"აზრზე არა ვარ, რა გვაპატია ჯემალ ჭკ­უასელმა" - ექსკლუზიური ინტერვიუ ნინო სუხიშვილთან

"აზრზე არა ვარ, რა გვაპატია ჯემალ ჭკ­უასელმა" - ექსკლუზიური ინტერვიუ ნინო სუხიშვილთან

ანსამბლი "სუხიშვილები" ახლახან საგასტროლო ტურნედან დაბრუნდა, შემთხვევით ვისარგებლეთ და ანსამბლის დირექტორი ნინო სუხიშვილი ინტერვიუზე დავითანხმეთ.

- სამწუხაროდ, დღეს საქართველოში­ კულტ­ურის სფერო არ არის პრიორიტეტული... ჩვენ­თვის დიდი პატივია ქვეყნის ყველა პროექტში­ მონაწილეობა და თუ საქართველოში ვართ, ყველა ღონისძიებაზე სიამოვნებით გამოვდივართ. დიდი მადლობა ყველას, ვისაც მიაჩნია, რომ "სუხიშვილების" გამოსვლით ღონისძიება ლამაზდება.

- შარშან საიუბილეო წელი გქონდათ...

- 70 წელი შეგვისრულდა. ვით­ვლით 1945 წლიდან, როცა ანსამბლს ოფიციალურად მიენიჭა წოდება... თუმცა ილიკომ და ნინომ მოღვაწეობა 20-იან წლებში დაიწყეს. 2015 წელი მეტისმეტად გადატვირთული იყო. ფაქტობრივად, მსოფლიოს შემოვუარეთ... ტურნე უკრაინიდან დავიწყეთ (ბოლო 11 წელია ეს ტრადიცია გვაქვს), შემდეგ იყო ბელორუსია, მოლდავეთი, ბალტიისპირეთის ქვეყნები. ძალიან წარმატებული გამოსვლა გვქონდა ეგვიპტეში, ხუთი კონცერტი ჩავატარეთ ლონდონში,­ შემდეგ ნიუ-იორკში, ფილადელფიასა და ვაშინგტონში. ამერიკიდან გადავფრინდით ჩინეთში, შემდეგ ისრაელის ხუთ ქალაქში ჩავატარეთ კონცე­რტი. ვეწვიეთ ბულგარეთს, შვეიცარიას და მთელი დეკემბერი იტალიაში გავატარეთ­. 31 დეკემბერს, ახალ წელს, სცენაზე შევხვდით, 12 საათი იყო, როცა მაყურებელი ბისზე გვიხმობდა... საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს,­ 26 მაისს ეგვიპტეში, პირამიდების ფონზე შევხვდით. ეს იყო უდიდესი შთაბეჭდილებებით სავსე კონცერტი. 5 000 მაყურებელი ესწრებოდა და პარალელურად ეგვიპტის არხებმა პირდაპირ ეთერში გად­ასცეს. ჩვენი გამოსვლა მთელმა არაბულმა­ სამყარომ ნახა, რაც ნახევარ მილიარდ მაყურებელს ნიშნავს... ამ კონცერტს იმდენად დიდი წარმატება ხვდა წილად, ლა-სკალას კონცერტის ტოლფასი იყო ჩვენთვის. დიდი შრომა გასწია ჩვენმა საელჩომ ეგვიპტეში. მონაწილეობდა საქართველოს კულტურის სამინისტროც, ძალიან კარგად გააშუქა ქართულმა მედიამაც...

- გამოსვლები­ საქართველოშიც გქონდათ...

- რეგიონები მოვიარეთ...­ საიუბილეო კონცერტი გვქონდა ფილარმონიაში, სადაც მსოფლიო დონის ვარსკვლავები გამოდიოდნენ. ეს ნამდვილი დღესასწაული იყო! მაყურებლის თხოვნით, 23 იანვარს კონცერტის გამეორებას ვგეგმავთ...

- 30 იანვარს თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრი იხსნება სპექტაკლით "აბესალომ და ეთერი", სადაც "სუხიშვილებიც" მიიღებთ მონაწილეობას...

- გვიხარია, რომ ნანატრი, ულამაზესი­ ოპერა იხსნება. ჩვენ მეორე აქტის ბოლოს ვიცეკვებთ. ეს სიმბოლურია, რადგან­ თავის­ დროზე, როცა "აბესალომ და ეთერი"­ დაიწერა, ზაქარია ფალიაშვილმა მიიწვია ილიკო სუხიშვილი, რომელიც მაშინ ძალიან­ ახალგაზრდა იყო. 20 წლისამ სპექტაკლისთვის დადგა ცეკვები და ზაქარია ფალიაშვილთან თანამშრომლ­ობდა... ახლა უმცროსი­ ილიკო სუხიშვილი აღდგენილი "აბესალომ და ეთერისთვის" დგამს ცეკვებს...

- წლების განმავლობაში თქვენ მიმართ ისმოდა კრიტიკა, თითქოს გაუჭირდა მაყურებელს სიახლის მიღება...

- ჩემთვის მათი აზრი, ვინც ამას ამბობდა, არ იყო კომპეტ­ენტური. ჩვენ ყოვ­ე­ლთვის ხალხურ შემოქმედებას წარმოვაჩენდით და ახალი ცეკვებიც სულითა თუ არსით ეროვნული და ქართულია! არა აქვს მნიშნელობა, 40-იან წლებში დაიდგა, 80-იანში თუ XXI საუკუნეში. ჩვენი ტენდენციაა მუდმივად ახლის

ძიება და დროის ფეხდაფეხ მიყოლა. გაჩერ­ება ნიშნავს დაღმასვლას. ყველაფერი აჩქარდა - მუსიკის რიტმი, ტემპი... დრომ მაინც თავისი თქვა! ახალმა­ ცეკვებმა დროს გაუძლო! ექსპერიმენტიც ჩავატარეთ - ჯერ კლასიკური ცეკვების კონცერტი გავმართეთ, შემდეგ ახალი პროგრამა წარმოვადგინეთ... ახალ პროგრამაზე ბევრად დიდი მოთხოვნა იყო. ეს იმას ნიშნავს, რომ ხალხს მოსწონს! ძველის განახლება აუცილებელი იყო და ახალგაზრდების დიდი ინტერესი ხალხური შემოქმედების მიმართ, ჩვენი დამსახურებაა! ამას მორიდების­ გარეშე ვამბობ! დღეს ჩვენს სტუდიასა და აკადემიაში მოსწავლეთა რიცხვი ათასზე მეტს აღწევს... ჩვენი ხელოვნება ახალგაზრდებში პატრიოტიზმის გაღვივების ერთ-ერთი ყველაზე გამართლებული მცდელობაა.

ნახეთ ვიდეო| "სუხიშვილების" კონცერტის ემოციური დასასრული - დაუვიწყარი საჩუქრები ანსამბლის წევრებს

გაგრძელება