანორმალური სეყვარებული ვიყავყ და არანორმალური მთხოვნელების რაოდენობა ცდილობდა ჩემი ყურადღების მიპყრობას.20 წლისა გავყევი რაიონიდან ჩამოსულ ბიჭს რომელსაც ხახლიც არ ქონდა, მერ რა მოსცა/ დაძამთრებამდე სახლი ვიშოვნეტ და მერე 57 წელი ვიცხოვრეთ ერთად

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რა გზავნილები აქვთ ევროპარლამენტარებს და როგორია გამოხმაურებები საქართველოში

"ჰგონიათ, რომ ქედმაღალი ვარ და პრინცს ველოდები" - ჯანეტ ქერდიყოშვილი "ფილტრის გარეშე"

"ჰგონიათ, რომ ქედმაღალი ვარ და პრინცს ველოდები" - ჯანეტ ქერდიყოშვილი "ფილტრის გარეშე"

ჟურნალი "გზის" 21 იანვრის ნომერში "მის სამყარო 2015"-ის მონაწილე ჯანეტ ქერდიყოშვილის ასტროპორტრეტს წაიკითხავთ. გთავაზობთ ნაწყვეტს ინტერვიუდან:

ჯანეტ ქერდიყოშვილი:

- რომანტიკოსი ვარ, მაგრამ ეს თემა იმდენად "ჩაკეტილი" მაქვს, ადამიანებს ჰგონიათ, ვერასდროს ვერავის შევიყვარებ, რომ გულგრილი ვარ. სინამდვილეში ასე არ არის.

- ასეთი იმიჯი რატომ შეგექმნა?

- ალბათ იმიტომ, რომ საქმეებს, ურთიერთობებს ძალიან სერიოზულად ვუდგები. როდესაც რომელიმე ბიჭი ჩემთან ურთიერთობის დაწყებას ცდილობს და ზუსტად ვიცი, ამ ურთიერთობას მომავალი არ ექნება, ამას ეგრევე ვაგრძნობინებ. ფლირტი, კეკლუცობა, თაყვანისმცემლების დანომრვა ჩემი სტილი არ არის. სწორედ ამიტომაა, რომ ზოგიერთს ქედმაღალი ვგონივარ და იმაშიც დარწმუნებული არიან, რომ პრინცს ველოდები.

- როგორი ბიჭი შეგიყვარდება?

- შემიყვარდება ის, ვინც ჩემნაირი იქნება. პირველ რიგში, უნდა იყოს ენერგიული, შრომისმოყვარე, სიცოცხლით სავსე. არ უნდა იყოს "ხელით სატარებელი". მე მისი იმედი უნდა მქონდეს ნებისმიერ სიტუაციაში, ჩემთვის მყარი საყრდენი უნდა იყოს. სიყვარული არ არის გრძნობა, რომელიც "თავს დაგეცემა" და მერე სულ შენთან იქნება. მას გაფრთხილება სჭირდება.

- როგორ ფიქრობ, სიყვარული გონებიდან მოდის თუ გულიდან?

- რაც გავიზარდე, მივხვდი, რომ გონებიდან მოდის. ერთი ნახვით შეყვარების არ მჯერა. ქმრისგან რაღაც უნდა ვისწავლო. ოჯახში როგორ კომფორტსაც მამა და ძმა მიქმნიან, მათნაირი მეორე ნახევარი მჭირდება. მე არ უნდა ვინერვიულო იმაზე, ხვალ სად ვიმუშაო, რომ შვილებს საკვები არ მოაკლდეთ. შესაძლოა, ვიღაცამ იფიქროს, - ბიჭი ფულიანი თუ არ იქნა, არ გაჰყვებაო, მაგრამ დასაწყისში ყურადღება შრომისმოყვარეობაზე, ენერგიულობაზე სწორედ იმიტომ გავამახვილე, რომ მდიდარ საქმროს არ ვეძებ.

ჯანეტ ქერდიყოშვილის ასტროპორტრეტს ვრცლად გაეცანით ჟურნალ "გზის" 21 იანვრის ნომერში