პოლიტიკა
მსოფლიო
სამართალი

2

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეშვიდე დღე დაიწყება 11:53-ზე, მთვარე ქალწულს ესტუმრება 07:02-ზე – კარგია მოლაპარაკებების წარმოება. ახალი კავშირების დამყარება. სარეკლამო კამპანიების, კონფერენციების და მსგავსი ღონისძიებების ჩატარება. გამოიყენეთ სიტყვები პარტნიორების, ინვესტორების და სპონსორების დასარწმუნებლად. ბიზნესმენებმა ხელი უნდა შეუწყონ და დააფინანსონ შემოქმედებითი ადამიანები. ბევრმა მუშაობამ შეიძლება გამოიწვიოს გადაღლილობა. უმჯობესია თავი შეიკავოთ დიდი რაოდენობით ქონის, ლორის, ქაშაყის, დამუშავებული ყველის და მსგავსი პროდუქტების მიღებაზე.
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
საზოგადოება
სპორტი
მოზაიკა
კონფლიქტები
მეცნიერება
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ადვოკატი - ვახტანგ ქირიასა და ბიძინა კუჭავას გარდაცვალება წინასწარ დაწერილი სცენარია
ადვოკატი - ვახტანგ ქირიასა და ბიძინა კუჭავას გარდაცვალება წინასწარ დაწერილი სცენარია

პრო­კუ­რორ ვახ­ტანგ ქი­რი­ა­სა და ბი­ძი­ნა კუ­ჭა­ვას გარ­დაც­ვა­ლე­ბა წი­ნას­წარ და­წე­რი­ლი სცე­ნა­რია, - ამის შე­სა­ხებ ბი­ძი­ნა კუ­ჭა­ვას ოჯა­ხის ად­ვო­კატ­მა ნა­თია კორ­კო­ტა­ძემ დღეს გა­მარ­თულ პრეს­კონ­ფე­რენ­ცი­ა­ზე გა­ნა­ცხა­და.

ად­ვო­კატ­მა აღ­ნიშ­ნა, რომ და­ვით პო­პო­ვი, რო­მე­ლიც გა­მო­ძი­ე­ბის ინ­ფორ­მა­ცი­ით, ბი­ძი­ნა კუ­ჭა­ვას თვით­მკვლე­ლო­ბის მო­მენ­ტში მას­თან ერ­თად ავ­ტო­მო­ბილ­ში იმ­ყო­ფე­ბო­და, გუ­შინ სუს-მა კუ­ჭა­ვას ად­ვო­კა­ტებ­თან მი­აგ­ზავ­ნა. კერ­ძოდ, ნა­თია კორ­კო­ტა­ძის თქმით, და­ვით პო­პო­ვი თა­ვად და­უ­კავ­შირ­და კუ­ჭა­ვე­ბის ოჯახს და სთხო­ვა, რომ ად­ვო­კა­ტებ­თან შეხ­ვედ­რა­ში დახ­მა­რე­ბო­და.

"ამის შემ­დეგ მე მომ­ცეს ოჯა­ხის წევ­რებ­მა მისი ნო­მე­რი, გა­და­ვუ­რე­კე პო­პოვ­სა და ვთხო­ვე შეხ­ვედ­რა. დრო რამ­დენ­ჯერ­მე შე­იც­ვა­ლა, სა­ბო­ლო­ოდ დი­ღომ­ში, მა­ი­ა­კოვ­სკის ძეგლის მიმ­დე­ბა­რე ტე­რი­ტო­რი­ა­ზე შევ­თან­ხმდით. იგი მო­ვი­და, პალ­ტო შეხ­სნი­ლი ჰქონ­და, სა­დაც და­ვი­ნა­ხე შნუ­რე­ბი და ვუ­თხა­რი, რომ ბა­ტო­ნო და­ვით, თქვენ ჩამ­წე­რი მო­წყო­ბი­ლო­ბა გაქვთ და­მონ­ტა­ჟე­ბუ­ლი. მან ეს უარ­ყო და პალ­ტო შე­იკ­რა. შემ­დეგ და­ვი­ნა­ხე პე­რან­გის ღილ­ზე რო­გორ ჰქონ­და ვი­დე­ოთ­ვა­ლი. იგი გვე­უბ­ნე­ბო­და მე და ჩემს კო­ლე­გებს, რა­ტომ და­მი­ბა­რე­თო. მე მას ვუ­თხა­რი, რომ შეხ­ვედ­რის ორ­გა­ნი­ზა­ტო­რი თა­ვად იყო, თუმ­ცა უხე­ში ტო­ნით ამ­ბობ­და, რა­ტომ და­მი­ბა­რე­თო. მა­ნამ­დე კი სა­ნამ მო­ვი­დო­და, მი­თხრა, რომ იყო სა­ბურ­თა­ლო­ზე და მა­შინ­ვე ვი­ეჭ­ვე, რომ იგი სუს-ის შე­ნო­ბა­ში იმ­ყო­ფე­ბო­და", - გა­ნა­ცხა­და ნა­თია კორ­კო­ტა­ძემ, რომ­ლის თქმი­თაც თუკი და­ვით პო­პო­ვი ად­ვო­კა­ტებ­თან შეძ­ლებ­და ფა­რუ­ლი ჩა­ნა­წე­რის მომ­ზა­დე­ბას, იგი ამას სუს-ში მი­ი­ტა­ნა და შე­საძ­ლოა ად­ვო­კა­ტე­ბის მი­მართ სის­ხლის სა­მარ­თლის პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბის სა­კი­თხიც დამ­დგა­რი­ყო, თით­ქოს მათ პო­პოვ­ზე ზე­მოქ­მე­დე­ბა ან ზე­წო­ლა მო­ახ­დი­ნეს.

