პოლიტიკა
სამართალი
მსოფლიო

29

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

30 მაისი, პარასკევი, მთვარის მეოთხე დღე დაიწყება 07:23-ზე, მთვარე ლომში გადაბრძანდება 23:58-ზე – ნუ აჰყვებით პროვოკაციებს, მოერიდეთ კამათსა და კონფლიქტს. კარგია ახალი ინფორმაციის შეგროვება და დამუშავება. წარმოების გაზრდა. არ არის შესაფერისი დღე მოგზაურობის დასაწყებად ან მივლინებაში წასასვლელად. დღის ენერგიამ შეიძლება გამოიწვიოს გაურკვევლობა, ადამიანებში იმატებს კომპრომისზე წასვლის უუნარობა. ასევე, არ არის მიზანშეწონილი რომანტიკული პაემანი. კარგია ოთახების მოლამაზება. ინტერიერის განახლება. აგრეთვე სადილის მომზადება და ცხობა. საუკეთესოა თმის შეჭრა და შეღებვა. გაიკეთეთ თმისა და სახის ნიღაბი. მოუფრთხილდით გულს, სისხლის მიმოქცევის სისტემას, არტერიებს, ზურგს, დიაფრაგმას.
მოზაიკა
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
საზოგადოება
Faceამბები
წიგნები
სამხედრო
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
მეზობლები ადასტურებენ, რომ თეთრი ფერის "მერსედესის" ჯიპი პოპოვებს ეკუთვნის
მეზობლები ადასტურებენ, რომ თეთრი ფერის "მერსედესის" ჯიპი პოპოვებს ეკუთვნის

მე­ზობ­ლე­ბი ადას­ტუ­რე­ბენ, რომ თეთ­რი ფე­რის "მერ­სე­დე­სის" ჯიპი პო­პო­ვებს ეკუთ­ვნის. "ინ­ტერპრეს­ნი­უ­სი" ბი­ძი­ნა კუ­ჭა­ვას თვით­მკვლე­ლო­ბის საქ­მე­ზე მთა­ვა­რი მოწ­მე­ე­ბის, ცოლ-ქმარ პო­პო­ვე­ბის სახ­ლთან იმ­ყო­ფე­ბო­და, რო­მე­ლიც გლ­და­ნის მე-7 მიკ­რო­რა­ი­ონ­ში მდე­ბა­რე­ობს. თა­ვად პო­პო­ვე­ბი, რომ­ლე­ბიც გა­მო­ძი­ე­ბის ინ­ფორ­მა­ცი­ით ბი­ძი­ნა კუ­ჭა­ვას თვით­მკვლე­ლო­ბის მოწ­მე­ე­ბი არი­ან, კონ­ტაქ­ტზე არ გა­მო­დი­ან. უც­ნო­ბია იმ­ყო­ფე­ბი­ან თუ არა ისი­ნი სახ­ლში, თუმ­ცა ეზოს კარი ღიაა. თეთ­რი ფე­რის "მერ­სე­დე­სის" ჯიპი კი, რო­მე­ლიც გა­მო­ძი­ე­ბა­ში ნივთმტკი­ცე­ბაა, ად­გილ­ზე არ არის და იგი სა­ვა­რა­უ­დოდ ნივთმტკი­ცე­ბად არის ამო­ღე­ბუ­ლი.

"ინ­ტერპრეს­ნი­უ­სი" ესა­უბ­რა პო­პო­ვე­ბის მე­ზობ­ლებს. ერთ-ერთი მე­ზობ­ლის ინ­ფორ­მა­ცი­ით, და­ვით პო­პოვს მე­უღ­ლე და ორი შვი­ლი ჰყავს, რო­მელ­თან ერ­თა­დაც აღ­ნიშ­ნულ სახ­ლში ცხოვ­რობს. საქ­მი­ა­ნო­ბის შე­სა­ხებ მე­ზობ­ლებს ინ­ფორ­მა­ცია არ გა­აჩ­ნი­ათ, თუმ­ცა მათი თქმით, და­ვით პო­პო­ვი რუ­სეთ­ში ხში­რად და­დის. მისი მე­უღ­ლე კი, ერთ-ერთი მე­ზობ­ლის ინ­ფორ­მა­ცი­ით, ადრე სკო­ლა­ში მუ­შა­ობ­და. რაც შე­ე­ხე­ბა ბიზ­ნეს­საქ­მი­ა­ნო­ბას, ამის შე­სა­ხებ მე­ზობ­ლებს ინ­ფორ­მა­ცია არ გა­აჩ­ნი­ათ.

