"რობინზონი და ცხრა პარასკევა" - ამ ახალ სათავგადასავლო იუმორისტულ კომედიაში მთავარ როლს პაატა გულიაშვილი ასრულებს, რომელშიც ასევე კახი კავსაძე, ბუბა კიკაბიძე, ნანი ბრეგვაძე, ქეთა თოფურია, დათო ხუჯაძე, ირაკლი ფირცხალავა და ბევრი ცნობილი ადამიანი მონაწილეობს. ისინი რეჟისორმა გიორგი კიკალეიშვილმა თავის ახალ ფილმში შეკრიბა. ფილმის პრემიერა 21 იანვარს, კინოთეატრ "ამირანში" შედგება.
გადაღებები ჯერ კიდევ ზაფხულში დაიწყო. სიუჟეტი ასეთია: რობინზონი ხვდება ცხრა პარასკევათი დასახლებულ ფემინისტურ კუნძულზე, რომელთა როლები ქართველმა ლამაზმანებმა მოირგეს (ნანუკა გოგიჩაიშვილი, მანიკა ასათიანი, მარიამ სანოგო და სხვა).
AMBEBI.GE ერთ-ერთ პარასკევას, ნანუკა გოგიჩაიშვილს დაუკავშირდა, რომელიც ამ წუთას ამერიკაში იმყოფება და როგორც მოდელს, სერიოზული გეგმები აქვს.
- გადასაღებ მოედანზე 3 დღე დავყავი, რადგანაც ამერიკაში მიწევდა წამოსვლა. იქ იმდენად კარგი და ოჯახური სიტუაცია იყო, დაღლის მიუხედავად, სამუშაო პროცესი ძალიან მომეწონა.
კიკალა არაჩვეულებრივი ადამიანია და მასთან მუშაობა უმარტივესია, - გარიგებს, ყოველთვის მზადაა ხუმრობისთვის და სამუშაო საათებიც მალე გადის. როგორც ვიცი, წინ კიდევ ბევრი საერთო გეგმა გვაქვს და მოუთმენლად ველოდები მათ განხორციელებას.
- ახლა ამერიკაში შენი ყოფნის მიზეზზეც გვესაუბრე.
- წელს საკმაოდ დატვირთული წელი მქონდა, ზაფხულის პერიოდშიც ვერ დავისვენეთ ვერც მე და ვერც ჩემმა დამ. ამიტომ გადავწყვიტეთ, ოქტომბერში, 3 კვირით ამერიკაში წამოვსულიყავით. ისე დაემთხვა, თან, პირველად, რომ იმ პერიოდში ორივეს გვეცალა. ჰოდა, აქ ჩემი ბავშვობის მეგობარს სიურპრიზად, დაბადების დღეზე ჩამოვაკითხეთ. შემდეგ ისე მოხდა, რომ მაიამიში ერთ-ერთმა სამოდელო სააგენტომ კონტრაქტი შემომთავაზა. მანვე გადამიწია ბილეთი მარტის თვემდე და აქ მომიწია დარჩენა, თუმცა ამჟამად სააგენტო შევიცვალე. მაგრამ ჯერ გარკვეული არ არის, რომელ სააგენტოში გავაგრძელებ მოდელობას. ამასთან, სხვა წინადადებებსაც განვიხილავ და უფრო სერიოზული კუთხითაც მინდა ვიმუშაო, თუ აქ გადავწყვეტ დარჩენას.
- დაც შენთან ერთად არის?
- ნინი უკვე საქართველოშია. ერთად მხოლოდ 3 კვირა ვიყავით აქ. ვინაიდან ის სწავლობს, თბილისში დაბრუნდა.
- მოგწონს ამერიკაში ცხოვრება?
- ძალიან, პირველად არ ვარ. აქ 4 წლის წინათაც ნახევარი წლის განმავლობაში ვცხოვრობდი...
ლალი ფაცია
AMBEBI.GE