რაც შე­ე­ხე­ბა დად­გმუ­ლი სცე­ნა­რის ნა­წილს, ად­ვო­კატ­მა გან­მარ­ტა, რომ არ შე­იძ­ლე­ბა შს მი­ნის­ტრის მო­ად­გი­ლეს არ­ჩილ თა­ლაკ­ვა­ძეს და ზო­გა­დად გა­მო­ძი­ე­ბას ზედ­მი­წევ­ნით სცოდ­ნო­და რო­გორ მოკ­ლა ვახ­ტანგ (პა­ა­ტა) ქი­რია ბი­ძი­ნა კუ­ჭა­ვამ აბა­ზა­ნა­ში, შემ­დეგ რო­გორც და­ცა­ლა სის­ხლის­გან და რო­გორ გა­მო­ი­ყე­ნა ამ ყვე­ლაფ­რის­თვის ე.წ. ბარ­გალ­კა, რო­მელ­მაც შემ­დეგ თითი და­უ­ზი­ა­ნა.

"ეს დე­ტა­ლე­ბი მხო­ლოდ იმ შემ­თხვე­ვა­ში შე­იძ­ლე­ბა სცოდ­ნო­დათ მათ, თუკი ბი­ნა­ში სა­დაც ქი­რია მკვდა­რი იპო­ვეს, და­მონ­ტა­ჟე­ბუ­ლი იყო ვი­დე­ოთ­ვა­ლი ან ამ ყვე­ლა­ფერს ეს­წრე­ბო­და პო­პო­ვი. ასეთ შემ­თხვე­ვა­ში პო­პო­ვის და მისი მე­უღ­ლის მი­მართ მი­ნი­მუმ და­ნა­შა­უ­ლის და­ფარ­ვის­თვის პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბის სა­კი­თხი უნდა დად­გეს", - გა­ნა­ცხა­და ნა­თია კორ­კო­ტა­ძემ.

ად­ვო­კა­ტის თქმით, უამ­რა­ვი შე­კი­თხვა არ­სე­ბობს თუნ­დაც იმას­თან და­კავ­ში­რე­ბით რომ პა­ა­ტა ქი­რი­ას სა­ხე­ლი უკავ­შირ­დე­ბა ე.წ. კას­რე­ბის საქ­მეს. ად­ვო­კა­ტის თქმით, შე­ეც­დე­ბა ნა­წი­ლობ­რივ აღ­ნიშ­ნულ შე­კი­თხვებ­ზე პა­სუ­ხი თბი­ლი­სის პრო­კუ­რორ მი­ხე­ილ შა­ყუ­ლაშ­ვილ­თან დღეს და­გეგ­მილ შეხ­ვედ­რა­ზე გა­ე­ცეს.

რაც შე­ე­ხე­ბა და­ვით პო­პო­ვის მიერ გუ­შინ ნახ­სე­ნებ გოჩა კუ­ჭა­ვას, ნა­თია კორ­კო­ტა­ძემ მისი ვი­ნა­ო­ბაც გან­მარ­ტა და აღ­ნიშ­ნა, რომ გოჩა კუ­ჭა­ვა არის ბი­ძი­ნა კუ­ჭა­ვას ბი­ძაშ­ვი­ლი, რო­მე­ლიც მოს­კოვ­ში ცხოვ­რობს და რო­მე­ლიც ერთ-ერთი იყო, ვი­საც კუ­ჭა­ვა გარ­დაც­ვა­ლე­ბის დღეს ესა­უბ­რა.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რუსეთ-უკრაინის პირდაპირი სამშვიდობო მოლაპარაკებების მეორე რაუნდი დღეს, კვლავ სტამბოლში შედგება

ადვოკატი - ვახტანგ ქირიასა და ბიძინა კუჭავას გარდაცვალება წინასწარ დაწერილი სცენარია

