პარტნიორები:

    არჩილ თალაკვაძე - უდანაშაულობის პრეზუმპციის დაცვის ვალდებულება ბრალდების მხარეს არ აქვს

     არჩილ თალაკვაძე - უდანაშაულობის პრეზუმპციის დაცვის ვალდებულება ბრალდების მხარეს არ აქვს

    შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე, არჩილ თალაკვაძე მიიჩნევს, რომ ბიძინა კუჭავასთან დაკავშირებით მას უდანაშაულობის პრეზუმპცია არ დაურღვევია.

    როგორც არჩილ თალაკვაძემ "2030"-ში განაცხადა, უდანაშაულობის პრეზუმპციის დაცვის ვალდებულება ბრალდების მხარეს არ აქვს.

    "უდანაშაულობის პრეზუმპციის დაცვის ვალდებულება ბრალდების მხარეს არ აქვს. პირიქით, ბრალდება ვალდებულია, რომ ბრალდება დაადასტურის და დაამტკიცოს. მხოლოდ იმის გამო, რომ ამ საქმეზე მაღალი საჯარო ინტერესი იყო, ჩვენ ვუპასუხეთ იმ შეკითხვებს, რაც დაისვა ჩვენს მიმართ", - აღნიშნა თალაკვაძემ.

    კითხვაზე, თვლის, რომ მან, შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ უდანაშაულობის პრეზუმპცია არ დაარღვია, თალაკვაძემ უპასუხა, რომ რა თქმა უნდა ასე თვლის.

    დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

    "სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

    პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