ორი პი­როვ­ნე­ბა, გვა­რად პო­პო­ვე­ბი, რო­გორც გა­მო­ძი­ე­ბი­დან არის ცნო­ბი­ლი, იუს­ტი­ცი­ის სა­მი­ნის­ტროს­თან იმ "მერ­სე­დე­სის" მარ­კის ML-ის თეთრ ჯიპ­ში იმ­ყო­ფე­ბო­და, რო­მელ­შიც ბი­ძი­ნა კუ­ჭა­ვამ თავი მო­იკ­ლა. პო­პო­ვე­ბი გა­მო­ძი­ე­ბამ უკვე და­კი­თხა. ისი­ნი გა­მო­ძი­ე­ბის მთა­ვა­რი მოწ­მე­ე­ბი არი­ან, რომ­ლე­ბიც გა­მო­ძი­ე­ბის ინ­ფორ­მა­ცი­ით, კუ­ჭა­ვას თვით­მკვლე­ლო­ბის ად­გილ­ზე მათ­სა­ვე მან­ქა­ნა­ში იმ­ყო­ფე­ბოდ­ნენ.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
გიორგი ბაჩიაშვილი - საქართველოს წარმომადგენლებმა, ივანიშვილის დავალებით, მიმართეს ბანდიტურ გზას და მოტაცებით ჩამომიყვანეს საქართველოში

მეზობლები ადასტურებენ, რომ თეთრი ფერის "მერსედესის" ჯიპი პოპოვებს ეკუთვნის

მეზობლები ადასტურებენ, რომ თეთრი ფერის "მერსედესის" ჯიპი პოპოვებს ეკუთვნის

მეზობლები ადასტურებენ, რომ თეთრი ფერის "მერსედესის" ჯიპი პოპოვებს ეკუთვნის. "ინტერპრესნიუსი" ბიძინა კუჭავას თვითმკვლელობის საქმეზე მთავარი მოწმეების, ცოლ-ქმარ პოპოვების სახლთან იმყოფებოდა, რომელიც გლდანის მე-7 მიკრორაიონში მდებარეობს. თავად პოპოვები, რომლებიც გამოძიების ინფორმაციით ბიძინა კუჭავას თვითმკვლელობის მოწმეები არიან, კონტაქტზე არ გამოდიან. უცნობია იმყოფებიან თუ არა ისინი სახლში, თუმცა ეზოს კარი ღიაა. თეთრი ფერის "მერსედესის" ჯიპი კი, რომელიც გამოძიებაში ნივთმტკიცებაა, ადგილზე არ არის და იგი სავარაუდოდ ნივთმტკიცებად არის ამოღებული.

"ინტერპრესნიუსი" ესაუბრა პოპოვების მეზობლებს. ერთ-ერთი მეზობლის ინფორმაციით, დავით პოპოვს მეუღლე და ორი შვილი ჰყავს, რომელთან ერთადაც აღნიშნულ სახლში ცხოვრობს. საქმიანობის შესახებ მეზობლებს ინფორმაცია არ გააჩნიათ, თუმცა მათი თქმით, დავით პოპოვი რუსეთში ხშირად დადის. მისი მეუღლე კი, ერთ-ერთი მეზობლის ინფორმაციით, ადრე სკოლაში მუშაობდა. რაც შეეხება ბიზნესსაქმიანობას, ამის შესახებ მეზობლებს ინფორმაცია არ გააჩნიათ.

ორი პიროვნება, გვარად პოპოვები, როგორც გამოძიებიდან არის ცნობილი, იუსტიციის სამინისტროსთან იმ "მერსედესის" მარკის ML-ის თეთრ ჯიპში იმყოფებოდა, რომელშიც ბიძინა კუჭავამ თავი მოიკლა. პოპოვები გამოძიებამ უკვე დაკითხა. ისინი გამოძიების მთავარი მოწმეები არიან, რომლებიც გამოძიების ინფორმაციით, კუჭავას თვითმკვლელობის ადგილზე მათსავე მანქანაში იმყოფებოდნენ.

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