ადვოკატი - ვახტანგ ქირიასა და ბიძინა კუჭავას გარდაცვალება წინასწარ დაწერილი სცენარია

პროკურორ ვახტანგ ქირიასა და ბიძინა კუჭავას გარდაცვალება წინასწარ დაწერილი სცენარია, - ამის შესახებ ბიძინა კუჭავას ოჯახის ადვოკატმა ნათია კორკოტაძემ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

ადვოკატმა აღნიშნა, რომ დავით პოპოვი, რომელიც გამოძიების ინფორმაციით, ბიძინა კუჭავას თვითმკვლელობის მომენტში მასთან ერთად ავტომობილში იმყოფებოდა, გუშინ სუს-მა კუჭავას ადვოკატებთან მიაგზავნა. კერძოდ, ნათია კორკოტაძის თქმით, დავით პოპოვი თავად დაუკავშირდა კუჭავების ოჯახს და სთხოვა, რომ ადვოკატებთან შეხვედრაში დახმარებოდა.

"ამის შემდეგ მე მომცეს ოჯახის წევრებმა მისი ნომერი, გადავურეკე პოპოვსა და ვთხოვე შეხვედრა. დრო რამდენჯერმე შეიცვალა, საბოლოოდ დიღომში, მაიაკოვსკის ძეგლის მიმდებარე ტერიტორიაზე შევთანხმდით. იგი მოვიდა, პალტო შეხსნილი ჰქონდა, სადაც დავინახე შნურები და ვუთხარი, რომ ბატონო დავით, თქვენ ჩამწერი მოწყობილობა გაქვთ დამონტაჟებული. მან ეს უარყო და პალტო შეიკრა. შემდეგ დავინახე პერანგის ღილზე როგორ ჰქონდა ვიდეოთვალი. იგი გვეუბნებოდა მე და ჩემს კოლეგებს, რატომ დამიბარეთო. მე მას ვუთხარი, რომ შეხვედრის ორგანიზატორი თავად იყო, თუმცა უხეში ტონით ამბობდა, რატომ დამიბარეთო. მანამდე კი სანამ მოვიდოდა, მითხრა, რომ იყო საბურთალოზე და მაშინვე ვიეჭვე, რომ იგი სუს-ის შენობაში იმყოფებოდა", - განაცხადა ნათია კორკოტაძემ, რომლის თქმითაც თუკი დავით პოპოვი ადვოკატებთან შეძლებდა ფარული ჩანაწერის მომზადებას, იგი ამას სუს-ში მიიტანა და შესაძლოა ადვოკატების მიმართ სისხლის სამართლის პასუხისმგებლობის საკითხიც დამდგარიყო, თითქოს მათ პოპოვზე ზემოქმედება ან ზეწოლა მოახდინეს.

რაც შეეხება დადგმული სცენარის ნაწილს, ადვოკატმა განმარტა, რომ არ შეიძლება შს მინისტრის მოადგილეს არჩილ თალაკვაძეს და ზოგადად გამოძიებას ზედმიწევნით სცოდნოდა როგორ მოკლა ვახტანგ (პაატა) ქირია ბიძინა კუჭავამ აბაზანაში, შემდეგ როგორც დაცალა სისხლისგან და როგორ გამოიყენა ამ ყველაფრისთვის ე.წ. ბარგალკა, რომელმაც შემდეგ თითი დაუზიანა.

"ეს დეტალები მხოლოდ იმ შემთხვევაში შეიძლება სცოდნოდათ მათ, თუკი ბინაში სადაც ქირია მკვდარი იპოვეს, დამონტაჟებული იყო ვიდეოთვალი ან ამ ყველაფერს ესწრებოდა პოპოვი. ასეთ შემთხვევაში პოპოვის და მისი მეუღლის მიმართ მინიმუმ დანაშაულის დაფარვისთვის პასუხისმგებლობის საკითხი უნდა დადგეს", - განაცხადა ნათია კორკოტაძემ.

ადვოკატის თქმით, უამრავი შეკითხვა არსებობს თუნდაც იმასთან დაკავშირებით რომ პაატა ქირიას სახელი უკავშირდება ე.წ. კასრების საქმეს. ადვოკატის თქმით, შეეცდება ნაწილობრივ აღნიშნულ შეკითხვებზე პასუხი თბილისის პროკურორ მიხეილ შაყულაშვილთან დღეს დაგეგმილ შეხვედრაზე გაეცეს.

რაც შეეხება დავით პოპოვის მიერ გუშინ ნახსენებ გოჩა კუჭავას, ნათია კორკოტაძემ მისი ვინაობაც განმარტა და აღნიშნა, რომ გოჩა კუჭავა არის ბიძინა კუჭავას ბიძაშვილი, რომელიც მოსკოვში ცხოვრობს და რომელიც ერთ-ერთი იყო, ვისაც კუჭავა გარდაცვალების დღეს ესაუბრა.

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